ავტორი:

დედამიწის მივიწყებული "მე-8 კონტინენტი" - დაკარგული მიწა, რომელიც, დაახლოებით, 25 მილიონი წლის წინ, ოკეანის ქვეშ "გაქრა"

დედამიწის მივიწყებული "მე-8 კონტინენტი" - დაკარგული მიწა, რომელიც, დაახლოებით, 25 მილიონი წლის წინ, ოკეანის ქვეშ "გაქრა"

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე მიწის შესახებ ლეგენდები საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია 375 წლის განმავლობაში თითქმის მთლიანად იყო ოკეანეში ჩაძირული, მკვლევრებს მისი პოვნა უჭირდათ.

1642 წელს, ნიდერლანდელი მეზღვაური აბელ ტასმანი ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულს მიადგა. მისი გემების გამოჩენიდან მეორე დღეს ადგილობრივები კანოეთი თავს დაესხნენ მოგზაურების პატარა ნავს, საპასუხოდ მეზღვაურებმა მათ ჭურვები დაუშინეს.

ტასმანმა უცნობ მიწას "Staten Landt“ უწოდა. მოგვიანებით, ნიდერლანდელმა კარტოგრაფებმა ამ სახელწოდების ლათინური ვერსია გამოიყენეს - Nova Zeelandia. (საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ბრიტანელმა ზღვაოსანმა ჯეიმს კუკმა ამ სახელის ინგლისური ვერსია New Zealand გამოიყენა, რაც კუნძულის ოფიციალურ სახელწოდებად იქცა.)

სისხლიანი ინციდენტის შემდეგ აბელ ტასმანი სამშობლოში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ ახალი კონტინენტი აღმოჩენა.

დღეს, სკოლის მოსწავლეები, მკვლევარები და პოლიტიკოსები ზოგადად დედამიწას მარტივ ერთეულებად ყოფენ, რომელიც ძირითადად 7 კონტინენტს მოიცავს: ევროპას, აზიას, აფრიკას, ჩრდილოეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიასა და ანტარქტიდას.

მაგრამ 2017 წელს მსოფლიოს ყურადღება მეცნიერებმა მიიპყრეს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კონტინენტების სიაში აუცილებლად უნდა შეეყვანათ ახალი ზელანდია - დიდი ხნის დაკარგული მიწა ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სხვაგვარად ცნობილია, როგორც პლანეტის მივიწყებული "მე-8 კონტინენტი".

ფიქრობენ, რომ ახალი ზელანდია დაახლოებით 88 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა, როდესაც სუპერკონტინენტმა გონდვანამ დაშლა დაიწყო.

გონდვანას დაშლის შემდეგ, მსოფლიოში ახალი კონტინენტები წარმოიშვა. ხოლო, ის რეგიონები, რომლებიც ოდესღაც უშუალოდ მის ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით იყო განლაგებული, დღეს ავსტრალიისა და ანტარქტიდის სახელითაა ცნობილი.

ვარაუდობენ, რომ ახალი ზელანდია გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდ კუნძულად არსებობდა, თუმცა დაახლოებით 25 მილიონი წლის წინ, ის ოკეანის ქვეშ "გაქრა".

პირველი რეალური მინიშნებები იმის შესახებ, რომ ახალი ზელანდია შესაძლოა წარმოადგენდეს უზარმაზარი მიწის მცირე ნაწილს 2002 წელს გაჩნდა. მეცნიერები წლების განმავლობაში აგროვებდნენ მტკიცებულებებს, მათ შორის, მასში შემავალი ქანების სახეობებისა და მისი შედარებითი სისქის შესახებ. კვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ახალი ზელანდიის 95% წყალქვეშაა ჩაძირული.

სატელიტის გამოყენებით, მკვლევრებმა ასევე ზღვის ფსკერის რუკა შეადგინეს. რუკაზე აშკარად ჩანს ზელანდიის ტერიტორია როგორც დეფორმირებული მასა, რომელიც თითქმის ავსტრალიის სიდიდისაა.

თუმცა ახალი კონტინენტის აღმოჩენის გარშემო მღელვარებისა და ათწლეულზე მეტი ინტენსიური კვლევის მიუხედავად, ზელანდიის ადრეული ფორმირების მრავალი დეტალი გაუგებარი დარჩა. ამოუხსნელია ის ფაქტიც, თუ როდის მოექცა ზელანდია წყლის ქვეშ და, ზოგადად, არსებობდა თუ არა დრო, როცა ის მშრალ ხმელეთს წარმოადგენდა... წყარო