სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
World Vision საქართველოს საზაფხულო ბანაკი, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებს სკოლაში ტრანზიციაში ეხმარება
World Vision საქართველოს საზაფხულო ბანაკი, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებს სკოლაში ტრანზიციაში ეხმარება

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჟეს­ტუ­რი ენის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე აღ­ნიშ­ნა, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ჟეს­ტუ­რი ენის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ და მისი გავ­რცე­ლე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში 300-ზე მეტი ჟეს­ტუ­რი ენაა, რომ­ლე­ბიც აღი­ა­რე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის მიერ, რაც სა­ხელ­მწი­ფო­ებს აკის­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ხელი შე­უ­წყონ მათ პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა­სა და სწავ­ლე­ბას. ჟეს­ტუ­რი ენის ცოდ­ნა უდი­დესს როლს თა­მა­შობს ყრუ და სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის, რად­გან ის ეხ­მა­რე­ბა მათ გან­ვი­თა­რებ­ში, ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და ხა­რის­ხი­ა­ნი სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში.

ყრუ და სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი პი­რე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და ჟეს­ტუ­რი ენის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით World Vision სა­ქარ­თვე­ლო ახორ­ცი­ე­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მხარ­დამ­ჭერ პრო­ექტს World Vision ამე­რი­კის და­ფი­ნან­სე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ წელს უკვე მე­ო­რედ გა­მარ­თა სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნა­კი ბა­კუ­რი­ან­ში, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია სკო­ლა­ში ტრან­ზი­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა და ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის­თვის მომ­ზა­დე­ბა. ბა­ნაკ­ში ძი­რი­თა­დად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და­წყე­ბი­თი კლა­სის ყრუ და სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი და მათი მშობ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­დან, ასე­ვე თვი­თონ ყრუ პი­რე­ბი, ჟეს­ტუ­რი ენის თარ­ჯი­მა­ნი და აღ­მზრდე­ლი.

„სკო­ლა­ში წას­ვლა პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბის და მო­ლო­დი­ნის გარ­და, მშობ­ლე­ბის­თვის და ბავ­შვე­ბის­თვის ამავდრო­უ­ლად სტრე­სუ­ლი მოვ­ლე­ნაა. მათ ხვდე­ბათ ახა­ლი გა­რე­მო, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მო­თხოვ­ნე­ბი და ზო­გა­დად ბევ­რი ცვლი­ლე­ბაა ერ­თად. შე­სა­ბა­მი­სად, ყრუ და სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის ადაპ­ტი­რე­ბა ახალ გა­რე­მოს­თან შე­და­რე­ბით რთუ­ლი პრო­ცე­სია. ყრუ ბვაშ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბევ­რმა მათ­გან­მა არ იცის ჟეს­ტუ­რი ენა, ამი­ტომ მათ­თვის იმის ახ­სნა თუ სად მი­დი­ან და რა უნდა აკე­თონ, არის რთუ­ლი. ასეთ დროს, ბავ­შვებ­საც, მშობ­ლებ­საც და მას­წავ­ლებ­ლებ­საც დიდი დრო სჭირ­დე­ბათ, რომ ერ­თმა­ნეთს შე­ე­გუ­ონ. ჩვე­ნი ბა­ნა­კის კონ­ცეფ­ცია იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ბავ­შვებ­მა, მშობ­ლებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი გა­იც­ნონ და უკვე და­მე­გობ­რე­ბუ­ლი წა­ვიდ­ნენ სკო­ლა­ში. ბავ­შვე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ბა­ნაკ­ში ეჩ­ვე­ვი­ან ერ­თმა­ნეთს და მათ­თვის სას­კო­ლო ვი­თა­რე­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით იო­ლია ერ­თმა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რა და კო­მუ­ნი­კა­ცია. შე­დე­გად ბავ­შვებს და მშობ­ლებს აღარ აქვთ შფოთ­ვა, ამავდრო­უ­ლად ბავ­შვე­ბი ეც­ნო­ბი­ან ჟეს­ტურ ენას და სწავ­ლო­ბენ მათ­თვის ბუ­ნებ­რი­ვი ენის გა­მო­ყე­ნე­ბას.“ - აღ­ნიშ­ნავს ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი მა­რი­ამ ხვა­და­გი­ა­ნი, World Vision სა­ქარ­თვე­ლოს ინ­კლუ­ზი­უ­რი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი.

ბა­ნა­კის ყო­ველ­დღი­უ­რი გან­რი­გი აწყო­ბი­ლია გარ­კვე­ულ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე. ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბას და სა­ვარ­ჯი­შოს აქვს და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი, რი­თაც ის ჰგავს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს. ბა­ნაკ­ში ბავ­შვებს მერ­ხთან ჯდო­მა არ უწევთ, თუმ­ცა ბევრ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში თან­მიმ­დევ­რუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მათ სას­კო­ლო პრო­ცე­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ რუ­ტი­ნას უყა­ლი­ბებს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მთელ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან მშობ­ლე­ბიც და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, რაც, პა­ტა­რებს პე­და­გო­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას აჩ­ვევს. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტი გან­მარ­ტავს, სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბას­თან, ფი­ზი­კურ თა­მაშ­თან თუ შე­მოქ­მე­დე­ბით წრეს­თან ერ­თად ასე­ვე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია წიგ­ნი­ე­რე­ბაც. ბავ­შვებს ყო­ველ­დღე აწ­ვდი­ან სხვა­დას­ხვა სა­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რის გარ­კვე­ულ ნა­წილს, რო­მელ­თა გან­ხილ­ვა და და­მუ­შა­ვე­ბა ხდე­ბა ჟეს­ტურ ენა­ზე. შე­დე­გად, ბავ­შვე­ბი თე­მა­ტი­კის მი­ხედ­ვით ყო­ველ­დღე სწავ­ლო­ბენ სხვა­დას­ხვა სი­ტყვას ჟეს­ტურ ენა­ზე. დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი იყო სა­ხა­ლი­სო თა­მა­შე­ბით და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით ბუ­ნე­ბა­ში. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს სივ­რცე კრავს მო­ნა­წი­ლე­ებს, ხოლო ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან ლა­ღე­ბი და გახ­სნი­ლე­ბი ხდე­ბი­ან. აქ მშობ­ლებ­საც ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა აეთ­ვი­სე­ბი­ნათ და გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ ჟეს­ტუ­რი ენის ცოდ­ნა; მი­ე­ღოთ სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი ბავ­შვე­ბის მხარ­და­ჭე­რის, მათი ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის კუ­თხით.

„ბა­ნაკ­ში მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი იყო სა­ო­ცა­რი, მარ­თლა არ მო­ვე­ლო­დი ამ­დენს. ჩემი შვი­ლი, გეგა წელს მი­დის სკო­ლა­ში და ჩვენც ახლა ვერ­თვე­ბით ჟეს­ტე­ბის სამ­ყა­რო­ში, მე ასე ვუ­წო­დებ მას. ბა­ნაკ­ში მე­უღ­ლეს­თან და ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი გა­ვა­ტა­რეთ. იქ გა­ვი­ცა­ნით გე­გას სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი და მათი მშობ­ლე­ბი სხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან. უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა­ში ვი­ყა­ვით ერ­თად ჩარ­თუ­ლე­ბი. გე­გა­მაც გა­იც­ნო მო­მა­ვა­ლი კლა­სე­ლე­ბი, და­მე­გობ­რდნენ და იმ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რი და ემო­ცი­ე­ბით სავ­სე დღე­ე­ბი გა­ა­ტა­რეს, წა­მოს­ვლა აღარ უნ­დო­და. ამ გა­რე­მომ ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მომ­ცა და მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის.“ - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ერთ-ერთი მშო­ბე­ლი მარი თა­ვარ­თქი­ლა­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბა­ნა­კის პროგ­რა­მა­ში ასე­ვე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია დაქ­ტი­ლი - ასო­ე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ჟეს­ტურ ენა­ზე, იგი­ვე ჟეს­ტუ­რი ენის ან­ბა­ნი.

„ბა­ნაკ­ში ბი­ლინგვუ­რი ენის სტრა­ტე­გი­ებს ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და ისე ვაწ­ვდით ბავ­შვებს სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბებს. ბა­ნაკ­ში პა­ტა­რებს სა­ხე­ლე­ბი­სა და მარ­ტი­ვი სი­ტყვე­ბის დაქ­ტი­ლით გა­მო­ხატ­ვას ვას­წავ­ლი­დით; მა­გა­ლი­თად რო­გორ იქ­ნე­ბა „ბურ­თი“, „დედა“, „მამა“ დაქ­ტი­ლით. სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი ბი­ლინგვურ სწავ­ლე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ყრუ და სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის სწავ­ლე­ბა­ში. ეს კი გუ­ლის­ხმობს, რომ ბავ­შვე­ბი 2 ენას სწავ­ლო­ბენ; პირ­ვე­ლი ენა არის ჟეს­ტუ­რი და მისი დახ­მა­რე­ბით პა­ტა­რე­ბი უკვე სწავ­ლო­ბენ ქარ­თულ ენა­საც.“ - გან­მარ­ტავს პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი.

ბა­ნაკ­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და „სა­ქარ­თვე­ლოს ყრუ­თა კავ­ში­რი“, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან. მისი პრე­ზი­დენ­ტი ამი­რან ბა­ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი შეხ­ვდა მშობ­ლებს ბა­ნა­კის მსვლე­ლო­ბი­სას და მათ ჟეს­ტუ­რი ენის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ესა­უბ­რა.

„მე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ნა­კის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. ეს პრო­ექ­ტი არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყრუ ბავ­შვე­ბი­სა და მათი ოჯა­ხე­ბის­თვის. ბა­ნა­კი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბის ევ­რო­პულ მიდ­გო­მებ­ზე და სკო­ლის­თვის მომ­ზა­დე­ბის ახალ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებ­ზე. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი ბა­ნა­კი ძა­ლი­ან სწორ დროს და­ი­გეგ­მა - ბავ­შვის სკო­ლა­ში შეს­ვლამ­დე, რად­გან მათ წი­ნას­წარ გა­ი­გეს სად მი­დი­ან და რა ელო­დე­ბათ სკო­ლა­ში. მე­ტყვე­ლი მშობ­ლე­ბის ყრუ ბავ­შვე­ბის უმე­ტე­სო­ბა არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­რე­შე, რა­საც მოჰ­ყვე­ბა გა­უ­ცხო­ე­ბა. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მშობ­ლებ­მა ხელი შე­უ­წყონ ბავ­შვს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­ში და ასე­ვე ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­უ­ჩი­ნონ მას. სწო­რედ ამის­თვის არის ჟეს­ტე­ბი და ჟეს­ტუ­რი ენა. სა­სურ­ვე­ლია ჟეს­ტურ ენა­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­სურ­სი გა­მო­ვი­ყე­ნოთ; პა­ტა­რებს ვაჩ­ვე­ნოთ გა­და­ცე­მე­ბი, ანი­მა­ცი­ე­ბი და სხვა მა­სა­ლე­ბი. უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გზა არ­სე­ბობს წარ­მა­ტე­ბის­თვის. “ - აღ­ნიშ­ნავს ამი­რან ბა­ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი.

ჟეს­ტუ­რი ენის არ­ცოდ­ნის შე­სა­ხებ და მის მიერ გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­ზე პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მაც ისა­უბ­რა.

„სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვმა რომც იცო­დეს ჟეს­ტუ­რი ენა, ყვე­ლა­ზე კარგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხის მხო­ლოდ ერთი წევ­რი ფლობ­დეს ჟეს­ტურ ენას. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შვი და მშო­ბე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ჟეს­ტუ­რი ენის მეშ­ვე­ო­ბით ვერ ამ­ყა­რე­ბენ. როცა ბავ­შვი არის ყრუ და იყე­ნებს ჟეს­ტურ ენას, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დე­დამ და მა­მამ ის­წავ­ლონ ჟეს­ტუ­რი ენა, რათა შვილს ჰქონ­დეს მისი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ენა, რო­მელ­საც ჩვენ ვით­ვი­სებთ ვი­თარ­დე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. რო­დე­საც ყრუ და სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ მოს­წავ­ლეს მხო­ლოდ სკო­ლის გა­რე­მოც­ვა­ში უწევს მისი გა­მო­ყე­ნე­ბა, ის შე­ზღუ­დუ­ლია და ცხოვ­რე­ბის სხვა ას­პექ­ტებ­ში რო­გო­რი­ცაა ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი. ამი­ტომ მისი ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გიც და სა­უბ­რის მოქ­ნი­ლო­ბაც არაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ირ­გვლივ მყო­ფებ­მა ჟეს­ტუ­რი ენა გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე ის­წავ­ლონ. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სკო­ლა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბულ კლა­სის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სკო­ლამ­შე­ი­ტა­ნოს ჟეს­ტუ­რი ენის წრე, რათა სმე­ნის მქო­ნე თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მაც ის­წავ­ლონ ჟეს­ტუ­რი ენა და ყრუ ბავ­შვმა შეძ­ლოს თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ცდი­ლობს წა­ა­ხა­ლი­სოს და პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა გა­უ­წი­ოს ჟეს­ტურ ენას სხვა და სხვა ინი­ცი­ა­ტი­ვის მეშ­ვე­ო­ბით, რო­გო­რი­ცაა სკო­ლებ­ში გახ­სნი­ლი სამ­კი­თხვე­ლო კლუ­ბე­ბი, მათი სა­ჭი­რო რე­სურ­სით მო­მა­რა­გე­ბა, მსგავ­სი ბა­ნა­კე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და წიგ­ნე­ბის ჟეს­ტუ­რი ენით თარ­გმნა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ჩვენ უკვე 5 ვი­დეო წიგ­ნი ვთარ­გმნეთ ჟეს­ტურ ენა­ზე, რა­შიც „ყრუ­თა კავ­ში­რი“ დაგ­ვეხ­მა­რა“, - გან­მარ­ტავს მა­რი­ამ ხვა­და­გი­ა­ნი.

ბა­ნა­კის სა­პა­ტიო სტუ­მა­რი იყო ასე­ვე თა­მარ ჟღენ­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­კლუ­ზი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი.

„მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს არის სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყრუ და სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი პირ­ველკ­ლა­სე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის სკო­ლა­ში ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცეს­ში. ზოგი ბავ­შვის­თვის ალ­ბათ პირ­ვე­ლი იყო მსგავს აქ­ტი­ვო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მეც ვეს­წრე­ბო­დი ბა­ნა­კის აქ­ტი­ვო­ბებს და ვნა­ხე რო­გორ აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ბავ­შვე­ბი, მშობ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ პრო­ცეს­ში: სწავ­ლობ­დნენ ჟეს­ტურ ენას, უზი­ა­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას და ქმნიდ­ნენ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს სა­კუ­თარ შვი­ლებ­თან ერ­თად. ჩვენ­თვის ყვე­ლას­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შვმა მი­ი­ღოს გა­ნათ­ლე­ბა, მის­თვის მი­სა­ღე­ბი და სა­ხა­ლი­სო ფორ­მით. ამა­ში კი მას­წავ­ლებ­ლებს ყვე­ლა­ზე დიდი როლი მი­უ­ძღვით სას­კო­ლო გა­რე­მო­ში. თუმ­ცა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მშობ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც, რად­გან რაც არ უნდა ეცა­დოს მას­წავ­ლე­ბე­ლი ან სკო­ლა, თუ არ იქნა მშო­ბე­ლი ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში, შე­დე­გი არ იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დოდ ეფექ­ტუ­რი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ბავ­შვებს ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა, გან­ვი­თარ­დნენ, მო­ახ­დი­ნონ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა და და­იმ­კვიდ­რონ თავი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. “- თქვა თა­მარ ჟღენ­ტმა და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლა ჩარ­თულ მხა­რეს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის კე­თე­ბის­თვის.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

World Vision საქართველოს საზაფხულო ბანაკი, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებს სკოლაში ტრანზიციაში ეხმარება

World Vision საქართველოს საზაფხულო ბანაკი, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებს სკოლაში ტრანზიციაში ეხმარება

რამდენიმე დღის წინ ჟესტური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნა, რომლის მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ჟესტური ენის მნიშვნელობის შესახებ და მისი გავრცელება. მსოფლიოში 300-ზე მეტი ჟესტური ენაა, რომლებიც აღიარებულია ადამიანის უფლებათა კონვენციის მიერ, რაც სახელმწიფოებს აკისრებს პასუხისმგებლობას, ხელი შეუწყონ მათ პოპულარიზებასა და სწავლებას. ჟესტური ენის ცოდნა უდიდესს როლს თამაშობს ყრუ და სმენის დაქვეითების მქონე ბავშვებისთვის, რადგან ის ეხმარება მათ განვითარებში, ინტეგრაციასა და ხარისხიანი სრულფასოვანი განათლების მიღებაში.

ყრუ და სმენადაქვეითებული პირების მხარდაჭერისა და ჟესტური ენის პოპულარიზების მიმართულებით World Vision საქართველო ახორციელებს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდამჭერ პროექტს World Vision ამერიკის დაფინანსებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ წელს უკვე მეორედ გამართა საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში, რომლის მთავარი მიზანია სკოლაში ტრანზიციის ხელშეწყობა და ბავშვების ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მომზადება. ბანაკში ძირითადად მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვები და მათი მშობლები, მასწავლებლები თბილისისა და ქუთაისის საჯარო სკოლებიდან, ასევე თვითონ ყრუ პირები, ჟესტური ენის თარჯიმანი და აღმზრდელი.

„სკოლაში წასვლა პოზიტიური ემოციების და მოლოდინის გარდა, მშობლებისთვის და ბავშვებისთვის ამავდროულად სტრესული მოვლენაა. მათ ხვდებათ ახალი გარემო, ახალი ადამიანები, მოთხოვნები და ზოგადად ბევრი ცვლილებაა ერთად. შესაბამისად, ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირება ახალ გარემოსთან შედარებით რთული პროცესია. ყრუ ბვაშვების შემთხვევაში, ბევრმა მათგანმა არ იცის ჟესტური ენა, ამიტომ მათთვის იმის ახსნა თუ სად მიდიან და რა უნდა აკეთონ, არის რთული. ასეთ დროს, ბავშვებსაც, მშობლებსაც და მასწავლებლებსაც დიდი დრო სჭირდებათ, რომ ერთმანეთს შეეგუონ. ჩვენი ბანაკის კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთი გაიცნონ და უკვე დამეგობრებული წავიდნენ სკოლაში. ბავშვები და მასწავლებლები ბანაკში ეჩვევიან ერთმანეთს და მათთვის სასკოლო ვითარებაში გაცილებით იოლია ერთმანეთთან შეხვედრა და კომუნიკაცია. შედეგად ბავშვებს და მშობლებს აღარ აქვთ შფოთვა, ამავდროულად ბავშვები ეცნობიან ჟესტურ ენას და სწავლობენ მათთვის ბუნებრივი ენის გამოყენებას.“ - აღნიშნავს ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი, World Vision საქართველოს ინკლუზიური და სპეციალური საგანმანათლებლო პროექტის კოორდინატორი.

ბანაკის ყოველდღიური განრიგი აწყობილია გარკვეულ აქტივობებზე. ყველა აქტივობას და სავარჯიშოს აქვს დასაწყისი და დასასრული, რითაც ის ჰგავს საგაკვეთილო პროცესს. ბანაკში ბავშვებს მერხთან ჯდომა არ უწევთ, თუმცა ბევრ სხვადასხვა აქტივობაში თანმიმდევრულად მონაწილეობა მათ სასკოლო პროცესისთვის დამახასიათებელ რუტინას უყალიბებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთელ პროცესში აქტიურად ჩართულები არიან მშობლებიც და მასწავლებლებიც, რაც, პატარებს პედაგოგებთან ურთიერთობას აჩვევს. როგორც სპეციალისტი განმარტავს, სხვადასხვა აქტივობასთან, ფიზიკურ თამაშთან თუ შემოქმედებით წრესთან ერთად ასევე ინტეგრირებულია წიგნიერებაც. ბავშვებს ყოველდღე აწვდიან სხვადასხვა სახის ლიტერატურის გარკვეულ ნაწილს, რომელთა განხილვა და დამუშავება ხდება ჟესტურ ენაზე. შედეგად, ბავშვები თემატიკის მიხედვით ყოველდღე სწავლობენ სხვადასხვა სიტყვას ჟესტურ ენაზე. დატვირთული გრაფიკი დაბალანსებული იყო სახალისო თამაშებით და ფიზიკური აქტივობებით ბუნებაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს სივრცე კრავს მონაწილეებს, ხოლო ბავშვები ძალიან ლაღები და გახსნილები ხდებიან. აქ მშობლებსაც ჰქონდათ საშუალება აეთვისებინათ და გაეუმჯობესებინათ ჟესტური ენის ცოდნა; მიეღოთ სასარგებლო რჩევები ბავშვების მხარდაჭერის, მათი ემოციური განვითარების, კომუნიკაციისა და განათლების ხელშეწყობის კუთხით.

„ბანაკში მიღებული შთაბეჭდილებები იყო საოცარი, მართლა არ მოველოდი ამდენს. ჩემი შვილი, გეგა წელს მიდის სკოლაში და ჩვენც ახლა ვერთვებით ჟესტების სამყაროში, მე ასე ვუწოდებ მას. ბანაკში მეუღლესთან და ჩემს შვილებთან ერთად ვიყავი. ძალიან ბედნიერი დღეები გავატარეთ. იქ გავიცანით გეგას სკოლის მასწავლებლები, ბავშვები და მათი მშობლები სხვა ქალაქებიდან. უამრავ საინტერესო აქტივობაში ვიყავით ერთად ჩართულები. გეგამაც გაიცნო მომავალი კლასელები, დამეგობრდნენ და იმდენად ბედნიერი და ემოციებით სავსე დღეები გაატარეს, წამოსვლა აღარ უნდოდა. ამ გარემომ ძალიან დიდი იმედი მომცა და მივხვდი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის.“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი მშობელი მარი თავართქილაძე.

აღსანიშნავია, რომ ბანაკის პროგრამაში ასევე ინტეგრირებულია დაქტილი - ასოების ვიზუალური გამოსახულება ჟესტურ ენაზე, იგივე ჟესტური ენის ანბანი.

„ბანაკში ბილინგვური ენის სტრატეგიებს ვითვალისწინებთ და ისე ვაწვდით ბავშვებს სახალისო აქტივობებს. ბანაკში პატარებს სახელებისა და მარტივი სიტყვების დაქტილით გამოხატვას ვასწავლიდით; მაგალითად როგორ იქნება „ბურთი“, „დედა“, „მამა“ დაქტილით. სავარჯიშოები ბილინგვურ სწავლებაზეა დაფუძნებული, რომელიც გამოიყენება ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვების სწავლებაში. ეს კი გულისხმობს, რომ ბავშვები 2 ენას სწავლობენ; პირველი ენა არის ჟესტური და მისი დახმარებით პატარები უკვე სწავლობენ ქართულ ენასაც.“ - განმარტავს პროექტის კოორდინატორი.

ბანაკში ასევე მონაწილეობას იღებდა „საქართველოს ყრუთა კავშირი“, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაციასთან. მისი პრეზიდენტი ამირან ბატატუნაშვილი შეხვდა მშობლებს ბანაკის მსვლელობისას და მათ ჟესტური ენის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ბანაკის ორგანიზატორებს. ეს პროექტი არის აუცილებელი ყრუ ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. ბანაკი დაფუძნებულია ბავშვებთან მუშაობის ევროპულ მიდგომებზე და სკოლისთვის მომზადების ახალ თანამედროვე მეთოდებზე. საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბანაკი ძალიან სწორ დროს დაიგეგმა - ბავშვის სკოლაში შესვლამდე, რადგან მათ წინასწარ გაიგეს სად მიდიან და რა ელოდებათ სკოლაში. მეტყველი მშობლების ყრუ ბავშვების უმეტესობა არის კომუნიკაციის გარეშე, რასაც მოჰყვება გაუცხოება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ხელი შეუწყონ ბავშვს ინფორმაციის მიღებაში და ასევე ემოციური მხარდაჭერა აღმოუჩინონ მას. სწორედ ამისთვის არის ჟესტები და ჟესტური ენა. სასურველია ჟესტურ ენაზე არსებული ყველა რესურსი გამოვიყენოთ; პატარებს ვაჩვენოთ გადაცემები, ანიმაციები და სხვა მასალები. უამრავი შესაძლებლობა და გზა არსებობს წარმატებისთვის. “ - აღნიშნავს ამირან ბატატუნაშვილი.

ჟესტური ენის არცოდნის შესახებ და მის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე პროექტის კოორდინატორმაც ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ბავშვმა რომც იცოდეს ჟესტური ენა, ყველაზე კარგ შემთხვევაში შეიძლება ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი ფლობდეს ჟესტურ ენას. შესაბამისად, ბავშვი და მშობელი კომუნიკაციას ჟესტური ენის მეშვეობით ვერ ამყარებენ. როცა ბავშვი არის ყრუ და იყენებს ჟესტურ ენას, აუცილებელია დედამ და მამამ ისწავლონ ჟესტური ენა, რათა შვილს ჰქონდეს მისი გამოყენების საშუალება. ნებისმიერი ენა, რომელსაც ჩვენ ვითვისებთ ვითარდება გამოყენებაში. როდესაც ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეს მხოლოდ სკოლის გარემოცვაში უწევს მისი გამოყენება, ის შეზღუდულია და ცხოვრების სხვა ასპექტებში როგორიცაა ოჯახი, მეგობრები, ნათესავები. ამიტომ მისი ლექსიკური მარაგიც და საუბრის მოქნილობაც არაა განვითარებული. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ირგვლივ მყოფებმა ჟესტური ენა გარკვეულ დონეზე ისწავლონ. ასევე აუცილებელია, სკოლაში ინტეგრირებულ კლასის არსებობის შემთხვევაში, სკოლამშეიტანოს ჟესტური ენის წრე, რათა სმენის მქონე თანაკლასელებმაც ისწავლონ ჟესტური ენა და ყრუ ბავშვმა შეძლოს თანატოლებთან ურთიერთობა. ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს წაახალისოს და პოპულარიზება გაუწიოს ჟესტურ ენას სხვა და სხვა ინიციატივის მეშვეობით, როგორიცაა სკოლებში გახსნილი სამკითხველო კლუბები, მათი საჭირო რესურსით მომარაგება, მსგავსი ბანაკების ორგანიზება და წიგნების ჟესტური ენით თარგმნა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ უკვე 5 ვიდეო წიგნი ვთარგმნეთ ჟესტურ ენაზე, რაშიც „ყრუთა კავშირი“ დაგვეხმარა“, - განმარტავს მარიამ ხვადაგიანი.

ბანაკის საპატიო სტუმარი იყო ასევე თამარ ჟღენტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსი.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ყრუ და სმენადაქვეითებული პირველკლასელი ბავშვებისთვის სკოლაში ტრანზიციის პროცესში. ზოგი ბავშვისთვის ალბათ პირველი იყო მსგავს აქტივობაში მონაწილეობა. მეც ვესწრებოდი ბანაკის აქტივობებს და ვნახე როგორ აქტიურად იყვნენ ჩართული ბავშვები, მშობლები და მასწავლებლები ამ პროცესში: სწავლობდნენ ჟესტურ ენას, უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას და ქმნიდნენ საინტერესო მასალებს საკუთარ შვილებთან ერთად. ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა მიიღოს განათლება, მისთვის მისაღები და სახალისო ფორმით. ამაში კი მასწავლებლებს ყველაზე დიდი როლი მიუძღვით სასკოლო გარემოში. თუმცა უმნიშვნელოვანესია მშობლების მონაწილეობაც, რადგან რაც არ უნდა ეცადოს მასწავლებელი ან სკოლა, თუ არ იქნა მშობელი ჩართული ამ პროცესში, შედეგი არ იქნება სათანადოდ ეფექტური. ჩვენი მიზანია, ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება, განვითარდნენ, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და დაიმკვიდრონ თავი საზოგადოებაში. “- თქვა თამარ ჟღენტმა და მადლობა გადაუხადა ყველა ჩართულ მხარეს ამ მნიშვნელოვანი საქმის კეთებისთვის.

NS