სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მაქვს უფლება კონკრეტულ კლიენტზე რაიმე ვთქვა, მაგრამ მოდით ამ ფორმით ვიტყვი..." - აქვს თუ არა თურნავას ინფორმაცია ფარცხალაძის მიერ ქართული ბანკებიდან თანხების გატანის თაობაზე?
"არ მაქვს უფლება კონკრეტულ კლიენტზე რაიმე ვთქვა, მაგრამ მოდით ამ ფორმით ვიტყვი..." - აქვს თუ არა თურნავას ინფორმაცია ფარცხალაძის მიერ ქართული ბანკებიდან თანხების გატანის თაობაზე?

"არ მაქვს უფ­ლე­ბა თუნ­დაც სან­ქცი­რე­ბუ­ლი კლი­ენ­ტის ტრან­ზაქ­ცი­ებ­ზე ვი­სა­უბ­რო, მაგ­რამ ვვა­რა­უ­დობ, რომ ალ­ბათ, არა­ნა­ი­რი ტრან­ზაქ­ცია არ მოხ­დე­ბო­და - კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად მი­უდ­გე­ბოდ­ნენ ამ შემ­თხვე­ვას", - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ნა­თია თურ­ნა­ვამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, ხომ არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მიერ ქარ­თუ­ლი ბან­კე­ბი­დან თან­ხე­ბის გა­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე.

მი­სი­ვე თქმით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის "თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში“ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი მოხ­ვედ­რი­ლია.

რო­გორც თურ­ნა­ვა აღ­ნიშ­ნავს, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე რის­კი არ არ­სე­ბობს.

"ასე­თი ეჭ­ვე­ბი თვი­თონ პი­როვ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი აუ­რის­გან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. ჯერ იმის გამო, რომ ბევრ მით­ქმა-მოთ­ქმას იწ­ვევს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ზო­გა­დად, ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და თვი­თონ სან­ქცი­ის მო­ტი­ვი. სან­ქცი­ის მო­ტი­ვი იყო ისე­თი ჟღე­რა­დი, რომ, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდ მით­ქმა-მოთ­ქმას იწ­ვევ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯერ კი­დევ ჩვენ არა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გვქონ­და მი­ღე­ბუ­ლი და ბან­კებ­მა ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­ავ­რცე­ლებს შემ­ზღუ­და­ვი ზო­მე­ბი და უკვე და­ი­წეს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კოს­მა სხვა­დას­ხვა ეჭ­ვის გა­მოთ­ქმა. ეროვ­ნულ ბან­კში სხვა­დას­ხვა დე­პუ­ტა­ტის მო­მარ­თვე­ბი და­მიგ­როვ­და უკვე მა­შინ, რომ „თქვენ კი ამ­ბობთ, რომ სან­ქცი­რე­ბუ­ლი არის, მაგ­რამ ჩვენ და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცით, რომ მან თან­ხა გა­ი­ტა­ნა, სა­დღაც გა­და­ი­ტა­ნა, რა­ღა­ცა მოხ­და“. მერე როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, მე­ო­რე ტალ­ღა წა­მო­ვი­და - "აჰა, თქვენ იმი­ტომ მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს არის ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე“. პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ნე­ბის­მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. არ მა­ინ­ტე­რე­სებს და არც უნდა გვა­ინ­ტე­რე­სებს არც ერთი სა­ხე­ლი და გვა­რი. ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე იქ­ნე­ბა ხვალ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის არე­ალ­ში თუ არ იქ­ნე­ბა, როცა ბოლო-ბოლო გა­და­წყდე­ბა მისი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მრა­ვალ­ტან­ჯუ­ლი სა­კი­თხი... აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ არას­დროს ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის სა­ხელ­სა და გვარ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა ეჭ­ვებს, რა­საც თქვენ ამ­ბობთ, რო­მე­ლიც მა­ნამ­დეც გაჩ­ნდა და მე­რეც არ დაგ­ვაკ­ლეს ეს ეჭ­ვე­ბი - სა­ბან­კო კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მე არ მაქვს უფ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ კლი­ენტზე, თუნ­დაც სან­ქცი­რე­ბულ კლი­ენ­ტი, სა­ჯა­რო ეთერ­ში რა­ი­მე ვთქვა, მაგ­რამ მო­დით ამ ფორ­მით ვი­ტყვი - მე ვვა­რა­უ­დობ, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად მი­უდ­გე­ბოდ­ნენ ამ შემ­თხვე­ვას. ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ ეს ყო­ველ­თვის ვა­მოწ­მოთ, ეს ჩვე­ნი თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში მოხ­ვედ­რი­ლია. გამ­გე­ბი გა­ი­გებს. მე ვვა­რა­უ­დობ, რომ ამ კუ­თხით ალ­ბათ, არა­ნა­ი­რი ტრან­ზაქ­ცია არ მოხ­დე­ბო­და. არ შე­მიძ­ლია და­კონ­კრე­ტე­ბა, იმი­ტომ რომ ეს არის სა­ბან­კო კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა და კლი­ენ­ტის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა. მე არ შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო, მაგ­რამ მინ­და ვთქვა, რომ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე რის­კი არ არ­სე­ბობს და რა­ი­მე რის­კი არ დამ­დგა­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - მარ­თა­ლია, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და ამი­ტომ მი­ე­ბა თით­ქოს აღ­ქმა­ში ეს სა­კი­თხე­ბი, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის სა­კი­თხი გა­და­ვა და სწო­რი რე­გუ­ლა­ცია დარ­ჩე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jorj
1

რაც საზოგადოებაა ის ქვეყანა და მთავრობაა. არის წარმატებული საქართველო დაუსვას საზოგადოებამ თავის თავს შეკითხვა როცა ყოველი მეხუთე მაცხოვრებელი საქართველოში ემიგრაციაზე ფიქრობს უცხოეთში.

ბადური
1

ამ ქვეყანაში პრობლემად იქცა სამართლიანი წესებით სახელმწიფოს მართვა, მოქმედებს პრინციპი სახელმწიფო არის ერთი კაცის მანქანა სხვების დასაჩაგრავად, რაც ქართველებს ძალიან კარგადაც გამოდის.

ავტორი:

"არ მაქვს უფლება კონკრეტულ კლიენტზე რაიმე ვთქვა, მაგრამ მოდით ამ ფორმით ვიტყვი..." - აქვს თუ არა თურნავას ინფორმაცია ფარცხალაძის მიერ ქართული ბანკებიდან თანხების გატანის თაობაზე?

"არ მაქვს უფლება კონკრეტულ კლიენტზე რაიმე ვთქვა, მაგრამ მოდით ამ ფორმით ვიტყვი..." - აქვს თუ არა თურნავას ინფორმაცია ფარცხალაძის მიერ ქართული ბანკებიდან თანხების გატანის თაობაზე?

"არ მაქვს უფლება თუნდაც სანქცირებული კლიენტის ტრანზაქციებზე ვისაუბრო, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა - კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ აქვს ინფორმაცია ყოფილი გენერალური პროკურორის მიერ ქართული ბანკებიდან თანხების გატანის თაობაზე.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის "თვალთახედვის არეში“ აღნიშნული საკითხი მოხვედრილია.

როგორც თურნავა აღნიშნავს, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაიმე რისკი არ არსებობს.

"ასეთი ეჭვები თვითონ პიროვნების პოლიტიკური აურისგან გამომდინარეობს. ჯერ იმის გამო, რომ ბევრ მითქმა-მოთქმას იწვევს, ამ შემთხვევაში, ზოგადად, ყოფილი მაღალჩინოსანი და თვითონ სანქციის მოტივი. სანქციის მოტივი იყო ისეთი ჟღერადი, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მითქმა-მოთქმას იწვევდა. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ჩვენ არაფერი გადაწყვეტილება არ გვქონდა მიღებული და ბანკებმა ავტომატურად გაავრცელებს შემზღუდავი ზომები და უკვე დაიწეს სხვადასხვა პოლიტიკოსმა სხვადასხვა ეჭვის გამოთქმა. ეროვნულ ბანკში სხვადასხვა დეპუტატის მომართვები დამიგროვდა უკვე მაშინ, რომ „თქვენ კი ამბობთ, რომ სანქცირებული არის, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ მან თანხა გაიტანა, სადღაც გადაიტანა, რაღაცა მოხდა“. მერე როცა გადაწყვეტილება მივიღეთ, მეორე ტალღა წამოვიდა - "აჰა, თქვენ იმიტომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს არის ოთარ ფარცხალაძე“. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეზე ორიენტირებული. არ მაინტერესებს და არც უნდა გვაინტერესებს არც ერთი სახელი და გვარი. ოთარ ფარცხალაძე იქნება ხვალ ამ გადაწყვეტილების არეალში თუ არ იქნება, როცა ბოლო-ბოლო გადაწყდება მისი მოქალაქეობის მრავალტანჯული საკითხი... აქედან გამომდინარე ჩვენ არასდროს ვართ ორიენტირებული მოქალაქის სახელსა და გვარზე.

რაც შეეხება ეჭვებს, რასაც თქვენ ამბობთ, რომელიც მანამდეც გაჩნდა და მერეც არ დაგვაკლეს ეს ეჭვები - საბანკო კონფიდენციალურობიდან გამომდინარე. მე არ მაქვს უფლება კონკრეტულ კლიენტზე, თუნდაც სანქცირებულ კლიენტი, საჯარო ეთერში რაიმე ვთქვა, მაგრამ მოდით ამ ფორმით ვიტყვი - მე ვვარაუდობ, რომ კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას. ჩვენ ვალდებულები ვართ ეს ყოველთვის ვამოწმოთ, ეს ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვედრილია. გამგები გაიგებს. მე ვვარაუდობ, რომ ამ კუთხით ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა. არ შემიძლია დაკონკრეტება, იმიტომ რომ ეს არის საბანკო კონფიდენციალურობა და კლიენტის კონფიდენციალურობა. მე არ შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაიმე რისკი არ არსებობს და რაიმე რისკი არ დამდგარა.

რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას - მართალია, პირველი შემთხვევა იყო ოთარ ფარცხალაძე და ამიტომ მიება თითქოს აღქმაში ეს საკითხები, მაგრამ მერწმუნეთ, ოთარ ფარცხალაძის საკითხი გადავა და სწორი რეგულაცია დარჩება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.