სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც შეეხება ამა თუ იმ თანამშრომლის წასვლას, მერწმუნეთ 600- მდე თანამშრომელი გვყავს, ზოგი წავა, ზოგი მოვა" - თურნავა სებ-ში არსებულ ვითარებაზე
"რაც შეეხება ამა თუ იმ თანამშრომლის წასვლას, მერწმუნეთ 600- მდე თანამშრომელი გვყავს, ზოგი წავა, ზოგი მოვა" - თურნავა სებ-ში არსებულ ვითარებაზე

სამი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის ერ­თდრო­უ­ლად გა­დად­გო­მა, რა თქმა უნდა, მძი­მე ფაქ­ტი იყო, ეს იყო საკ­მა­ოდ უჩ­ვე­უ­ლო ამ­ბა­ვი, რა­მაც საკ­მა­ოდ დიდი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ნა­თია თურ­ნა­ვამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში" გა­ნა­ცხა­და.

ნა­თია თურ­ნა­ვა, გა­მო­ეხ­მა­უ­რა ასე­ვე სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან წას­ვლის სა­კითხს და აღ­ნიშ­ნა, რომ - ზოგი წავა და ზოგი მოვა, მთლი­ა­ნო­ბა­ში ეროვ­ნულ ბანკს ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რი გუნ­დი ჰყავს.

"მო­ად­გი­ლე­ე­ბის წას­ვლამ კი­თხვე­ბი გა­აჩ­ნია რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შიგ­ნით ასე­ვე, გა­რეთ, რად­გან იყო მუდ­მი­ვად გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. მე ერთხელ ვთქვი და აღარ გან­ვმე­ორ­დე­ბი, არ მინ­და და­მა­ტე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა გა­ვა­კე­თო. ჩემი ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი არი­ან, მათ რო­გორც ჩანს თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბე­ბი ჰქონ­დათ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა თქმა უნდა, ფაქ­ტია და ვე­რა­ვინ ვერ უარ­ყოფს, რომ 3 მო­ად­გი­ლის ერ­თდრო­უ­ლად წას­ვლა, რო­დე­საც სულ 7 ვი­ყა­ვით და ქვო­რუ­მი იმის­თვის, რომ ეროვ­ნულ ბანკს ემუ­შა­ვა, სა­ჭი­რო იყო 5 და ელე­მენ­ტა­რუ­ლი არით­მე­ტი­კის ამ­ბა­ვია, რომ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­აგ­დებ­და ეროვ­ნულ ბანკს. თუკი ისი­ნი ფიქ­რობ­დნენ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო და­ვუშ­ვათ, არას­წო­რი, ამ თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­ეძ­ლოთ მთლი­ა­ნად სის­ტე­მის პა­რა­ლი­ზე­ბა, მაგ­რამ კარ­გია, რომ ამ დროს პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი იყო ორი კან­დი­და­ტი და პარ­ლა­მენ­ტმა დრო­უ­ლად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ახლა ჩვენ ამ კუ­თხით არა­ფე­რი არ გვე­მუქ­რე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნია ჩვე­ნი საბ­ჭო, მაგ­რამ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა ამა თუ იმ თა­ნამ­შრომ­ლის წას­ვლას - მერ­წმუ­ნეთ 600- მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი გვყავს, ზოგი წავა, ზოგი მოვა. მთლი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რი გუნ­დი გვყავს. მე მი­წევს ძა­ლი­ან ბევ­რი შეხ­ვედ­რა, რად­გან ერთი გუნ­დი ვართ და თუკი რა­ი­მე კი­თხვა გა­უჩ­ნდათ მინ­და, რომ მი­ვა­წო­დო სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია ჩვენს მო­ტი­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. არა­ნა­ი­რი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია არ არის, ყვე­ლა მუ­შა­ობს.

19 სექ­ტემ­ბრის ტექ­სტის შე­სა­ხებ მო­ად­გი­ლე­ებ­მა ხელ­მო­წე­რამ­დე გა­ი­გეს, თა­ვი­სი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რეს, ეს იყო უთან­ხმო­ე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­მართ და შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს", - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

მსოფლიო ქვეყნების წლევანდელ ერთიან სტატისტიკას რომ გადახედავ , სადაც ქვეყნდება ქვეყნების მიხედვით სტატისტიკა, ნახავთ, რომ 6 თუ შვიდი მაჩვენებლიდან საქართველოს მხოლოდ ორი აქვს წარდგენილი -რეფინანსირების განაკვეთი 1 კვარტლის 10,0 და სადეპოზიტე განაკვეთი 11,65 % , საქმეში ჩახედული საქმიანი ადამიანისთავის ერთი თვალის გადავლება საკმარისია , რომ აქეთ აღარ გამოიხედოს : საქართველოს საბანკო სისტემა კარტელურია, ის აბსოლუტურად კრიმინალურია, გაუმჭვირვალეა , ის გოცრუიძის - საბჭოთა გადმონაშთი ფუნქციონერის და ბენდუქიძის, რუსი ოლიგარქის რჩევებით შექმნა სააქულაშვილმა სახელმწიფოს და ხალხის საძარცვად, ამ სისტემის წყალობით ნაციოზებმა აკონტროლეს ეკონომიკით პოლიტიკა, დაამშიეს , დაძარცვეს, დააქციეს და გააქციეს ქვეყანა, ლარის კურსის ბლუმბერგზე მაქინაციებით ემიგრაციიდან გზავნილები და ბიუჯეტიდან სახელმწიფო ასიგნებანი წამყვან კომბანკებში მიიმართება, მილიარდები, და აკუმულირდება არასაბანკო დეპოზიტებზე , რაც კოლექტიური სამოხელეო პარტოკრატიის სიმდიდრის წყაროს წარმოადგენს, მას ოთუსბირი სადეპოზიტე სარგო ერიცხება და ამიტომაც არის აქ ფული ძვირი და დეფიციტური, ამიტომაა რეფინანსირების განაკვეთი 10, 11, 12 და 13 , მაშინ როცა ჩინეთში უმეტწილესად ორიც კი არ არის , სამის ფარგლებშია განვითარებულ საბაზრო დემოკრატიულ ქვეყნებში, იაპონიას უარყოფითიც კი აქვს ! საქართველოს ფულად საკრედიტო და საბანკო სისტემა არასაბაზრო არადემოკრატიული ქვეყნისათვისაა დამახასიათებელი, ბანკთათარეშია აქა, მიმიქარავს ლეკიანობა, ერეკლე კი აღარ გვყავს!

ლევანი
3

პირადად მე არ მევასება, მაგრამ, ვაღიარებ, პროფესიონალია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"რაც შეეხება ამა თუ იმ თანამშრომლის წასვლას, მერწმუნეთ 600- მდე თანამშრომელი გვყავს, ზოგი წავა, ზოგი მოვა" - თურნავა სებ-ში არსებულ ვითარებაზე

"რაც შეეხება ამა თუ იმ თანამშრომლის წასვლას, მერწმუნეთ 600- მდე თანამშრომელი გვყავს, ზოგი წავა, ზოგი მოვა" - თურნავა სებ-ში არსებულ ვითარებაზე

სამი ვიცე-პრეზიდენტის ერთდროულად გადადგომა, რა თქმა უნდა, მძიმე ფაქტი იყო, ეს იყო საკმაოდ უჩვეულო ამბავი, რამაც საკმაოდ დიდი შეშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა.

ნათია თურნავა, გამოეხმაურა ასევე სხვა თანამშრომლების ეროვნული ბანკიდან წასვლის საკითხს და აღნიშნა, რომ - ზოგი წავა და ზოგი მოვა, მთლიანობაში ეროვნულ ბანკს ძალიან კომპეტენტური გუნდი ჰყავს.

"მოადგილეების წასვლამ კითხვები გააჩნია როგორც ორგანიზაციის შიგნით ასევე, გარეთ, რადგან იყო მუდმივად განხილვის საგანი. მე ერთხელ ვთქვი და აღარ განვმეორდები, არ მინდა დამატებითი შეფასება გავაკეთო. ჩემი ყოფილი კოლეგები და მეგობრები არიან, მათ როგორც ჩანს თავისი მოსაზრებები ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ფაქტია და ვერავინ ვერ უარყოფს, რომ 3 მოადგილის ერთდროულად წასვლა, როდესაც სულ 7 ვიყავით და ქვორუმი იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს ემუშავა, საჭირო იყო 5 და ელემენტარული არითმეტიკის ამბავია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააგდებდა ეროვნულ ბანკს. თუკი ისინი ფიქრობდნენ, რომ გადაწყვეტილება იყო დავუშვათ, არასწორი, ამ თავისი გადაწყვეტილებით შეეძლოთ მთლიანად სისტემის პარალიზება, მაგრამ კარგია, რომ ამ დროს პარლამენტში წარდგენილი იყო ორი კანდიდატი და პარლამენტმა დროულად მიიღო გადაწყვეტილება. ახლა ჩვენ ამ კუთხით არაფერი არ გვემუქრება აბსოლუტურად, ქმედითუნარიანია ჩვენი საბჭო, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თემა იყო.

რაც შეეხება ამა თუ იმ თანამშრომლის წასვლას - მერწმუნეთ 600- მდე თანამშრომელი გვყავს, ზოგი წავა, ზოგი მოვა. მთლიანობაში ძალიან კომპეტენტური გუნდი გვყავს. მე მიწევს ძალიან ბევრი შეხვედრა, რადგან ერთი გუნდი ვართ და თუკი რაიმე კითხვა გაუჩნდათ მინდა, რომ მივაწოდო სწორი ინფორმაცია ჩვენს მოტივებთან დაკავშირებით. არანაირი დესტაბილიზაცია არ არის, ყველა მუშაობს.

19 სექტემბრის ტექსტის შესახებ მოადგილეებმა ხელმოწერამდე გაიგეს, თავისი პოზიცია დააფიქსირეს, ეს იყო უთანხმოება გადაწყვეტილების მიმართ და შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს", - განაცხადა თურნავამ.

წაიკითხეთ ასევე: