წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში, სადაც საკუთარი სახლის დაყაჩაღების ინცენირებაში ბრალდებული ცხოვრობს ხანძარი იყო. არსებული ინფორმააციით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს. დაზიანდა მხოლოდ რამდენიმე ოთახი.
შეგახსენებთ, გია მიქავამ რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლის დაყაჩაღების სცენა დადგა. მან პოლიციას შეატყობინა, რომ ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა დააყაჩაღეს, ძვირფასი ნივთები და ფული გასტაცეს და სცემეს, თუმცა სისხლი მის სახეზე, საბოლოოდ, ქათმის აღმოჩნდა, ხოლო ოქროულობა პოლიციამ მისსავე ნაკვეთში,გადამალული იპოვა.
ჯერჯორობით უცნობია ქავს თუ არა რაიმე კავშირი გია მიქავას მის სახლში გაჩენილ ხანძართან.