საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამხედრო
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლს რომ ვაშენებდი, დამიწერეს, რა ენაღვლება, დანაზოგი ექნებოდაო... ყველას ხომ არ აუხსნი, რომ ვალებით აკეთებ ადამიანი" - მაკა ძაგანიას ვირტუალური სივრცე
"სახლს რომ ვაშენებდი, დამიწერეს, რა ენაღვლება, დანაზოგი ექნებოდაო... ყველას ხომ არ აუხსნი, რომ ვალებით აკეთებ ადამიანი" - მაკა ძაგანიას ვირტუალური სივრცე

მსა­ხი­ობ მაკა ძა­გა­ნი­ას, რო­მელ­მაც ზა­ფხუ­ლი ვა­ზის მოვ­ლა­ში გა­ა­ტა­რა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გა­და­ღე­ბებ­ზე და­დი­ო­და, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ...

- დღეს­დღე­ო­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს ძა­ლი­ან ბევრ დროს არ ვუთ­მობ, რად­გან ამის­თვის არ მცა­ლია, თუმ­ცა ასე თუ ისე, მა­ინც ვსარ­გებ­ლობ: ტე­ლე­ვი­ზორს ნაკ­ლე­ბად ვუ­ყუ­რებ - ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან ვეც­ნო­ბი.

- პირ­ვე­ლად რო­მელ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­რე­გის­ტრირ­დით?

- "ფე­ის­ბუკ­ზე". დიდი ხა­ნია, რაც მისი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვარ. მა­ნამ­დე "სკა­იპ­ში" ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ეს უფრო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა იყო: მხო­ლოდ და­სა­რე­კად ან მი­მო­წე­რის­თვის თუ გა­მო­ი­ყე­ნებ­დი.

- "ფე­ის­ბუკ­ზე" რა მიზ­ნით და­რე­გის­ტრირ­დით?

- სა­ერ­თოდ არ მახ­სოვს (იცი­ნის). ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ყვე­ლა რე­გის­ტრირ­დე­ბო­და და მეც ასე მო­ვი­ქე­ცი.

- დღეს "ფე­ის­ბუკს" აქ­ტი­უ­რად იყე­ნებთ?

- კი, რო­გორ არა?! თუმ­ცა, "ტი­კტოკს" და "ინ­სტაგ­რამს" უფრო ხში­რად ვი­ყე­ნებ. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში "ფე­ის­ბუ­კით" ვსარ­გებ­ლობ­დი, შემ­დეგ ჩემ­მა შვილ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" და­მა­რე­გის­ტრი­რა, რა­ღაც ფო­ტო­ე­ბი თა­ვად გა­მო­მიქ­ვეყ­ნა. კარ­გა ხანს არც შევ­დი­ო­დი... მერე, რა­ღაც­ნა­ი­რად, "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­და­ვერ­თე - თით­ქოს ჩემ­თვის უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და და რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც მისი აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გავ­ხდი.

- "ტი­კტო­კის" პლატ­ფორ­მას ბევ­რი არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­იჩ­ნევ­და, თუმ­ცა ახლა აქ­ტი­უ­რო­ბას ცდი­ლო­ბენ. თა­ვად რო­გორ და­ინ­ტე­რეს­დით ამ ქსე­ლით?

- "ტი­კტოკ­ზე" აქ­ტი­უ­რო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მაქვს. მა­ნამ­დე ჩემი უმ­ცრო­სი შვი­ლი "სქ­რო­ლავ­და" ხოლ­მე, ამი­ტომ ეს აპ­ლი­კა­ცია ტე­ლე­ფონ­ში სა­ერ­თოდ წავ­შა­ლე. მერე, როცა უკვე ბავ­შვს ჩემს ტე­ლე­ფონს აღარ ვაძ­ლევ­დი, აქაც დავ­რე­გის­ტრირ­დი. 1-2 ვი­დე­ოს რომ და­დებ და მერე შეჰ­ყვე­ბი ადა­მი­ა­ნი, ასე და­მე­მარ­თა (იღი­მის)...

- რა ტი­პის ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნებთ? რო­გორ კონ­ტენტს ქმნით?

- არც ერთ პლატ­ფორ­მა­ზე, კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე შექ­მნი­ლი კონ­ტენ­ტი არ მაქვს. უფრო ჩემი პი­რა­დი ვი­დე­ო­ე­ბია: რა­საც ვა­კე­თებ გა­და­ღე­ბა­ზე, ვე­ნახ­ში, ბოს­ტან­სა თუ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბი­სას, გა­მომ­წე­რებს ვუ­ზი­ა­რებ ხოლ­მე.

- სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან რო­გორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გრძნობთ?

- ჩემ მი­მართ გულ­თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ. უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია და ისიც, გულ­ზე მხვდე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ შემ­დეგ "ვა­ტა­რებ". ძი­რი­თა­დად, ხალ­ხის­გან დიდ სიყ­ვა­რულს ვგრძნობ, რაც კი­დევ უფრო მე­ტად მა­ბედ­ნი­ე­რებს. რო­გორც ქუ­ჩა­ში მი­ღი­მი­ან და ჩემ­თან ერ­თად ფო­ტოს გა­და­ღე­ბა უნ­დათ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც მსგავ­სი და­დე­ბი­თი გან­წყო­ბით მხვდე­ბი­ან.

- რა დროს ან­დო­მებთ პოს­ტის შერ­ჩე­ვას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე?

- ამა­ზე ბევ­რს არ ვფიქ­რობ, რად­გან ალ­გო­რითმში, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თვის სა­სურ­ველ სა­ა­თებ­ში ვერ გა­ვერ­კვიე. როცა მო­მინ­დე­ბა, პოს­ტი გა­მო­ვაქ­ვეყ­ნო, ხალ­ხს გა­ვუ­ზი­ა­რო, ასეც ვიქ­ცე­ვი - მარ­ტი­ვად ვაქ­ვეყ­ნებ. დიდ­ხანს არც ჰეშ­თეგ­ზე ვფიქ­რობ, არც - სხვა რა­მე­ზე. ალ­ბათ, ჩემს კონ­ტენტს ბლო­გის სახე რომ ჰქონ­დეს, უფრო მეტ დროს წა­ი­ღებ­და, რად­გან დას­ჭირ­დე­ბო­და მო­ფიქ­რე­ბა, კარ­გად ჩა­წე­რა და ა.შ. უბ­რა­ლოდ, შე­იძ­ლე­ბა, შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ვერ­თო და ამის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო ავ­ტვირ­თო. ამი­ტომ ამას არც ბევ­რი დრო სჭირ­დე­ბა და არც - ბევ­რი ფიქ­რი.

- სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თქვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბა შე­მო­სავ­ლის წყა­როდ თუ არის ქცე­უ­ლი?

- უფრო ბარ­ტე­რე­ბია. სხვა­თა შო­რის, ესეც სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა კომ­პა­ნი­ე­ბი გენ­დო­ბი­ან. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, - ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია თუ მო­გე­წო­ნე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში "დადე" შენს გვერ­დზეო, ანუ უფ­ლე­ბა მაქვს, არც "დავ­დო" და თუკი პრო­დუქ­ცია არ მო­მე­წო­ნე­ბა, ხალ­ხი არ მო­ვა­ტყუო. ესეც ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა და სა­ინ­ტე­რე­სოა.

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია ცუ­დად შე­გი­ფა­სე­ბი­ათ?

- არა. რა­ღა­ცებ­ზე თა­ვად ვამ­ბობ უარს. საქ­მე იქამ­დე არ მი­სუ­ლა, რომ პრო­დუქ­ცია გა­მო­ეგ­ზავ­ნათ და ცუდი ყო­ფი­ლი­ყო.

- სა­კუ­თა­რი გვარ-სა­ხე­ლი "და­გი­გუ­გ­ლავთ"?

- კი.

- მერე, რო­გორ ფიქ­რობთ, რო­გო­რი ონ­ლა­ინ­რე­პუ­ტა­ცია გაქვთ?

- ძი­რი­თა­დად, სტა­ტი­ებს, ინ­ტერ­ვი­უ­ებს "მიგ­დებს". მგო­ნი, კარ­გი ონ­ლა­ინ­რე­პუ­ტა­ცია მაქვს, რად­გან ჩემ მი­მართ უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი იშ­ვი­ა­თია, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, ის იშ­ვი­ა­თი უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი რას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?

- მა­გა­ლი­თად, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, და­უ­წე­რი­ათ, - რას ჰგავ­სო?! როცა სახ­ლს ვა­შე­ნებ­დი, ასე­თი კო­მენ­ტა­რიც მი­ვი­ღე: მა­გას რა ენაღ­ვლე­ბა, და­ნა­ზო­გი ექ­ნე­ბო­და, ჩვენ ვი­კი­თხო­თო... ყვე­ლას ხომ არ აუხ­სნი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ვა­ლე­ბით აკე­თებ ადა­მი­ა­ნი, არა? სა­ქარ­თვე­ლო­ში, დღეს და­ნა­ზო­გი არა­ვის აქვს... ერთი კო­მენ­ტა­რი ჩემს კბი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო - ცხე­ნი­ვით გაქ­ვსო, რაც გულ­ზე ძა­ლი­ან მომ­ხვდა...

- კბი­ლე­ბის კო­რექ­ცია ამის გამო გა­ი­კე­თეთ? დღეს ერთ-ერთი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის სა­ხეც ხართ...

- ამი­ტომ - არა. ბუ­ნებ­რი­ვად, მთე­ლი 43 წელი დიდი კბი­ლე­ბი მქონ­და. ჩემ­თვის პა­ტა­რა კბი­ლე­ბი ძა­ლი­ან არა­ბუ­ნებ­რი­ვი იქ­ნე­ბო­და, ამი­ტომ ზომა იგი­ვე დავ­ტო­ვეთ. კბი­ლე­ბის წყო­ბა ოდ­ნავ გა­ვას­წო­რეთ და მომ­წონს...

- ძი­რი­თა­დად, კომ­პლი­მენ­ტებს რას­თან და­კავ­ში­რე­ბით იღებთ?

- მწე­რენ, თუ რო­გორ ვუყ­ვარ­ვარ და რო­გო­რი კარ­გი გოგო ვარ. მოს­წონთ ჩემი ღი­მი­ლი და ლო­ყა­ზე (მარ­ჯვე­ნა მხა­რეს) ნაჩვრე­ტი (იცი­ნის). უამ­რა­ვი კომ­პლი­მენ­ტი მომ­დის, რომ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ძა­ლი­ან მოს­წონთ. - აუ, პერ­სო­ნა­ჟის­გან რო­გორ გან­სხვავ­დე­ბიო! - მწე­რენ. ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ზე დიდი კომ­პლი­მენ­ტია, რომ თინა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რია. გა­მო­მი­ვი­და და შევ­ქმე­ნი ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის პერ­სო­ნა­ჟი, ანუ სე­რი­ალ­შიც მაკა არ ვარ.

- ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში და­წყე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა რე­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თუ გა­დაზ­რდი­ლა?

- ვირ­ტუ­ა­ლუ­რად კო­მუ­ნი­კა­ცია, ძა­ლი­ან გულ­თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქო­ნია, თუმ­ცა ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვა­ში არ გა­დაზ­რდი­ლა. კვლავ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სივ­რცით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით ხოლ­მე (იღი­მის).

- ვინ­მე "და­გიბ­ლო­კავთ"?

- არა, თუმ­ცა ამას წი­ნათ, ჩემს "ინ­სტაგ­რამ" გვერ­დზე რომ შე­ვე­დი, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, 2 ადა­მი­ა­ნი მყავს "დაბ­ლო­კი­ლი". ეს რო­გორ მოხ­და, არ ვიცი. შე­იძ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად შემ­თხვე­ვით "მივბლო­კე". აღარ ჩავ­ძი­ე­ბი­ვარ, თუ ვინ იყ­ვნენ და არც "გან­მიბ­ლო­კავს".

- არის ვინ­მე, ვისი გვერ­დის სი­ახ­ლე­საც მუდ­მი­ვად თვალ­ყურს ადევ­ნებთ და შე­იძ­ლე­ბა, თქვე­ნი ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­როც იყოს?

- არა. ისე­თი არა­ვი­ნაა, რომ ვე­ლო­დო, ახალს რას გა­მო­აქ­ვეყ­ნებს - სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ასე­თი მო­ცუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბიც და უცხო­ე­ლე­ბიც გა­მო­წე­რი­ლი მყავს. თუკი მათი ვი­დეო მხვდე­ბა, სა­დაც სა­ინ­ტე­რე­სოდ სა­უბ­რო­ბენ, ვუს­მენ.

- სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კა­მათ­ში ჩარ­თულ­ხართ?

- კა­მა­თი იმ­დე­ნად არ მიყ­ვარს, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი არა, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც არ ვე­რე­ვი. თან, წე­რის დროს შენი გან­წყო­ბა, ემო­ცია იკარ­გე­ბა. შე­იძ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნე­იტ­რა­ლუ­რად და­წე­რო, ვი­ღაც კი ცუდ ხა­სი­ათ­ზე იყოს და შენი ნა­წე­რი აგ­რე­სი­უ­ლად მი­ი­ღოს. ამი­ტომ კა­მათს ყო­ველ­თვის ვე­რი­დე­ბი, მით უმე­ტეს - სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)
3

Რა ყველა მამა აბრამის ბატკნები ხართ :) რა დაწეროთ და ბოღმა როგორ ანთხიოთ იმას ფიქრობთ.ყველამ რომ თქვენს ცხოვრებას მიხედოთ რა კარგი იქნება :) 

123
14

და მერე ის ვალები მთელი სიცოცხლე უნდა იხადოთ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სახლს რომ ვაშენებდი, დამიწერეს, რა ენაღვლება, დანაზოგი ექნებოდაო... ყველას ხომ არ აუხსნი, რომ ვალებით აკეთებ ადამიანი" - მაკა ძაგანიას ვირტუალური სივრცე

"სახლს რომ ვაშენებდი, დამიწერეს, რა ენაღვლება, დანაზოგი ექნებოდაო... ყველას ხომ არ აუხსნი, რომ ვალებით აკეთებ ადამიანი" - მაკა ძაგანიას ვირტუალური სივრცე

მსახიობ მაკა ძაგანიას, რომელმაც ზაფხული ვაზის მოვლაში გაატარა, პარალელურად კი - "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებებზე დადიოდა, სოციალური ქსელების შესახებ ვესაუბრეთ...

- დღესდღეობით სოციალურ ქსელებს ძალიან ბევრ დროს არ ვუთმობ, რადგან ამისთვის არ მცალია, თუმცა ასე თუ ისე, მაინც ვსარგებლობ: ტელევიზორს ნაკლებად ვუყურებ - ყველანაირ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან ვეცნობი.

- პირველად რომელ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდით?

- "ფეისბუკზე". დიდი ხანია, რაც მისი მომხმარებელი ვარ. მანამდე "სკაიპში" ვიყავი, მაგრამ ეს უფრო კომუნიკაციის საშუალება იყო: მხოლოდ დასარეკად ან მიმოწერისთვის თუ გამოიყენებდი.

- "ფეისბუკზე" რა მიზნით დარეგისტრირდით?

- საერთოდ არ მახსოვს (იცინის). ალბათ იმიტომ, რომ ყველა რეგისტრირდებოდა და მეც ასე მოვიქეცი.

- დღეს "ფეისბუკს" აქტიურად იყენებთ?

- კი, როგორ არა?! თუმცა, "ტიკტოკს" და "ინსტაგრამს" უფრო ხშირად ვიყენებ. დიდი ხნის განმავლობაში "ფეისბუკით" ვსარგებლობდი, შემდეგ ჩემმა შვილმა "ინსტაგრამზე" დამარეგისტრირა, რაღაც ფოტოები თავად გამომიქვეყნა. კარგა ხანს არც შევდიოდი... მერე, რაღაცნაირად, "ინსტაგრამზე" გადავერთე - თითქოს ჩემთვის უფრო საინტერესო გახდა და რამდენიმე წელია, რაც მისი აქტიური მომხმარებელი გავხდი.

- "ტიკტოკის" პლატფორმას ბევრი არასერიოზულად მიიჩნევდა, თუმცა ახლა აქტიურობას ცდილობენ. თავად როგორ დაინტერესდით ამ ქსელით?

- "ტიკტოკზე" აქტიურობა ახალი დაწყებული მაქვს. მანამდე ჩემი უმცროსი შვილი "სქროლავდა" ხოლმე, ამიტომ ეს აპლიკაცია ტელეფონში საერთოდ წავშალე. მერე, როცა უკვე ბავშვს ჩემს ტელეფონს აღარ ვაძლევდი, აქაც დავრეგისტრირდი. 1-2 ვიდეოს რომ დადებ და მერე შეჰყვები ადამიანი, ასე დამემართა (იღიმის)...

- რა ტიპის ვიდეოებს აქვეყნებთ? როგორ კონტენტს ქმნით?

- არც ერთ პლატფორმაზე, კონკრეტულ თემაზე შექმნილი კონტენტი არ მაქვს. უფრო ჩემი პირადი ვიდეოებია: რასაც ვაკეთებ გადაღებაზე, ვენახში, ბოსტანსა თუ სახლის მშენებლობისას, გამომწერებს ვუზიარებ ხოლმე.

- სოციალური ქსელების მომხმარებლებისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ?

- ჩემ მიმართ გულთბილი დამოკიდებულება აქვთ. უარყოფითი კომენტარი ძალიან იშვიათია და ისიც, გულზე მხვდება ხოლმე, მაგრამ შემდეგ "ვატარებ". ძირითადად, ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რაც კიდევ უფრო მეტად მაბედნიერებს. როგორც ქუჩაში მიღიმიან და ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება უნდათ, სოციალურ ქსელებშიც მსგავსი დადებითი განწყობით მხვდებიან.

- რა დროს ანდომებთ პოსტის შერჩევას გამოქვეყნებამდე?

- ამაზე ბევრს არ ვფიქრობ, რადგან ალგორითმში, გამოქვეყნებისთვის სასურველ საათებში ვერ გავერკვიე. როცა მომინდება, პოსტი გამოვაქვეყნო, ხალხს გავუზიარო, ასეც ვიქცევი - მარტივად ვაქვეყნებ. დიდხანს არც ჰეშთეგზე ვფიქრობ, არც - სხვა რამეზე. ალბათ, ჩემს კონტენტს ბლოგის სახე რომ ჰქონდეს, უფრო მეტ დროს წაიღებდა, რადგან დასჭირდებოდა მოფიქრება, კარგად ჩაწერა და ა.შ. უბრალოდ, შეიძლება, შვილებთან ერთად გავერთო და ამის ამსახველი ვიდეო ავტვირთო. ამიტომ ამას არც ბევრი დრო სჭირდება და არც - ბევრი ფიქრი.

- სოციალურ ქსელებში თქვენი აქტიურობა შემოსავლის წყაროდ თუ არის ქცეული?

- უფრო ბარტერებია. სხვათა შორის, ესეც სასიამოვნოა, როცა კომპანიები გენდობიან. ყველა მეუბნება, - ჩვენი პროდუქცია თუ მოგეწონება, ამ შემთხვევაში "დადე" შენს გვერდზეო, ანუ უფლება მაქვს, არც "დავდო" და თუკი პროდუქცია არ მომეწონება, ხალხი არ მოვატყუო. ესეც ერთგვარი გამოწვევაა და საინტერესოა.

- ყოფილა შემთხვევა, როცა შემოთავაზებული პროდუქცია ცუდად შეგიფასებიათ?

- არა. რაღაცებზე თავად ვამბობ უარს. საქმე იქამდე არ მისულა, რომ პროდუქცია გამოეგზავნათ და ცუდი ყოფილიყო.

- საკუთარი გვარ-სახელი "დაგიგუგლავთ"?

- კი.

- მერე, როგორ ფიქრობთ, როგორი ონლაინრეპუტაცია გაქვთ?

- ძირითადად, სტატიებს, ინტერვიუებს "მიგდებს". მგონი, კარგი ონლაინრეპუტაცია მაქვს, რადგან ჩემ მიმართ უარყოფითი კომენტარები იშვიათია, რაც ძალიან მახარებს.

- საინტერესოა, ის იშვიათი უარყოფითი კომენტარები რასთანაა დაკავშირებული?

- მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, დაუწერიათ, - რას ჰგავსო?! როცა სახლს ვაშენებდი, ასეთი კომენტარიც მივიღე: მაგას რა ენაღვლება, დანაზოგი ექნებოდა, ჩვენ ვიკითხოთო... ყველას ხომ არ აუხსნი, რომ ამ ყველაფერს ვალებით აკეთებ ადამიანი, არა? საქართველოში, დღეს დანაზოგი არავის აქვს... ერთი კომენტარი ჩემს კბილებთან დაკავშირებული იყო - ცხენივით გაქვსო, რაც გულზე ძალიან მომხვდა...

- კბილების კორექცია ამის გამო გაიკეთეთ? დღეს ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკის სახეც ხართ...

- ამიტომ - არა. ბუნებრივად, მთელი 43 წელი დიდი კბილები მქონდა. ჩემთვის პატარა კბილები ძალიან არაბუნებრივი იქნებოდა, ამიტომ ზომა იგივე დავტოვეთ. კბილების წყობა ოდნავ გავასწორეთ და მომწონს...

- ძირითადად, კომპლიმენტებს რასთან დაკავშირებით იღებთ?

- მწერენ, თუ როგორ ვუყვარვარ და როგორი კარგი გოგო ვარ. მოსწონთ ჩემი ღიმილი და ლოყაზე (მარჯვენა მხარეს) ნაჩვრეტი (იცინის). უამრავი კომპლიმენტი მომდის, რომ "ჩემი ცოლის დაქალებში" ჩემი პერსონაჟი ძალიან მოსწონთ. - აუ, პერსონაჟისგან როგორ განსხვავდებიო! - მწერენ. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია, რომ თინა აბსოლუტურად სხვანაირია. გამომივიდა და შევქმენი ჩემგან განსხვავებული ტიპის პერსონაჟი, ანუ სერიალშიც მაკა არ ვარ.

- ვირტუალურ სივრცეში დაწყებული მეგობრობა რეალურ ურთიერთობაში თუ გადაზრდილა?

- ვირტუალურად კომუნიკაცია, ძალიან გულთბილი დამოკიდებულება მქონია, თუმცა ერთმანეთის ნახვაში არ გადაზრდილა. კვლავ ვირტუალური სივრცით შემოვიფარგლებით ხოლმე (იღიმის).

- ვინმე "დაგიბლოკავთ"?

- არა, თუმცა ამას წინათ, ჩემს "ინსტაგრამ" გვერდზე რომ შევედი, აღმოვაჩინე, 2 ადამიანი მყავს "დაბლოკილი". ეს როგორ მოხდა, არ ვიცი. შეიძლება აბსოლუტურად შემთხვევით "მივბლოკე". აღარ ჩავძიებივარ, თუ ვინ იყვნენ და არც "განმიბლოკავს".

- არის ვინმე, ვისი გვერდის სიახლესაც მუდმივად თვალყურს ადევნებთ და შეიძლება, თქვენი ინსპირაციის წყაროც იყოს?

- არა. ისეთი არავინაა, რომ ველოდო, ახალს რას გამოაქვეყნებს - სოციალური ქსელებით ასეთი მოცული არ ვარ, მაგრამ ქართველებიც და უცხოელებიც გამოწერილი მყავს. თუკი მათი ვიდეო მხვდება, სადაც საინტერესოდ საუბრობენ, ვუსმენ.

- სოციალურ ქსელებში კამათში ჩართულხართ?

- კამათი იმდენად არ მიყვარს, რომ სოციალურ ქსელში კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც არ ვერევი. თან, წერის დროს შენი განწყობა, ემოცია იკარგება. შეიძლება აბსოლუტურად ნეიტრალურად დაწერო, ვიღაც კი ცუდ ხასიათზე იყოს და შენი ნაწერი აგრესიულად მიიღოს. ამიტომ კამათს ყოველთვის ვერიდები, მით უმეტეს - სოციალურ ქსელებში...წაიკითხეთ სრულად