პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენჯერმე ესროლეს. უმეორებდნენ, მაგრამ არაფრით დაიჩოქა... უცნაური სახელი ერქვა, რომ არ დამვიწყებოდა, ასანთი ავანთე და ნამწვავით კოლოფზე დავწერე - ჟიული"
10:29 / 27-09-2023
"რამდენჯერმე ესროლეს. უმეორებდნენ, მაგრამ არაფრით დაიჩოქა... უცნაური სახელი ერქვა, რომ არ დამვიწყებოდა, ასანთი ავანთე და ნამწვავით კოლოფზე დავწერე - ჟიული"
10:29 / 27-09-2023
  • გა­ნახ­ლე­ბუ­ლია: 07:03:2024

7 მარტს ჟი­უ­ლი შარ­ტავს და­ბა­დე­ბის დღეა - წელს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი 80 წლის გახ­დე­ბო­და

  • სო­ხუ­მი, 1993 წელი, 27 სექ­ტემ­ბე­რი

ყა­ბარ­დო­ელ­თა სა­დაზ­ვერ­ვო-საშ­ტურ­მო ჯგუ­ფი მ. შო­რო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, აფხა­ზე­ბის სხვა და­ნა­ყო­ფე­ბის მსგავ­სად, ცდი­ლობ­და, მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს შე­ნო­ბას მი­ახ­ლო­ე­ბო­და. დი­ლის 9 სა­ათ­ზე, რო­დე­საც ჯგუ­ფი ქუ­ჩა­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და რა­ცი­ით გა­და­ი­ცა ცნო­ბა: "77-ე, გა­და­ად­გილ­დით მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს­კენ, იგი უკვე აღე­ბუ­ლია". ცენ­ტრა­ლუ­რი კორ­პუ­სის ზედა სარ­თუ­ლე­ბი­დან და მარ­ჯვე­ნა ფლი­გე­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლის ფან­ჯრე­ბი­დან ჯგუფს ტყვი­ამფრქვე­ვე­ბი­დან და ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბი და­იქ­საქ­სნენ და თავ­შე­საფ­რებ­ში გა­და­ი­მალ­ნენ. მალე შე­ნო­ბის თავ­ზე და მის წინ აღ­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლი დრო­შე­ბი და­ი­ნა­ხეს. ცხა­დი გახ­და, რომ შე­ნო­ბა­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი იყ­ვნენ. შტურ­მი 10:30 სთ-ზე შე­ნო­ბის მარ­ჯვე­ნა მხრი­დან და­ი­წყო. შე­ნო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი კორ­პუ­სის ზედა სარ­თუ­ლე­ბი­დან ყა­ბარ­დო­ე­ლებს უკ­რა­ი­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია УНА-УНСО-ს სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ეს­როდ­ნენ. მათი სნა­ი­პე­რუ­ლი ცე­ცხლის ჩახ­შო­ბას ყა­ბარ­დო­ელ­თა ჯგუ­ფის მე­ტყვი­ამფრქვე­ვე და სნა­ი­პე­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ. ქვე­და სარ­თუ­ლე­ბი­დან და მარ­ჯვე­ნა ფლი­გე­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლის ფან­ჯრე­ბი­დან ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვის წევ­რი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და აფხა­ზე­თის სა­ო­კუ­პა­ციო მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ის­როდ­ნენ ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას თა­ოს­ნო­ბით (და­ახ­ლო­ე­ბით 150 კაცი). მალე შტურ­მი გა­ნახ­ლდა.

შტურ­მის და­წყე­ბი­დან 4,5 სა­ათ­ში მარ­ცხე­ნა ფლი­გე­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლის ერთ-ერთ ფან­ჯა­რა­ში თეთ­რი პირ­სა­ხო­ცი გა­მო­ფი­ნეს. კი­დევ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­ნო­ბი­დან უია­რა­ღო ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და ხელ­ში თეთ­რი პირ­სა­ხო­ცით. მას­თან, ასე­ვე უია­რა­ღოდ, მ. შო­რო­ვი და ა. ში­ხა­ლი­ე­ვი მი­ვიდ­ნენ. მომ­ლა­პა­რა­კე­ბელ­მა მათ ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას წი­ნა­და­დე­ბა გა­დას­ცა, მათ­თვის დე­რე­ფა­ნი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რომ­ლი­თაც ქა­ლა­ქი­დან გა­ვი­დოდ­ნენ, თუმ­ცა მას უპა­სუ­ხეს, რომ მი­სა­ღე­ბია მხო­ლოდ ერთი პი­რო­ბა: "ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ტყვედ ბარ­დე­ბი­ან, დაჭ­რი­ლებს გა­ე­წე­ვათ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში 15 წუთ­ში შტურ­მი გა­ნახ­ლდე­ბა და მათ გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ". ამის შემ­დეგ 15-20 წუთ­ში გა­მო­სულ­მა იგი­ვე მომ­ლა­პა­რა­კე­ბელ­მა ყა­ბარ­დო­ე­ლებს ამ­ცნო, რომ შარ­ტა­ვა თა­ნახ­მა იყო, ჩა­ბა­რე­ბო­და მხო­ლოდ ყა­ბარ­დო­ე­ლებს. შო­როვ­მა და ში­ხა­ლი­ევ­მა სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­დეს, რომ მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს შტურმ­ში მხო­ლოდ ყა­ბარ­დო­ე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. რო­დე­საც მო­ხა­ლი­სე­ე­ბი მომ­ლა­პა­რა­კე­ბელ­თან ერ­თად შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავიდ­ნენ, იქ ერთ ოთახ­ში დარ­ჩე­ნილ­მა ქარ­თველ­მა სპეც­რაზ­მე­ლებ­მა (და­ახ­ლო­ე­ბით 30 კაცი) და სა­ო­კუ­პა­ციო მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა ია­რა­ღი­სა და ამუ­ნი­ცი­ის ია­ტაკ­ზე დაყ­რა და­ი­წყეს. რო­დე­საც გა­ა­არ­კვი­ეს, რო­მე­ლი იყო ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, შო­როვ­მა მას გა­მო­უ­ცხა­და, - თქვენ და­კა­ვე­ბუ­ლი ხარ­თო. შარ­ტა­ვამ ითხო­ვა, გა­ნე­მარ­ტათ, ვინ იყ­ვან­და ტყვედ. შო­როვ­მა უპა­სუ­ხა: "ყა­ბარ­დო­ელ­თა ჯგუ­ფის მე­თა­უ­რი, აფხა­ზუ­რი არ­მი­ის მა­ი­ო­რი შო­რო­ვი". შარ­ტა­ვამ ია­რა­ღი ჩა­ა­ბა­რა (გე­ნერ­ლის ვერ­ცხლის­ფე­რი პის­ტო­ლე­ტი და მოკ­ლე ავ­ტო­მა­ტი), ასე­ვე გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის მოწ­მო­ბა. თა­ვი­სი სა­ბუ­თი ჩა­ა­ბა­რა სო­ხუ­მის მერ­მა გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ა­მაც. მათ გარ­და, ჩა­ბარ­დნენ სა­ო­კუ­პა­ციო მთავ­რო­ბის პო­ლი­ცი­ი­სა და კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სე­ბი. შარ­ტა­ვამ ჩა­წე­რა თა­ვის ბლოკ­ნოტ­ში, ვის მიერ და რა ვი­თა­რე­ბა­ში იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩა­ბარ­და 26 ქარ­თვე­ლი სპეც­რაზ­მე­ლიც. ტყვე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ისი­ნი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა და მუდ­მი­ვად ატყო­ბი­ნებ­და მათ­კენ მი­მა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად, არც იყო და­გეგ­მი­ლი. რო­დე­საც შე­ი­ტყვეს, რომ ეს ტყუ­ი­ლი იყო, უკვე გვი­ა­ნი იყო. 14:30 სთ-ზე ყა­ბარ­დო­ე­ლი მებ­რძო­ლე­ბი აბა­ე­ვი და ხა­გა­ჟე­ე­ვი შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე აძ­ვრნენ და აფხა­ზუ­რი დრო­შა აღ­მარ­თეს წარ­წე­რით: "ყა­ბარ­დო­ელ­თა ჯგუ­ფი. 27.09.1993". და­ი­წყეს ტყვე­თა გაყ­ვა­ნა მარ­ცხე­ნა ფლი­გე­ლის სა­დარ­ბა­ზო­დან. მო­ე­და­ნი სავ­სე იყო აფხა­ზუ­რი ჯა­რის სხვა­დას­ხვა შე­ნა­ერ­თე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით. ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი "Аяайра!" ("გა­მარ­ჯვე­ბა»" - აფხა­ზუ­რად), ის­როდ­ნენ ჰა­ერ­ში... სო­ხუ­მი და­ცე­მუ­ლი იყო...

