ავტორი:

"მიწისძვრის დროს ხდება მიწის გარღვევა, რომელსაც საშინელი ხმა აქვს, ეს ხმა, ანუ მიწის რღვევის ხმა გაიგეთ" - რას წერს თეა გოდოლაძე

"მიწისძვრის დროს ხდება მიწის გარღვევა, რომელსაც საშინელი ხმა აქვს, ეს ხმა, ანუ მიწის რღვევის ხმა გაიგეთ" - რას წერს თეა გოდოლაძე

დღეს, 24 სექტემბერს, თბილისის დროით დილის 08:00 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქი მცხეთა იყო. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა თბილისში. მოქალაქეებმა გაიგეს ასევე აფეთქების მსგავსი ხმა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე განმარტავს, რომ მიწისძვრა თან ახლავს მსგავსი ხმა და ეს ხმა უფრო მძაფრია მიწისძვრის ეპიცენტრში.

"ჩემო საყვარელო ქართველებო. მიწისძვრის დროს ხდება მიწის გარღვევა, რომელსაც საშინელი ხმა აქვს.

ეს ხმა, ანუ მიწის რღვევის ხმა გაიგეთ. ცუდი შეგრძნებაა, ვიცი. რაც უფრო დიდია მიწისძვრა, ეს ხმა უფრო მძაფრია და ხანგრძლივი ეპიცენტრში", - წერს თეა გოდოლაძე.