მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითური სქემა თბილისში და 36 დაზარალებული: ორ პირს, რომლებიც მოქალაქეებს მაკლერებად ეცნობოდნენ და თანხას სძალავდნენ, 7 და 8 წლით პატიმრობა შეეფარდათ
თაღლითური სქემა თბილისში და 36 დაზარალებული: ორ პირს, რომლებიც მოქალაქეებს მაკლერებად ეცნობოდნენ და თანხას სძალავდნენ, 7 და 8 წლით პატიმრობა შეეფარდათ

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 36 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე ორ ბრალ­დე­ბულს 7 და 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს, რო­გორც მაკ­ლე­რე­ბი ისე ეც­ნო­ბოდ­ნენ და კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხე­ბის სა­ნაც­ვლოდ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ბი­ნე­ბის და­გი­რა­ვე­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ. თაღ­ლი­თუ­რი ქმე­დე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის კუთ­ვნილ, ჯამ­ში 1 002 755 ლარს.

„თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და 36 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კუთ­ვნი­ლი, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის ორი წევ­რი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ეც­ნო­ბოდ­ნენ რო­გორც მაკ­ლე­რე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხე­ბის სა­ნაც­ვლოდ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ბი­ნე­ბის და­გი­რა­ვე­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ. ისი­ნი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს წი­ნას­წარ აჩ­ვე­ნებ­დნენ ბი­ნებს, შემ­დგომ კი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის და­ნარ­ჩენ წევ­რებს, რო­გორც ბი­ნის მე­სა­კუთ­რედ, მე­სა­კუთ­რის მინ­დო­ბილ პი­რად ან ბი­ნის მე­ი­ჯა­რედ აც­ნობ­დნენ და მათ­თან მო­ტყუ­ე­ბით სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს ადე­ბი­ნებ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის კუთ­ვნილ, ჯამ­ში 1 002 755 ლარს.

და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პი­რებს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“, მე-3 ნა­წი­ლის „ბ“, „გ“ და და მე-4 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა ჩა­დე­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ, არა­ერ­თგზის) წა­რედ­გი­ნათ.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ერთ პირს 8 წლით, ხოლო მე­ო­რეს 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

რაც შე­ე­ხე­ბა თაღ­ლი­თუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის სხვა წევ­რებს, მათ მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

თაღლითური სქემა თბილისში და 36 დაზარალებული: ორ პირს, რომლებიც მოქალაქეებს მაკლერებად ეცნობოდნენ და თანხას სძალავდნენ, 7 და 8 წლით პატიმრობა შეეფარდათ

თაღლითური სქემა თბილისში და 36 დაზარალებული: ორ პირს, რომლებიც მოქალაქეებს მაკლერებად ეცნობოდნენ და თანხას სძალავდნენ, 7 და 8 წლით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 36 დაზარალებულის კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ ბრალდებულს 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები დაზარალებულებს, როგორც მაკლერები ისე ეცნობოდნენ და კონკრეტული თანხების სანაცვლოდ თბილისში მდებარე ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. თაღლითური ქმედებით ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ, ჯამში 1 002 755 ლარს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 36 დაზარალებულის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის ორი წევრი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულებს ეცნობოდნენ როგორც მაკლერები და კონკრეტული თანხების სანაცვლოდ თბილისში მდებარე ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. ისინი დაზარალებულებს წინასწარ აჩვენებდნენ ბინებს, შემდგომ კი ორგანიზებული ჯგუფის დანარჩენ წევრებს, როგორც ბინის მესაკუთრედ, მესაკუთრის მინდობილ პირად ან ბინის მეიჯარედ აცნობდნენ და მათთან მოტყუებით სესხის ხელშეკრულებებს ადებინებდნენ. აღნიშნული ქმედებით ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ, ჯამში 1 002 755 ლარს.

დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, არაერთგზის) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს 8 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.