პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ფილმი ჩაწყობით დაფინანსდა პრემიერ გახარიასგან" - აურზაური ნანა ჯანელიძის ფილმის ირგვლივ: რა მოხდა ჩვენებაზე და რას წერს თეა წულუკიანი?
"ეს ფილმი ჩაწყობით დაფინანსდა პრემიერ გახარიასგან" - აურზაური ნანა ჯანელიძის ფილმის ირგვლივ: რა მოხდა ჩვენებაზე და რას წერს თეა წულუკიანი?

რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მის "იარე, ლი­ზას" ირ­გვლივ აჟი­ო­ტა­ჟი არ წყდე­ბა. ფილმმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის გუ­ლის­წყრო­მა გა­მო­იწ­ვია. გუ­შინ კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" ფილ­მი შუა ჩვე­ნე­ბი­სას, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, და­ტო­ვეს მა­ყუ­რებ­ლებ­მა. ისი­ნი ხმა­მა­ღა­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით გა­მოთ­ქვამ­დნენ აღ­შფო­თე­ბას ფილ­მის ში­ნა­არ­სის გამო.

მა­ყუ­რე­ბელ­თა ნა­წი­ლის პო­ზი­ცი­ით, ფილმში გად­მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბი რე­ა­ლო­ბას არ ასა­ხავს. მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, სცე­ნარ­ში, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტ ლია ტოკ­ლი­კიშ­ვილს ეკუთ­ვნის, ქარ­თვე­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად, ხოლო აფხა­ზე­ბი უცოდ­ვე­ლე­ბად არი­ან წარ­მო­ჩე­ნი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რის მიერ ენ­გურს იქით ხმა­მაღ­ლა და­ძა­ხილ­მა "ბო­დიშ­მა" გა­მო­იწ­ვია. ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ბო­დიშს უხ­დის აფხა­ზებს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფილ­მის შე­სა­ხებ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა. მისი თქმით, "იარე, ლიზა" რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია" და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­თი­თე­ბით არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

"სამ­წუ­ხა­როდ, ეს ფილ­მი, რო­მე­ლიც წუ­ლუ­კი­ა­ნის ბრძა­ნე­ბით და­ფი­ნანსდა, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, ისე­ვე რო­გორც ფარ­ცხა­ლა­ძის ტროლ­ფაბ­რი­კე­ბი. ჩვენ გვა­გუ­ე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტე­რი­ტო­რი­ის და­კარ­გვას, ამის­თვი­საც მოკ­ლეს ლა­ზი­კის პრო­ექ­ტი და ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენტს ბოქ­ლო­მი და­ა­დეს იმი­ტომ, რომ ორი­ვე დიდი პრო­ექ­ტი აფხა­ზეთ­თან გვა­ახ­ლო­ებ­და" - და­წე­რა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

  • კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ სა­ა­კაშ­ვილს შე­სა­ბა­მი­სი პოს­ტით დღეს უპა­სუ­ხა:

"გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ბოლო დროს სხვა­დას­ხვა მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მა­ზე აქ­ტი­უ­რად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მის - „იარე ლიზა“ - გა­და­ღე­ბა კულ­ტუ­რის ახ­ლან­დელ­მა მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა „ბრძა­ნა“.ამ სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბას სა­თა­ვე და­უ­დო სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვის, ამ­ჟა­მად პა­ტი­მარ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ტყუ­ილ­მა.უპირ­ვე­ლე­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ ფილ­მე­ბი მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბე­ბით არ ფი­ნანსდე­ბა. რო­გორც ჩანს, სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვეს თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის ხა­ნა­ში ერე­ვა ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის მი­ნის­ტრის მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლი. ასე­ვე, შე­ვახ­სე­ნებთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა 2021 წლის მარ­ტში. კი­ნო­ხე­ლო­ვან­თა ერთი ჯგუ­ფი, მათ შო­რის - რე­ჟი­სო­რი ნანა ჯა­ნე­ლი­ძე, მას დღემ­დე აკ­რი­ტი­კებს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის რე­ფორ­მის გამო, რო­მე­ლიც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლო­ბა­სა და სა­მარ­თლი­ა­ნი კონ­კურ­სე­ბის მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. ფილ­მის - „იარე ლიზა“ - გა­და­ღე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან თავ­და­პირ­ვე­ლად 2019 წელს და­ფი­ნანსდა (300 000 ლარი), მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კი­ნო­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის - გაგა ჩხე­ი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი­ნო­ცენ­ტრმა ფილ­მის გა­და­ღე­ბის­თვის უკონ­კურ­სოდ გა­მო­ყო კი­დევ 240 690 ლარი. 2020 წელს, იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, უშუ­ა­ლო ჩა­რე­ვით ფილ­მის­თვის და­მა­ტე­ბით, ისევ უკონ­კურ­სოდ, გა­მო­ი­ყო 1 200 000 ლარი. სულ ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და კი­ნო­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გაგა ჩხე­ი­ძის, ხელ­შე­წყო­ბით გა­მო­ი­ყო 1 740 690 ლარი." - ნათ­ქვა­მია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად მი­ნის­ტრ წუ­ლუ­კი­ანს, რო­გორც ის წერს, ფილ­მი ჯერ არ უნა­ხავს, და სა­კუ­თარს აზრს მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას შემ­დეგ გა­მოთ­ქვამს, როცა ფილ­მს ნა­ხავს.

ფილ­მის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, რომ ფილ­მი ნანა ჯა­ნე­ლი­ძეს, "ჩა­წყო­ბით" და უკონ­კურ­სოდ და­უ­ფი­ნან­სეს მა­შინ, რო­დე­საც პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია იყო.

"ამ ფილ­მის ავ­ტო­რი ქალ­ბა­ტო­ნი დღეს ჩემ­გან "იცავს" ქარ­თულ კი­ნოს. ეს ფილ­მი არ მი­ნა­ხავს და ვნა­ხავ აუ­ცი­ლებ­ლად, ვი­ნა­ი­დან მი­ნის­ტრი ამ ქვეყ­ნის შვი­ლია და მა­საც აქვს უფ­ლე­ბა, ჰქონ­დეს აზრი და ამ აზ­რის გა­მოთ­ქმის თა­ვი­სუფ­ლე­ბა (ქალ­ბა­ტო­ნო ნანა!). მით უმე­ტეს, რომ ბევ­რი წელი და­ვა­ხარ­ჯეთ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იმას, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს ეთ­ქვა სი­მარ­თლე - რუ­სე­თი ოკუ­პა­ცი­ას აგ­რძე­ლებს, ან­წუ­ხე­ლი­ძე, სოფ­რო­მა­ძე და სხვე­ბი ოკუ­პან­ტმა მოკ­ლა და ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და ჩა­ა­ტა­რა, და რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა!!! ამ დროს, მე იუს­ტი­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, თქვენ კი ამ ფილ­მს იღებ­დით. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, ეს ფილ­მი სა­პი­რის­პი­როს არ ამ­ბობს იმი­სა, რაც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ თქვა ჩვენ­ზე, ქარ­თვე­ლებ­ზე და ჩვენს სი­მარ­თლე­ზე...მაგ­რამ ვნა­ხავ და მექ­ნე­ბა ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მო­გე­წო­ნე­ბათ, მერე მი­მარ­თავთ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ღია წე­რი­ლით და მოვ­თხოვთ მო­რიგ­ჯერ, რომ გა­მა­ჩე­როს (ასე გეს­მით თა­ვი­სუფ­ლე­ბა და შექ­სპი­რის სო­ნე­ტე­ბი, არა­ვი­ძემ რომ კარ­გად იცო­და)... და ვერ მი­ი­ღებთ სა­სურ­ველ პა­სუხს.ის კი ვიცი, და ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­და­ნაც ვი­სა­უბ­რე წინა კვი­რა­ში, რომ ფილ­მი ჩა­წყო­ბით (!), უკონ­კურ­სოდ (!) და­ი­ფი­ნან­სა რე­ჟი­სორ­მა ნანა ჯა­ნე­ლი­ძემ პრე­მი­ერ გა­ხა­რი­ას­გან. და ახლა ჩა­წყო­ბებ­ზე აწყო­ბი­ლი კი­ნო­ცენ­ტრის რე­ფორ­მას უპი­რის­პირ­დე­ბა. გა­სა­გე­ბია." - წერს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, ფილმზე "იარე, ლიზა" რე­ჟი­სო­რი ნანა ჯა­ნე­ლი­ძე და ჟურ­ნა­ლის­ტი ლია ტოკ­ლი­კიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ. მთა­ვა­რი გმი­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ქა­ლია, რო­მე­ლიც 25 წლის წინ, რე­პორ­ტი­ო­რად მუ­შა­ობ­და აფხა­ზე­თის ომში. ფილმში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და მოწ­მე­ე­ბის, ქარ­თვე­ლი და აფხა­ზი მწერ­ლე­ბის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მო­ნა­თხრო­ბი და დღი­უ­რე­ბი. ფილმზე ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ანი­მა­ტო­რე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. „იარე, ლიზა“ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბულ­გა­რე­თის კოპ­რო­დუქ­ცი­აა. ფილ­მი გა­და­ღე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))
0

საყვარელი, რუსეთს მისცა ყველაფერი, რაც იქედან მოსთხოვეს და ახლა წულუკიანის ბრალი ყოფილა თურმე. 

..
4

მორიგი უსახური ,,შედევრი" რაში იხარჯება ეს ფულები ავადმყოფები მაინც დააფინანსეთ ინტერნეტში რამდენი ონკოპაციენტი ითხოვს დახმარებას მაგ უმსგავსოუებაში რამდენი დაიხარჯა ვინ იცის

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ეს ფილმი ჩაწყობით დაფინანსდა პრემიერ გახარიასგან" - აურზაური ნანა ჯანელიძის ფილმის ირგვლივ: რა მოხდა ჩვენებაზე და რას წერს თეა წულუკიანი?

"ეს ფილმი ჩაწყობით დაფინანსდა პრემიერ გახარიასგან" - აურზაური ნანა ჯანელიძის ფილმის ირგვლივ: რა მოხდა ჩვენებაზე და რას წერს თეა წულუკიანი?

რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის "იარე, ლიზას" ირგვლივ აჟიოტაჟი არ წყდება. ფილმმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია. გუშინ კინოთეატრ "ამირანში" ფილმი შუა ჩვენებისას, პროტესტის ნიშნად, დატოვეს მაყურებლებმა. ისინი ხმამაღალი შეძახილებით გამოთქვამდნენ აღშფოთებას ფილმის შინაარსის გამო.

მაყურებელთა ნაწილის პოზიციით, ფილმში გადმოცემული ფაქტები რეალობას არ ასახავს. მათივე შეფასებით, სცენარში, რომელიც ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილს ეკუთვნის, ქართველები დამნაშავეებად, ხოლო აფხაზები უცოდველებად არიან წარმოჩენილი. განსაკუთრებული გაღიზიანება ფილმის მთავარი გმირის მიერ ენგურს იქით ხმამაღლა დაძახილმა "ბოდიშმა" გამოიწვია. ქართველი ჟურნალისტი ბოდიშს უხდის აფხაზებს.

რამდენიმე დღის წინ ფილმის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, "იარე, ლიზა" რუსული პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია" და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მითითებით არის გადაღებული.

"სამწუხაროდ, ეს ფილმი, რომელიც წულუკიანის ბრძანებით დაფინანსდა, რუსული პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ფარცხალაძის ტროლფაბრიკები. ჩვენ გვაგუებენ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკარგვას, ამისთვისაც მოკლეს ლაზიკის პროექტი და ქუთაისის პარლამენტს ბოქლომი დაადეს იმიტომ, რომ ორივე დიდი პროექტი აფხაზეთთან გვაახლოებდა" - დაწერა სააკაშვილმა.

