ავტორი:

"დაბალი, მსუქანი, მოუქნელი და ზანტი მოცეკვავეების კონცერტზე სიარული ჯობია, მსოფლიომაც სასურველია ასეთი გვნახოს" - რას წერს სალომე სამადაშვილი

"დაბალი, მსუქანი, მოუქნელი და ზანტი მოცეკვავეების კონცერტზე სიარული ჯობია, მსოფლიომაც სასურველია ასეთი გვნახოს" - რას წერს სალომე სამადაშვილი

რამდენიმე დღეა, საზოგადოების განხილვის საგანია ვიდეო, სადაც ჩანს, რომ "სუხიშვილები" ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს მკაცრად ესაუბრება და იმ წესებს უხსნის, რომელიც ანსამბლის მოცეკვავემ უნდა დაიცვას. ნინო სუხიშვილი მკაცრი ტონის გამო ბევრმა გააკრიტიკა, ბევრმაც დაიცვა. მიიჩნევენ, რომ მსგავსი სიმკაცრის გარეშე დისციპლინა ვერ მიიღწევა.

თემას ეხმიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი და მიიჩნევს, რომ ნინო სუხიშვილი "სამიზნეა, რადგან ნამდვილი პატრიოტია".

"დაბალი, მსუქანი, მოუქნელი და ზანტი მოცეკვავეების კონცერტზე სიარული ჯობია, ცხადია, მსოფლიომაც სასურველია ესეთი გვნახოს. მოცეკვავეს რომ გარკვეული ფიზიკური მონაცემები სჭირდება - რა არის ამაში უცნაური?

ხარისხის სტანდარტია ‘სუხიშვილები’ ქართულ ცეკვაში. უხარისხობა სამარკო ნიშანი გახადა ამ მთავრობამ. ხარისხიანი რაც გვაქვს, მოდით ბარემ ერთბაშად გავანადგუროთ, "იმ პიროვნება" თალიბანივით.

ნინო სუხიშვილი კი სამიზნეა, რადგან ნამდვილი პატრიოტია, პროფესიონალი და ქართულ საქმეს აკეთებს", - წერს სალომე სამადაშვილი.