აშშ-ში სცენარისტების ხუთთვიანი გაფიცვა დასასრულს მიუახლოვდა. პროტესტანტების თქმით, მათ წამყვანი კინოსტუდიების უფროსებთან სავარაუდო შეთანხმებას მიაღწიეს და პროსტესტსაც შეწყვეტენ.
აშშ-ს მწერალთა გილდიის გაფიცვამ დიდი დარტყმა მიაყენა კინოინდუსტრიას და ბოლო დეკადების განმავლობაში, ჰოლივუდს, ასეთი მასშტაბური პროტესტი, მეორე არ უნახავს.
კინოსტუდიებთან ცალკეული დავა აქვს ჰოლივუდის მსახიობთა გილდიასაც (The Screen Actors Guild (SAG-AFTRA), რომლებიც, სცენარისტების მსგავსად, გაფიცულები არიან და თავიანთი ფილმების სარეკლამო ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
Milken-ის ინსტიტუტის ეკონომისტ, კევილ კლაუდენის გამოთვლით, მწერლების გაფიცვა აშშ-ს ეკონომიკას 5 მილიარდი დოლარი დაუჯდა. დავის გამო არაერთი წამყვანი ამერიკული შოუს გადაღება შეჩერდა. მათ შორისაა: The Last of Us, Billions, Stranger Things, The Handmaid's Tale, Hacks, Severance, Yellowjackets, Abbott Elementary და სხვები.ამავე მიზეზით შეწყდა დღისა და ღამის რამდენიმე პოპულარული თოქ-შოუს გადაღებებიც.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა