მეცნიერებმა ევროპის უძველესი ფეხსაცმელი აღმოაჩინეს. სანდლები, რომლებიც ბალახისგანაა მოქსოვილი, დაახლოებით 6 000 წლისაა. ფეხსაცმელი ერთ-ერთია იმ ნივთებიდან, რომელიც ესპანეთში, ე.წ. ღამურების გამოქვაბულში აღმოაჩინეს.
გამოქვაბული მაღაროელებმა მე-19 საუკუნეში იპოვეს, მაგრამ იქ აღმოჩენილი ნივთების დათარიღებაზე მეცნიერები დიდი დროის განმავლობაში მშაობდნენ,
დათარიღების ახალმა ტექნიკამ აჩვენა, რომ გამოქვაბულში ნაპოვნი 76 ობიექტი, 2000 წლით უფრო ძველია, ვიდრე მანამდე ეგონათ.
ნივთების კარგ მდგომარეობაში შენახვა გამოქვაბულის დაბალი ტენიანობის დამსახურებაა. მკვლევრებმა კალათები და სხვადასხვა ხელსაწყოები ხელახლა გაანალიზეს:
"ეს ობიექტები სამხრეთ ევროპაში არსებული მცენარეული ბოჭკოვანი მასალების უძველესი და ყველაზე კარგად შემონახული ნაკრებია", - განაცხადა კვლევის თანაავტორმა, მარია ჰერერო ოტალმა.
ბალახით ნაქსოვი ფეხსაცმელი ნეოლითის ხანით თარიღდება, რაც ადასტურებს, რომ ის უფრო ადრეული ხანისაა, ვიდრე 2008 წელს სომხეთის გამოქვაბულში აღმოჩენილი 5 500 წლის წინანდელი ტყავის ფეხსაცმელი.
მაღაროელებმა "ღამურების გამოქვაბული" მეცხრამეტე საუკუნეში აღმოაჩინეს. ისინი გათხრებისას აქ გალერეას წააწყდნენ, რომელშიც ნახევრად მუმიფიცირებული ცხედრები, კალათები, ხის იარაღები, გარეული ტახის კბილები და უნიკალური ოქროს დიადემაც იყო.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილი
ვაახ ტოო..ბაბოჩემის სანდალი უპოვნიათ))
ესპანეთი ყოველთვის განთქმული იყო ფეხსაცმლის იშვიათი ოსტატებით, მაგათი ფეხსაცმელი კომფორტული, რბილი და ფეხზე ლამაზად მორგებულია ახლაც.