პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დადის..." - მამუკა ხაზარაძე
"სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დადის..." - მამუკა ხაზარაძე

სა­მარ­თა­ლი ურ­მით, მაგ­რამ მა­ინც და­დის, მთა­ვა­რია, არ გა­ჩერ­დე, არც გავ­ჩერ­დე­ბით! - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს“ ლი­დე­რი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე­ზე უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე რუ­სე­ბის მიერ იყო შეკ­ვე­თი­ლი ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის გა­სა­ჩე­რებ­ლად.

"ბრალ­დე­ბა ვერ და­დას­ტურ­და - ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა!

რუ­სე­ბის დაკ­ვე­თი­თა და ბი­ძი­ნას პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ შე­თი­თხნი­ლი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე დას­რულ­და.

რას მი­აღ­წი­ეს? - გა­ა­ჩე­რეს ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კე­ბი, ქვე­ყა­ნას წა­არ­თვეს ინ­ვეს­ტი­ცია, ჩა­შა­ლეს სა­უ­კუ­ნის პრო­ექ­ტის, ანაკ­ლი­ის მშე­ნებ­ლო­ბა, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა ათე­უ­ლი წლით უკან და­ხი­ეს და რუ­სე­ბის და­ვა­ლე­ბა პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლეს.

რა­ტომ არის სა­ქარ­თვე­ლო ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში? - იმი­ტომ, რომ კრემ­ლის მო­კავ­ში­რე, გა­ყი­დუ­ლი მთავ­რო­ბა გვყავს, რო­მელ­საც ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სი არაფ­რად მი­აჩ­ნია.

დაგ­ვა­ზი­ა­ნეს? - ვერ დაგ­ვა­ზი­ა­ნეს, უფრო გავ­მაგრდით, უფრო ნათ­ლად და­ვი­ნა­ხეთ, ვის­თან გვაქვს საქ­მე. ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბა ამა­თი მმარ­თვე­ლო­ბი­დან გაშ­ვე­ბა­ზე გა­დის! ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა! სა­მარ­თა­ლი ურ­მით, მაგ­რამ მა­ინც და­დის. მთა­ვა­რია, არ გა­ჩერ­დე, არც გავ­ჩერ­დე­ბით!“ - წერს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე, რო­მელ­ზეც მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი იყ­ვნენ, უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ წარ­მო­ე­ბა­ში არ მი­ი­ღო.

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი ჯგუ­ფურ თაღ­ლი­თო­ბა­ში იქ­ნენ დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი, გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და რო­გორც ბრალ­დე­ბის, ასე­ვე დაც­ვის მხა­რეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას"ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ზე" და რე­ა­ლუ­რი სას­ჯე­ლის გა­მო­ტა­ნას ითხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი, გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნას. ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე, ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე დამ­ნა­შა­ვედ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­მაც ცნო. თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ სა­მი­ვე მათ­განს მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­უც­ვა­ლა და ისი­ნი ჯგუ­ფურ თაღ­ლი­თო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ 7 წლის ვა­დით, მაგ­რამ მუხ­ლის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო, ისი­ნი და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­მაც ძა­ლა­ში და­ტო­ვა. მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ 2019 წლის 24 ივ­ლისს ჯგუ­ფუ­რად 16 664 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა (და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით). რაც შე­ხე­ბა ავ­თან­დილ წე­რე­თელს, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბიზ­ნეს­მენს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის­თვის და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­თვის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბო­და

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

რამდენს ბედავს ეს გარეწარი!!

ზაზა
0

ლისის ტბაზე, მეთევზეებს როგორ გ ახდევინებდი თაღლითურად ფულს წლების მანძილზე... პასუხს ველოდებით,თუ არა და სადაც წახვალთ შეხვედრებზე უკვე იქ დაგისვავთ იგივე კითხვას...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დადის..." - მამუკა ხაზარაძე

"სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დადის..." - მამუკა ხაზარაძე

სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დადის, მთავარია, არ გაჩერდე, არც გავჩერდებით! - ამის შესახებ "ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აღნიშნული საქმე რუსების მიერ იყო შეკვეთილი ანაკლიის პორტის მშენებლობის გასაჩერებლად.

"ბრალდება ვერ დადასტურდა - ფულის გათეთრება არ ყოფილა!

რუსების დაკვეთითა და ბიძინას პროკურატურის მიერ შეთითხნილი ფულის გათეთრების საქმე დასრულდა.

რას მიაღწიეს? - გააჩერეს ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები და საერთაშორისო ბანკები, ქვეყანას წაართვეს ინვესტიცია, ჩაშალეს საუკუნის პროექტის, ანაკლიის მშენებლობა, ქვეყნის განვითარება ათეული წლით უკან დახიეს და რუსების დავალება პირნათლად შეასრულეს.

რატომ არის საქართველო ასეთ მდგომარეობაში? - იმიტომ, რომ კრემლის მოკავშირე, გაყიდული მთავრობა გვყავს, რომელსაც ეროვნული ინტერესი არაფრად მიაჩნია.

დაგვაზიანეს? - ვერ დაგვაზიანეს, უფრო გავმაგრდით, უფრო ნათლად დავინახეთ, ვისთან გვაქვს საქმე. ქვეყნის გამარჯვება ამათი მმართველობიდან გაშვებაზე გადის! ბრძოლა გრძელდება! სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დადის. მთავარია, არ გაჩერდე, არც გავჩერდებით!“ - წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში იქნენ დამნაშავედ ცნობილი, გასაჩივრებული ჰქონდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას"ფულის გათეთრებაზე" და რეალური სასჯელის გამოტანას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ბადრი ჯაფარიძე, ავთანდილ წერეთელი და მამუკა ხაზარაძე დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლომაც ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა