პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგრარულ უნივერსიტეტში აგროპროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
აგრარულ უნივერსიტეტში აგროპროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

12 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში „აგ­როპ­რო­ექ­ტის“ შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია და Agro Job Fair 2023 გა­ი­მარ­თა. „აგ­როპ­რო­ექ­ტი“ აგ­რო­ნო­მი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის ახა­ლი სა­გა­ნია, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვეთ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­იყ­ვა­ნონ სხვა­დას­ხვა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რა და თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნონ.

„აგ­როპ­რო­ექ­ტის“ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სტუ­დენ­ტებ­მა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­ან­თი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი და შე­დე­გე­ბი გა­უ­ზი­ა­რეს. ასე­ვე, ისა­უბ­რეს ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. სტუმ­რებს ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ, და­ე­გე­მოვ­ნე­ბი­ნათ და შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ მოყ­ვა­ნი­ლი მო­სა­ვა­ლიც.

„აგ­როპ­რო­ექ­ტი“ არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სტუ­დენ­ტებ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში­ვე, კამ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ყო­ფილ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ი­რი­გა­ციო სის­ტე­მით აღ­ჭურ­ვილ სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვეთ­ზე აწარ­მო­ონ სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­მუ­შაო და მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რე­ბის მოყ­ვა­ნის წე­სე­ბი პრაქ­ტი­კა­ში შე­ის­წავ­ლონ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გუ­ლის­ხმობს: ნაკ­ვე­თის და­მუ­შა­ვე­ბას, რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბას, ბი­უ­ჯე­ტი­რე­ბას, ნი­ა­და­გის ანა­ლიზს, ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის მარ­თვის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბას, თეს­ვას, მავ­ნებ­ლებ­სა თუ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას. ასე­ვე, მო­სავ­ლის აღე­ბა-და­ბი­ნა­ვე­ბას, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი და ხა­რის­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გან­სა­ზღვრას.

„აგ­როპ­რო­ექ­ტის­თვის“ სა­ჭი­რო სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბი, სა­სუ­ქე­ბი და პეს­ტი­ცი­დე­ბი სტუ­დენ­ტებ­მა პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭერ „აგ­როს­ფე­როს­გან“ მი­ი­ღეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2022 წლი­დან კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ახორ­ცი­ე­ლებს სას­ტი­პენ­დიო და სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მებ­საც.

„აგ­როს­ფე­როს“ ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი ახალ­გაზ­რდე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო დარ­გის მი­მართ ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ კომ­პა­ნია აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბა მსგავს წა­მო­წყე­ბებ­ში და არ იშუ­რებს ძა­ლის­ხმე­ვას თა­ვა­დაც შექ­მნას სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

„აგ­როპ­რო­ექ­ტის“ შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია წელს პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ძა­ლი­ან კარგ შე­დე­გებს მი­აღ­წი­ეს და სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს. იმე­დი გვაქვს, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა მათ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­შიც და­ეხ­მა­რე­ბა და კი­დევ უფრო გაზ­რდის მათ მო­ტი­ვა­ცი­ას სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით“, – ამ­ბობს „აგ­როს­ფე­როს“ სას­წავ­ლო ცენ­ტრის, „აგ­რა­რი­უ­მის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, მა­რი­ამ მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

„აგ­როს­ფე­რო“ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­სა და აგ­რო­ტექ­ნი­კის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. კომ­პა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის კონ­ცეფ­ცი­ას ეფუძ­ნე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში ინო­ვა­ცი­ურ პრო­დუქ­ტებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდას ემ­სა­ხუ­რე­ბა. „აგ­როს­ფე­რო“ თა­ნა­მედ­რო­ვე აგრო-გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ კომ­პა­ნი­ის კი­დევ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ხელ­შემ­წყობ პრო­ექ­ტებ­სა და პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

აგრარულ უნივერსიტეტში აგროპროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

აგრარულ უნივერსიტეტში აგროპროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

12 სექტემბერს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში „აგროპროექტის“ შედეგების პრეზენტაცია და Agro Job Fair 2023 გაიმართა. „აგროპროექტი“ აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის ახალი საგანია, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს სადემონსტრაციო ნაკვეთში დამოუკიდებლად მოიყვანონ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

„აგროპროექტის“ პრეზენტაციაზე სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას თავიანთი დაკვირვებები და შედეგები გაუზიარეს. ასევე, ისაუბრეს ერთი წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებაზე. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ, დაეგემოვნებინათ და შეეფასებინათ პროექტის მონაწილეების მიერ მოყვანილი მოსავალიც.

„აგროპროექტი“ არის შესაძლებლობა სტუდენტებმა უნივერსიტეტშივე, კამპუსის ტერიტორიაზე გამოყოფილ თანამედროვე საირიგაციო სისტემით აღჭურვილ სადემონსტრაციო ნაკვეთზე აწარმოონ სხვადასხვა სახის სამუშაო და მათთვის საინტერესო სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის წესები პრაქტიკაში შეისწავლონ. აღნიშნული გულისხმობს: ნაკვეთის დამუშავებას, რისკების შეფასებას, ბიუჯეტირებას, ნიადაგის ანალიზს, ნაყოფიერების მართვის გეგმის შემუშავებას, თესვას, მავნებლებსა თუ დაავადებებზე დაკვირვებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. ასევე, მოსავლის აღება-დაბინავებას, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას.

„აგროპროექტისთვის“ საჭირო სათესლე მასალები, სასუქები და პესტიციდები სტუდენტებმა პროექტის მხარდამჭერ „აგროსფეროსგან“ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან კომპანია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ახორციელებს სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამებსაც.

„აგროსფეროს“ ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო დარგის მიმართ ინტერესის გაღვივებაა. სწორედ ამიტომ კომპანია აქტიურად ერთვება მსგავს წამოწყებებში და არ იშურებს ძალისხმევას თავადაც შექმნას სტუდენტებისთვის ცოდნის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები.

„აგროპროექტის“ შედეგების პრეზენტაცია წელს პირველად გაიმართა. მონაწილეებმა ძალიან კარგ შედეგებს მიაღწიეს და საინტერესო პრეზენტაციები წარმოგვიდგინეს. იმედი გვაქვს, პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა მათ სამომავლო გეგმების განხორციელებაშიც დაეხმარება და კიდევ უფრო გაზრდის მათ მოტივაციას სოფლის მეურნეობის მიმართულებით კარიერის გაგრძელების თვალსაზრისით“, – ამბობს „აგროსფეროს“ სასწავლო ცენტრის, „აგრარიუმის“ ხელმძღვანელი, მარიამ მერაბიშვილი.

„აგროსფერო“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. კომპანია თანამედროვეობის კონცეფციას ეფუძნება და ქვეყანაში ინოვაციურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. „აგროსფერო“ თანამედროვე აგრო-განათლებისთვის“ კომპანიის კიდევ ერთი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც ის სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშემწყობ პროექტებსა და პროგრამებს ახორციელებს.

NS