საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება პრეზიდენტი თანამშრომლობს "ოცნებასთან“ ფორმით: "მოდით, ვანახოთ, რომ დაპირისპირება გვაქვს და სინამდვილეში ერთმანეთს მივეხმაროთ“ - გიგი წერეთელი
"შეიძლება პრეზიდენტი თანამშრომლობს "ოცნებასთან“ ფორმით: "მოდით, ვანახოთ, რომ დაპირისპირება გვაქვს და სინამდვილეში ერთმანეთს მივეხმაროთ“ - გიგი წერეთელი

პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­საც აქვს ამ­ბი­ცია, რომ რა­ღაც როლი ითა­მა­შოს ქვე­ყა­ნა­ში, უფრო მკა­ფიო უნდა იყოს რო­გორც თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­სა და გან­ცხა­დე­ბებ­ში, ასე­ვე ქმე­დე­ბებ­ში, - ამის შე­სა­ხებ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გიგი წე­რე­თელ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც გიგი წე­რე­თე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რა აქვს პრე­ზი­დენტს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, ამის გა­მოც­ნო­ბა ძნე­ლია.

"პრე­ზი­დენტს ახა­სი­ა­თებს კონ­ტრვერ­სი­უ­ლი და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და აქ რა­ღაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ფე­რი არ არის. რა თა­მაშს თა­მა­შობს, ვერ გე­ტყვით. მას რა აქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, ამის გა­მოც­ნო­ბა ძნე­ლია. ერთი რამ არის, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ძა­ლი­ან დამ­ზო­გავ რე­ჟიმ­ში ამ­ყო­ფებს. მე არ ვიცი მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რა არის კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­თან, ამ შემ­თხვე­ვა­ში ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან, მაგ­რამ ის, რომ ერთს აცხა­დებ და მე­ო­რეს აკე­თებ, შე­იძ­ლე­ბა ფორ­მა­ლუ­რად კა­ნო­ნი იძ­ლე­ვა რა­ღა­ცის უფ­ლე­ბას, რომ დრო­ის გა­წე­ლილ მო­ნაკ­ვეთ­ში იყოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო მისი და­პი­რე­ბა და მო­ლო­დი­ნის შექ­მნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და ისე­თი რამ, რა­საც არ ელო­და არა­ვინ. შე­იძ­ლე­ბა ის თა­ნამ­შრომ­ლობს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ იმ ფორ­მით, რომ - „მო­დით ვა­ნა­ხოთ, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა გვაქვს და სი­ნამ­დვი­ლე­ში ერ­თმა­ნეთს მი­ვეხ­მა­როთ“, ან შე­იძ­ლე­ბა მას თა­ვი­სი თა­მა­ში აქვს და თა­ვის პო­ლი­ტი­კურ მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რობს“, - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

გიგი წე­რე­თე­ლი ასე­ვე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­ე­რო­ში გა­მოს­ვლა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში ბევ­რი რამ იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, იმ რე­ა­ლო­ბის­გან, რაც ქვე­ყა­ნა­შია.

„მე არ ვიცი, მან „რუ­სე­თი“ ახ­სე­ნა თუ არა. მან ახ­სე­ნა მტე­რი, მაგ­რამ არ და­ა­კონ­კრე­ტა, ეს მტე­რი ვინ არის, მაგ­რამ ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი­ცაა, რად­გან ამ მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა არის ამ­გვა­რი. ისი­ნი არც ამ­ბო­ბენ სხვა რა­მეს და ამას თვლი­ან გო­ნი­ე­რე­ბად, რომ ჩვენ რუ­სეთს არ ვა­ღი­ზი­ა­ნებთ და შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს მშვი­დო­ბა და თვლი­ან, რომ ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა. რა თქმა უნდა, მშვი­დო­ბა არის მიღ­წე­ვა, მაგ­რამ შენ სა­გა­რეო მტერ­თან არ ხარ ადეკ­ვა­ტუ­რი, მაგ­რამ შიგ­ნით ომს აჩა­ღებ“, - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
1

აი კიდევ ერთი ჭკვიანი, პრეზიდენტი მაგრად რომ გეკაიფებათ ეხლა მიხვდით...

კომბლე
4

ისე მეც ხშირად მიფიქრია ხო არ თამაშობენ -მეთქი,მაგრამ ამასავით პირი არ დამიღია 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შეიძლება პრეზიდენტი თანამშრომლობს "ოცნებასთან“ ფორმით: "მოდით, ვანახოთ, რომ დაპირისპირება გვაქვს და სინამდვილეში ერთმანეთს მივეხმაროთ“ - გიგი წერეთელი

"შეიძლება პრეზიდენტი თანამშრომლობს "ოცნებასთან“ ფორმით: "მოდით, ვანახოთ, რომ დაპირისპირება გვაქვს და სინამდვილეში ერთმანეთს მივეხმაროთ“ - გიგი წერეთელი

პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ რაღაც როლი ითამაშოს ქვეყანაში, უფრო მკაფიო უნდა იყოს როგორც თავის გადაწყვეტილებებსა და განცხადებებში, ასევე ქმედებებში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელი აღნიშნავს, რა აქვს პრეზიდენტს ჩაფიქრებული, ამის გამოცნობა ძნელია.

"პრეზიდენტს ახასიათებს კონტრვერსიული და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და გადაწყვეტილებები და აქ რაღაც მოულოდნელი არაფერი არ არის. რა თამაშს თამაშობს, ვერ გეტყვით. მას რა აქვს ჩაფიქრებული, ამის გამოცნობა ძნელია. ერთი რამ არის, რომ სალომე ზურაბიშვილი პირადად ბიძინა ივანიშვილს ძალიან დამზოგავ რეჟიმში ამყოფებს. მე არ ვიცი მისი დამოკიდებულება რა არის კონკრეტულ ადამიანთან, ამ შემთხვევაში ფარცხალაძესთან, მაგრამ ის, რომ ერთს აცხადებ და მეორეს აკეთებ, შეიძლება ფორმალურად კანონი იძლევა რაღაცის უფლებას, რომ დროის გაწელილ მონაკვეთში იყოს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ არაადეკვატური იყო მისი დაპირება და მოლოდინის შექმნა. ამ შემთხვევაში მოხდა ისეთი რამ, რასაც არ ელოდა არავინ. შეიძლება ის თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“ იმ ფორმით, რომ - „მოდით ვანახოთ, რომ დაპირისპირება გვაქვს და სინამდვილეში ერთმანეთს მივეხმაროთ“, ან შეიძლება მას თავისი თამაში აქვს და თავის პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს“, - განაცხადა წერეთელმა.

გიგი წერეთელი ასევე, პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში ბევრი რამ იყო განსხვავებული, იმ რეალობისგან, რაც ქვეყანაშია.

„მე არ ვიცი, მან „რუსეთი“ ახსენა თუ არა. მან ახსენა მტერი, მაგრამ არ დააკონკრეტა, ეს მტერი ვინ არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიცაა, რადგან ამ მთავრობის პოლიტიკა არის ამგვარი. ისინი არც ამბობენ სხვა რამეს და ამას თვლიან გონიერებად, რომ ჩვენ რუსეთს არ ვაღიზიანებთ და შესაბამისად, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა და თვლიან, რომ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. რა თქმა უნდა, მშვიდობა არის მიღწევა, მაგრამ შენ საგარეო მტერთან არ ხარ ადეკვატური, მაგრამ შიგნით ომს აჩაღებ“, - განაცხადა წერეთელმა.