1993 წლის 27 სექ­ტემ­ბე­რი
  • თბი­ლი­სი, 1994 წელი

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის სა­ხელ­ზე აფხა­ზე­თი­დან სა­ი­დუმ­ლო წე­რი­ლი მო­ვი­და. წე­რი­ლის ავ­ტო­რი აფხა­ზი გლე­ხი იყო. წე­რილ­ში ეწე­რა, რომ 27 სექ­ტემ­ბერს, ტყი­დან შეშა მოჰ­ქონ­და და ამ დროს და­ი­ნა­ხა, ხი­დის ქვეშ ადა­მი­ა­ნებს რომ ხვრეტ­დნენ. მათ შო­რის ერთ-ერთს უყ­ვი­როდ­ნენ და­ი­ჩო­ქეო და ის უც­ნო­ბი, კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ იჩო­ქე­ბო­და. "რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლეს. ისევ უმე­ო­რებ­დნენ, მაგ­რამ არაფ­რით და­ი­ჩო­ქა... ძა­ლი­ან გა­მაკ­ვირ­ვა მის­მა საქ­ცი­ელ­მა, უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლი ერ­ქვა, რომ არ დამ­ვი­წყე­ბო­და, ასანთს წა­ვუ­კი­დე და ნამ­წვა­ვით კო­ლოფ­ზე დავ­წე­რე მისი სა­ხე­ლი - ჟი­უ­ლი", - ეწე­რა წე­რილ­ში.

  • "ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა! რად­გან სამ­შობ­ლო­სათ­ვის ცხოვ­რე­ბას ყო­ველ­თვის აქვს აზრი!"

მან გა­მორ­ჩე­უ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, სი­ტყვი­სა და საქ­მის თა­ნაბ­რად ერ­თგუ­ლი კა­ცის სახე შექ­მნა ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში და ქე­დუხ­რე­ლად შე­ე­წი­რა სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლას.

ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი:

"მე ისე­თი და­მო­უ­კი­დე­ბელ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხრე ვარ, სა­დაც პი­როვ­ნე­ბის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, და ამას­თა­ნა­ვე, იქ­ნე­ბა წეს­რი­გი, იზე­ი­მებს კა­ნო­ნი, მომ­ხრე ვარ ისე­თი სა­ქარ­თვე­ლო­სი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კა და აღ­მა­ვა­ლი სუ­ლი­ე­რი სფე­რო­ე­ბი, სა­კუ­თა­რი თავ­დაც­ვის უნა­რი­ა­ნო­ბა, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მტკი­ცე და სა­ი­მე­დო სა­ზღვრე­ბი...

ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა! რად­გან სამ­შობ­ლო­სათ­ვის ცხოვ­რე­ბას ყო­ველ­თვის აქვს აზრი! ყვე­ლა­ზე მე­ტად გან­ვიც­დი...ვიცი, რას ნიშ­ნავს როცა სამ­შობ­ლოს უჭირს... ვიცი, რას ნიშ­ნავს როცა ქვეყ­ნის შიგ­ნით ერ­თი­ა­ნო­ბა არ არის...ვიცი, უთაო მე­თა­უ­რო­ბის ამ­ბა­ვიც... ვიცი, რო­გორ მივ­დი­ო­დით აფხა­ზე­თის ომის­კენ. ვიცი, რა­ტომ ვერ გა­ვერ­თი­ან­დით, როცა და­პირსპი­რე­ბის დრო­საც კი, ვი­ცო­დით, რომ ორი­ვე მხა­რეს სა­ქარ­თვე­ლო იყო! ვიცი, ჩვე­ნი თა­ო­ბის ამ­ბე­ბიც... მათ, ჩემ­სა­ვით ატ­კი­ნეს გული. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში "დი­დო­ბა“ არ აღირ­სეს და დი­დო­ბა­ში ახალ­გაზ­რდო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც და­ლაგ­დე­ბა...გა­მოც­დი­ლე­ბას, აზ­როვ­ნე­ბას, წლებს და კა­ცო­ბას, ფასი მა­ინც და­ე­დე­ბა!“

  • "მან ბოლო წუ­თე­ბამ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა სიმ­შვი­დე და სუ­ლი­ე­რი მხნე­ო­ბა..."

