როგორც ჩანს, "ნაპოლსა" და ვიქტორ ოსიმენს შორის შვმა კატამ გაირბინა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გასული სეზონის სერია ა-ს ბომბარდირი გუნდის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს. განცხადებას ფეხბურთელის მენეჯერი ავრცელებს. "ნაპოლიმ" TikTok-ზე, კლუბის ოფიციალურ ანგარიშზე, ვიქტორის მიმართ დამცინავი ვიდეო გამოაქვეყნა და სწორედ ეს გახდა ფეხბურთელის გაცეცხლების მიზეზი. ვიდეოში ასახულია მომენტი, როცა ბოლონიასთან მატჩში დანიშნული პენალტის დარტყმისას, ოსიმენმა ბურთი კარს ააცილა.

🇳🇬 This was the original video posted by Napoli about Victor Osimhen… and then deleted.

⚠️ …player’s agent Calenda announced that Osimhen is considering to take legal action against Napoli. pic.twitter.com/0PLunco9aD
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 26, 2023

ოსიმენის მენეჯერი, რობერტო კალენდა მომხდარს "ტვიტერზე", პოსტით ეხმიანება: "ის, რაც ნაპოლის ოფიციალურ TikTok ანგარიშზე მოხდა, ყოვლად მიუღებელია. ვიდეო, რომელშიც ვიქტორს დასცინიან, გაასაჯაროვეს, შემდეგ კი, წაშალეს, თუმცა უკვე გვიანი იყო",- წერს კალენდა. მისი თქმით, ეს სერიოზულ ზიანს აყენებს მოთამაშის იმიჯს და ბოლოდროინდელი ფეიკ ნიუსების შემდეგ, ეს მისთვის კიდევ ერთი დარტყმაა.
"ვაპირებთ, რომ ვიქტორის დასაცავად სამართლებრივი ზომები მივიღოთ",- წერს კალენდა.
"ბოლონიასთან" თამაშის მიწურულს "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიასა და ვიქტორ ოსიმენს შორის დაძაბულობა იგრძნობოდა. 24 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი გარსიას მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა, რადგან ის უგოლო თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე სხვა მოთამაშით ჩაანაცვლეს.
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა