შვეიცარიის პროკურატურა უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილს გულნარა კარიმოვას საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატის ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. გულნარა კარიმოვას ორგანიზაციის სახელწოდებაა "The Office", რომლის საშუალებითაც ისლამ კარიმოვის ქალიშვილი კორუფციაში იყო ჩართული და მილიონობით დოლარს თავისი "კლიენტების" სასარგებლოდ ხელისუფლების მოქრთამვაში ხარჯავდა.
ბრალდებების მიხედვით, გულნარა კარიმოვას კომპანია დამკვეთებისგან მიღებულ ფულს სხვადასხვა ქვეყანაში, უსაფრთხო ანგარიშებზე ათავსებდა, რის შემდეგაც ამ ფულს შვეიცარიაში ქრთამებისთვის იყენებდნენ.
გამოძიების შედეგად შვეიცარიის ხელისუფლებამ 340 მილიონზე მეტი შვეიცარიული ფრანკი (370 მილიონი აშშ დოლარი) აქტივები ჩამოართვა, რომელიც უზბეკეთს უნდა დაუბრუნდეს. 440 მილიონ ფრანკზე მეტი დაყადაღებულია, ვიდრე გამოძიება გრძელდება.
კარიმოვას შვეიცარიელი ადვოკატი ამბობს, რომ ის იბრძოლებს კლიენტის სიმართლის დასამტკიცებლად.
გულნარა კარიმოვა მამა ისლამ კარიმოვის 2016 წელს გარდაიცვალა.
მისი ქალიშვილი კი მრავალი წლის განმავლობაში ცნობილი იყო თავისი სოციალური საქმიანობით, მონაწილეობდა მასობრივ ღონისძიებებში, მეგობრობდა ცნობილ ადამიანებთან და ცხოვრობდა მდიდრულად.
გულნარა კარიმოვა ბევრს მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში და წარმოადგენდა უზბეკეთს, როგორც გაეროს დიპლომატი. ამ თანამდებობის წყალობით მას პოლიტიკური იმუნიტეტი ჰქონდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ის გაქრა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ახლა კი უზბეკეთის ციხეშია, სადაც 13-წლიან სასჯელს იხდის თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის.
ხუთშაბათს, შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ კარიმოვას, ისევე როგორც სხვა ბრალდებულის - უზბეკური სატელეკომუნიკაციო კომპანიის აღმასრულებელის წინააღმდეგ ბრალდება გადაეცა შვეიცარიის სისხლის სამართლის ფედერალურ სასამართლოს.
პროკურორები ამბობენ, რომ კარიმოვა იყო კრიმინალური ორგანიზაციის შემქმნელი და ლიდერი. მასში შედიოდა რამდენიმე ათეული ადამიანი და ასზე მეტი კომპანია.
შვეიცარიაში ორგანიზაციამ ფუნქციონირება 2005 წელს დაიწყო "დანაშაულებრივი ქმედებებით მიღებული კაპიტალის დასამალად შვეიცარიის საბანკო ანგარიშებსა და სეიფებში, ასევე უძრავი ქონების შეძენის გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.
საბრალდებო დასკვნიდან ირკვევა, რომ ოფისი "აწარმოებდა თავის კრიმინალურ საქმიანობას, როგორც პროფესიონალურ ბიზნესს, მიმართავდა ძალადობისა და დაშინების გზებს“.
პროკურორების თქმით, კარიმოვა ოფისის ხელმძღვანელი იყო, მაგრამ ბრალი ასევე წაუყენეს რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანიის უზბეკური ფილიალის ხელმძღვანელს. კაცს, რომლის ვინაობას გამომძიებლები არ ასახელებენ, კრიმინალური ორგანიზაციის "საკვანძო წევრს" უწოდებენ.
შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ კარიმოვას პირადი თანაშემწის მიმართ გამოძიება ფულის გათეთრებაში ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო.
თავად კარიმოვა თავდაპირველად დიპლომატიური იმუნიტეტით იყო დაცული, რადგან ის გაეროში უზბეკეთის ელჩად მუშაობდა. მაგრამ 2013 წელს იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, მის გარშემო გამოძიება დაიწყო.
2019 წელს, კარიმოვას წინააღმდეგ აშშ-ში ფულის გათეთრების საქმე აღიძრა.
2023 წლის აგვისტოში, ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალს ჩამოართვეს ქონება ლონდონში.
გულნარას მამა ისლამ კარიმოვი უზბეკეთს 1991 წლიდან - 2016 წლამდე მართავდა, ანუ მანამ, ვიდრე არ გარდაიცვალა. როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები დაიწყო და კარიმოვა შინაპატიმრობაში აიყვანეს.
2016 წლამდე ის რეგულარულად ჩნდებოდა საზოგადოებაში, მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მას სახელმწიფოს მეთაურის შესაძლო მემკვიდრედ თვლიდნენ.
კარიმოვა 2017 წელს დააკავეს და ამჟამად 13-წლიან პატიმრობას იხდის უზბეკეთში სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის.
2016 წლის ნოემბერში BBC ესაუბრა გულნარა კარიმოვას შვილს ისლამს, რომელმაც განაცხადა, რომ დედამისი ცილისწამების მსხვერპლი იყო და რეალურად ქონებას მას არ ეკუთვნოდა.