სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი შემთხვევაა, როდესაც ფილმში ჩვენი დანაშაულებიც არის ნაჩვენები, ჩვენმა ჯარმა რაც გააკეთა. ლაპარაკია ჩვენს პრობლემებზე, შეცდომებზე, კომპლექსებზე..." - რატომ მოჰყვა ასეთი ხმაური ფილმს "იარე, ლიზა"?
"პირველი შემთხვევაა, როდესაც ფილმში ჩვენი დანაშაულებიც არის ნაჩვენები, ჩვენმა ჯარმა რაც გააკეთა. ლაპარაკია ჩვენს პრობლემებზე, შეცდომებზე, კომპლექსებზე..." - რატომ მოჰყვა ასეთი ხმაური ფილმს "იარე, ლიზა"?

რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მის - "იარე, ლი­ზას" ჩვე­ნე­ბას, რო­მე­ლიც გუ­შინ კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" გა­ი­მარ­თა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დე­ოც, სა­დაც ჩანს, რო­გორ ტო­ვე­ბენ დარ­ბაზს და აკ­რი­ტი­კე­ბენ ფილ­მის ში­ნა­არსსა თუ რე­ჟი­სორს მა­ყუ­რებ­ლე­ბი. ამ სა­კითხს ფე­ის­ბუქ­ზე კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გამო­ეხ­მა­უ­რა: "ამ ფილ­მის ავ­ტო­რი ქალ­ბა­ტო­ნი დღეს ჩემ­გან "იცავს" ქარ­თულ კი­ნოს. ეს ფილ­მი არ მი­ნა­ხავს და ვნა­ხავ აუ­ცი­ლებ­ლად, ვი­ნა­ი­დან მი­ნის­ტრი ამ ქვეყ­ნის შვი­ლია და მა­საც აქვს უფ­ლე­ბა, ჰქონ­დეს აზრი და ამ აზ­რის გა­მოთ­ქმის თა­ვი­სუფ­ლე­ბა (ქალ­ბა­ტო­ნო ნანა!). მით უმე­ტეს, რომ ბევ­რი წელი და­ვა­ხარ­ჯეთ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იმას, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს ეთ­ქვა სი­მარ­თლე - რუ­სე­თი ოკუ­პა­ცი­ას აგ­რძე­ლებს, ან­წუ­ხე­ლი­ძე, სოფ­რო­მა­ძე და სხვე­ბი ოკუ­პან­ტმა მოკ­ლა და ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და ჩა­ა­ტა­რა, და რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა!!! ამ დროს, მე იუს­ტი­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, თქვენ კი ამ ფილ­მს იღებ­დით. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, ეს ფილ­მი სა­პი­რის­პი­როს არ ამ­ბობს იმი­სა, რაც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ თქვა ჩვენ­ზე, ქარ­თვე­ლებ­ზე და ჩვენს სი­მარ­თლე­ზე... მაგ­რამ ვნა­ხავ და მექ­ნე­ბა ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მო­გე­წო­ნე­ბათ, მერე მი­მარ­თავთ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ღია წე­რი­ლით და მო­თხო­ვეთ მო­რიგ­ჯერ, რომ გა­მა­ჩე­როს (ასე გეს­მით თა­ვი­სუფ­ლე­ბა და შექ­სპი­რის სო­ნე­ტე­ბი, არა­ვი­ძემ რომ კარ­გად იცო­და)... და ვერ მი­ი­ღებთ სა­სურ­ველ პა­სუხს. ის კი ვიცი, და ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­და­ნაც ვი­სა­უბ­რე წინა კვი­რა­ში, რომ ფილ­მი ჩა­წყო­ბით (!), უკონ­კურ­სოდ (!) და­ი­ფი­ნან­სა რე­ჟი­სორ­მა ნანა ჯა­ნე­ლი­ძემ პრე­მი­ერ გა­ხა­რი­ას­გან. და ახლა ჩა­წყო­ბებ­ზე აწყო­ბი­ლი კი­ნო­ცენ­ტრის რე­ფორ­მას უპი­რის­პირ­დე­ბა. გა­სა­გე­ბია", - წერს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი. წუ­ლუ­კი­ა­ნის სტა­ტუსს მოჰ­ყვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, მწერ­ლე­ბი­სა თუ სხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სტა­ტუ­სე­ბი და ფილ­მის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბი გა­ი­მარ­თა. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, რე­ა­ლუ­რად, რა ხდე­ბა ფილმში, რო­მელ­საც ასე­თი აურ­ზა­უ­რი მოჰ­ყვა.

ლია ტოკ­ლი­კიშ­ვი­ლი, ფილმ "იარე, ლი­ზას“ სცე­ნა­რის ავ­ტო­რი:

- პირ­ვე­ლი ტიტ­რი­დან ბოლო ტიტ­რამ­დე, მთე­ლი სი­უ­ჟე­ტით, ეს არის ან­ტი­რუ­სუ­ლი, ან­ტი­ო­კუ­პა­ცი­უ­რი ფილ­მი! ეს არის ფილ­მი იმა­ზე, რომ აფხა­ზე­თი, რო­მე­ლიც რუ­სეთს მიბ­მუ­ლი აქვს 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შენ­კენ შე­მო­ატ­რი­ა­ლო, და­ა­ნახ­ვო შენი ნამ­დვი­ლი სახე და სული. აჩ­ვე­ნო, რო­გორ ახოც­ვი­ნა რუ­სეთ­მა ერ­თმა­ნე­თი ორ ხალ­ხს, რომ ლიხ­ნის კრე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რუ­სე­თი უდებ­და ტვინ­ში აფხა­ზებ­საც და ოსებ­საც ან­ტი­ქარ­თულ გან­წყო­ბას, რაც მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის დახ­მა­რე­ბით ომით და­აგ­ვირ­გვი­ნა. ეს ფილ­მი იმა­ზეა, რომ რუ­სე­ბის ტექ­ნი­კით შე­მო­დი­ო­და აფხა­ზი ჩვე­ნი სახ­ლე­ბის ასა­ოხ­რებ­ლად, მერე კი, ჩვენ რომ აგ­ვა­ოხ­რეს, აფხა­ზე­ბი აქ­ცი­ეს მო­ე­რე­ხა­რის­ხო­ვან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად აფხა­ზეთ­ში. ეს არის ანი­მა­ცი­ა­ში: როცა ლე­ნი­ნის ძეგლი დაძ­რწის და იყუ­რე­ბა ომით დაბ­ნე­ლე­ბულ ფან­ჯრებ­ში; ეს არის გმი­რე­ბის სი­ტყვებ­ში, როცა ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სეთ­მა და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, რომ რუსი შე­ე­სია ახალ­და­ბას აფხა­ზე­ბის სა­ხე­ლით და გაჟ­ლი­ტა იქა­უ­რე­ბი, რუ­სულ­მა ტექ­ნი­კამ ჩა­მარ­ხა გაგ­რის მი­წა­ში ასო­ბით ქარ­თვე­ლი. ეს არის ფილ­მი ქარ­თვე­ლე­ბი­სა და აფხა­ზე­ბის ტრა­გე­დი­ა­ზე, ჩვენს ერ­თად და­კარ­გულ სამ­შობ­ლო­ზე, რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე და ორი­ვე ხალ­ხის და­მარ­ცხე­ბა­ზე აფხა­ზეთ­ში.

ამ ფილ­მით უნდა გა­ი­გოს მსოფ­ლი­ომ, რაც ვერ გა­ი­გო სა­ქარ­თვე­ლოს ვერც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან: რომ ბუ­ჩამ­დე იყო გაგ­რა, სა­დაც რუ­სუ­ლი ია­რა­ღით გაგ­ვჟლი­ტეს და დაგ­ვა­კარ­გი­ნეს ქვე­ყა­ნა.

კინო არის კულ­ტუ­რის სფე­რო. კი­ნოს თა­ვი­სი ენა აქვს იმის სათ­ქმე­ლად, რა­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ტრი­ბუ­ნე­ბი­დან ამ­ბო­ბენ. ჩვენ ასე ვთქვით - ფილ­მით: ანი­მა­ცი­ით, ტექ­სტით, სი­უ­ჟე­ტით... ტექ­სტი დღი­უ­რე­ბია, რომ­ლე­ბიც ომის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მო­ნა­თხრო­ბის­გან შედ­გე­ბა. ომის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან ჯა­რის­კა­ცე­ბი, დევ­ნი­ლე­ბი, რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე აფხა­ზუ­რი მხრი­დან. ქარ­თულ დღი­უ­რებ­თან ერ­თად, აფხა­ზუ­რი დღი­უ­რე­ბიც არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ფილმში გაშ­ლი­ლია, ქარ­თვე­ლი რას გრძნობს და აფხა­ზი რას გრძნობს ამ ომის წი­ნა­აღ­მდეგ.

და­ვით ბუხ­რი­კი­ძე, კი­ნომ­ცოდ­ნე:

- ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ფილმში ჩვე­ნი და­ნა­შა­უ­ლე­ბიც არის ნაჩ­ვე­ნე­ბი, ჩვენ­მა ჯარ­მა რაც გა­ა­კე­თა. ლა­პა­რა­კია ჩვენს პრობ­ლე­მებ­ზე, შეც­დო­მებ­ზე, კომ­პლექ­სებ­ზე... რო­გორც ქარ­თველ­თა, ასე­ვე აფხაზ­თა მხრი­დან, თა­ნაპ­რო­პორ­ცი­უ­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რაც ჩვენ­მა მებ­რძო­ლებ­მა ჩა­ი­დი­ნეს, ასე­ვე - აფხა­ზებ­მაც. ორი­ვე წყა­როა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­გორც აფხა­ზი პო­ე­ტის და მწერ­ლის, ასე­ვე, ქარ­თვე­ლი სცე­ნა­რის­ტის - ლია ტოკ­ლი­კიშ­ვი­ლის...

სი­უ­ჟე­ტი ასე­თია: ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ქა­ლია, რო­მე­ლიც 25 წლის წი­ნათ რე­პორ­ტი­ო­რად მუ­შა­ობ­და აფხა­ზე­თის ომში. ამ­ჟა­მად ის ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნია, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეთერ­ში იღებს ზარს აფხა­ზი მე­ომ­რის­გან. ეს ზარი მის­თვის გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდე­ბა, რის შემ­დეგ ლიზა იწყებს გრძელ გზას, რათა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სათ­ქმე­ლი მი­ი­ტა­ნოს აფხაზ მე­ომ­რამ­დე... იგი ყვე­ლა­ფერს მი­ა­ტო­ვებს - სახ­ლს, დე­დას, შვილს, ქმარს, ყო­ფილ საყ­ვა­რელს... მი­დის და მისი სვლა არის და­უ­ო­კე­ბე­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახალ­გაზ­რდა რე­პორ­ტი­ო­რის გან­ცდებს აცო­ცხლებს. ლი­ზას როლს ეკა ტო­გო­ნი­ძე ას­რუ­ლებს, პა­რა­ლე­ლუ­რად, ნაჩ­ვე­ნე­ბია ის ახალ­გაზ­რდა ლი­ზაც, რო­მელ­საც შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი თა­მა­შობს. ფილმში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დამ­დგმე­ლი მხატ­ვრის - გოგი მი­ქე­ლა­ძის როლი.

- რამ გა­მო­იწ­ვია მა­ყუ­რებ­ლის ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი?

- ვფიქ­რობ იმან, რომ პირ­და­პირ გან­ვა­ცხა­დეთ, ჩვენც რა­ღა­ცა­ში რომ ვართ დამ­ნა­შა­ვე... უმე­ტე­სად ვსა­უბ­რობთ აფხა­ზე­ბის სას­ტიკ და­ნა­შა­ულ­ზე, რომ­ლებ­მაც ახალ­და­ბა­ში გა­უ­გო­ნა­რი რამ ჩა­ი­დი­ნეს, 500 ადა­მი­ა­ნი და­ხო­ცეს, თა­ვე­ბი მო­აჭ­რეს და ფეხ­ბურ­თი ითა­მა­შეს... ბევ­რი თვლის, რომ სა­ნამ ჩვენ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ და რუ­სე­თი ჩვე­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს, სა­კუ­თარ და­ნა­შა­ულ­ზე სა­უ­ბა­რი შეც­დო­მაა...

ფილმში რუ­სეთ­ზე ტონი ცოტა შერ­ბი­ლე­ბუ­ლია. ნაკ­ლე­ბად არის აქ­ცენ­ტი რუ­სეთ­ზე გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი, უფრო წინა პლან­ზე აფხა­ზურ-ქარ­თუ­ლი კონ­ფლიქ­ტია წა­მო­წე­უ­ლი, ვიდ­რე ის რომ რუ­სე­თი ინ­სპი­რა­ტო­რი იყო. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათელა
0

მაშინ, როცა ომი მიმდინარეობდა მე ვმუშაობდი სტუდენტთა ქალაქში სადაც ყოველ დღე მქონდა თითქმის შეხება სტუდენტებთან, იქ როგორ მოვხვდი ახლა იმას ნუ გამომკითხავთ, რადგან ჩემი ადგილი დაკავებული დამხვდა რომ დავრუნდი და მოკლედ შეხება მიხდებოდა ყოველ დღე თითქმის 100 სტრენტთან და უნდა ამაყად ვთქვა რომ ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. მახსოვს, ,[მე კინო ჯერ არ მინახავს,[ შემოვიდა ერთ ი ქალიც რომელიც ინსტიტუტის ლექტორი იყო საშინლად ნანერვილები და მიყვება, სამეგრელოში ვიყავი, ნეტავ იცოდეთ რა ვნახე, სულ გადაწვეს ყველაფერი, გარშემო მთებიც კი ნახშირის გორებივით მოჩანსო.ბავშვები ჩემმა ქმარმა წამოიყვანა და არც ვიცი ჩამოვიდნენ თუ არაო, ჩვენთან რა უნდათ, რად ბობმბავდნენ ჩვენ სოფლებსო. აფხაზეთზე არაფერი მკითხოთო. ჩუმად ვუსმენდი, ამის მაგვარს ბევრს გვიამბობდნენ. ე რასაც გწერთ არაფერი არ არის მოგონილი,მალე ჩემი წიგნი გამოვა და იქ დაგანახვებთ თქვენ თავს, რატომ არაფერს ბეჭდავთ, გუშინ რომ გამოვაგზავნე, ანის რად არ გამოაქვეყნეთ, ვილანძღები,? ვიგინები?, არა თქვენ სიმართლეს არ ამხელთ, ეგრე იცხოვრეთ მოლომდე, მოგიგონებენ რომ წახვალთ.

გამვლელი
2

ეს ის თემა არაა, ვიღაცეებმა ( კაცს რო არ გაუგია) სცენარები წერონ და ამ სცენარზე ფილმებს იღებდნენ. ბარემ ჭიჭიკო ამბოკაძეს დააწერინეთ რამე სცენარი ,ან ჯოლბორდი გავახლოფაშვილს !!! ტიკ -ტოკია ? გადაირე კაცი პირდაპირ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"პირველი შემთხვევაა, როდესაც ფილმში ჩვენი დანაშაულებიც არის ნაჩვენები, ჩვენმა ჯარმა რაც გააკეთა. ლაპარაკია ჩვენს პრობლემებზე, შეცდომებზე, კომპლექსებზე..." - რატომ მოჰყვა ასეთი ხმაური ფილმს "იარე, ლიზა"?

"პირველი შემთხვევაა, როდესაც ფილმში ჩვენი დანაშაულებიც არის ნაჩვენები, ჩვენმა ჯარმა რაც გააკეთა. ლაპარაკია ჩვენს პრობლემებზე, შეცდომებზე, კომპლექსებზე..." - რატომ მოჰყვა ასეთი ხმაური ფილმს "იარე, ლიზა"?

რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის - "იარე, ლიზას" ჩვენებას, რომელიც გუშინ კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა, საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ დარბაზს და აკრიტიკებენ ფილმის შინაარსსა თუ რეჟისორს მაყურებლები. ამ საკითხს ფეისბუქზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა: "ამ ფილმის ავტორი ქალბატონი დღეს ჩემგან "იცავს" ქართულ კინოს. ეს ფილმი არ მინახავს და ვნახავ აუცილებლად, ვინაიდან მინისტრი ამ ქვეყნის შვილია და მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს აზრი და ამ აზრის გამოთქმის თავისუფლება (ქალბატონო ნანა!). მით უმეტეს, რომ ბევრი წელი დავახარჯეთ ბევრმა ადამიანმა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეთქვა სიმართლე - რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვები ოკუპანტმა მოკლა და ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარა, და რომ აფხაზეთი საქართველოა!!! ამ დროს, მე იუსტიციაში ვმუშაობდი, თქვენ კი ამ ფილმს იღებდით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ფილმი საპირისპიროს არ ამბობს იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა ჩვენზე, ქართველებზე და ჩვენს სიმართლეზე... მაგრამ ვნახავ და მექნება ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მოგეწონებათ, მერე მიმართავთ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით და მოთხოვეთ მორიგჯერ, რომ გამაჩეროს (ასე გესმით თავისუფლება და შექსპირის სონეტები, არავიძემ რომ კარგად იცოდა)... და ვერ მიიღებთ სასურველ პასუხს. ის კი ვიცი, და ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდანაც ვისაუბრე წინა კვირაში, რომ ფილმი ჩაწყობით (!), უკონკურსოდ (!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან. და ახლა ჩაწყობებზე აწყობილი კინოცენტრის რეფორმას უპირისპირდება. გასაგებია", - წერს თეა წულუკიანი. წულუკიანის სტატუსს მოჰყვა პოლიტიკოსების, მწერლებისა თუ სხვა სფეროს წარმომადგენლების სტატუსები და ფილმის შესახებ პოლიტიკური დებატები გაიმართა. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რეალურად, რა ხდება ფილმში, რომელსაც ასეთი აურზაური მოჰყვა.

ლია ტოკლიკიშვილი, ფილმ "იარე, ლიზას“ სცენარის ავტორი:

- პირველი ტიტრიდან ბოლო ტიტრამდე, მთელი სიუჟეტით, ეს არის ანტირუსული, ანტიოკუპაციური ფილმი! ეს არის ფილმი იმაზე, რომ აფხაზეთი, რომელიც რუსეთს მიბმული აქვს 30 წლის განმავლობაში, შენკენ შემოატრიალო, დაანახვო შენი ნამდვილი სახე და სული. აჩვენო, როგორ ახოცვინა რუსეთმა ერთმანეთი ორ ხალხს, რომ ლიხნის კრებიდან მოყოლებული, რუსეთი უდებდა ტვინში აფხაზებსაც და ოსებსაც ანტიქართულ განწყობას, რაც მაშინდელი პოლიტიკური ჯგუფების დახმარებით ომით დააგვირგვინა. ეს ფილმი იმაზეა, რომ რუსების ტექნიკით შემოდიოდა აფხაზი ჩვენი სახლების ასაოხრებლად, მერე კი, ჩვენ რომ აგვაოხრეს, აფხაზები აქციეს მოერეხარისხოვან მოქალაქეებად აფხაზეთში. ეს არის ანიმაციაში: როცა ლენინის ძეგლი დაძრწის და იყურება ომით დაბნელებულ ფანჯრებში; ეს არის გმირების სიტყვებში, როცა ამბობენ, რომ რუსეთმა დაიწყო ყველაფერი, რომ რუსი შეესია ახალდაბას აფხაზების სახელით და გაჟლიტა იქაურები, რუსულმა ტექნიკამ ჩამარხა გაგრის მიწაში ასობით ქართველი. ეს არის ფილმი ქართველებისა და აფხაზების ტრაგედიაზე, ჩვენს ერთად დაკარგულ სამშობლოზე, რუსეთის გამარჯვებაზე და ორივე ხალხის დამარცხებაზე აფხაზეთში.

ამ ფილმით უნდა გაიგოს მსოფლიომ, რაც ვერ გაიგო საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლებისგან: რომ ბუჩამდე იყო გაგრა, სადაც რუსული იარაღით გაგვჟლიტეს და დაგვაკარგინეს ქვეყანა.

კინო არის კულტურის სფერო. კინოს თავისი ენა აქვს იმის სათქმელად, რასაც პოლიტიკოსები ტრიბუნებიდან ამბობენ. ჩვენ ასე ვთქვით - ფილმით: ანიმაციით, ტექსტით, სიუჟეტით... ტექსტი დღიურებია, რომლებიც ომის მონაწილეების მონათხრობისგან შედგება. ომის მონაწილეები არიან ჯარისკაცები, დევნილები, როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხრიდან. ქართულ დღიურებთან ერთად, აფხაზური დღიურებიც არის გამოყენებული. ფილმში გაშლილია, ქართველი რას გრძნობს და აფხაზი რას გრძნობს ამ ომის წინააღმდეგ.

დავით ბუხრიკიძე, კინომცოდნე:

- ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმში ჩვენი დანაშაულებიც არის ნაჩვენები, ჩვენმა ჯარმა რაც გააკეთა. ლაპარაკია ჩვენს პრობლემებზე, შეცდომებზე, კომპლექსებზე... როგორც ქართველთა, ასევე აფხაზთა მხრიდან, თანაპროპორციულად წარმოდგენილი, რაც ჩვენმა მებრძოლებმა ჩაიდინეს, ასევე - აფხაზებმაც. ორივე წყაროა გამოყენებული, როგორც აფხაზი პოეტის და მწერლის, ასევე, ქართველი სცენარისტის - ლია ტოკლიკიშვილის...

სიუჟეტი ასეთია: ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი ქალია, რომელიც 25 წლის წინათ რეპორტიორად მუშაობდა აფხაზეთის ომში. ამჟამად ის ცნობილი ტელეწამყვანია, რომელიც პირდაპირ ეთერში იღებს ზარს აფხაზი მეომრისგან. ეს ზარი მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება, რის შემდეგ ლიზა იწყებს გრძელ გზას, რათა მნიშვნელოვანი სათქმელი მიიტანოს აფხაზ მეომრამდე... იგი ყველაფერს მიატოვებს - სახლს, დედას, შვილს, ქმარს, ყოფილ საყვარელს... მიდის და მისი სვლა არის დაუოკებელი, ფაქტობრივად, ახალგაზრდა რეპორტიორის განცდებს აცოცხლებს. ლიზას როლს ეკა ტოგონიძე ასრულებს, პარალელურად, ნაჩვენებია ის ახალგაზრდა ლიზაც, რომელსაც შედარებით ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს. ფილმში ძალიან მნიშვნელოვანია დამდგმელი მხატვრის - გოგი მიქელაძის როლი.

- რამ გამოიწვია მაყურებლის ნაწილის პროტესტი?

- ვფიქრობ იმან, რომ პირდაპირ განვაცხადეთ, ჩვენც რაღაცაში რომ ვართ დამნაშავე... უმეტესად ვსაუბრობთ აფხაზების სასტიკ დანაშაულზე, რომლებმაც ახალდაბაში გაუგონარი რამ ჩაიდინეს, 500 ადამიანი დახოცეს, თავები მოაჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს... ბევრი თვლის, რომ სანამ ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ და რუსეთი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საშუალებას არ გვაძლევს, საკუთარ დანაშაულზე საუბარი შეცდომაა...

ფილმში რუსეთზე ტონი ცოტა შერბილებულია. ნაკლებად არის აქცენტი რუსეთზე გამახვილებული, უფრო წინა პლანზე აფხაზურ-ქართული კონფლიქტია წამოწეული, ვიდრე ის რომ რუსეთი ინსპირატორი იყო. წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: