მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ვე­ტე­რა­ნი ზვი­ად ხა­ჩი­ძე მკლავ­ჭიდ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, კუ­ა­ლა-ლუმ­პურ­ში (მა­ლა­ი­ზია) IFA -ს (მკლავ­ჭი­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცია) ეგი­დით, ჩა­ტარ­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი მკლავ­ჭიდ­ში, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ ვე­ტე­რა­ნი და მოქ­მე­დი უძ­ლი­ე­რე­სი სპორ­ტსმე­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს 30 ქვეყ­ნი­დან.

„სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რი, ომის ვე­ტე­რა­ნი ზვი­ად ხა­ჩი­ძე, ჩემ­პი­ო­ნა­ტის გრანდ მას­ტე­რი­სა და ვე­ტე­რა­ნის კა­ტე­გო­რი­ა­ში, მძი­მე წო­ნა­ში ას­პა­რე­ზობ­და. იგი გრანდ მას­ტე­რის კა­ტე­გო­რი­ა­ში ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და, ხოლო ვე­ტე­რან სპორ­ტსმე­ნებს შო­რის, ოქ­როს მე­დალს და­ე­უფ­ლა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლიც მო­ი­პო­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა. წელს, ას­პა­რე­ზო­ბამ სტარ­ტი 25 სექ­ტემ­ბერს აიღო და 1 ოქ­ტომ­ბრამ­დე გას­ტანს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზვი­ად ხა­ჩი­ძემ, მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზა­ფხულ­ზე, ფი­ნეთ­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა და ოქ­როს მედ­ლით დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში.

ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი ულო­ცავს ევ­რო­პი­სა და ახლა უკვე, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონს, ზვი­ად ხა­ჩი­ძეს მო­რიგ წარ­მა­ტე­ბას და ვე­ტე­რან სპორ­ტსმენს მო­მა­ვალ­შიც გა­მარ­ჯვე­ბებს უსურ­ვებს”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უფალო მაღალო!!!
1

გვიმრავლე ამნაირი ადამინები,მადლობა დედას რომელმაც ეს დევკაცი გაზარდა!!! მადლობა მის ოჯახს გტვარს ეზოს სოიფელს!!! იმრავლე დევკაცო!

აკია
0

ღმერთმა დალოცოს ქართველი გამარჯვებული! ღმერთმა ზვიადს დაულოცოს მარჯვენა!✝️✝️✝️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კუალა-ლუმპურში (მალაიზია) IFA -ს (მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია) ეგიდით, ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ვეტერანი და მოქმედი უძლიერესი სპორტსმენები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

„საქართველოს ნაკრების წევრი, ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე, ჩემპიონატის გრანდ მასტერისა და ვეტერანის კატეგორიაში, მძიმე წონაში ასპარეზობდა. იგი გრანდ მასტერის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ვეტერან სპორტსმენებს შორის, ოქროს მედალს დაეუფლა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

აღნიშნული ჩემპიონატი, ყოველწლიურად ტარდება. წელს, ასპარეზობამ სტარტი 25 სექტემბერს აიღო და 1 ოქტომბრამდე გასტანს.

აღსანიშნავია, რომ ზვიად ხაჩიძემ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზეც წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედლით დაბრუნდა სამშობლოში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ევროპისა და ახლა უკვე, მსოფლიო ჩემპიონს, ზვიად ხაჩიძეს მორიგ წარმატებას და ვეტერან სპორტსმენს მომავალშიც გამარჯვებებს უსურვებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.