საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”მინდა მოვუწოდო პრეზიდენტ ზელენსკის, აღარასოდეს შეურაცხყოს პოლონელი ერი" - პოლონეთის პრემიერი
”მინდა მოვუწოდო პრეზიდენტ ზელენსკის, აღარასოდეს შეურაცხყოს პოლონელი ერი" - პოლონეთის პრემიერი

პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მა­ტე­უშ მო­რა­ვი­ეც­კიმ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მო­უ­წო­და, რომ აღა­რას­დროს შე­უ­რა­ცხყოს პო­ლო­ნე­ლი ერი.

”მინ­და მო­ვუ­წო­დო პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის, აღა­რა­სო­დეს მი­ა­ყე­ნოს შე­უ­რა­ცხყო­ფა პო­ლო­ნე­ლებს, რო­გორც ეს ახ­ლა­ხან, გა­ე­რო­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ა­კე­თა. პო­ლო­ნე­თის სა­ხე­ლის დაც­ვა არა მხო­ლოდ ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბა და პა­ტი­ვი, არა­მედ პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე (UNGA) სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ზე­ლენ­სკიმ პო­ლო­ნე­თის რე­ჟი­მი გა­აკ­რი­ტი­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა მოჩ­ვე­ნე­ბით უჭერს მხარს უკ­რა­ი­ნას.

ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა მარ­ცვლე­უ­ლის იმ­პორტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვის შემ­დეგ და­ი­ძა­ბა: მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბრის თვის და­სა­წყის­ში პო­ლო­ნეთ­მა გა­და­წყვი­ტა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ემ­ბარ­გო უკ­რა­ი­ნულ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე, იმის გამო, რომ უკ­რა­ი­ნი­დან ხორ­ბლი­სა და სი­მინ­დის იმ­პორ­ტს შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის. ცოტა ხნის წინ კი, პო­ლო­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნას ია­რაღს აღარ მი­აწ­ვდის.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
032
9

,,გაიხარეთ'' დიდი ძმის მოყვარულებო, პოლონეთი 42 ერთეულ ლეოპარდ-2 აძლევს უკრაინას, ასე რომ მარტო ოსტანკინოს ნუ უყურებთ, აგაგდეს ბიძიკოებო აგაგდეს.

უნუ
6

მოგვარდა ეს საქმე. აქ რა უხაროდა ზოგს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

”მინდა მოვუწოდო პრეზიდენტ ზელენსკის, აღარასოდეს შეურაცხყოს პოლონელი ერი" - პოლონეთის პრემიერი

”მინდა მოვუწოდო პრეზიდენტ ზელენსკის, აღარასოდეს შეურაცხყოს პოლონელი ერი" - პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ აღარასდროს შეურაცხყოს პოლონელი ერი.

”მინდა მოვუწოდო პრეზიდენტ ზელენსკის, აღარასოდეს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც ეს ახლახან, გაეროში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. პოლონეთის სახელის დაცვა არა მხოლოდ ჩემი მოვალეობა და პატივი, არამედ პოლონეთის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე (UNGA) სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ პოლონეთის რეჟიმი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყანა მოჩვენებით უჭერს მხარს უკრაინას.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებული დავის შემდეგ დაიძაბა: მიმდინარე წლის სექტემბრის თვის დასაწყისში პოლონეთმა გადაწყვიტა შეენარჩუნებინა ემბარგო უკრაინულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, იმის გამო, რომ უკრაინიდან ხორბლისა და სიმინდის იმპორტს შეიძლება სერიოზული ზიანი მიეყენებინა ადგილობრივი სოფლის მეურნეობისთვის. ცოტა ხნის წინ კი, პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის.