მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვის ემოციური კეთილდღეობა
ბავშვის ემოციური კეთილდღეობა

ბოლო წლებ­ში გაძ­ლი­ერ­და ფო­კუ­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის ჰო­ლის­ტურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც ნიშ­ნავს აკა­დე­მი­ურ­თან ერ­თად ემო­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის აქ­ცენ­ტი­რე­ბას სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. კერ­ძოდ, ყუ­რა­დღე­ბა გა­ი­ზარ­და ისე­თი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მართ, რო­გო­რი­ცაა თვით­ცნო­ბი­ე­რე­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­თვა, ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ამ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი მრა­ვა­ლი კვლე­ვი­თაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, მცირ­დე­ბა რთუ­ლი ქცე­ვის შემ­თხვე­ვე­ბი, უმ­ჯო­ბეს­დე­ბა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა და იზ­რდე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის ემო­ცი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა.

ბავ­შვე­ბის ჰო­ლის­ტურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში მას­წავ­ლე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცია ეკის­რე­ბა. მას შე­უძ­ლია და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლეს გა­ი­გოს, მი­ი­ღოს და გა­უ­ძღვეს სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს. მოს­წავ­ლე­ე­ბის ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კარ­გად ვი­ცო­დეთ ემო­ცი­ე­ბის „მუ­შა­ო­ბის“ მე­ქა­ნიზ­მი, მათი კავ­ში­რი სხე­ულ­თან, ტვინ­თან, გო­ნე­ბას­თან და გა­რე­მოს­თან.

გა­ვი­გოთ უფრო მეტი ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ

„სწავ­ლას ემო­ცი­უ­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს“ - ამ­ბობ­და პლა­ტო­ნი მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის წინ. ამ ფრა­ზა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად არეკ­ლი­ლია ემო­ცი­ებ­სა და სწავ­ლას შო­რის არ­სე­ბულ კავ­შირ­ზე დღე­ვან­დე­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი ცოდ­ნა. ემო­ცი­ე­ბი მრა­ვალ­მხრივ გავ­ლე­ნას ახ­დენს სწავ­ლა­ზე. მა­გა­ლი­თად, ძლი­ერ­მა ემო­ცი­ებ­მა, რო­გო­რი­ცაა შიში და ბრა­ზი, ერთი მხრივ შე­იძ­ლე­ბა შე­ა­ფერ­ხოს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და სწავ­ლის პრო­ცე­სე­ბი და ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა მოს­წავ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბი­სა და ფო­კუ­სი­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­დეს.

ემო­ცი­ე­ბის კა­ტე­გო­რი­ზე­ბის მრა­ვა­ლი მო­დე­ლი არ­სე­ბობს. ფსი­ქო­ლოგ რო­ბერტ პლუ­ჩი­კის (Robert Plutchik) ემო­ცი­ე­ბის ბორ­ბლის მო­დე­ლი 8 ძი­რი­თად ემო­ცი­ას გა­მო­ყოფს: სი­ხა­რუ­ლი, ნდო­ბა, შიში, გა­ო­ცე­ბა, მო­წყე­ნა, ზი­ზღი, ბრა­ზი და მო­წა­დი­ნე­ბა. ემო­ცი­ე­ბის ბორ­ბლის ილუსტრა­ცი­ის გა­აზ­რე­ბა ოთხი მა­ხა­სი­ა­თებ­ლით შეგ­ვიძ­ლია:

ფე­რე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა ემო­ცი­ა­თა ინ­ტენ­სი­ვო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, და­ბა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბის ბრა­ზი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბაა, ხოლო მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბის - მრის­ხა­ნე­ბა. ში­შის ინ­ტენ­სი­ვო­ბის ცვლი­ლე­ბას შე­უძ­ლია ემო­ცია გარ­დაქ­მნას შფოთ­ვად ან ტე­რო­რად. ილუსტრა­ცი­ა­ზე, რაც უფრო მკა­ფი­ო­დაა ფერი მო­ცე­მუ­ლი, მით უფრო მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბი­საა ემო­ცია.

შრე­ე­ბი - ემო­ცი­ე­ბის ბორ­ბლის მე­ო­რე შრე­ზე, შუა ნა­წილ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი ემო­ცი­ე­ბი - მათი გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში მეტ­ნაკ­ლე­ბად ერ­თნა­ი­რად ხდე­ბა. ხოლო პირ­ველ და მე­სა­მე შრე­ებ­ზე და­ტა­ნი­ლი ემო­ცი­ე­ბი მის გრა­და­ცი­ებს წარ­მო­ად­გენს. პლუ­ჩი­კი მათ მე­ო­რად ემო­ცი­ე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს.

ურ­თი­ერ­თგან­ლა­გე­ბა - ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ გან­ლა­გე­ბულ ემო­ცი­ებს, რო­მე­ლიც ბორ­ბალ­ზე ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო ემო­ცი­ებს გვაჩ­ვე­ნებს. მა­გა­ლი­თად, სი­ხა­რუ­ლის სა­პი­რის­პი­რო ემო­ცია მო­წყე­ნი­ლო­ბაა, ნდო­ბის სა­პი­რის­პი­რო - ზი­ზღი, ბრა­ზის - შიში.

კომ­ბი­ნა­ცია - ემო­ცი­ე­ბის ბორ­ბალ­ზე ერ­თმა­ნე­თის გვერ­დი გვერდ მო­ცე­მუ­ლია ისე­თი ემო­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა კომ­ბი­ნა­ცია ახალ, უფრო კომ­პლექ­სურ ემო­ცი­ებს ქმნის. მა­გა­ლი­თად, გა­ო­ცე­ბი­სა და ში­შის კომ­ბი­ნა­ცია მო­წი­წე­ბის გან­ცდას წარ­მოქ­მნის, ნდო­ბა და შიში - მორ­ჩი­ლე­ბას, ბრა­ზი და მო­წა­დი­ნე­ბა კი აგ­რე­სი­ას.

პლუ­ჩი­კის ემო­ცი­ე­ბის ბორ­ბა­ლი

ემო­ცი­ებ­სა და სწავ­ლას შო­რის კავ­ში­რის ამ­ხსნე­ლი ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა საკ­ლა­სო გა­რე­მო­ში ხელს უწყობს ემო­ცი­უ­რად უსაფრ­თხო და სწავ­ლის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი კლი­მა­ტის შექ­მნას. მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს შემ­დე­გი პრინ­ცი­პე­ბი:

  • სტრე­სი­სა და შფოთვის წყა­რო­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა კლას­ში ხელს შე­უ­წყობს მოს­წავ­ლე­ე­ბის ემო­ცი­ურ კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და სწავ­ლას;
  • მოს­წავ­ლე­ებს სჭირ­დე­ბათ მრა­ვა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას სა­კუ­თარ ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და­სა­ფიქ­რებ­ლად;
  • სას­წავ­ლო მა­სა­ლის ში­ნა­არ­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ემო­ცი­უ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლი უნდა იყოს, რად­გან ემო­ცი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა სიღ­რმი­სე­უ­ლი სწავ­ლის წი­ნა­პი­რო­ბაა;
  • მოს­წავ­ლე­ებს სჭირ­დე­ბათ ემო­ცი­ე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის ტექ­ნი­კე­ბის ცოდ­ნა და მათ გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ვარ­ჯი­ში;

სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მიდ­გო­მე­ბი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რგო­ლე­ბი

მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ხელს უწყობს უსაფრ­თხო და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი საკ­ლა­სო კლი­მა­ტის ფორ­მი­რე­ბას, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე თავს და­ფა­სე­ბუ­ლად და ღირ­სე­უ­ლად გრძნობს. პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს მოს­წავ­ლე­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. პირ­ველ რიგ­ში, აი­სა­ხე­ბა მოს­წავ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა­სა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გან­ცდა­ზე.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

ეს ასწავლეთ მასწავლებლებს.განსაკუთრებით ბაგა-ბაღის.

მწარე
0

ბლა-ბლა-ბლა-ბლა-ბლა! (დრაკულას ინტონაციით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ბავშვის ემოციური კეთილდღეობა

ბავშვის ემოციური კეთილდღეობა

ბოლო წლებში გაძლიერდა ფოკუსი მოსწავლეების ჰოლისტურ განვითარებაზე, რაც ნიშნავს აკადემიურთან ერთად ემოციური კომპეტენციების აქცენტირებას სასკოლო ცხოვრებაში. კერძოდ, ყურადღება გაიზარდა ისეთი კომპეტენციების განვითარების მიმართ, როგორიცაა თვითცნობიერება, საკუთარი თავის მართვა, ჯანსაღი ურთიერთობები, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება. ამ კომპეტენციების მოკლევადიანი და გრძელვადიანი დადებითი შედეგები მრავალი კვლევითაა დადასტურებული. კერძოდ, მცირდება რთული ქცევის შემთხვევები, უმჯობესდება აკადემიური მოსწრება და იზრდება მოსწავლეების ემოციური კეთილდღეობა.

ბავშვების ჰოლისტურ განვითარებაში მასწავლებელს განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება. მას შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეს გაიგოს, მიიღოს და გაუძღვეს საკუთარ ემოციებს. მოსწავლეების ემოციური განვითარების მხარდაჭერის პროცესში მნიშვნელოვანია კარგად ვიცოდეთ ემოციების „მუშაობის“ მექანიზმი, მათი კავშირი სხეულთან, ტვინთან, გონებასთან და გარემოსთან.

გავიგოთ უფრო მეტი ემოციების შესახებ

„სწავლას ემოციური საფუძველი აქვს“ - ამბობდა პლატონი მრავალი საუკუნის წინ. ამ ფრაზაში ფაქტობრივად არეკლილია ემოციებსა და სწავლას შორის არსებულ კავშირზე დღევანდელი მეცნიერული ცოდნა. ემოციები მრავალმხრივ გავლენას ახდენს სწავლაზე. მაგალითად, ძლიერმა ემოციებმა, როგორიცაა შიში და ბრაზი, ერთი მხრივ შეიძლება შეაფერხოს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისა და სწავლის პროცესები და ასევე, შეიძლება მოსწავლის მობილიზებისა და ფოკუსირების წინაპირობა გახდეს.

ემოციების კატეგორიზების მრავალი მოდელი არსებობს. ფსიქოლოგ რობერტ პლუჩიკის (Robert Plutchik) ემოციების ბორბლის მოდელი 8 ძირითად ემოციას გამოყოფს: სიხარული, ნდობა, შიში, გაოცება, მოწყენა, ზიზღი, ბრაზი და მოწადინება. ემოციების ბორბლის ილუსტრაციის გააზრება ოთხი მახასიათებლით შეგვიძლია:

ფერების ინტენსივობა ემოციათა ინტენსივობასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, დაბალი ინტენსივობის ბრაზი გაღიზიანებაა, ხოლო მაღალი ინტენსივობის - მრისხანება. შიშის ინტენსივობის ცვლილებას შეუძლია ემოცია გარდაქმნას შფოთვად ან ტერორად. ილუსტრაციაზე, რაც უფრო მკაფიოდაა ფერი მოცემული, მით უფრო მაღალი ინტენსივობისაა ემოცია.

შრეები - ემოციების ბორბლის მეორე შრეზე, შუა ნაწილში განთავსებულია ადამიანის ძირითადი ემოციები - მათი გამოხატვის საშუალებები სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებში მეტნაკლებად ერთნაირად ხდება. ხოლო პირველ და მესამე შრეებზე დატანილი ემოციები მის გრადაციებს წარმოადგენს. პლუჩიკი მათ მეორად ემოციებად მოიხსენიებს.

ურთიერთგანლაგება - ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთმანეთის პირისპირ განლაგებულ ემოციებს, რომელიც ბორბალზე ურთიერთსაპირისპირო ემოციებს გვაჩვენებს. მაგალითად, სიხარულის საპირისპირო ემოცია მოწყენილობაა, ნდობის საპირისპირო - ზიზღი, ბრაზის - შიში.

კომბინაცია - ემოციების ბორბალზე ერთმანეთის გვერდი გვერდ მოცემულია ისეთი ემოციები, რომელთა კომბინაცია ახალ, უფრო კომპლექსურ ემოციებს ქმნის. მაგალითად, გაოცებისა და შიშის კომბინაცია მოწიწების განცდას წარმოქმნის, ნდობა და შიში - მორჩილებას, ბრაზი და მოწადინება კი აგრესიას.

პლუჩიკის ემოციების ბორბალი

ემოციებსა და სწავლას შორის კავშირის ამხსნელი ნეირომეცნიერული შეხედულებების გამოყენება საკლასო გარემოში ხელს უწყობს ემოციურად უსაფრთხო და სწავლის მასტიმულირებელი კლიმატის შექმნას. მასწავლებელმა შეიძლება გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპები:

  • სტრესისა და შფოთვის წყაროების შემცირება კლასში ხელს შეუწყობს მოსწავლეების ემოციურ კეთილდღეობასა და სწავლას;
  • მოსწავლეებს სჭირდებათ მრავალი შესაძლებლობა გაკვეთილების მსვლელობისას საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე დასაფიქრებლად;
  • სასწავლო მასალის შინაარსი მოსწავლეებისთვის ემოციურად მიმზიდველი უნდა იყოს, რადგან ემოციური ჩართულობა სიღრმისეული სწავლის წინაპირობაა;
  • მოსწავლეებს სჭირდებათ ემოციების რეგულირების ტექნიკების ცოდნა და მათ გამოყენებაში ვარჯიში;

სოციალური და ემოციური განვითარების მიდგომები და განმახორციელებელი რგოლები

მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება ხელს უწყობს უსაფრთხო და კეთილგანწყობილი საკლასო კლიმატის ფორმირებას, სადაც თითოეული მოსწავლე თავს დაფასებულად და ღირსეულად გრძნობს. პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარებაში. პირველ რიგში, აისახება მოსწავლის თვითშეფასებასა და ეფექტიანობის განცდაზე.

NS