საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სროლა მონასტერში გამაგრებულ შეიარაღებულ პირებსა და სამართალდამცავებს შორის - კოსოვოში შეტაკების შედეგად ერთი პირი დაიღუპა
სროლა მონასტერში გამაგრებულ შეიარაღებულ პირებსა და სამართალდამცავებს შორის - კოსოვოში შეტაკების შედეგად ერთი პირი დაიღუპა

კო­სო­ვო და სერ­ბე­თი ჩრდი­ლო­ეთ კო­სო­ვო­ში ეთ­ნი­კუ­რად სერბ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პი­რებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ერ­თმა­ნეთს აკის­რე­ბენ.

შემ­თხვე­ვა სო­ფელ ბა­ნის­კა­ში მოხ­და, რო­დე­საც სერ­ბულ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ მო­ნას­ტერ­ში გა­მაგ­რე­ბულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პი­რებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შო­რის შე­ტა­კე­ბის დროს ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი და სამი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი და­ი­ღუ­პა.

კო­სო­ვოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ალ­ბინ კურ­ტიმ სერ­ბე­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მხარ­და­ჭე­რა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. სერ­ბე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრ ვუ­ჩიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­ღუ­პუ­ლებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კო­სო­ვოს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს ეკის­რე­ბათ.

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი და ამო­ღე­ბუ­ლია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ია­რა­ღი.

და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, რომ მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმა და შე­ტა­კე­ბა კო­სო­ვო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე ეს­კა­ლა­ცია იყო, რო­მელ­საც წინ უძღო­და რამ­დე­ნი­მე თვი­ა­ნი მზარ­დი და­ძა­ბუ­ლო­ბა და კო­სო­ვო­სა და სერ­ბეთს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
12

ამერიკული დევიზი: დაყავი და იბატონე

Marvel
8

საინტერესოა შეძლებენ თუ არა სერბები კოსოვოს დაბრუნებას :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

სროლა მონასტერში გამაგრებულ შეიარაღებულ პირებსა და სამართალდამცავებს შორის - კოსოვოში შეტაკების შედეგად ერთი პირი დაიღუპა

სროლა მონასტერში გამაგრებულ შეიარაღებულ პირებსა და სამართალდამცავებს შორის - კოსოვოში შეტაკების შედეგად ერთი პირი დაიღუპა

კოსოვო და სერბეთი ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურად სერბ შეიარაღებულ პირებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

შემთხვევა სოფელ ბანისკაში მოხდა, როდესაც სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრებულ შეიარაღებულ პირებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკების დროს ერთი პოლიციელი და სამი შეიარაღებული პირი დაიღუპა.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ სერბეთი შეიარაღებული ჯგუფის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ დაღუპულებზე პასუხისმგებლობა კოსოვოს ოფიციალურ პირებს ეკისრებათ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაკავებულია ექვსი ადამიანი და ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი.

დასავლური მედია წერს, რომ მომხდარი თავდასხმა და შეტაკება კოსოვოში წლების განმავლობაში სიტუაციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ესკალაცია იყო, რომელსაც წინ უძღოდა რამდენიმე თვიანი მზარდი დაძაბულობა და კოსოვოსა და სერბეთს შორის მოლაპარაკებების შეჩერება.