Edison Research - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 37% "ქართული ოცნებას“ მისცემდა ხმას, "გამარჯვების პლატფორმას“ - 22%, "საქართველოსთვის“ - 10% ტელეკომპანია "ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება:
"ქართული ოცნება“ - 37%
"გამარჯვების პლატფორმა“ - 22%
"საქართველოსთვის“ - 10%
"გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ - 4%
"ლეიბორისტული პარტია“ - 4%
"ლელო“ - 4%
"ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 4%
"გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 4%
"კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ - 3%
"მოქალაქეები“ - 2%
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 1%
"პატრიოტთა ალიანსი“ - 1%
სხვა - <1%
კვლევის მიხედვით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციის გარეშე:
"ქართული ოცნება“ - 25%
"გამარჯვების პლატფორმა“ - 15%
"საქართველოსთვის“ - 6,8%
"გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ - 3%
"ლეიბორისტული პარტია“ - 2,9%
"ლელო“ - 3,9%
"ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 2,9%
"გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 2,6%
"კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ - 2%
"ხალხის ძალა“ - 1,9%
"მოქალაქეები“ - 1,2%
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 0,9%
"პატრიოტთა ალიანსი“ - 0,8%
"სხვა“ - 0,4%
"არ ვიცი/უარი პასუხზე“ - 31,8%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.