"ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ძალიან დაკვირვებული ვიქნებოდი. თავქარიანი რომ არ ვყოფილიყავი, ჩემს ცხოვრებას ცოტათი სხვაგვარად წარვმართავდი", - ამბობს მოცეკვავე მზია ორველაშვილი. როგორ მოხვდა ის სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რა არის მისი სავიზიტო ბარათი და რატომ არ უყვარს მარტო დარჩენა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
-...დაბადების თარიღი...
- ...1989 წლის 26 ოქტომბერი.
- ბავშობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...პოლიციელი. მე და მამიდა ხასიათით ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ყოველთვის ძმაკაცი უფრო მეტი გვყავდა, ვიდრე - დაქალი. ორივეს ვაჟკაცური თვისებები გვაქვს. ძალიან მომწონს ფორმიანი ხალხი, მაგრამ ახლა ვაცნობიერებ, რამდენად რთული პროფესიაა. ფიზიკური და ფსიქოლოგიურად დიდი გაძლებაა საჭირო, მე კი ძალიან მგრძნობიარე ვარ. პოლიციელობის შემდეგ კოსმონავტობის სურვილიც მქონდა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...შენ გარეშე ეს ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდაო. როგორ ხასიათზეც უნდა ვიყო, როგორი დეპრესიაც უნდა მქონდეს, ჩემს ცუდ განწყობას სხვას არასდროს გადავდებ, ეს გამორიცხულია. ჩემი პრობლემა არავის პრობლემა არ არის.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ალბათ ბევრ რამეს შევცვლიდი, მათ შორის - მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, ამას ვაღიარებ. საქართველოში ვცხოვრობთ. აქ კაცს ბევრი რამ თუ ეპატიება, ქალს არ ჰპატიობენ. ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ძალიან დაკვირვებული ვიქნებოდი; თავქარიანი რომ არ ვყოფილიყავი, ჩემს ცხოვრებას ცოტათი სხვაგვარად წარვმართავდი.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ყველაფრის გაანალიზება.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...მშობლებს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი, რომლებზეც ჭკუა მეკეტება.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...თვალები და ღიმილი (იცინის).
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვიყო ბედნიერი.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...პოზიტივი.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ძალიან მიმნდობი ვარ და გული ხშირად უტკენიათ. ბევრი შეცდომა რომ მაქვს დაშვებული, ეს ამ თვისების "ბრალიც" არის. ადვილად ვენდობი ადამიანებს, ტყუილის თქმა არ შემიძლია და მგონია, სხვებიც არ მატყუებენ.
- პატიება შემიძლია...
- ...ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში. არ მიყვარს, როცა ადამიანი არ მელაპარაკება.
...
- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...არავის. საკუთარ თავზე კონტროლს არასდროს ვკარგავ. ჩემი გაბრაზება არის ძალიან ცუდი და სულ ერთ ადამიანს აქვს ნანახი.
- ის ადამიანი დღეს შენს გარემოცვაში აღარ არის?
- არა და ვერც ვერასდროს იქნება. ის ერთადერთი ადამიანია, ვისი დანახვაც არ მინდა.
- სიყვარული ეს...
- ...არის გრძნობა, რომელიც უზომოდ მიყვარს. იშვიათად მიყვარდება, მაგრამ თუ მიყვარს, სულის და გულის ჩუქება შემიძლია. სიყვარულში ფანატიკოსი ვარ, მაგრამ თავს არ მოვაბეზრებ. მეორე ნახევარი სადმე რომ არის და ტელეფონზე ურეკავენ, - სად ხარ? ვისთან ხარ? რამდენი გოგოაო? ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებ. ურთიერთობაში ნდობა უნდა არსებობდეს. ის ადამიანი გულს თუ მატკენს, აუცილებლად შევეშვები, როგორც უნდა გამიჭირდეს.
...
- ბოლოს ვიტირე...
- ...ხშირად ვტირი და ამას სახალხოდ პირველად ვამბობ. გუშინაც ვიტირე. როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, ჩემი წარსულიდან გარკვეულ ეპიზოდებს ვუფიქრდები და გული მტკივა, ეს მე რატომ გადამხდა? რომ ვიტირებ, მერე ცოტათი მომეშვება ხოლმე. მარტო დარჩენა ამიტომ არ მიყვარს. ოცნება მქონდა, ოდესმე ოჯახს თუ შევქმნიდი, ქორწინებაში ცხოვრების ბოლომდე ვყოფილიყავი. 2 შვილი მყავს, ოჯახი 2-ჯერ დამენგრა, ეს ჩემთვის ძალიან რთული გასააზრებელია. მით უმეტეს, ჩვენ ხომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს არ არის პატივსაცემი. ხანდახან დგება მომენტი, როდესაც გჭირდება გვერდით ვიღაც გყავდეს, ვისაც დაეყრდნობი, ვისაც ჩაეხუტები, ვისი იმედიც გექნება. წაიკითხეთ სრულად