პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იქმნება ინოვაციური აგროპროდუქტები? – ინტერვიუ Yara ევროპის კომერციულ დირექტორთან
როგორ იქმნება ინოვაციური აგროპროდუქტები? – ინტერვიუ Yara ევროპის კომერციულ დირექტორთან

ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გს მის­დევს, კარ­გად იც­ნობს სა­სუ­ქე­ბის უმ­სხვი­ლეს მწარ­მო­ე­ბელ Yara-ს და მის პრო­დუქ­ტებს. კომ­პა­ნია, რო­მელ­საც, უკვე 118 წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით ცნო­ბი­ლი მისი ინო­ვა­ცი­ე­ბით გახ­და. სა­სუ­ქე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი Yara დღეს გლო­ბა­ლუ­რი კომ­პა­ნი­აა, აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გან­თავ­სე­ბულ კვლე­ვით ცენ­ტრებს, ფლობს მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს და ოპე­რი­რებს მსოფ­ლი­ოს 60 ქვე­ყა­ნა­ში.

რა ანი­ჭებს Yara-ს სა­სუქს უნი­კა­ლუ­რო­ბას, რო­გორ იქ­მნე­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბი და რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის მუდ­მი­ვი ძი­ე­ბა? – ამ და სხვა კი­თხვე­ბით Yara-ს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ოფი­სის კო­მერ­ცი­ულ დი­რექ­ტორ­სა და გა­ყიდ­ვე­ბი­სა და მარ­კე­ტინ­გის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, კა­რო­ლი­ნა ფრა­კო­ი­აკს და­ვუ­კავ­შირ­დით.

რა გა­მო­არ­ჩევს Yara-ს სა­სუ­ქებს მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სხვა მსგავ­სი პრო­დუქ­ტე­ბის­გან?

დღეს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სამ­ყო­ფი აგ­როპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბაა, თა­ნაც ისე, რომ ბუ­ნე­ბას მი­ნი­მა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გეს. Yara-ს მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ამ გა­მოწ­ვე­ვას უპა­სუ­ხოს, რის­თვი­საც კომ­პა­ნი­ის გუნ­დი და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მობს. ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით იქ­მნე­ბა – წარ­მო­ე­ბის სრუ­ლი პრო­ცე­სი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია იმა­ზე, რომ შე­იქ­მნას არა მხო­ლოდ ხა­რის­ხი­ა­ნი, არა­მედ გა­რე­მოს­თვის უვ­ნე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი. ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბის სი­მარ­ტი­ვე, მცი­რე გავ­ლე­ნა გა­რე­მო­ზე, მა­ღა­ლი სარ­გე­ბე­ლი – ამ უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ ფერ­მე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც Yara-ს სწო­რად შერ­ჩე­ულ სა­სუ­ქებს იყე­ნე­ბენ.

რას ექ­ცე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ახა­ლი პრო­დუქ­ტის შექ­მნის დროს?

Yara ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის პრო­ცესს. ყო­ვე­ლი ახა­ლი იდეა შემ­დეგ სხვა­დას­ხვა პა­რა­მეტ­რის მი­ხედ­ვით ფას­დე­ბა – ის თან­ხვედ­რა­ში უნდა იყოს კომ­პა­ნი­ის სტრა­ტე­გი­ულ მიზ­ნებ­თან, უნდა პა­სუ­ხობ­დეს გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებს, ჰქონ­დეს ინო­ვა­ცი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და უნდა იყოს და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მომ­ტა­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. Yara, ასე­ვე, დიდ დროს უთ­მობს იმ ნედ­ლე­უ­ლის შეს­წავ­ლას, რომ­ლი­თაც პრო­დუქტს ქმნის – გუნ­დი იკ­ვლევს მის თვი­სე­ბებს, ხა­რისხსა და ეფექტს. ეს კომ­პა­ნი­ის კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ინო­ვა­ცი­ე­ბი და ახა­ლი პრაქ­ტი­კე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა?

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გი მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბას მო­ი­თხოვს, რათა ახალ გა­მოწ­ვე­ვებს უპა­სუ­ხოს. მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა და აგ­როპ­რო­დუქ­ტებ­ზე მო­თხოვ­ნის გლო­ბა­ლუ­რი ზრდაა. თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ახა­ლი გა­და­წყვე­ტე­ბის ძი­ე­ბა და მდგრა­დი აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად. ეს არის გზა იმი­სა, რომ გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მო­სა­ვა­ლი და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ კარ­გი ნი­ა­და­გი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის.

Yara-ს ათე­უ­ლო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­და, რაც გვინ­და ფერ­მე­რებ­საც გა­ვუ­ზი­ა­როთ და ჩვე­ნი წვლი­ლი დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ამ ფორ­მი­თაც შე­ვი­ტა­ნოთ. ამი­ტომ Yara-ს გუნ­დი მათ აქ­ტი­უ­რად გა­დას­ცემს აგ­რო­ნო­მი­ულ ცოდ­ნას, აც­ნობს ზუს­ტი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მიდ­გო­მებს, ინო­ვა­ცი­ურ გა­და­წყვე­ტებ­სა და ციფ­რულ ხელ­სა­წყო­ებს.

მოგ­ვი­ყე­ვით Yara-ს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­სა და კვლე­ვით ცენ­ტრებ­ზე

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, Yara მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს ახა­ლი გა­და­წყვე­ტე­ბის შექ­მნა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ კომ­პა­ნია ფლობს მსოფ­ლიო კლა­სის R&D (კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის) ცენ­ტრებს. ერთ-ერთი გერ­მა­ნი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს, ფი­ნეთ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს Yara-ს კვლე­ვი­თი ფერ­მაც, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კი გან­თავ­სე­ბუ­ლია ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მელ­შიც ნი­ა­და­გის ასი­ა­თა­სო­ბით ტეს­ტი კეთ­დე­ბა და ემ­სა­ხუ­რე­ბა ფერ­მე­რებს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, Yara-ს მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს ფერ­მე­რებ­თან, რაც ჩვენს გუნდს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს კი­დევ უფრო დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლოს მათ წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. კომ­პა­ნია, ასე­ვე, თა­ნამ­შრომ­ლობს 100-მდე კვლე­ვით ინ­სტი­ტუტ­თან და უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

18 წელ­ზე მე­ტია Yara-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში „აგ­როს­ფე­როა“. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ თქვენს პარტნი­ო­რო­ბას?

„აგ­როს­ფე­როს­თან“ ძა­ლი­ან დიდხ­ნი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვა­კავ­ში­რებს. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ყო­ველ­თვის სან­დო პარტნი­ო­რი იყო. მოგ­ვწონს ის, რომ კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად გა­ნიც­დის ზრდა­სა და პროგ­რესს, მისი გუნ­დის წევ­რე­ბი კი ფლო­ბენ დიდ ექ­სპერ­ტულ ცოდ­ნას სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში. სწო­რედ ამი­ტომ, Yara და „აგ­როს­ფე­რო“ ერ­თად ვაგ­რძე­ლებთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ის­ტო­რი­ას.

რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

ვფიქ­რობ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა, რის წი­ნა­შეც ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბი დგა­ნან, ცოდ­ნის ნაკ­ლე­ბო­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ, Yara-სა და „აგ­როს­ფე­როს“ გუნ­დე­ბი, სე­მი­ნა­რე­ბი­სა და ვორ­ქშო­ფე­ბის გზით, მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ პარტნი­ო­რებ­სა და მომ­ხმა­რებ­ლებს ცოდ­ნა გა­უ­ზი­ა­რონ.

რაც მთა­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლოს დიდი აგ­რო­პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს და გვჯე­რა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა შეძ­ლებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს არა მხო­ლოდ შიდა ბაზ­რის მო­თხოვ­ნა, არა­მედ გახ­დეს ბევ­რი აგ­როპ­რო­დუქ­ტის ექ­სპორ­ტი­ო­რიც.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

როგორ იქმნება ინოვაციური აგროპროდუქტები? – ინტერვიუ Yara ევროპის კომერციულ დირექტორთან

როგორ იქმნება ინოვაციური აგროპროდუქტები? – ინტერვიუ Yara ევროპის კომერციულ დირექტორთან

ნებისმიერი, ვინც სოფლის მეურნეობის დარგს მისდევს, კარგად იცნობს სასუქების უმსხვილეს მწარმოებელ Yara-ს და მის პროდუქტებს. კომპანია, რომელსაც, უკვე 118 წლიანი ისტორია აქვს, განსაკუთრებით ცნობილი მისი ინოვაციებით გახდა. სასუქების მწარმოებელი Yara დღეს გლობალური კომპანიაა, აერთიანებს სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებულ კვლევით ცენტრებს, ფლობს მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებს და ოპერირებს მსოფლიოს 60 ქვეყანაში.

რა ანიჭებს Yara-ს სასუქს უნიკალურობას, როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები და რატომ არის მნიშვნელოვანი აგრომეურნეობაში ახალი მიდგომების მუდმივი ძიება? – ამ და სხვა კითხვებით Yara-ს აღმოსავლეთ ევროპის ოფისის კომერციულ დირექტორსა და გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელს, კაროლინა ფრაკოიაკს დავუკავშირდით.

რა გამოარჩევს Yara-ს სასუქებს მსოფლიო ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი პროდუქტებისგან?

დღეს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მსოფლიო მოსახლეობისთვის სამყოფი აგროპროდუქტების წარმოებაა, თანაც ისე, რომ ბუნებას მინიმალური ზიანი მიადგეს. Yara-ს მთავარი ამოცანაა ამ გამოწვევას უპასუხოს, რისთვისაც კომპანიის გუნდი დაუღალავად შრომობს. ჩვენი პროდუქცია დიდი პასუხისმგებლობით იქმნება – წარმოების სრული პროცესი დაფუძნებულია იმაზე, რომ შეიქმნას არა მხოლოდ ხარისხიანი, არამედ გარემოსთვის უვნებელი პროდუქტი. ეფექტიანობა, გამოყენების სიმარტივე, მცირე გავლენა გარემოზე, მაღალი სარგებელი – ამ უპირატესობებით სარგებლობენ ფერმერები, რომლებიც Yara-ს სწორად შერჩეულ სასუქებს იყენებენ.

რას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება ახალი პროდუქტის შექმნის დროს?

Yara ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იდეების გენერირების პროცესს. ყოველი ახალი იდეა შემდეგ სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ფასდება – ის თანხვედრაში უნდა იყოს კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან, უნდა პასუხობდეს გლობალურ გამოწვევებს, ჰქონდეს ინოვაციური მახასიათებელი და უნდა იყოს დამატებითი ღირებულების მომტანი მომხმარებლებისთვის. Yara, ასევე, დიდ დროს უთმობს იმ ნედლეულის შესწავლას, რომლითაც პროდუქტს ქმნის – გუნდი იკვლევს მის თვისებებს, ხარისხსა და ეფექტს. ეს კომპანიის კვლევითი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

რამდენად მნიშვნელოვანია აგრომეურნეობაში ინოვაციები და ახალი პრაქტიკების დამკვიდრება?

სოფლის მეურნეობის დარგი მუდმივ განვითარებას მოითხოვს, რათა ახალ გამოწვევებს უპასუხოს. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კლიმატის ცვლილება და აგროპროდუქტებზე მოთხოვნის გლობალური ზრდაა. თანამედროვე მიდგომების გამოყენება, ახალი გადაწყვეტების ძიება და მდგრადი აგრომეურნეობის განვითარება აუცილებელია ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ეს არის გზა იმისა, რომ გაუმჯობესდეს მოსავალი და შევინარჩუნოთ კარგი ნიადაგი მომავალი თაობებისთვის.

Yara-ს ათეულობით წლის განმავლობაში დიდი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა, რაც გვინდა ფერმერებსაც გავუზიაროთ და ჩვენი წვლილი დარგის განვითარებაში ამ ფორმითაც შევიტანოთ. ამიტომ Yara-ს გუნდი მათ აქტიურად გადასცემს აგრონომიულ ცოდნას, აცნობს ზუსტი სოფლის მეურნეობის მიდგომებს, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და ციფრულ ხელსაწყოებს.

მოგვიყევით Yara-ს ლაბორატორიასა და კვლევით ცენტრებზე

როგორც აღვნიშნე, Yara მუდმივად მუშაობს ახალი გადაწყვეტების შექმნაზე. სწორედ ამიტომ კომპანია ფლობს მსოფლიო კლასის R&D (კვლევისა და განვითარების) ცენტრებს. ერთ-ერთი გერმანიაში მდებარეობს, ფინეთში ფუნქციონირებს Yara-ს კვლევითი ფერმაც, დიდ ბრიტანეთში კი განთავსებულია ლაბორატორია, რომელშიც ნიადაგის ასიათასობით ტესტი კეთდება და ემსახურება ფერმერებს მსოფლიო მასშტაბით.

როგორც აღვნიშნე, Yara-ს მჭიდრო კავშირი აქვს ფერმერებთან, რაც ჩვენს გუნდს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლოს მათ წინაშე არსებული გამოწვევები. კომპანია, ასევე, თანამშრომლობს 100-მდე კვლევით ინსტიტუტთან და უნივერსიტეტთან მსოფლიო მასშტაბით.

18 წელზე მეტია Yara-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „აგროსფეროა“. როგორ შეაფასებთ თქვენს პარტნიორობას?

„აგროსფეროსთან“ ძალიან დიდხნიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ამ დროის განმავლობაში ის ყოველთვის სანდო პარტნიორი იყო. მოგვწონს ის, რომ კომპანია მუდმივად განიცდის ზრდასა და პროგრესს, მისი გუნდის წევრები კი ფლობენ დიდ ექსპერტულ ცოდნას სოფლის მეურნეობის მეცნიერებებში. სწორედ ამიტომ, Yara და „აგროსფერო“ ერთად ვაგრძელებთ წარმატებული თანამშრომლობის ისტორიას.

როგორ ფიქრობთ, რა არის სოფლის მეურნეობის დარგის მთავარი გამოწვევა საქართველოში?

ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც ქართველი ფერმერები დგანან, ცოდნის ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ, Yara-სა და „აგროსფეროს“ გუნდები, სემინარებისა და ვორქშოფების გზით, მუდმივად ცდილობენ პარტნიორებსა და მომხმარებლებს ცოდნა გაუზიარონ.

რაც მთავარია, საქართველოს დიდი აგროპოტენციალი აქვს და გვჯერა, დროთა განმავლობაში ქვეყანა შეძლებს დააკმაყოფილოს არა მხოლოდ შიდა ბაზრის მოთხოვნა, არამედ გახდეს ბევრი აგროპროდუქტის ექსპორტიორიც.

NS