  • კულტურის სამინისტრომ სააკაშვილს შესაბამისი პოსტით დღეს უპასუხა:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე აქტიურად და მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის - „იარე ლიზა“ - გადაღება კულტურის ახლანდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „ბრძანა“.ამ სიცრუის ტირაჟირებას სათავე დაუდო სისხლის სამართლის დამნაშავის, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მისთვის დამახასიათებელმა პოლიტიკურმა ტყუილმა.უპირველესად, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ფილმები მინისტრის ბრძანებებით არ ფინანსდება. როგორც ჩანს, სისხლის სამართლის დამნაშავეს თავისი მმართველობის ხანაში ერევა ამჟამინდელი მთავრობის მინისტრის მმართველობის სტილი. ასევე, შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა 2021 წლის მარტში. კინოხელოვანთა ერთი ჯგუფი, მათ შორის - რეჟისორი ნანა ჯანელიძე, მას დღემდე აკრიტიკებს ეროვნული კინოცენტრის რეფორმის გამო, რომელიც ამ ორგანიზაციის გამჭვირვალობასა და სამართლიანი კონკურსების მოდელის შემუშავებას ისახავს მიზნად. ფილმის - „იარე ლიზა“ - გადაღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაპირველად 2019 წელს დაფინანსდა (300 000 ლარი), მოგვიანებით კი კინოცენტრის ხელმძღვანელის - გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით კინოცენტრმა ფილმის გადაღებისთვის უკონკურსოდ გამოყო კიდევ 240 690 ლარი. 2020 წელს, იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, უშუალო ჩარევით ფილმისთვის დამატებით, ისევ უკონკურსოდ, გამოიყო 1 200 000 ლარი. სულ ფილმის გადასაღებად იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის, ხელშეწყობით გამოიყო 1 740 690 ლარი." - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება თავად მინისტრ წულუკიანს, როგორც ის წერს, ფილმი ჯერ არ უნახავს, და საკუთარს აზრს მოგვიანებით, მას შემდეგ გამოთქვამს, როცა ფილმს ნახავს.

ფილმის დაფინანსებასთან დაკავშირებით მინისტრი აღნიშნავს, რომ ფილმი ნანა ჯანელიძეს, "ჩაწყობით" და უკონკურსოდ დაუფინანსეს მაშინ, როდესაც პრემიერი გიორგი გახარია იყო.

"ამ ფილმის ავტორი ქალბატონი დღეს ჩემგან "იცავს" ქართულ კინოს. ეს ფილმი არ მინახავს და ვნახავ აუცილებლად, ვინაიდან მინისტრი ამ ქვეყნის შვილია და მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს აზრი და ამ აზრის გამოთქმის თავისუფლება (ქალბატონო ნანა!). მით უმეტეს, რომ ბევრი წელი დავახარჯეთ ბევრმა ადამიანმა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეთქვა სიმართლე - რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვები ოკუპანტმა მოკლა და ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარა, და რომ აფხაზეთი საქართველოა!!! ამ დროს, მე იუსტიციაში ვმუშაობდი, თქვენ კი ამ ფილმს იღებდით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ფილმი საპირისპიროს არ ამბობს იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა ჩვენზე, ქართველებზე და ჩვენს სიმართლეზე...მაგრამ ვნახავ და მექნება ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მოგეწონებათ, მერე მიმართავთ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით და მოვთხოვთ მორიგჯერ, რომ გამაჩეროს (ასე გესმით თავისუფლება და შექსპირის სონეტები, არავიძემ რომ კარგად იცოდა)... და ვერ მიიღებთ სასურველ პასუხს.ის კი ვიცი, და ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდანაც ვისაუბრე წინა კვირაში, რომ ფილმი ჩაწყობით (!), უკონკურსოდ (!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან. და ახლა ჩაწყობებზე აწყობილი კინოცენტრის რეფორმას უპირისპირდება. გასაგებია." - წერს წულუკიანი.

ცნობისთვის, ფილმზე "იარე, ლიზა" რეჟისორი ნანა ჯანელიძე და ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მთავარი გმირი ჟურნალისტი ქალია, რომელიც 25 წლის წინ, რეპორტიორად მუშაობდა აფხაზეთის ომში. ფილმში გამოყენებულია ქართულ-აფხაზური ომის მონაწილეების და მოწმეების, ქართველი და აფხაზი მწერლების, სასულიერო პირების მონათხრობი და დღიურები. ფილმზე ქართველი და უკრაინელი ანიმატორები მუშაობდნენ. „იარე, ლიზა“ საქართველოსა და ბულგარეთის კოპროდუქციაა. ფილმი გადაღებულია ეროვნული კინოცენტრის და კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ასევე იხილეთ: