მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გასულ წელთან შედარებით, საქართველოში ცოფის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა: რა ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო
გასულ წელთან შედარებით, საქართველოში ცოფის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა: რა ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო

წელს ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბის მცი­რე­დი ზრდა გვქონ­და, ცო­ფის 68 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს, - ამის შე­სა­ხებ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ვე­ტე­რი­ნა­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, თენ­გიზ ჩა­ლი­გა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ცო­ფის გა­მოვ­ლე­ნის კე­რებ­ში, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ კა­რან­ტი­ნი გა­მო­ა­ცხა­და და შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­რან­ტი­ნე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რა.

"სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ყო­ველ­წლი­უ­რად ახ­დენს 300 ათა­სამ­დე ამ­თვი­სე­ბე­ლი ცხო­ვე­ლის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას. მი­უ­ხე­და­ვად ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სა, რად­გან ვირუ­სი ქვე­ყა­ნა­ში ცირ­კუ­ლი­რებს, მა­ინც ხდე­ბა გა­მოვ­ლი­ნე­ბა. ცხო­ვე­ლებ­ში, ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 63 %-ით შემ­ცირ­და 2013 წელ­თან შე­და­რე­ბით, თუმ­ცა, წელს ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბის მცი­რე­დი ზრდა გვქონ­და, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ფაქ­ტორ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ფაქ­ტორ­თან, რო­დე­საც ვირუ­სი ცირ­კუ­ლი­რებს და იგი ნა­ხავს აუც­რელ ამ­თვი­სე­ბელ ცხო­ველს, მა­შინ­ვე გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ჩვე­ნი რე­ა­გი­რე­ბაა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გავ­ზარ­დოთ და­ფარ­ვა, რათა ყვე­ლა ცხო­ვე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი. ცო­ფის გა­მოვ­ლე­ნის დროს, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო სა­კა­რან­ტი­ნე ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, კერ­ძოდ, კე­რა­ში, 3 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ზე.

ყვე­ლა ცხო­ვე­ლი იც­რე­ბა, მათ შო­რის, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო. წელს და­ფიქ­სირ­და 68 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. გა­მოვ­ლე­ნის კე­რებ­ში, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ კა­რან­ტი­ნი გა­მო­ა­ცხა­და და ჩა­ტარ­და სა­კა­რან­ტი­ნე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, -აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ ჩა­ლი­გა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუგო
0

ვაი ჩვენს პატრონს, ჩვენ კიდე გაცოფება გვინდა?

Marvel
4

ადამიანებში ბოლოს როდის დადასტურდა? მგონი დიდხანია არაფერი მომხდარა მსგავსი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გასულ წელთან შედარებით, საქართველოში ცოფის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა: რა ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო

გასულ წელთან შედარებით, საქართველოში ცოფის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა: რა ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო

წელს ცოფის შემთხვევების მცირედი ზრდა გვქონდა, ცოფის 68 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თენგიზ ჩალიგავამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ცოფის გამოვლენის კერებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კარანტინი გამოაცხადა და შესაბამისი საკარანტინე ღონისძიებები გაატარა.

"სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახდენს 300 ათასამდე ამთვისებელი ცხოველის ვაქცინაციას. მიუხედავად ვაქცინაციისა, რადგან ვირუსი ქვეყანაში ცირკულირებს, მაინც ხდება გამოვლინება. ცხოველებში, ცოფის შემთხვევები დაახლოებით 63 %-ით შემცირდა 2013 წელთან შედარებით, თუმცა, წელს ცოფის შემთხვევების მცირედი ზრდა გვქონდა, რომელიც სხვადასხვა ფაქტორთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით იმ ფაქტორთან, როდესაც ვირუსი ცირკულირებს და იგი ნახავს აუცრელ ამთვისებელ ცხოველს, მაშინვე გამოვლინდება. ჩვენი რეაგირებაა, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ დაფარვა, რათა ყველა ცხოველი მაქსიმალურად იყოს ვაქცინირებული. ცოფის გამოვლენის დროს, სურსათის ეროვნული სააგენტო საკარანტინე ღონისძიებებს ატარებს საქართველოს დადგენილების შესაბამისად, კერძოდ, კერაში, 3 კილომეტრის რადიუსზე.

ყველა ცხოველი იცრება, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო. წელს დაფიქსირდა 68 დადასტურებული შემთხვევა. გამოვლენის კერებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კარანტინი გამოაცხადა და ჩატარდა საკარანტინე ღონისძიებები“, -აღნიშნა თენგიზ ჩალიგავამ.