მე­უ­ფე და­ნი­ე­ლი:

- აფხა­ზეთ­ში ძა­ლი­ან მძი­მე დრო იყო. ერთი წელი სრულ­დე­ბო­და ომის და­წყე­ბამ­დე. უკვე მომ­ხდა­რი იყო ტრა­გე­დია კო­მან­ში, მამა ან­დრი­ა­სა და იური ანუ­ას მკვლე­ლო­ბა. ჩვენ მა­ინც გვქონ­და იმე­დი, რომ მშვი­დო­ბა გა­ი­მარ­ჯვებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და... ამ დროს სო­ხუმ­ში ჩა­მო­ვი­და პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ღმერ­თმა და ადა­მი­ა­ნებ­მა უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­კის­რეს - ეს გახ­ლდათ ბა­ტო­ნი ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა. მახ­სოვს, ჩემ­თან რო­გო­რი მო­წი­წე­ბით მო­ვი­და და გა­მეც­ნო. ბევ­რი რამ მსმე­ნო­და მის შე­სა­ხებ. ვი­ცო­დი, რომ ეს იყო ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ქარ­თვე­ლი კაცი. ჩვენს რე­ზი­დენ­ცი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ფან­ჯა­რა­ში მინა იყო ჩა­ტე­ხი­ლი და თან­მხლებ პი­რებს სთხო­ვა, მინა მო­ი­ტა­ნეთ და ჩას­ვი­თო. ვი­ღა­ცამ უთხრა, ძნე­ლი სა­შოვ­ნე­ლი­აო. არა უშავს, ჩვე­ნი შე­ნო­ბი­დან ამო­ი­ღეთ და აქ მო­ი­ტა­ნე­თო... ბა­ტო­ნი ჟი­უ­ლი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ აფხა­ზი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­პი­რის­პი­რე­ბა მალე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მე მახ­სოვს, ის მწა­რე ბოლო დღე­ე­ბი... მან ბოლო წუ­თე­ბამ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა სიმ­შვი­დე და სუ­ლი­ე­რი მხნე­ო­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის მო­გო­ნე­ბა, რო­მელ­საც გვიყ­ვე­ბა ქუ­თა­თელ-გა­ე­ნა­თე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლის­ტრა­ტე, რო­მე­ლიც იმე­რე­თის მხა­რის გუ­ბერ­ნა­ტორ თე­მურ შა­ში­აშ­ვილ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და ბოლო დღე­ებ­ში სო­ხუმ­ში. სა­ხი­ფა­თო იყო მათი სტუმ­რო­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი გამ­ხნე­ვე­ბა ჩვენ­თვის. რო­გორც მე­უ­ფემ მი­ამ­ბო, რო­დე­საც ბო­ლოს ბა­ტონ ჟი­უ­ლის­თან კა­ბი­ნეტ­ში შე­სუ­ლა, დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას მას პირ­ჯვა­რი გა­და­უ­სა­ხავს და უთ­ქვამს, ღმერ­თო, სამ­შობ­ლო გა­და­მირ­ჩი­ნე და თუ სა­ჭი­როა, ჩემი სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რეო...

  • "ვფიქ­რობ, ჟი­უ­ლი წი­ნას­წარ გრძნობ­და ყვე­ლა­ფერს..."

სოსო შარ­ტა­ვა, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას ძმა:

- როცა ვიხ­სე­ნებ, ჯერ კი­დევ და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ლი­ას­თან - მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან ნათ­ქვამ სი­ტყვებს, რომ 50 წლამ­დე ვერ მი­აღ­წევ­და, მის ჩა­ნა­წე­რებს კა­სე­ტებ­ზე თუ დღი­უ­რის სა­ხით, ან­დერძს, რო­მე­ლიც მისი და­ღუპ­ვის შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, ჩვენ­თვის და­ტო­ვე­ბულ ბა­რა­თებს, მის უც­ნა­ურ ქცე­ვებს, ვფიქ­რობ, ჟი­უ­ლი წი­ნას­წარ გრძნობ­და ყვე­ლა­ფერს. მან ბო­ბო­ქა­რი და უღა­ლა­ტო ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რა და ზუს­ტად ასე­თი­ვე იყო მისი აღ­სას­რუ­ლიც. დღემ­დე ვერ შე­ვე­გუე, რომ ჟი­უ­ლი ჩვენ­თან აღარ არის.

  • "და­ზაფ­რუ­ლი წა­მო­ვე­დი მის­გან, შემძრა ჟი­უ­ლის სი­ტყვებ­მა. 9 აპ­რი­ლი ჯერ კი­დევ შორს იყო..."

ცი­სა­ნა შარ­ტა­ვა, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას და:

- მწა­რედ მახ­სენ­დე­ბა 1988 წლის ერთი დღე. ჟი­უ­ლის­თან სახ­ლში სა­უ­ბარს შევ­ყე­ვით. ნელ-ნელა პო­ლი­ტი­კურ თე­მა­ზე გა­და­ვე­დით და ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ზეც და­ვი­წყეთ ლა­პა­რა­კი. მე ჩემი იმ­ჟა­მინ­დე­ლი, საკ­მა­ოდ რა­დი­კა­ლუ­რი პო­ზი­ცია გა­მოვ­ხა­ტე. ჩა­მე­ძია, შენი მე­გობ­რე­ბი რას ფიქ­რო­ბენ ამ სა­კი­თხზეო. ჩემი პა­სუ­ხე­ბი არ მოს­წონ­და, ნელ-ნელა სა­შინ­ლად აღელ­და და ბო­ლოს მი­თხრა: შენ და შენს მე­გობ­რებს, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და პატ­რი­ო­ტიზ­მი კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბად გიქ­ცე­ვი­ათ, თქვენ­სა­ვით მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი იმ­დენს იზა­მენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სის­ხლი და­იღ­ვრე­ბაო... და­ზაფ­რუ­ლი წა­მო­ვე­დი მის­გან, შემძრა ჟი­უ­ლის სი­ტყვებ­მა. 9 აპ­რი­ლი ჯერ კი­დევ შორს იყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში სის­ხლისღვრა­ზე ლა­პა­რა­კი შემ­ზა­რა­ვად ის­მო­და, ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ჩემს ძმას ძა­ლი­ან ვატ­კი­ნე გული...

  • "თუ რა­ი­მე მოხ­და, ღირ­სე­უ­ლად მი­ტი­რე­თო..."

ლია შარ­ტა­ვა, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას მე­უღ­ლე:

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

- როცა მისი სო­ხუმ­ში სა­მუ­შა­ოდ გა­დას­ვლა გა­და­წყდა, აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი შევ­ხვდი ამ ამ­ბავს, თუმ­ცა არა­ფე­რი მით­ქვამს. აღელ­ვე­ბა შე­მა­ტყო და მი­თხრა, ლია, წა­უს­ვლე­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ჯობს ამ ომს შე­ვე­წი­როთ და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, ჩვე­ნი თა­ო­ბა ისე­დაც ვალ­შია მათ წი­ნა­შეო.

სკო­ლის მერ­ხი­დან ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს, და მო­სა­გო­ნა­რი ბევ­რი მაქვს, მაგ­რამ მა­ინც ვერ ვი­ვი­წყებ მის ბოლო ჩა­მოს­ვლას სო­ხუ­მი­დან თბი­ლის­ში. 1993 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, შუ­ა­ღა­მი­სას ჩა­მოფ­რინ­და. აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი მეჩ­ვე­ნა...დი­ლის 10 სა­ათ­ზე სახ­ლი­დან გა­ვი­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს­თან შე­სახ­ვედ­რად. მთელ დღეს არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს გვი­ან მო­ვი­და, ისე­თი დაღ­ლი­ლი იყო, სა­უბ­რის თა­ვიც არ ჰქონ­და. ვი­ფიქ­რე, დი­ლით და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი-მეთ­ქი.

16 სექ­ტემ­ბრის დი­ლის 5 სა­ა­თის ზარს ვერ ამოვშლი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან. ყურ­მი­ლი ავი­ღე, ჟი­უ­ლის სო­ხუ­მი­დან ურე­კავ­დნენ. ყურ­მი­ლი გა­და­ვე­ცი, თან ჟი­უ­ლის შევ­ცქე­რო­დი, ის თან­და­თან გა­ფით­რდა, სუნ­თქვა გა­უხ­შირ­და... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც სა­ო­ცა­რი სიმ­შვი­დით იძ­ლე­ო­და გან­კარ­გუ­ლე­ბებს. შემ­დეგ მი­თხრა, მგო­ნი, ისევ და­ი­წყო ომი აფხა­ზეთ­შიო. სას­წრა­ფოდ ჩა­იც­ვა და წა­ვი­და სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­ურ­თან შე­სახ­ვედ­რად. შუ­ა­დღი­სას დაბ­რუნ­და, მი­თხრა, ლია, ჩვენ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბა გა­მოვ­ცა­დეთ და ახლა ესეც უნდა ვნა­ხო­თო. უკვე ვი­ცო­დი, რომ სო­ხუ­მი იბომ­ბე­ბო­და. ერ­თმა­ნეთს და­ვემ­შვი­დო­ბეთ, გას­ვლის წინ მი­თხრა, ჩემი სა­ბუ­თე­ბი და სუ­რა­თე­ბი დიპ­ლო­მატ­შია, თუ რა­ი­მე მოხ­და, ღირ­სე­უ­ლად მი­ტი­რე­თო. გა­ცი­ლე­ბა არ უყ­ვარ­და, აივ­ნი­დან გა­დავ­ხე­დე, ჟი­უ­ლიმ ამომ­ხე­და, შე­ვა­ტყვე, რომ თვა­ლე­ბი ცრემ­ლი­ა­ნი ჰქონ­და. ხელი და­მიქ­ნია და წა­ვი­და... სულ მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ წა­ვი­და სო­ხუმ­შიო. ამ კი­თხვას მისი სი­ტყვე­ბით ვუ­პა­სუ­ხებ­დი: "რაცა ვარ, ესა ვარ. და­დე­ბი­თით და უარ­ყო­ფი­თით, ცოდ­ვე­ბი­თა და უცოდ­ვე­ლო­ბით. მე ვდგა­ვარ ერთ პო­ზი­ცი­ა­ზე - კონ­კრე­ტუ­ლი სარ­გებ­ლო­ბა მო­ვუ­ტა­ნო ჩემს ერს".

ვაჟ­თან - კა­ხას­თან ერ­თად

სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას კა­ბი­ნეტ­ში ოპე­რა­ტი­უ­ლი თათ­ბი­რი ჩა­ტარ­და. კა­ბი­ნე­ტი­დან სულ ბო­ლოს აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ლო­რიკ მარ­შა­ნია და აფხა­ზე­თის მრეწ­ვე­ლო­ბის მი­ნის­ტრი რაულ ეშბა გა­მო­ვიდ­ნენ. ამ დროს გა­ის­მა ეკ­ლე­სი­ის ზა­რე­ბის რეკ­ვა. ოთა­ხი­დან გას­ვლის წინ ჟი­უ­ლიმ შე­ა­ჩე­რა ისი­ნი, მო­ძებ­ნა სამი სან­თე­ლი და თქვა: "მოდი, ვი­ლო­ცოთ მო­მა­ვალ დღე­ზე". ლოც­ვის შემ­დეგ კი მან სა­მუ­და­მოდ და­ტო­ვა თა­ვი­სი კა­ბი­ნე­ტი.

  • "ბა­ბუ­ამ თა­ვი­სი მსხვერ­პლშე­წირ­ვით მო­მა­ვალ თა­ო­ბას სო­ხუმ­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა დაგ­ვი­ტო­ვა"

გი­ორ­გი შარ­ტა­ვა, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას შვი­ლიშ­ვი­ლი:

გი­ორ­გი შარ­ტა­ვა

- ბა­ბუა ჩემ­თვის თა­ვი­დან ასო­ცირ­დე­ბო­და გმირ­თან, იმი­ტომ რომ ოჯა­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო. ჩემს გვარს რომ გა­ი­გებ­დნენ, პირ­ვე­ლი­ვე კი­თხვა იყო - თუ ვინ იყო ჩემ­თვის ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა? სი­მარ­თლე გი­თხრათ, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა იმი­სა რომ გმირ­ზე მე­ტად პირ­ველ რიგ­ში ბა­ბუა იყო, ეს უკვე მო­ვი­და სტუ­დენ­ტო­ბის ასა­კის დროს. 4 წლის წინ და­ვა­პი­რე გა­მე­კე­თე­ბი­ნა ვი­დე­ოკ­ლი­პი და მო­ვი­ძიე წიგ­ნე­ბი ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას შე­სა­ხებ... მა­შინ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ბა­ბუა მაკ­ლია. ის პა­ტი­ო­სა­ნი, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე და ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი კაცი იყო. გმი­რად არ იბა­დე­ბი­ან, გმი­რე­ბი შემ­დეგ ხდე­ბი­ან. სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში 20 წელი იმ­სა­ხუ­რა და არ შე­იც­ვა­ლა, ძა­ლა­უფ­ლე­ბამ არ გარ­ყვნა. როცა სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა, ისევ მის სამ­სა­ხურ­ში ჩად­გა. სა­ნამ სო­ხუმ­ში წა­ვი­დო­და, თურ­მე ხში­რად ამ­ბობ­და, მინ­და შვი­ლიშ­ვილს მო­ვეს­წროო. ვერ მო­ეს­წრო და ეს ჩემ­თვის და ჩემი ძმის­თვის, უმ­ცრო­სი ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას­თვის, ძა­ლი­ან რთუ­ლია... რა თქმა უნდა, ეს ოჯა­ხის­თვის დიდი ტკი­ვი­ლია, დიდი ტრავ­მაა, მათ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ ჰქო­ნო­დათ, გმი­რო­ბა თუ სი­ცო­ცხლე, რა თქმა უნდა, მის სი­ცო­ცხლეს აირ­ჩევ­დნენ.

სულ იმა­ზე ვფიქ­რობ, რო­გო­რია როცა ალ­ყა­შე­მორ­ტყმულ ქა­ლაქ­ში ხარ, შენი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი შენ­თან არი­ან და ვე­რა­ფერს ცვლი. ბა­ბუა ბოლო წუ­თამ­დე არ და­ნებ­დე­ბა და დღეს მის წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი ჩვენ ვართ. ამ­ბო­ბენ, დრო ყვე­ლა­ფერს კურ­ნავ­სო, მაგ­რამ რამ­დენ­ჯე­რაც მის სა­ხელს ახ­სე­ნე­ბენ, რამ­დენ­ჯე­რაც საფ­ლავ­ზე ავ­დი­ვართ, მა­ინც ტკი­ვი­ლი­ა­ნი და სევ­და­ნა­რე­ვია ყვე­ლა­ფე­რი. როცა ბაბუ სო­ხუმ­ში მი­დი­ო­და, ლია ბე­ბოს და­უ­ბა­რა, თუ არ დავ­ბრუნ­დი, ღირ­სე­უ­ლად და­მი­ტი­რე­თო. 27 სექ­ტემ­ბერს ქა­ლა­ქი და­ე­ცა, ბა­ბუს ამ­ბა­ვი გა­ურ­კვე­ვე­ლი იყო. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლა და მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე წა­უყ­ვა­ნი­ათ. 28-ში, დი­ლით, ჟი­უ­ლის ძმა სოსო მი­ვი­და სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბა­ში, და იქ შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ მისი ძმა ცო­ცხა­ლი აღარ იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ბა­ბუა ნა­წა­მე­ბი იყო. აი­ძუ­ლეს, და­ჩო­ქი­ლი­ყო, მან კი არ და­ი­ჩო­ქა. ამის მერე მუხ­ლებ­ში ეს­რო­ლეს და როცა და­ვარ­დნი­ლა, სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლაც მი­უ­ყო­ლე­ბი­ათ. ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა მა­შინ და­ფას­დე­ბა, როცა სო­ხუმ­ში დავ­ბრუნ­დე­ბით. ის ერ­თი­ა­ნი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის იბ­რძო­და და თა­ვი­სი მსხვერ­პლშე­წირ­ვით მო­მა­ვალ თა­ო­ბას სო­ხუმ­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა დაგ­ვი­ტო­ვა.

ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას მე­ო­რე სი­ცო­ცხლე და­ი­წყე­ბა მა­შინ, როცა ჩვენ სო­ხუმ­ში დავ­ბრუნ­დე­ბით! მას თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე არ გა­უ­წი­რია იმის­თვის, რომ მისი სა­ხე­ლი პარ­კე­ბის, სკვე­რე­ბი­სა და ქუ­ჩე­ბი­სათ­ვის და­ერ­ქმი­ათ და მო­სახ­სე­ნი­ე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, თუმ­ცა ეგეც სა­ჭი­როა, რათა ჩვე­ნი გმი­რე­ბი და ღირ­სე­უ­ლი წი­ნაპ­რე­ბი არ და­ვი­ვი­წყოთ... ბა­ბუ­ამ და იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც მას­თან ერ­თად იყ­ვნენ: გა­ბეს­კი­რია, ალა­სა­ნია და სხვე­ბი, სი­ცო­ცხლე იმის­თვის გა­ი­ღეს, რომ მო­მა­ვალ თა­ო­ბას სო­ხუმ­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა ჰქო­ნო­და და ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დავ­ბრუნ­დეთ!

  • ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსანდრა
1

დღეს საქართველოში აფხაზეთის ტკივილი დავიწყებულია. ტელეარხები ათასგვარ გარყვნილებით და სისულელით კვებავენ საზოგადოებას და აღარავინ იხსენებს სათანადოდ ამ მტკივნეულ თემებს. გეი აღვლუმი უნდა ჩატარდეს საქართველოში თუ არა?! აი რა სტკივა ერს უკვე წლებია! იმ დროს როცა რუსები ხარბად ყიდიან აფხაზეთიდან გამოდევნილ ქართველთა სახლ-კარს! გამოფხიზლდით!!!

გიო
2

"გლეხი" რომელსაც შეშა მოქონდა :) დაჯდა და უყურა სანამ ჟიულის ჯერი მოვიდოდა და მერე ასანთი და კალამი გააძრო და დააწერა ზედ? რომელი გლეხი დადის მასე ტყეში შეშაზე ან მერე რომელი ესწრება დახვრეტის პროცესს? ძალიან ბევრი საეჭვო დამთხვევებია. შეიძლება უმნიშვნელო დეტალია მაგრამ არამგონია ეგ გლეხის გამოტანილი ამბავი იყოს.

ავტორი:

"რამდენჯერმე ესროლეს. უმეორებდნენ, მაგრამ არაფრით დაიჩოქა... უცნაური სახელი ერქვა, რომ არ დამვიწყებოდა, ასანთი ავანთე და ნამწვავით კოლოფზე დავწერე - ჟიული"

"რამდენჯერმე ესროლეს. უმეორებდნენ, მაგრამ არაფრით დაიჩოქა... უცნაური სახელი ერქვა, რომ არ დამვიწყებოდა, ასანთი ავანთე და ნამწვავით კოლოფზე დავწერე - ჟიული"
  • განახლებულია: 07:03:2024

7 მარტს ჟიული შარტავს დაბადების დღეა - წელს ეროვნული გმირი 80 წლის გახდებოდა

  • სოხუმი, 1993 წელი, 27 სექტემბერი

ყაბარდოელთა სადაზვერვო-საშტურმო ჯგუფი მ. შოროვის ხელმძღვანელობით, აფხაზების სხვა დანაყოფების მსგავსად, ცდილობდა, მინისტრთა საბჭოს შენობას მიახლოებოდა. დილის 9 საათზე, როდესაც ჯგუფი ქუჩაში, პროკურატურის შენობასთან იმყოფებოდა რაციით გადაიცა ცნობა: "77-ე, გადაადგილდით მინისტრთა საბჭოსკენ, იგი უკვე აღებულია". ცენტრალური კორპუსის ზედა სართულებიდან და მარჯვენა ფლიგელის მეორე სართულის ფანჯრებიდან ჯგუფს ტყვიამფრქვევებიდან და ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაქირავებული მებრძოლები დაიქსაქსნენ და თავშესაფრებში გადაიმალნენ. მალე შენობის თავზე და მის წინ აღმართული ქართული დროშები დაინახეს. ცხადი გახდა, რომ შენობაში მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები იყვნენ. შტურმი 10:30 სთ-ზე შენობის მარჯვენა მხრიდან დაიწყო. შენობის ცენტრალური კორპუსის ზედა სართულებიდან ყაბარდოელებს უკრაინული ორგანიზაცია УНА-УНСО-ს სპეცრაზმელები ესროდნენ. მათი სნაიპერული ცეცხლის ჩახშობას ყაბარდოელთა ჯგუფის მეტყვიამფრქვევე და სნაიპერები ცდილობდნენ. ქვედა სართულებიდან და მარჯვენა ფლიგელის მეორე სართულის ფანჯრებიდან ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრი სპეცრაზმელები და აფხაზეთის საოკუპაციო მთავრობის წევრები ისროდნენ ჟიული შარტავას თაოსნობით (დაახლოებით 150 კაცი). მალე შტურმი განახლდა.

შტურმის დაწყებიდან 4,5 საათში მარცხენა ფლიგელის მეორე სართულის ერთ-ერთ ფანჯარაში თეთრი პირსახოცი გამოფინეს. კიდევ რამდენიმე წუთში შენობიდან უიარაღო ადამიანი გამოვიდა ხელში თეთრი პირსახოცით. მასთან, ასევე უიარაღოდ, მ. შოროვი და ა. შიხალიევი მივიდნენ. მომლაპარაკებელმა მათ ჟიული შარტავას წინადადება გადასცა, მათთვის დერეფანი გაეკეთებინათ, რომლითაც ქალაქიდან გავიდოდნენ, თუმცა მას უპასუხეს, რომ მისაღებია მხოლოდ ერთი პირობა: "ცოცხლად გადარჩენილები ტყვედ ბარდებიან, დაჭრილებს გაეწევათ სამედიცინო დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში 15 წუთში შტურმი განახლდება და მათ გაანადგურებენ". ამის შემდეგ 15-20 წუთში გამოსულმა იგივე მომლაპარაკებელმა ყაბარდოელებს ამცნო, რომ შარტავა თანახმა იყო, ჩაბარებოდა მხოლოდ ყაბარდოელებს. შოროვმა და შიხალიევმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ მინისტრთა საბჭოს შტურმში მხოლოდ ყაბარდოელები მონაწილეობენ. როდესაც მოხალისეები მომლაპარაკებელთან ერთად შენობის მეორე სართულზე ავიდნენ, იქ ერთ ოთახში დარჩენილმა ქართველმა სპეცრაზმელებმა (დაახლოებით 30 კაცი) და საოკუპაციო მთავრობის წევრებმა იარაღისა და ამუნიციის იატაკზე დაყრა დაიწყეს. როდესაც გააარკვიეს, რომელი იყო ჟიული შარტავა, შოროვმა მას გამოუცხადა, - თქვენ დაკავებული ხართო. შარტავამ ითხოვა, განემარტათ, ვინ იყვანდა ტყვედ. შოროვმა უპასუხა: "ყაბარდოელთა ჯგუფის მეთაური, აფხაზური არმიის მაიორი შოროვი". შარტავამ იარაღი ჩააბარა (გენერლის ვერცხლისფერი პისტოლეტი და მოკლე ავტომატი), ასევე გადასცა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მოწმობა. თავისი საბუთი ჩააბარა სოხუმის მერმა გურამ გაბესკირიამაც. მათ გარდა, ჩაბარდნენ საოკუპაციო მთავრობის პოლიციისა და კანცელარიის უფროსები. შარტავამ ჩაწერა თავის ბლოკნოტში, ვის მიერ და რა ვითარებაში იყო დაკავებული. ჩაბარდა 26 ქართველი სპეცრაზმელიც. ტყვეებმა განაცხადეს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ისინი შეცდომაში შეიყვანა და მუდმივად ატყობინებდა მათკენ მიმავალი სხვადასხვა დახმარების შესახებ, რომელიც რეალურად, არც იყო დაგეგმილი. როდესაც შეიტყვეს, რომ ეს ტყუილი იყო, უკვე გვიანი იყო. 14:30 სთ-ზე ყაბარდოელი მებრძოლები აბაევი და ხაგაჟეევი შენობის სახურავზე აძვრნენ და აფხაზური დროშა აღმართეს წარწერით: "ყაბარდოელთა ჯგუფი. 27.09.1993". დაიწყეს ტყვეთა გაყვანა მარცხენა ფლიგელის სადარბაზოდან. მოედანი სავსე იყო აფხაზური ჯარის სხვადასხვა შენაერთების წარმომადგენლებით. ისმოდა შეძახილები "Аяайра!" ("გამარჯვება»" - აფხაზურად), ისროდნენ ჰაერში... სოხუმი დაცემული იყო...

1993 წლის 27 სექტემბერი
  • თბილისი, 1994 წელი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელზე აფხაზეთიდან საიდუმლო წერილი მოვიდა. წერილის ავტორი აფხაზი გლეხი იყო. წერილში ეწერა, რომ 27 სექტემბერს, ტყიდან შეშა მოჰქონდა და ამ დროს დაინახა, ხიდის ქვეშ ადამიანებს რომ ხვრეტდნენ. მათ შორის ერთ-ერთს უყვიროდნენ დაიჩოქეო და ის უცნობი, კატეგორიულად არ იჩოქებოდა. "რამდენჯერმე ესროლეს. ისევ უმეორებდნენ, მაგრამ არაფრით დაიჩოქა... ძალიან გამაკვირვა მისმა საქციელმა, უცნაური სახელი ერქვა, რომ არ დამვიწყებოდა, ასანთს წავუკიდე და ნამწვავით კოლოფზე დავწერე მისი სახელი - ჟიული", - ეწერა წერილში.

  • "ცხოვრება გრძელდება! რადგან სამშობლოსათვის ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი!"

მან გამორჩეულად განსხვავებული, სიტყვისა და საქმის თანაბრად ერთგული კაცის სახე შექმნა ქართულ რეალობაში და ქედუხრელად შეეწირა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას.

ჟიული შარტავა, საქართველოს ეროვნული გმირი:

"მე ისეთი დამოუკიდებელლი საქართველოს მომხრე ვარ, სადაც პიროვნების სრული თავისუფლება იქნება, და ამასთანავე, იქნება წესრიგი, იზეიმებს კანონი, მომხრე ვარ ისეთი საქართველოსი, რომელსაც ექნება საკუთარი ძლიერი ეკონომიკა და აღმავალი სულიერი სფეროები, საკუთარი თავდაცვის უნარიანობა, საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, მტკიცე და საიმედო საზღვრები...

ცხოვრება გრძელდება! რადგან სამშობლოსათვის ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი! ყველაზე მეტად განვიცდი...ვიცი, რას ნიშნავს როცა სამშობლოს უჭირს... ვიცი, რას ნიშნავს როცა ქვეყნის შიგნით ერთიანობა არ არის...ვიცი, უთაო მეთაურობის ამბავიც... ვიცი, როგორ მივდიოდით აფხაზეთის ომისკენ. ვიცი, რატომ ვერ გავერთიანდით, როცა დაპირსპირების დროსაც კი, ვიცოდით, რომ ორივე მხარეს საქართველო იყო! ვიცი, ჩვენი თაობის ამბებიც... მათ, ჩემსავით ატკინეს გული. ახალგაზრდობაში "დიდობა“ არ აღირსეს და დიდობაში ახალგაზრდობა. ყველაფერი მაინც დალაგდება...გამოცდილებას, აზროვნებას, წლებს და კაცობას, ფასი მაინც დაედება!“

  • "მან ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა სიმშვიდე და სულიერი მხნეობა..."

მეუფე დანიელი:

- აფხაზეთში ძალიან მძიმე დრო იყო. ერთი წელი სრულდებოდა ომის დაწყებამდე. უკვე მომხდარი იყო ტრაგედია კომანში, მამა ანდრიასა და იური ანუას მკვლელობა. ჩვენ მაინც გვქონდა იმედი, რომ მშვიდობა გაიმარჯვებდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა... ამ დროს სოხუმში ჩამოვიდა პიროვნება, რომელსაც ღმერთმა და ადამიანებმა უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრეს - ეს გახლდათ ბატონი ჟიული შარტავა. მახსოვს, ჩემთან როგორი მოწიწებით მოვიდა და გამეცნო. ბევრი რამ მსმენოდა მის შესახებ. ვიცოდი, რომ ეს იყო ეროვნული ფასეულობების მატარებელი ქართველი კაცი. ჩვენს რეზიდენციაში რამდენიმე ფანჯარაში მინა იყო ჩატეხილი და თანმხლებ პირებს სთხოვა, მინა მოიტანეთ და ჩასვითო. ვიღაცამ უთხრა, ძნელი საშოვნელიაო. არა უშავს, ჩვენი შენობიდან ამოიღეთ და აქ მოიტანეთო... ბატონი ჟიული ყველაფერს აკეთებდა, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის დაპირისპირება მალე დასრულებულიყო. მე მახსოვს, ის მწარე ბოლო დღეები... მან ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა სიმშვიდე და სულიერი მხნეობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის მოგონება, რომელსაც გვიყვება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, რომელიც იმერეთის მხარის გუბერნატორ თემურ შაშიაშვილთან ერთად ჩამოვიდა ბოლო დღეებში სოხუმში. სახიფათო იყო მათი სტუმრობა, მაგრამ ძალიან დიდი გამხნევება ჩვენთვის. როგორც მეუფემ მიამბო, როდესაც ბოლოს ბატონ ჟიულისთან კაბინეტში შესულა, დამშვიდობებისას მას პირჯვარი გადაუსახავს და უთქვამს, ღმერთო, სამშობლო გადამირჩინე და თუ საჭიროა, ჩემი სიცოცხლე შეიწირეო...

  • "ვფიქრობ, ჟიული წინასწარ გრძნობდა ყველაფერს..."

სოსო შარტავა, ჟიული შარტავას ძმა:

- როცა ვიხსენებ, ჯერ კიდევ დაქორწინებამდე ლიასთან - მომავალ მეუღლესთან ნათქვამ სიტყვებს, რომ 50 წლამდე ვერ მიაღწევდა, მის ჩანაწერებს კასეტებზე თუ დღიურის სახით, ანდერძს, რომელიც მისი დაღუპვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, ჩვენთვის დატოვებულ ბარათებს, მის უცნაურ ქცევებს, ვფიქრობ, ჟიული წინასწარ გრძნობდა ყველაფერს. მან ბობოქარი და უღალატო ცხოვრებით იცხოვრა და ზუსტად ასეთივე იყო მისი აღსასრულიც. დღემდე ვერ შევეგუე, რომ ჟიული ჩვენთან აღარ არის.

  • "დაზაფრული წამოვედი მისგან, შემძრა ჟიულის სიტყვებმა. 9 აპრილი ჯერ კიდევ შორს იყო..."

ცისანა შარტავა, ჟიული შარტავას და:

- მწარედ მახსენდება 1988 წლის ერთი დღე. ჟიულისთან სახლში საუბარს შევყევით. ნელ-ნელა პოლიტიკურ თემაზე გადავედით და ეროვნულ მოძრაობაზეც დავიწყეთ ლაპარაკი. მე ჩემი იმჟამინდელი, საკმაოდ რადიკალური პოზიცია გამოვხატე. ჩამეძია, შენი მეგობრები რას ფიქრობენ ამ საკითხზეო. ჩემი პასუხები არ მოსწონდა, ნელ-ნელა საშინლად აღელდა და ბოლოს მითხრა: შენ და შენს მეგობრებს, ეროვნული მოძრაობა და პატრიოტიზმი კერპთაყვანისმცემლობად გიქცევიათ, თქვენსავით მოაზროვნეები იმდენს იზამენ, საქართველოში სისხლი დაიღვრებაო... დაზაფრული წამოვედი მისგან, შემძრა ჟიულის სიტყვებმა. 9 აპრილი ჯერ კიდევ შორს იყო და საქართველოში სისხლისღვრაზე ლაპარაკი შემზარავად ისმოდა, ვერაფერი გავიგე, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემს ძმას ძალიან ვატკინე გული...

  • "თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთო..."

ლია შარტავა, ჟიული შარტავას მეუღლე:

მეუღლესთან ერთად

- როცა მისი სოხუმში სამუშაოდ გადასვლა გადაწყდა, აფორიაქებული შევხვდი ამ ამბავს, თუმცა არაფერი მითქვამს. აღელვება შემატყო და მითხრა, ლია, წაუსვლელობა არ შეიძლება, ჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ, ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშეო.

სკოლის მერხიდან ვიცნობდით ერთმანეთს, და მოსაგონარი ბევრი მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვივიწყებ მის ბოლო ჩამოსვლას სოხუმიდან თბილისში. 1993 წლის 15 სექტემბერს, შუაღამისას ჩამოფრინდა. აფორიაქებული მეჩვენა...დილის 10 საათზე სახლიდან გავიდა ედუარდ შევარდნაძესთან შესახვედრად. მთელ დღეს არ გამოჩენილა. იმ საბედისწერო ღამეს გვიან მოვიდა, ისეთი დაღლილი იყო, საუბრის თავიც არ ჰქონდა. ვიფიქრე, დილით დაველაპარაკები-მეთქი.

16 სექტემბრის დილის 5 საათის ზარს ვერ ამოვშლი მეხსიერებიდან. ყურმილი ავიღე, ჟიულის სოხუმიდან ურეკავდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი, ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა... მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა განკარგულებებს. შემდეგ მითხრა, მგონი, ისევ დაიწყო ომი აფხაზეთშიო. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად. შუადღისას დაბრუნდა, მითხრა, ლია, ჩვენ ცხოვრებაში ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთო. უკვე ვიცოდი, რომ სოხუმი იბომბებოდა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ, გასვლის წინ მითხრა, ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთო. გაცილება არ უყვარდა, აივნიდან გადავხედე, ჟიულიმ ამომხედა, შევატყვე, რომ თვალები ცრემლიანი ჰქონდა. ხელი დამიქნია და წავიდა... სულ მეკითხებიან, რატომ წავიდა სოხუმშიო. ამ კითხვას მისი სიტყვებით ვუპასუხებდი: "რაცა ვარ, ესა ვარ. დადებითით და უარყოფითით, ცოდვებითა და უცოდველობით. მე ვდგავარ ერთ პოზიციაზე - კონკრეტული სარგებლობა მოვუტანო ჩემს ერს".

ვაჟთან - კახასთან ერთად

სოხუმის დაცემის დღეს ჟიული შარტავას კაბინეტში ოპერატიული თათბირი ჩატარდა. კაბინეტიდან სულ ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლორიკ მარშანია და აფხაზეთის მრეწველობის მინისტრი რაულ ეშბა გამოვიდნენ. ამ დროს გაისმა ეკლესიის ზარების რეკვა. ოთახიდან გასვლის წინ ჟიულიმ შეაჩერა ისინი, მოძებნა სამი სანთელი და თქვა: "მოდი, ვილოცოთ მომავალ დღეზე". ლოცვის შემდეგ კი მან სამუდამოდ დატოვა თავისი კაბინეტი.

  • "ბაბუამ თავისი მსხვერპლშეწირვით მომავალ თაობას სოხუმში დაბრუნების უფლება დაგვიტოვა"

გიორგი შარტავა, ჟიული შარტავას შვილიშვილი:

გიორგი შარტავა

- ბაბუა ჩემთვის თავიდან ასოცირდებოდა გმირთან, იმიტომ რომ ოჯახის დამოკიდებულება, გარშემომყოფების დამოკიდებულება ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ჩემს გვარს რომ გაიგებდნენ, პირველივე კითხვა იყო - თუ ვინ იყო ჩემთვის ჟიული შარტავა? სიმართლე გითხრათ, გაცნობიერება იმისა რომ გმირზე მეტად პირველ რიგში ბაბუა იყო, ეს უკვე მოვიდა სტუდენტობის ასაკის დროს. 4 წლის წინ დავაპირე გამეკეთებინა ვიდეოკლიპი და მოვიძიე წიგნები ჟიული შარტავას შესახებ... მაშინ გავაცნობიერე, რომ ბაბუა მაკლია. ის პატიოსანი, საღად მოაზროვნე და ძალიან მზრუნველი კაცი იყო. გმირად არ იბადებიან, გმირები შემდეგ ხდებიან. სახელმწიფო სამსახურში 20 წელი იმსახურა და არ შეიცვალა, ძალაუფლებამ არ გარყვნა. როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ისევ მის სამსახურში ჩადგა. სანამ სოხუმში წავიდოდა, თურმე ხშირად ამბობდა, მინდა შვილიშვილს მოვესწროო. ვერ მოესწრო და ეს ჩემთვის და ჩემი ძმისთვის, უმცროსი ჟიული შარტავასთვის, ძალიან რთულია... რა თქმა უნდა, ეს ოჯახისთვის დიდი ტკივილია, დიდი ტრავმაა, მათ არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდათ, გმირობა თუ სიცოცხლე, რა თქმა უნდა, მის სიცოცხლეს აირჩევდნენ.

სულ იმაზე ვფიქრობ, როგორია როცა ალყაშემორტყმულ ქალაქში ხარ, შენი თანამებრძოლები, თანამემამულეები შენთან არიან და ვერაფერს ცვლი. ბაბუა ბოლო წუთამდე არ დანებდება და დღეს მის წინაშე ანგარიშვალდებული ჩვენ ვართ. ამბობენ, დრო ყველაფერს კურნავსო, მაგრამ რამდენჯერაც მის სახელს ახსენებენ, რამდენჯერაც საფლავზე ავდივართ, მაინც ტკივილიანი და სევდანარევია ყველაფერი. როცა ბაბუ სოხუმში მიდიოდა, ლია ბებოს დაუბარა, თუ არ დავბრუნდი, ღირსეულად დამიტირეთო. 27 სექტემბერს ქალაქი დაეცა, ბაბუს ამბავი გაურკვეველი იყო. ბოლო მონაცემებით, ცოცხალი ყოფილა და მოლაპარაკებაზე წაუყვანიათ. 28-ში, დილით, ჟიულის ძმა სოსო მივიდა სამთავრობო შენობაში, და იქ შეატყობინეს, რომ მისი ძმა ცოცხალი აღარ იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბაბუა ნაწამები იყო. აიძულეს, დაჩოქილიყო, მან კი არ დაიჩოქა. ამის მერე მუხლებში ესროლეს და როცა დავარდნილა, საკონტროლო გასროლაც მიუყოლებიათ. ჟიული შარტავა მაშინ დაფასდება, როცა სოხუმში დავბრუნდებით. ის ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოსათვის იბრძოდა და თავისი მსხვერპლშეწირვით მომავალ თაობას სოხუმში დაბრუნების უფლება დაგვიტოვა.

ჟიული შარტავას მეორე სიცოცხლე დაიწყება მაშინ, როცა ჩვენ სოხუმში დავბრუნდებით! მას თავისი სიცოცხლე არ გაუწირია იმისთვის, რომ მისი სახელი პარკების, სკვერებისა და ქუჩებისათვის დაერქმიათ და მოსახსენიებელი ღონისძიებები ჩაეტარებინათ, თუმცა ეგეც საჭიროა, რათა ჩვენი გმირები და ღირსეული წინაპრები არ დავივიწყოთ... ბაბუამ და იმ ადამიანებმა, ვინც მასთან ერთად იყვნენ: გაბესკირია, ალასანია და სხვები, სიცოცხლე იმისთვის გაიღეს, რომ მომავალ თაობას სოხუმში დაბრუნების უფლება ჰქონოდა და ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ!

  • ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი

იხილეთ ასევე: