მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმესი შემთხვევა ფლორიდაში - ალიგატორის ხახაში 41 წლის ქალის ცხედრის ნარჩენები იპოვეს
უმძიმესი შემთხვევა ფლორიდაში - ალიგატორის ხახაში 41 წლის ქალის ცხედრის ნარჩენები იპოვეს

4 მეტ­რის სიგ­რძის ალი­გა­ტო­რი აშშ-ს პო­ლი­ცი­ამ მას შემ­დეგ მოკ­ლა, რაც ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ და­ი­ნა­ხა, რო­გორ ებღა­უ­ჭე­ბო­და ალი­გა­ტო­რი ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ნა­წილს. თვითმხილ­ველ­მა მა­შინ­ვე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ი­ძა­ხა.

ფლო­რი­დის პი­ნე­ლა­სის ოლ­ქის შე­რიფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ცხო­ვე­ლი მოკ­ლეს და და­ა­დას­ტუ­რა, რომ 41 წლის საბ­რი­ნა პეკ­ჰე­მის ცხედ­რის ნაფ­ლე­თე­ბი წყალ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. იმას, თუ რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა 41 წლის ქალი, გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

თვითმხილ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის, ია­მარ­კუს ბუ­ლა­რის მო­ნა­ყო­ლის მი­ხედ­ვით, ის სამ­სა­ხუ­რის გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მი­დი­ო­და, როცა არხში მცუ­რავ ალი­გა­ტორს თვა­ლი მოჰ­კრა. მისი თქმით, ცხო­ვე­ლის ხა­ხა­ში მა­ნე­კე­ნის მსგავ­სი რამ შე­ნიშ­ნა და და­ინ­ტე­რეს­და:

"როცა და­ვაკ­ვირ­დი და და­ვი­ნა­ხე, რომ ეს ადა­მი­ა­ნის ტორ­სის ქვე­და ნა­წი­ლი იყო, ეგ­რე­ვე სა­მაშ­ვე­ლო­ში გა­ვი­ქე­ცი".

"ალი­გა­ტო­რი ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვნა­ხე, აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ როცა და­ვი­ნა­ხე, რომ პირ­ში რა­ღაც ჰქონ­და, შევცბი. თა­ვი­დან, მა­ნე­კე­ნი მე­გო­ნა, რად­გან ის ძა­ლი­ან თეთ­რი და ფერ­მკრთა­ლი იყო. ალი­გა­ტო­რი მას კბი­ლე­ბით ეჭი­დე­ბო­და და ბო­ლოს ისევ არ­ხის ფსკე­რის­კენ გა­ცუ­რა. უბ­რა­ლოდ, არ მჯე­რო­და, რომ ეს სი­ნამ­დვი­ლე იყო", - მო­უყ­ვა ია­მარ­კუ­სი ჟურ­ნა­ლის­ტებს.

არხი, სა­ი­და­ნაც 4-მეტ­რი­ა­ნი ალი­გა­ტო­რი ამო­იყ­ვა­ნეს

გარ­დაც­ვლი­ლი საბ­რი­ნა პეკ­ჰე­მის ქა­ლიშ­ვილ­მა, "ფე­ის­ბუქ­ზე" პოს­ტი ატ­ვირ­თა, რო­მელ­შიც წერს, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­და­მი­სი გვი­ან ღა­მით, არ­ხის გავ­ლით შინ ბრუნ­დე­ბო­და და ალი­გა­ტო­რი ამ დროს და­ეს­ხა თავს.

არხთან ახ­ლოს მცხოვ­რებ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ იმ არე­მა­რე­ში პა­ტა­რა ალი­გა­ტო­რე­ბი სხვა დრო­საც შე­უ­ნიშ­ნავთ, თუმ­ცა ასე­თი დიდი ზო­მის, პირ­ვე­ლად ნა­ხეს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეე
28

შეიძლება ვიღაცამ მოკლა ეს საწყალი ქალი წყალში გადააგდო, მკვლელობა კი პატისან მოქალაქე ალიგატორს შეეტენა.დ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

უმძიმესი შემთხვევა ფლორიდაში - ალიგატორის ხახაში 41 წლის ქალის ცხედრის ნარჩენები იპოვეს

უმძიმესი შემთხვევა ფლორიდაში - ალიგატორის ხახაში 41 წლის ქალის ცხედრის ნარჩენები იპოვეს

4 მეტრის სიგრძის ალიგატორი აშშ-ს პოლიციამ მას შემდეგ მოკლა, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ დაინახა, როგორ ებღაუჭებოდა ალიგატორი ადამიანის სხეულის ნაწილს. თვითმხილველმა მაშინვე სამაშველო სამსახური გამოიძახა.

ფლორიდის პინელასის ოლქის შერიფმა განაცხადა, რომ ცხოველი მოკლეს და დაადასტურა, რომ 41 წლის საბრინა პეკჰემის ცხედრის ნაფლეთები წყალში აღმოაჩინეს. იმას, თუ როგორ გარდაიცვალა 41 წლის ქალი, გამოძიება დაადგენს.

თვითმხილველი მამაკაცის, იამარკუს ბულარის მონაყოლის მიხედვით, ის სამსახურის გასაუბრებაზე მიდიოდა, როცა არხში მცურავ ალიგატორს თვალი მოჰკრა. მისი თქმით, ცხოველის ხახაში მანეკენის მსგავსი რამ შენიშნა და დაინტერესდა:

"როცა დავაკვირდი და დავინახე, რომ ეს ადამიანის ტორსის ქვედა ნაწილი იყო, ეგრევე სამაშველოში გავიქეცი".

"ალიგატორი ცხოვრებაში პირველად ვნახე, აღტაცებული ვიყავი, მაგრამ როცა დავინახე, რომ პირში რაღაც ჰქონდა, შევცბი. თავიდან, მანეკენი მეგონა, რადგან ის ძალიან თეთრი და ფერმკრთალი იყო. ალიგატორი მას კბილებით ეჭიდებოდა და ბოლოს ისევ არხის ფსკერისკენ გაცურა. უბრალოდ, არ მჯეროდა, რომ ეს სინამდვილე იყო", - მოუყვა იამარკუსი ჟურნალისტებს.

არხი, საიდანაც 4-მეტრიანი ალიგატორი ამოიყვანეს

გარდაცვლილი საბრინა პეკჰემის ქალიშვილმა, "ფეისბუქზე" პოსტი ატვირთა, რომელშიც წერს, რომ, სავარაუდოდ, დედამისი გვიან ღამით, არხის გავლით შინ ბრუნდებოდა და ალიგატორი ამ დროს დაესხა თავს.

არხთან ახლოს მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ იმ არემარეში პატარა ალიგატორები სხვა დროსაც შეუნიშნავთ, თუმცა ასეთი დიდი ზომის, პირველად ნახეს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა