ავტორი:

"და მან თქვა კი" - თათია შარანგიას ყოფილი ქმარი ქორწინდება: ვინ არის სანდრო შელიას რჩეული

"და მან თქვა კი" - თათია შარანგიას ყოფილი ქმარი ქორწინდება: ვინ არის სანდრო შელიას რჩეული

ბიზნესმენი სანდრო შელია მესამედ ქორწინდება. მისი რჩეული "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნინა ხუბუტიაა.

"და მან თქვა, დიახ“ - წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში და საყვარელ ქალთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

შელიას სტატუსიდან კი ირკვევა, რომ ნინა ცოლობაზე დათანხმდა.

სანდრო შელიასთვის ეს მესამე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი ჰყავს, მეორე ქორწინებაში პიანისტ და ტელეწამყვან თათია შარანგიასთან საერთო ვაჟი. წყვილი ერთად ათი წელი ცხოვრობდა და შარშან აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ.

  • მოგვიანებით სანდრო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ყოფილი ცოლის შვილები წინა ქორწინებიდან, ედუ და სანი," ყოველთვის დარჩებიან მის ბიჭებად".

"ამას არაფერი შეცვლის. ასევე არაფერი შეცვლის ჩემს მეგობრობას ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებთან, რომლებიც ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან. არავითარი ბარიერები აქ არ არსებობს.“

შელიას თქმით, წლების შემდეგ ამერიკიდან საკუთარ სამშობლოში სწორედ თათიას სიყვარულმა დააბრუნა და მისი თქმით, დაშორების მიუხედავად, ყოფილ ცოლთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა.

რამდენიმე თვის წინ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა შელიას ყოფილმა ცოლმაც, თათია შარანგიამ. ტელეწამყვანმა ჯარჯი თორაძეზე იქორწინა. წყვილის ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდა და თათიამ დაშორების შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა, მაგრამ მოგვიანებით შერიგდნენ და ქალმა სტატუსი წაშალა.