ავტორი:

ნახევრადშიშველი ქუჩაში და ბალიში, როგორც სამოსი - ვინ არის ქანიე უესტის ცოლი, რომელიც არ ლაპარაკობს, თუმცა ხალხს მასზე ალაპარაკებს

ნახევრადშიშველი ქუჩაში და ბალიში, როგორც სამოსი - ვინ არის ქანიე უესტის ცოლი, რომელიც არ ლაპარაკობს, თუმცა ხალხს მასზე ალაპარაკებს

ბიანკა ცენსორი ბოლო დროს ყვითელი პრესისთვის გამორჩეულად საინტერესო პერსონაა. რამდენიმე თვის წინ მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილ რეპერ ქანია ვესტთან დაიწყო რომანტიკული ურთიერთობა, ყველაფერი შეიცვალა. დღეს კი ბიანკა თითქმის ყოველ დღე მედიის განხილვის თემაა.

ის პროვოკაციული ჩაცმის სტილით იქცევს ყურადღებას და ძირითადად, სწორედ ამაზე - ბიანკას უჩვეულო სტილზე წერენ.

28 წლის ქალი არც მედიასთან კონტაქტობს და მეტიც, როგორც აღმოჩდა, ქანიესთან ურთიერთობის შემდეგ, მეგობრებთანაც კი გაწყვიტა კომუნიკაცია.

ბიანკა ცენსორის LinkedIn-ის პროფილიდან ვიგებთ, რომ მან სკოლა 2012 წელს დაამთავრა. 2013-2020 წლებში მელბურნის უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა და აქვს როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრის დიპლომი.

ასევე წერია, რომ მისთვის პირველი სამსახური ავეჯის ავსტრალიურ ბრენდ Kelektiv-ში იყო. ცენსორი კომპანიაში დიზაინის კონსულტანტის პოზიციაზე 2016-2017 წლებში მუშაობდა.

2017 წლიდან, ცენსორი DP Toscano Architects-ში არქიტექტორად 3 წლის განმავლობაში იყო დასაქმებული. როგორც მის პროფილზე ვკითხულობთ, ქანიე უესტის დიზაინერული ბრენდის, Yeezy-ში კი აქრიტექტორ-დიზაინერად 2020 წლის ნოემბრიდან მუშაობს.

ბიანკას კრეატიული მისწრაფებები ადრეულ ასაკშივე ჰქონდა. მანამ, სანამ გოგონა უნივერსიტეტში სწავლობდა, საკუთარი სამკაულების ბრენდიც ჰქონია, Nylons Jewellery, რომელიც, საუკეთესო მეგობართან ერთად კოლაბორაციით შექმნა. ბიანკა და მისი მეგობარი ნეილონისა და სვაროვსკის თვლების კომბინაციით საყურეებს და ყელსაბამებს ქმნიდნენ.

ბიანკას მონაწილეობა აქვს მიღებული 2022 წლის მელბურნის დიზაინის კვირეულშიც.

მას შემდეგ, რაც ქანიესა და ბიანკას ქორწინების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, არქიტექტორის დამ ანჯელინა ცენსორიმ თქვა. რომ მათი ოჯახი ბედნიერია ამ ახალი ამბით, მაგრამ ჟურნალისტებისგან დისტანციის დაცვას ითხოვენ.

"ქანიე ძლივს შეხვდა ისეთ ადამიანს, რომელსაც მისი ნამდვილად ესმის და ისეთი უყვარს, როგორიც არის", - ამბობდა Us Weekly-სთან წყვილთან დაახლოებული წყარო. "ბიანკა და ქანიე ერთმანეთს ძალიან შეეფერებიან და ქანიეს ძალიან მოსწონს, რომ ბიანკქსთან ერთად პროექტებზე მუშაობა შეუძლია. ის ბიანკას მოსაზრებებს პატივს სცემს და აფასებს. ქანიე ასე კარგად არასდროს ყოფილა."

თუმცა განსხვავებული სიტუაციაა თავად ბიანკა ცენსორის ახლობლების წრეში. ბიანკას მეგობრების თქმით, მათთვის რთულია იმის გარკვევა, ბედნიერია თუ არა რეპერთან, რადგან მათთან კონტაქტი თითქმის საერთოდ გაწყვიტა.

"ბიანკა ყოველთვის ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი იყო, რომელსაც თავისი ხმა გააჩნდა. ბოლო დროს კი შეიცვალა და შეუძლებელია იმის გაგება, როგორ გრძნობს თავს, რადგან ისე ხშირად აღარ ეკონტაქტება მეგობრებს", - ამბობდა Us Weekly-სთან წყარო.

თავად ქანიეს და ბიანკას შეუღლების შესახებ პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ TMZ-ის თანახმად, წყვილმა ქორწილის ცერემონია იანვარში გადაიხადა.

ქორწილიდან მალევე, Daily Mail-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ წყვილი თაფლობის თვეს იუტას შტატში, ერთ-ერთ კურორტზე ატარებდა.

ზაფხული კი, ქანიემ და ბიანკამ იტალიაში გაატარეს: ეწვივნენ მილანს, ვენეციას და რომს. სწორედ იტალიაში მოგზაურობისას დაიწყო ახალგაზრდა არქიტექტორმა ნახევრად შიშველი იმიჯით გამოჩენა.

ქანიეს და ბიანკას პროვოკაციული ქცევების და ჩაცმულობის გამო, იტალიაში მათ წინააღმდეგ საქმე აღძრეს, ხოლო ვენეციის ტურისტული გემების კომპანიამ წყვილს მათი სერვისით სარგებლობა ცხოვრების ბოლომდე აუკრძალა.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა