მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემოდგომის ნუგბარი, ქართული კერძები და მრავალფეროვანი აქტივობები – როგორი იქნება თბილისობა "წისქვილში"
შემოდგომის ნუგბარი, ქართული კერძები და მრავალფეროვანი აქტივობები – როგორი იქნება თბილისობა "წისქვილში"

30 სექ­ტემ­ბერ­სა და 1 ოქ­ტომ­ბერს რეს­ტო­რან „წის­ქვილ­ში“ მი­სულ სტუმ­რებს შე­მოდ­გო­მის გან­წყო­ბა დახ­ვდე­ბათ. უგემ­რი­ე­ლე­სი ნუგ­ბა­რით სავ­სე ეზო, ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი, ფოლკ­ლო­რუ­ლი და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნომ­რე­ბი – ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმი­სა, რა­საც „წის­ქვი­ლი“ თბი­ლი­სო­ბას დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეს­თა­ვა­ზებს.

რეს­ტო­რან­ში მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბი შეძ­ლე­ბენ და­ა­გე­მოვ­ნონ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ან თა­ვად და­წუ­რონ ის საწ­ნა­ხელ­ში, გა­მო­ხა­დონ ჭაჭა, ის­წავ­ლონ ხინ­კლის მოხ­ვე­ვა და ჩურ­ჩხე­ლე­ბის ამოვ­ლე­ბა­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბა დახ­ვდე­ბათ ბავ­შვებ­საც, რათა თბი­ლი­სო­ბა ერ­თნა­ი­რად სა­სი­ა­მოვ­ნო იყოს რო­გორც მშობ­ლე­ბის­თვის, ისე მათი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის­თვის.

„წის­ქვი­ლის“ ეზო­ში სტუმ­რე­ბი მო­ის­მე­ნენ და იხი­ლა­ვენ ქარ­თულ ცეკ­ვა-სიმ­ღე­რას, რაც მთა­ვა­რია, შეძ­ლე­ბენ ისი­ა­მოვ­ნონ ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბით.

„წის­ქვილ­ში“ თბი­ლი­სო­ბა 14:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია, მა­გი­დე­ბის და­სა­ჯავ­შნად კი და­რე­კეთ ნო­მერ­ზე 032 2 00 55 55.

მეტი დე­ტა­ლის­თვის გა­და­დით ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმულ­ზე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

შემოდგომის ნუგბარი, ქართული კერძები და მრავალფეროვანი აქტივობები – როგორი იქნება თბილისობა "წისქვილში"

შემოდგომის ნუგბარი, ქართული კერძები და მრავალფეროვანი აქტივობები – როგორი იქნება თბილისობა "წისქვილში"

30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს რესტორან „წისქვილში“ მისულ სტუმრებს შემოდგომის განწყობა დახვდებათ. უგემრიელესი ნუგბარით სავსე ეზო, ნამდვილი ქართული კერძები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც „წისქვილი“ თბილისობას დამსწრე საზოგადოებას შესთავაზებს.

რესტორანში მისული სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ ქართული ღვინო ან თავად დაწურონ ის საწნახელში, გამოხადონ ჭაჭა, ისწავლონ ხინკლის მოხვევა და ჩურჩხელების ამოვლებაში მიიღონ მონაწილეობა. მრავალფეროვანი გასართობი აქტივობა დახვდებათ ბავშვებსაც, რათა თბილისობა ერთნაირად სასიამოვნო იყოს როგორც მშობლებისთვის, ისე მათი მცირეწლოვანი შვილებისთვის.

„წისქვილის“ ეზოში სტუმრები მოისმენენ და იხილავენ ქართულ ცეკვა-სიმღერას, რაც მთავარია, შეძლებენ ისიამოვნონ ნამდვილი ქართული კერძებით.

„წისქვილში“ თბილისობა 14:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მაგიდების დასაჯავშნად კი დარეკეთ ნომერზე 032 2 00 55 55.

მეტი დეტალისთვის გადადით ღონისძიების ბმულზე.

NS