პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი გადაწყვეტილებები რომ ყოფილიყო აწყობილი ირაკლი კობახიძის ხედვებზე, ალბათ, საკრიტიკებელიც არ გავხდებოდით" - ნათია თურნავა
"ჩვენი გადაწყვეტილებები რომ ყოფილიყო აწყობილი ირაკლი კობახიძის ხედვებზე, ალბათ, საკრიტიკებელიც არ გავხდებოდით" - ნათია თურნავა

ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი - ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო აწყო­ბი­ლი თუნ­დაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და მისი თავ­მჯდო­მა­რის ხედ­ვებ­ზე, მა­შინ ალ­ბათ, საკ­რი­ტი­კე­ბე­ლიც არ გავ­ხდე­ბო­დით, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ნა­თია თურ­ნა­ვამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლით მან უპა­სუ­ხა კი­თხვას, ჰქონ­და თუ არა ნა­თია თურ­ნა­ვას რა­ი­მე სა­ხის კონ­სულ­ტა­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან მა­ნამ, სა­ნამ სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო ბრძა­ნე­ბა გა­მო­ი­ცე­მო­და, ვი­ნა­ი­დან, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ეროვ­ნულ ბან­კში პი­რა­დად იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც თურ­ნა­ვამ გან­მარ­ტა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი "არის ერთ-ერთი მითი იმა­ვე სე­რი­ი­დან, რო­გორც ის, რომ ეროვ­ნულ ბან­კში მხო­ლოდ კა­რის კა­ცე­ბი დარ­ჩნენ და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აბუნტდნენ“.

"სამ­წუ­ხა­როდ, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მას, რა­ტომ­ღაც, გან­სა­კუთ­რე­ბით ცდი­ლო­ბენ სხვა­დას­ხვა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პი­რე­ბი, რომ უც­ნა­უ­რი ზღაპ­რე­ბი გა­ნავ­რცე­ლონ, იმი­ტომ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ა­ზი­ა­ნონ ეს სის­ტე­მა.

ეს არ გა­მო­უ­ვათ და არ გა­მოს­დით. ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. თქვენს ლო­გი­კას რომ მივ­ყვეთ, ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო აწყო­ბი­ლი, თუნ­დაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და მისი თავ­მჯდო­მა­რის ხედ­ვებ­ზე, მა­შინ ალ­ბათ, საკ­რი­ტი­კე­ბე­ლიც არ გავ­ხდე­ბო­დით, მა­ნამ­დე შედ­გე­ბო­და ჩვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია, მა­ნამ­დე შევ­ცვლი­დით რა­ღა­ცას, ვიდ­რე სა­ჯა­როდ მოგ­ვმარ­თავ­და. თუ თქვე­ნი ეჭ­ვე­ბი იქ­ნე­ბო­და სწო­რი, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ სა­ჯა­რო მი­მარ­თვა არ იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო, რო­გორც მა­ვან­ნი ვა­რა­უ­დობს, მარ­ტო სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რით გა­და­წყდე­ბო­და. ეს ასე არ არის. ეს სი­მარ­თლე არ არის. ჩვენ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ვართ ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში. ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის უფრო მეტი წილი იწ­ვევს კრი­ტი­კას, ზოგ­ჯერ ეს არის კრი­ტი­კა ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან, კო­ბა­ხი­ძის შემ­თხვე­ვა­ში იყო კრი­ტი­კა პო­ზი­ცი­ის მხრი­დან. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ მო­წყვლა­დე­ბი უნდა ვი­ყოთ, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, თუ რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი რას იტყვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ნათ­ქვამს, სა­ყუ­რა­დღე­ბო იყო იმ კუ­თხით, რომ ასა­ხავ­და იმ გან­წყო­ბას, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და ბან­კებ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ ნა­წილ­ში, გარ­კვე­ულ ექ­სპერ­ტებს შო­რის, რომ ახლა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის შემ­თხვე­ვაა, რო­გორ ვიქ­ცე­ვით ჩვენ, გვერ­დზე გა­დავ­დეთ ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცია, ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ეს პრო­ცე­სი გვაქვს ბრმად დათ­მო­ბი­ლი ეროვ­ნულ ბანკზე და სან­ქცი­ე­ბის ავ­ტო­მა­ტურ აღ­სრუ­ლე­ბა­ზე და კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ზე, თუ უნდა იყოს რა­ღაც ნიშა, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­იყ­ვანს და კონ­ფლიქ­ტის სივ­რცეს არ და­ტო­ვებს ად­გი­ლობ­რივ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას შო­რის. ეს აღ­მოვ­ფხვე­რით ჩვენ“,- აღ­ნიშ­ნა თურ­ნა­ვამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
2

დამოუკიდებელია ჰა და ჰა წითელ ხაზამდე

რომელსაც

ვოვა და მისი ნაცვალი საქართველოში ავლებს!!!!

ეს ეხება მთავრობასაც, პრეზიდენტსაც, სასამართლოსაც, პროკურატურასაც, პოლიციასაც, სუს საც და საპატრიარქოსაც

ანუ:

ყველაფერი რასაც სახელმწიფო თუ საეკლესიო ინსტიტუტი ჰქვია

დამოკიდებულია ამ ორზე!!!!

 

 

 

ალექს
3

კობახიძის ხედვა იგივეა, რაც მიშასი და ედუარდისა, თქვენ უნდა ჩემნაირების ხედვაზე გადახვიდეთ, მაგრამ სადაა პატრონი ? არაა !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

"ჩვენი გადაწყვეტილებები რომ ყოფილიყო აწყობილი ირაკლი კობახიძის ხედვებზე, ალბათ, საკრიტიკებელიც არ გავხდებოდით" - ნათია თურნავა

"ჩვენი გადაწყვეტილებები რომ ყოფილიყო აწყობილი ირაკლი კობახიძის ხედვებზე, ალბათ, საკრიტიკებელიც არ გავხდებოდით" - ნათია თურნავა

ჩვენი გადაწყვეტილებები არის დამოუკიდებელი - ჩვენი გადაწყვეტილებები რომ ყოფილიყო აწყობილი თუნდაც „ქართული ოცნების“ და მისი თავმჯდომარის ხედვებზე, მაშინ ალბათ, საკრიტიკებელიც არ გავხდებოდით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, ჰქონდა თუ არა ნათია თურნავას რაიმე სახის კონსულტაცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობასთან მანამ, სანამ საგამონაკლისო ბრძანება გამოიცემოდა, ვინაიდან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ განცხადების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ეროვნულ ბანკში პირადად იმყოფებოდა.

როგორც თურნავამ განმარტა, გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციები "არის ერთ-ერთი მითი იმავე სერიიდან, როგორც ის, რომ ეროვნულ ბანკში მხოლოდ კარის კაცები დარჩნენ და თანამშრომლები აბუნტდნენ“.

"სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საფინანსო სისტემას, რატომღაც, განსაკუთრებით ცდილობენ სხვადასხვა უპასუხისმგებლო პირები, რომ უცნაური ზღაპრები განავრცელონ, იმიტომ, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ეს სისტემა.

ეს არ გამოუვათ და არ გამოსდით. ჩვენი გადაწყვეტილებები არის დამოუკიდებელი. თქვენს ლოგიკას რომ მივყვეთ, ჩვენი გადაწყვეტილებები რომ ყოფილიყო აწყობილი, თუნდაც "ქართული ოცნების“ და მისი თავმჯდომარის ხედვებზე, მაშინ ალბათ, საკრიტიკებელიც არ გავხდებოდით, მანამდე შედგებოდა ჩვენი კომუნიკაცია, მანამდე შევცვლიდით რაღაცას, ვიდრე საჯაროდ მოგვმართავდა. თუ თქვენი ეჭვები იქნებოდა სწორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ საჯარო მიმართვა არ იქნებოდა საჭირო, როგორც მავანნი ვარაუდობს, მარტო სატელეფონო ზარით გადაწყდებოდა. ეს ასე არ არის. ეს სიმართლე არ არის. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ ჩვენს გადაწყვეტილებებში. ჩვენი გადაწყვეტილებების უფრო მეტი წილი იწვევს კრიტიკას, ზოგჯერ ეს არის კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან, კობახიძის შემთხვევაში იყო კრიტიკა პოზიციის მხრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოწყვლადები უნდა ვიყოთ, ორიენტირებულები, თუ რომელი პოლიტიკოსი რას იტყვის.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ნათქვამს, საყურადღებო იყო იმ კუთხით, რომ ასახავდა იმ განწყობას, რომელიც არსებობდა ბანკებში, საზოგადოების ერთ ნაწილში, გარკვეულ ექსპერტებს შორის, რომ ახლა, როდესაც საქართველოს მოქალაქის შემთხვევაა, როგორ ვიქცევით ჩვენ, გვერდზე გადავდეთ ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონმდებლობა ეს პროცესი გვაქვს ბრმად დათმობილი ეროვნულ ბანკზე და სანქციების ავტომატურ აღსრულებაზე და კომერციულ ბანკებზე, თუ უნდა იყოს რაღაც ნიშა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს და კონფლიქტის სივრცეს არ დატოვებს ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სანქციების აღსრულებას შორის. ეს აღმოვფხვერით ჩვენ“,- აღნიშნა თურნავამ.