პარტნიორები:
    ავტორი:

    იტალიაში, ვეზუვის მთაზე მიწისძვრების სერია მოხდა - ასობით მცირე ბიძგის შედეგად, შესაძლოა ნეაპოლელთა მასობრივი ევაკუაცია გახდეს საჭირო

    იტალიაში, ვეზუვის მთაზე მიწისძვრების სერია მოხდა - ასობით მცირე ბიძგის შედეგად, შესაძლოა ნეაპოლელთა მასობრივი ევაკუაცია გახდეს საჭირო

    იტალიაში, ვეზუვის მთაზე მიწისძვრების სერია მოხდა: მოსახლეობის ევაკუირების საფრთხეა გამოცხადებული. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, ე. წ. სუპერვულკანზე - ვეზუვიზე, ასობით მცირე მიწისძვრების შედეგად, ნეაპოლის მაცხოვრებელთათვის მასობრივი ევაკუირება შეიძლება გახდეს საჭირო.

    ინფორმაციას ვეზუვის ვულკანის ობსერვატორიის ყოფილი ხელმძღვანელი, ჯუზეპე დე ნატალე ავრცელებს.

    "27 სექტემბერს ამ რაიონში 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა - ეს უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ბიძგია. სტრუქტურული დაზიანებების კვალი ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის, მაგრამ თუ ვეზუვიზე უფრო დიდი ვულკანი - კამპი-ფლეგრეის ამოფრქვევა სრული სიმძლავრით მოხდა, ის მილიონობით ადამიანის მსხვერპლს გამოიწვევს“, - განაცხადა მეცნიერმა.

    ექსპერტების თქმით, ამოფრქვევის უშუალო საფრთხე ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ შენობების შემოწმება აუცილებელია, რადგან ვულკანების აქტივობა ყოველთვიურად დედამიწის ზედაპირის აწევას 1,5 სმ-ით ახდენს.