ავტორი:

"ეროვნულ ბანკში საპროტესტო პეტიციის შეგროვება დაიწყო, თუმცა ამ ინფორმაციამ გაჟონა და სუს-მა ყველა დაკითხა" - გიორგი ბოტკოველი

"ეროვნულ ბანკში საპროტესტო პეტიციის შეგროვება დაიწყო, თუმცა ამ ინფორმაციამ გაჟონა და სუს-მა ყველა დაკითხა" - გიორგი ბოტკოველი

ნათია თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ, ბანკში საპროტესტო პეტიციის შეგროვება დაიწყო, რომელსაც თანამშრომლები აწერდნენ ხელს - ამ ინფორმაციამ, როგორც ჩანს, გაჟონა და ერთმანეთის მიყოლებით სუს-მა ყველა დაკითხა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სუს-მა სათითაოდ დაუწყო ადამიანებს პოზიციის შეცვლისკენ მითითებების მიცემა.

"ნათია თურნავას გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოიწვია თვითონ საბჭოს წევრებში და ვიცე-პრეზიდენტებმა ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს თანამდებობები. ამასთან, შიგნით ბანკში, საპროტესტო პეტიციის შეგროვება დაიწყო, რომელსაც ბანკის თანამშრომლები აწერდნენ ხელს. ამ ინფორმაციამ საიდანღაც გაჟონა, ჩაერთო მთელი ძალოვანი სტრუქტურა - სუს-ი, შევიდნენ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, ეროვნულ ბანკში უკვე თანამშრომლების დაბარება დაიწყეს, ასე ვთქვათ, HR-ის ოთახში და სათითაოდ დაუწყეს ადამიანებს პოზიციის შეცვლისკენ მითითებების მიცემა. ამის შემდეგ, ჩაიშალა ეს პროცესი. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ პროტესტი გამოხატეს არა კონკრეტულმა ადამიანებმა, ვინც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები იყვნენ, არამედ თითქმის ყველა რიგითმა თანამშრომელმა“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.