პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იარე ლიზა" არ გადაუღია ავტორს იმისათვის, რომ ის პოლიტიკოსებისთვის გზამკვლევი გამხდარიყო... რეჟისორის მიმართ უპრეცედენტო შეტევა ხორციელდება" - გიორგი კვირიკაშვილი
"იარე ლიზა" არ გადაუღია ავტორს იმისათვის, რომ ის პოლიტიკოსებისთვის გზამკვლევი გამხდარიყო... რეჟისორის მიმართ უპრეცედენტო შეტევა ხორციელდება" - გიორგი კვირიკაშვილი

ექ­სპრე­მი­ე­რი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილმ "იარე, ლი­ზას" ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ მოვ­ლე­ნებ­ზე წერს.

მისი თქმით, რე­ჟი­სო­რი არ იმ­სა­ხუ­რე­ებს იმ კრი­ტი­კას, რო­მელ­საც მის მი­მართ გა­მოთ­ქვა­მენ.

"დიდი ხა­ნია, რაც პო­ლი­ტი­კა­ზე ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მოთ­ქმი­სა­გან თავს ვი­კა­ვებ და მო­მა­ვალ­შიც არ ვგეგ­მავ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­ვო­ბას, თუმ­ცა დღეს თავი ვალ­დე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლე, სა­ჯა­როდ მოკ­ლედ გა­მო­მეთ­ქვა ჩემი აზრი არა იმ­დე­ნად ფილმზე "იარე ლიზა", არა­მედ იმ პრო­ცე­სე­ბის ხა­სი­ათ­ზე, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ფილ­მის დღის შუქ­ზე გა­მოს­ვლამ გა­მო­იწ­ვია.ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი თავს ორი მი­ზე­ზის გამო: პირ­ვე­ლი, რად­გა­ნაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მხვდა პა­ტი­ვი, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში და ამი­ტომ ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა, ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო და შე­რი­გე­ბის პო­ლი­ტი­კა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ჩემი პო­ზი­ცი­ის თქმა მუდ­მივ მო­ვა­ლე­ო­ბად მი­მაჩ­ნია; მით უფრო, რომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კომ­პლექ­სუ­რი და პო­ზი­ტი­უ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვის - " ნა­ბი­ჯი უკე­თე­სი მო­მავ­ლი­სათ­ვის" - ინი­ცი­ა­ტო­რი და ავ­ტო­რი გახ­ლდით თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად.

მე­ო­რე მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე სა­ჯა­როდ გა­მო­მე­ხა­ტა პო­ზი­ცია, გახ­ლავთ ჩემი მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ფილ­მის ავ­ტო­რის მი­მართ, სა­ჯა­რო­დაც ვთქვა ის, რაც მას პი­რა­დად ვუ­თხა­რი, როცა მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, მე­ნა­ხა ფილ­მი კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გა­მოს­ვლამ­დე - მი­თუ­მე­ტეს ახლა, როცა რე­ჟი­სო­რის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო და და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი შე­ტე­ვა. სა­ნამ სათ­ქმელს ვი­ტყო­დე, მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ტკი­ვი­ლის თა­ნა­ზი­ა­რო­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვი­საც ამ ფილმმა იარა და ტრა­გე­დია გა­ნუ­ახ­ლა და მათ მი­მარ­თაც, ვის­თვი­საც ფილ­მის იდეა თუ მხატ­ვრუ­ლი ფორ­მა მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა - არა­სო­დეს მექ­ნე­ბა იმის პრე­ტენ­ზია, რომ ბო­ლომ­დე ვგრძნობ, რა­საც იმ ჯო­ჯო­ხეთ­ში გა­მოვ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დღე­საც გა­ნიც­დი­ან და ალ­ბათ ეს ემო­ცია სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე გაჰ­ყვე­ბათ.ვფიქ­რობ, რომ "იარე ლიზა" არ გა­და­უ­ღია ავ­ტორს იმი­სათ­ვის, რომ ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის სა­მო­მავ­ლოდ გზამ­კვლე­ვი გამ­ხდა­რი­ყო, არც ის­ტო­რი­უ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნის ამ­ბი­ცია გა­აჩ­ნია მის ავ­ტორს. ყვე­ლა­ზე და­დე­ბი­თი, რაც ამ ფილმმა უნდა მო­ი­ტა­ნოს და ვიქ­რობ, რის­თვი­საც ფილ­მი შე­იქ­მნა, არის ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ი­წყოს ფიქ­რი, რო­გორ ვე­სა­უბ­როთ ჩვენს აფხაზ და ოს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს.

ის, რომ რუ­სე­თია მომ­ხდა­რი ბო­რო­ტე­ბის მთა­ვა­რი აქ­ტო­რი, რო­მელ­მაც ასე­ვე სა­უ­ბე­დუ­როდ შეძ­ლო, აე­მოქ­მე­დე­ბი­ნა საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის მიერ ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა ნაღ­მი, ფილ­მს არ­ცერთ მო­მენ­ტში არ გა­უხ­დია სა­და­ვოდ. არც ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო და არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კას აყე­ნებს ამ ფილ­მით ვინ­მე კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ. ფილ­მის მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი, რო­გორც ეს მე, ერ­თმა ადა­მი­ან­მა, და­ვი­ნა­ხე, არის ის, რომ რუ­სეთ­თან თან­მიმ­დევ­რუ­ლი უკომ­პრო­მი­სო სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რია სა­ჭი­რო - სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბის, ასე­ვე აფხა­ზე­ბის და ოსე­ბის უდი­დე­სი ტკი­ვი­ლის აღ­ქმა­ზე და თა­ნა­ზი­ა­რო­ბა­ზე.

უფრო ზო­გა­დად კი, და ეს მარ­ტო ამ ფილ­მს არ ეხე­ბა, არის ეროვ­ნუ­ლი დო­ნის სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­თა ირ­გვლი­ვაც თუნ­დაც კარ­დი­ნა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის ადა­მი­ა­ნებ­მა თუ ვერ შევ­ძე­ლით დას­ხდო­მა და ერ­თმა­ნე­თის შე­უ­რა­ცხყო­ფის გა­რე­შე არ­გუ­მენ­ტე­ბით მსჯე­ლო­ბა, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა ყო­ველ­თვის ვერც მიგ­ვიყ­ვა­ნოს სა­ერ­თო პო­ზი­ცი­ამ­დე, მა­შინ ჩვენ ვე­რა­სო­დეს შევ­დგე­ბით იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბად, რო­მე­ლიც სა­კად­რი­სი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ერის წარ­სუ­ლის და კა­ცობ­რი­ო­ბის ცი­ვი­ლე­ზე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის, და რო­მე­ლიც უნდა გახ­დეს შე­მოქ­მე­დი ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ღირ­სე­უ­ლი მო­მავ­ლის.მე ვფიქ­რობ, ნანა ჯა­ნე­ლი­ძემ გა­მო­ი­ჩი­ნა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი გამ­ბე­და­ო­ბა ასე­თი (თუნ­დაც საკ­მა­ოდ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი) ფორ­მით ეთ­ქვა თა­ვი­სი - ერთი ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­საც უდა­ვოდ სტკი­ვა ეს პრობ­ლე­მა - სათ­ქმე­ლი, და ამის­თვის ის ინ­კვი­ზი­ცი­ას ნამ­დვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რებს." - წერს კვი­რი­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მის - "იარე, ლი­ზას" ჩვე­ნე­ბას, რო­მე­ლიც 27 სექ­ტემ­ბერს კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" გა­ი­მარ­თა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ ტო­ვე­ბენ დარ­ბაზს და აკ­რი­ტი­კე­ბენ ფილ­მის ში­ნა­არსსა თუ რე­ჟი­სორს მა­ყუ­რებ­ლე­ბი. მა­ყუ­რე­ბელ­თა ნა­წი­ლის პო­ზი­ცი­ით, ფილმში გად­მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბი რე­ა­ლო­ბას არ ასა­ხავს. მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, სცე­ნარ­ში, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტ ლია ტოკ­ლი­კიშ­ვილს ეკუთ­ვნის, ქარ­თვე­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად, ხოლო აფხა­ზე­ბი უცოდ­ვე­ლე­ბად არი­ან წარ­მო­ჩე­ნი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რის მიერ ენ­გურს იქით ხმა­მაღ­ლა და­ძა­ხილ­მა "ბო­დიშ­მა" გა­მო­იწ­ვია. ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ბო­დიშს უხ­დის აფხა­ზებს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

შენ და ქუმსიშვილს 700 მილიონი გაპატიეს ?

ნინო
1

სცენარი ისე მაინც დაგეწერათ, ეს დალოცვილი "ბოდიში" ორმხრივი ყოფილიყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"იარე ლიზა" არ გადაუღია ავტორს იმისათვის, რომ ის პოლიტიკოსებისთვის გზამკვლევი გამხდარიყო... რეჟისორის მიმართ უპრეცედენტო შეტევა ხორციელდება" - გიორგი კვირიკაშვილი

"იარე ლიზა" არ გადაუღია ავტორს იმისათვის, რომ ის პოლიტიკოსებისთვის გზამკვლევი გამხდარიყო... რეჟისორის მიმართ უპრეცედენტო შეტევა ხორციელდება" - გიორგი კვირიკაშვილი

ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმ "იარე, ლიზას" ირგვლივ განვითარებუ მოვლენებზე წერს.

მისი თქმით, რეჟისორი არ იმსახურეებს იმ კრიტიკას, რომელსაც მის მიმართ გამოთქვამენ.

"დიდი ხანია, რაც პოლიტიკაზე ჩემი მოსაზრებების გამოთქმისაგან თავს ვიკავებ და მომავალშიც არ ვგეგმავ ამ მიმართულებით აქტივობას, თუმცა დღეს თავი ვალდებულად ჩავთვალე, საჯაროდ მოკლედ გამომეთქვა ჩემი აზრი არა იმდენად ფილმზე "იარე ლიზა", არამედ იმ პროცესების ხასიათზე, რაც აღნიშნული ფილმის დღის შუქზე გამოსვლამ გამოიწვია.ვალდებულად ვთვლი თავს ორი მიზეზის გამო: პირველი, რადგანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში და ამიტომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ანტისაოკუპაციო და შერიგების პოლიტიკა, საზოგადოებისთვის ჩემი პოზიციის თქმა მუდმივ მოვალეობად მიმაჩნია; მით უფრო, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და პოზიტიური ინიციატივის - " ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის" - ინიციატორი და ავტორი გახლდით თანაგუნდელებთან ერთად.

მეორე მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე საჯაროდ გამომეხატა პოზიცია, გახლავთ ჩემი მორალური ვალდებულება ფილმის ავტორის მიმართ, საჯაროდაც ვთქვა ის, რაც მას პირადად ვუთხარი, როცა მომეცა საშუალება, მენახა ფილმი კინოთეატრებში გამოსვლამდე - მითუმეტეს ახლა, როცა რეჟისორის მიმართ ხორციელდება უპრეცედენტო და დაუმსახურებელი შეტევა. სანამ სათქმელს ვიტყოდე, მინდა გამოვხატო ტკივილის თანაზიარობა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ამ ფილმმა იარა და ტრაგედია განუახლა და მათ მიმართაც, ვისთვისაც ფილმის იდეა თუ მხატვრული ფორმა მიუღებელი აღმოჩნდა - არასოდეს მექნება იმის პრეტენზია, რომ ბოლომდე ვგრძნობ, რასაც იმ ჯოჯოხეთში გამოვლილი ადამიანები დღესაც განიცდიან და ალბათ ეს ემოცია სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ.ვფიქრობ, რომ "იარე ლიზა" არ გადაუღია ავტორს იმისათვის, რომ ის პოლიტიკოსებისთვის სამომავლოდ გზამკვლევი გამხდარიყო, არც ისტორიული ჭეშმარიტების დადგენის ამბიცია გააჩნია მის ავტორს. ყველაზე დადებითი, რაც ამ ფილმმა უნდა მოიტანოს და ვიქრობ, რისთვისაც ფილმი შეიქმნა, არის ის, რომ საზოგადოებაში დაიწყოს ფიქრი, როგორ ვესაუბროთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს.

ის, რომ რუსეთია მომხდარი ბოროტების მთავარი აქტორი, რომელმაც ასევე საუბედუროდ შეძლო, აემოქმედებინა საბჭოთა იმპერიის მიერ ათწლეულების განმავლობაში ჩადებული ყველა ნაღმი, ფილმს არცერთ მომენტში არ გაუხდია სადავოდ. არც ანტისაოკუპაციო და არაღიარების პოლიტიკას აყენებს ამ ფილმით ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ. ფილმის მთავარი სათქმელი, როგორც ეს მე, ერთმა ადამიანმა, დავინახე, არის ის, რომ რუსეთთან თანმიმდევრული უკომპრომისო საგარეო პოლიტიკის პარალელურად აფხაზებთან და ოსებთან გულახდილი საუბარია საჭირო - საუბარი, რომელიც დაფუძნებული იქნება როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და ოსების უდიდესი ტკივილის აღქმაზე და თანაზიარობაზე.

უფრო ზოგადად კი, და ეს მარტო ამ ფილმს არ ეხება, არის ეროვნული დონის საკითხები, რომელთა ირგვლივაც თუნდაც კარდინალურად განსხვავებული პოზიციის ადამიანებმა თუ ვერ შევძელით დასხდომა და ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე არგუმენტებით მსჯელობა, რომელმაც შესაძლოა ყოველთვის ვერც მიგვიყვანოს საერთო პოზიციამდე, მაშინ ჩვენ ვერასოდეს შევდგებით იმ საზოგადოებად, რომელიც საკადრისი იქნება ჩვენი ერის წარსულის და კაცობრიობის ცივილეზებული თანამედროვეობის, და რომელიც უნდა გახდეს შემოქმედი ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის.მე ვფიქრობ, ნანა ჯანელიძემ გამოიჩინა მოქალაქეობრივი გამბედაობა ასეთი (თუნდაც საკმაოდ პროვოკაციული) ფორმით ეთქვა თავისი - ერთი ადამიანის, რომელსაც უდავოდ სტკივა ეს პრობლემა - სათქმელი, და ამისთვის ის ინკვიზიციას ნამდვილად არ იმსახურებს." - წერს კვირიკაშვილი.

ცნობისთვის, რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის - "იარე, ლიზას" ჩვენებას, რომელიც 27 სექტემბერს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა, საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ დარბაზს და აკრიტიკებენ ფილმის შინაარსსა თუ რეჟისორს მაყურებლები. მაყურებელთა ნაწილის პოზიციით, ფილმში გადმოცემული ფაქტები რეალობას არ ასახავს. მათივე შეფასებით, სცენარში, რომელიც ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილს ეკუთვნის, ქართველები დამნაშავეებად, ხოლო აფხაზები უცოდველებად არიან წარმოჩენილი. განსაკუთრებული გაღიზიანება ფილმის მთავარი გმირის მიერ ენგურს იქით ხმამაღლა დაძახილმა "ბოდიშმა" გამოიწვია. ქართველი ჟურნალისტი ბოდიშს უხდის აფხაზებს.

ასევე იხილეთ: