სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტობუსებით, მანქანებით, ფეხით... - მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილთა კოლონები არ წყდება: "დღეს ვტოვებთ ჩვენს სახლებს, აზერბაიჯანელები არ გვჭირდება...“ (ფოტო)
ავტობუსებით, მანქანებით, ფეხით... - მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილთა კოლონები არ წყდება: "დღეს ვტოვებთ ჩვენს სახლებს, აზერბაიჯანელები არ გვჭირდება...“ (ფოტო)

მას შემ­დეგ, რაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა და რუს­მა სამ­შვი­დო­ბო­ებ­მა 24 სექ­ტემ­ბერს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ლა­ჩი­ნის დე­რე­ფა­ნი გახ­სნეს, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მო­სახ­ლე­ო­ბა სომ­ხე­თის­კენ და­იძ­რა. ორ­შა­ბათ სა­ღა­მოს და­ახ­ლო­ე­ბით შვი­დი ათას­მა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კა.

ხალ­ხი ყა­რა­ბაღს ტო­ვებს და მი­აქვთ ყვე­ლა­ფე­რი, რისი წა­ღე­ბაც შე­უძ­ლი­ათ. ყა­რა­ბა­ღი­დან სომ­ხე­თის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ნა­ხავთ ახალ, უცხო­ურ მან­ქა­ნებს და ასე­ვე ძა­ლი­ან ძველ საბ­ჭო­თა თუ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლებს, რომ­ლე­ბიც სავ­სეა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბით, ჭურ­ჭლით, ავე­ჯით... ერთი-ერთი ოჯა­ხი ტრაქ­ტო­რი­თაც კი ტო­ვებს სა­ცხოვ­რე­ბელს. გზა­ზე შეგ­ხვდე­ბათ ლე­ი­ბე­ბი­თა და სა­წო­ლე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი კა­მა­ზებს...

სო­ფელ კორ­ნი­ძო­რის გა­რე­უ­ბან­ში, ქა­ლაქ გო­რი­სი­დან ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის სა­ვალ­ზე და სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში, მინ­დორ­ში შვი­დი კა­რა­ვია გაშ­ლი­ლი, სა­დაც ყა­რა­ბა­ღელ ლტოლ­ვი­ლებს არე­გის­ტრი­რე­ბენ.

ჰო­რი­ზონტზე ნისლში მთე­ბია, მათ გას­წვრივ სა­ზღვა­რი გა­დის. ნის­ლი­დან ყო­ველ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გზატ­კე­ცილ­ზე ახა­ლი მან­ქა­ნა ჩნდე­ბა, რო­მე­ლიც ყა­რა­ბაღს ტო­ვებს. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მირ­ბი­ან ყო­ველ ახალ მან­ქა­ნას­თან და თუ იქ ბავ­შვე­ბი ან მო­ხუ­ცე­ბი არი­ან, აწ­ვდი­ან წყლის ბოთ­ლებს და შო­კო­ლადს...

"ბავ­შვე­ბი შო­კო­ლადს რომ ხე­და­ვენ, ტი­რი­ან... ახლა მათ­თვის ტკბი­ლი ჩაიც კი დე­ლი­კა­ტე­სია, რად­გან თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შა­ქა­რიც კი არ გვქონ­და", - ამ­ბობს ერთ-ერთი მშო­ბე­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, ბლო­კა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში უწევ­დათ ცხოვ­რე­ბა.

ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა რიგს სომ­ხეთ­ში შე­სას­ვლე­ლად, არ არ­სე­ბობს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და სომ­ხუ­რი "ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბი" აქ­ვეყ­ნე­ბენ გზა­ზე წარ­მოქ­მნილ სა­ცო­ბის ფო­ტო­ებს, რომ­ლებ­ზეც ჩანს მან­ქა­ნე­ბი ოთხ რი­გად რო­გორ არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლე­ბი ყა­რა­ბა­ღი­დან სომ­ხე­თი­სა­კენ გზა­ზე.

კარ­ვე­ბის ბა­ნაკ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს უშ­ვე­ბენ, მაგ­რამ მო­უ­წო­დე­ბენ, არ შე­ა­წუ­ხონ ლტოლ­ვი­ლე­ბი კი­თხვე­ბით, რად­გან ისი­ნი დაღ­ლი­ლე­ბი არი­ან თვე­ე­ბის ბლო­კა­დის, ბრძო­ლი­სა და სა­ა­თო­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ.

ლტოლ­ვილ­თა ნა­წი­ლი აქ არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ნა­წი­ლი კი მიგ­რან­ტე­ბის აღ­რი­ცხვის სხვა ცენ­ტრში, რო­მე­ლიც გო­რის­ში გა­იხ­სნა. ქა­ლაქ­მა, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბაც 20 ათასს ძლივს აჭარ­ბებ­და, დე­რეფ­ნის გახ­სნი­დან ორ დღე­ში სულ მცი­რე ხუთი ათა­სი ყა­რა­ბა­ღე­ლი მი­ი­ღო, ამი­ტომ ად­გი­ლობ­რივ სას­ტუმ­რო­ებ­ში ნომ­რის გა­მო­ნახ­ვა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ბევ­რი, ვი­საც ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავს, პირ­და­პირ მათ­თან მი­დის, ზო­გიც სომ­ხე­თის სხვა პრო­ვინ­ცი­ებ­შია გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ჯერ მა­ინც გო­რის­შია.

  • შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფან­ჯა­რა

კვი­რას, 24 სექ­ტემ­ბრის შუ­ა­დღემ­დე ბო­ლომ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლი იყო, მის­ცემ­და თუ არა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მცხოვ­რებ­ლებს რე­გი­ო­ნის და­ტო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ლა­ჩი­ნის დე­რეფ­ნის რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ბლო­კა­დის შემ­დეგ, რო­დე­საც რეს­პუბ­ლი­კის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, წამ­ლე­ბი­სა და საკ­ვე­ბის გა­რე­შე დარ­ჩნენ, ბა­ქომ ორ­დღი­ა­ნი "კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია“ ჩა­ა­ტა­რა და 19 და 20 სექ­ტემ­ბერს ინ­ტენ­სი­უ­რად და­ბომ­ბა პო­ზი­ცი­ე­ბი. ამის შემ­დეგ სტე­ფა­ნა­კერ­ტმა, ფაქ­ტობ­რი­ვად, კა­პი­ტუ­ლა­ცია გა­მო­ა­ცხა­და, სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ჩა­რე­უ­ლა კონ­ფლიქ­ტში, უარ­ყო მათი სამ­ხედ­რო­ე­ბის ყოფ­ნა ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ამი­ტომ ცხა­დი გახ­და, რომ 29 წლის შემ­დეგ აზერ­ბა­ი­ჯან­მა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ზე კონ­ტრო­ლი სრუ­ლად აღად­გი­ნა.

"დღეს ვტო­ვებთ მთი­ა­ნი ყა­რა­ბაღს, მარ­ტა­კერ­ტი­დან ვართ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი არ გვჭირ­დე­ბა“, - ამ­ბობს მო­ხუ­ცი ქალი, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტს ვე­რო­ნი­კას სა­ხე­ლით გა­ეც­ნო. მისი თქმით, და­ბომბვის და­წყე­ბის შემ­დეგ მან და მის­მა ნა­თე­სა­ვებ­მა სტე­ფა­ნა­კერ­ტის აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ა­ფა­რეს თავი, სა­დაც რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის ბაზა იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. ამ­ბობს, რომ თა­ვად არ უნა­ხავს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, მაგ­რამ ეს­მო­და რო­გორ დაფ­რი­ნავ­დნენ დრო­ნე­ბი და სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის ცაში.

"დღეს პირ­ვე­ლი კო­ლო­ნა წა­ვი­და. თუ ვინ­მეს უნდა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­თან დარ­ჩე­ნა, შე­უძ­ლია დარ­ჩეს, მაგ­რამ არა­ვის მო­უნ­დე­ბა“, - ამ­ბობს ქალი. ლტოლ­ვი­ლე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა უარი გა­ნა­ცხა­და ინ­ტერ­ვი­უ­ზე.

მო­ხა­ლი­სე­თა შტა­ბი გო­რი­სის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის შე­ნო­ბა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვი 14-15 წლის მო­ზარ­დე­ბი მოკ­ლე ინ­სტრუქ­ცი­ის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბენ ცენ­ტრში მო­ხა­ლი­სე­ე­ბად, ეხ­მა­რე­ბი­ან ხან­დაზ­მულ­თა გა­დაყ­ვა­ნა­ში.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

დაუბრუნდათ უკან, ბაგრამიანის ბატალიონის ქმედებები აფხაზეთში, ეგ ჯერ დასაწყისია

ლავრენტი
1

ისე, მათი ისტორიული სამშობლო ინდოეთია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ავტობუსებით, მანქანებით, ფეხით... - მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილთა კოლონები არ წყდება: "დღეს ვტოვებთ ჩვენს სახლებს, აზერბაიჯანელები არ გვჭირდება...“ (ფოტო)

ავტობუსებით, მანქანებით, ფეხით... - მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილთა კოლონები არ წყდება: "დღეს ვტოვებთ ჩვენს სახლებს, აზერბაიჯანელები არ გვჭირდება...“ (ფოტო)

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა და რუსმა სამშვიდობოებმა 24 სექტემბერს, მოულოდნელად ლაჩინის დერეფანი გახსნეს, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა სომხეთისკენ დაიძრა. ორშაბათ საღამოს დაახლოებით შვიდი ათასმა ადამიანმა დატოვა არაღიარებული რესპუბლიკა.

ხალხი ყარაბაღს ტოვებს და მიაქვთ ყველაფერი, რისი წაღებაც შეუძლიათ. ყარაბაღიდან სომხეთისკენ მიმავალ გზაზე ნახავთ ახალ, უცხოურ მანქანებს და ასევე ძალიან ძველ საბჭოთა თუ სატვირთო ავტომობილებს, რომლებიც სავსეა საყოფაცხოვრებო ნივთებით, ჭურჭლით, ავეჯით... ერთი-ერთი ოჯახი ტრაქტორითაც კი ტოვებს საცხოვრებელს. გზაზე შეგხვდებათ ლეიბებითა და საწოლებით დატვირთული კამაზებს...

სოფელ კორნიძორის გარეუბანში, ქალაქ გორისიდან ნახევარი საათის სავალზე და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, მინდორში შვიდი კარავია გაშლილი, სადაც ყარაბაღელ ლტოლვილებს არეგისტრირებენ.

ჰორიზონტზე ნისლში მთებია, მათ გასწვრივ საზღვარი გადის. ნისლიდან ყოველ რამდენიმე წუთში გზატკეცილზე ახალი მანქანა ჩნდება, რომელიც ყარაბაღს ტოვებს. პოლიციელები მირბიან ყოველ ახალ მანქანასთან და თუ იქ ბავშვები ან მოხუცები არიან, აწვდიან წყლის ბოთლებს და შოკოლადს...

"ბავშვები შოკოლადს რომ ხედავენ, ტირიან... ახლა მათთვის ტკბილი ჩაიც კი დელიკატესია, რადგან თვეების განმავლობაში შაქარიც კი არ გვქონდა", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი, რომლის თქმითაც, ბლოკადის განმავლობაში, უმძიმეს პირობებში უწევდათ ცხოვრება.

ზუსტი მონაცემები, რამდენი ადამიანი ელოდება რიგს სომხეთში შესასვლელად, არ არსებობს. აზერბაიჯანული და სომხური "ტელეგრამარხები" აქვეყნებენ გზაზე წარმოქმნილ საცობის ფოტოებს, რომლებზეც ჩანს მანქანები ოთხ რიგად როგორ არიან განლაგებულები ყარაბაღიდან სომხეთისაკენ გზაზე.

კარვების ბანაკში ჟურნალისტებს უშვებენ, მაგრამ მოუწოდებენ, არ შეაწუხონ ლტოლვილები კითხვებით, რადგან ისინი დაღლილები არიან თვეების ბლოკადის, ბრძოლისა და საათობით მოგზაურობის შემდეგ.

ლტოლვილთა ნაწილი აქ არის რეგისტრირებული, ნაწილი კი მიგრანტების აღრიცხვის სხვა ცენტრში, რომელიც გორისში გაიხსნა. ქალაქმა, რომლის მოსახლეობაც 20 ათასს ძლივს აჭარბებდა, დერეფნის გახსნიდან ორ დღეში სულ მცირე ხუთი ათასი ყარაბაღელი მიიღო, ამიტომ ადგილობრივ სასტუმროებში ნომრის გამონახვა თითქმის შეუძლებელი გახდა. ბევრი, ვისაც ნათესავები ჰყავს, პირდაპირ მათთან მიდის, ზოგიც სომხეთის სხვა პროვინციებშია განაწილებული, მაგრამ იძულებით გადაადგილებულთა უმრავლესობა ჯერ მაინც გორისშია.

  • შესაძლებლობების ფანჯარა

კვირას, 24 სექტემბრის შუადღემდე ბოლომდე გაურკვეველი იყო, მისცემდა თუ არა აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებს რეგიონის დატოვების საშუალებას. ლაჩინის დერეფნის რამდენიმეთვიანი ბლოკადის შემდეგ, როდესაც რესპუბლიკის მაცხოვრებლები ელექტროენერგიის, წამლებისა და საკვების გარეშე დარჩნენ, ბაქომ ორდღიანი "კონტრტერორისტული ოპერაცია“ ჩაატარა და 19 და 20 სექტემბერს ინტენსიურად დაბომბა პოზიციები. ამის შემდეგ სტეფანაკერტმა, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადა, სომხეთის ხელისუფლება არ ჩარეულა კონფლიქტში, უარყო მათი სამხედროების ყოფნა ყარაბაღის ტერიტორიაზე, ამიტომ ცხადი გახდა, რომ 29 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი სრულად აღადგინა.

"დღეს ვტოვებთ მთიანი ყარაბაღს, მარტაკერტიდან ვართ, აზერბაიჯანელები არ გვჭირდება“, - ამბობს მოხუცი ქალი, რომელიც ჟურნალისტს ვერონიკას სახელით გაეცნო. მისი თქმით, დაბომბვის დაწყების შემდეგ მან და მისმა ნათესავებმა სტეფანაკერტის აეროპორტის ტერიტორიაზე შეაფარეს თავი, სადაც რუსი სამშვიდობოების ბაზა იყო განთავსებული. ამბობს, რომ თავად არ უნახავს აზერბაიჯანელი სამხედროები, მაგრამ ესმოდა როგორ დაფრინავდნენ დრონები და სამხედრო თვითმფრინავების ცაში.

"დღეს პირველი კოლონა წავიდა. თუ ვინმეს უნდა აზერბაიჯანელებთან დარჩენა, შეუძლია დარჩეს, მაგრამ არავის მოუნდება“, - ამბობს ქალი. ლტოლვილების დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა ინტერვიუზე.

მოხალისეთა შტაბი გორისის დრამატული თეატრის შენობაში განლაგებული. ადგილობრივი 14-15 წლის მოზარდები მოკლე ინსტრუქციის შემდეგ, მუშაობენ ცენტრში მოხალისეებად, ეხმარებიან ხანდაზმულთა გადაყვანაში.

წყარო