მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანიკა ყარაბაღში მყოფ სომხებში: "ვიცი, რომ რუსები არაფერს გააკეთებენ. თავს მოგვაჩვენებენ, მაგრამ არაფერს გააკეთებენ ჩვენს დასაცავად“
პანიკა ყარაბაღში მყოფ სომხებში: "ვიცი, რომ რუსები არაფერს გააკეთებენ. თავს მოგვაჩვენებენ, მაგრამ არაფერს გააკეთებენ ჩვენს დასაცავად“

შე­იძ­ლე­ბა უკვე ით­ქვას, რომ ყა­რა­ბა­ღის მე-3 ომი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში შევა, რო­გორც ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ომი, რო­მელ­შიც გა­მარ­ჯვე­ბა 24 სა­ათ­ში იქნა მიღ­წე­უ­ლი... თა­ვი­დან­ვე ცხა­დი ჩან­და, რომ უზარ­მა­ზა­რი სამ­ხედ­რო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის გამო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მას მერე, რაც სომ­ხეთ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი არ ჩა­ერ­თვე­ბოდ­ნენ სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მი­ზანს - მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას, მოკ­ლე დრო­ში მი­აღ­წევ­და.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყვე­ლა და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იქა­უ­რი სომ­ხე­ბი პა­ნი­კა­ში არი­ან. მათ ეში­ნი­ათ თა­ვი­ან­თი მო­მავ­ლის და იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან სახ­ლე­ბი და­ტო­ვონ.

"ისეთს არა­ვის ვიც­ნობ, ვი­საც აქ დარ­ჩე­ნა უნდა, თუმ­ცა მყავს ნა­თე­სა­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც შვი­ლე­ბი წინა ომე­ბის დროს და­კარ­გეს და აქ სიკ­ვდილს ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ“ - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი სი­რა­ნუშ სარ­გსი­ა­ნი, რო­მელ­მაც რე­გი­ო­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში რამ­დე­ნი­მე თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­ნა­ხუ­ლა და დრო და­უთ­მო საკ­ვე­ბის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დე­ფი­ცი­ტის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბას. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თავ­შე­საფ­რებ­ში საკ­ვე­ბის დიდი დე­ფი­ცი­ტია.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ და­ზა­რალ­და მხო­ლოდ 50,000 ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ სარ­გსი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, რე­ა­ლუ­რი რი­ცხვი ამ­ჟა­მად 110,000-ია.

ამ კვი­რა­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ძა­ლე­ბის ანკლა­ვა­ში შეჭ­რი­სას სულ მცი­რე 200 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ყა­რა­ბაღ­ში ძა­ლი­ან მცი­რეა ნდო­ბა ბა­ქოს მთავ­რო­ბის მი­მართ.

კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში სპე­ცი­ა­ლისტ თო­მას დე ვა­ალს სულ უფრო მე­ტად აწუ­ხებს ყა­რა­ბაღ­ში მცხოვ­რე­ბი სომ­ხე­ბის ბედი და თვლის, რომ არ­სე­ბობს ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის რე­ა­ლუ­რი და სან­დო საფრ­თხე.

მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ეთ­ნი­კურ წმენ­და­ში სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნიც ადა­ნა­შა­უ­ლებს, თუმ­ცა მისი შე­ფა­სე­ბით ამ დრო­ის­თვის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა "პირ­და­პი­რი საფრ­თხის წი­ნა­შე" არ არის.

ბევ­რი თვლის, რომ ყა­რა­ბა­ღე­ლი სომ­ხე­ბის უშუ­ა­ლო პრობ­ლე­მა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა, არა მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, არა­მედ რუ­სე­თის მხრი­დან.

"ვიცი, რომ რუ­სე­ბი არა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ. ისი­ნი ვი­თომ ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლეს იცა­ვენ, მაგ­რამ არა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ ჩვენს და­სა­ცა­ვად“ - ამ­ბო­ბენ ომის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, თავ­შე­სა­ფარ­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*
10

საჯდომის თამაში დასჯადია!!! გიშველოთ ამერიკამ!!

ჰმ...
6

აფხაზეთში კარგად იბრძოდით რუსების მხარდამხარ წადით ახლა და ეწუწუნეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

პანიკა ყარაბაღში მყოფ სომხებში: "ვიცი, რომ რუსები არაფერს გააკეთებენ. თავს მოგვაჩვენებენ, მაგრამ არაფერს გააკეთებენ ჩვენს დასაცავად“

პანიკა ყარაბაღში მყოფ სომხებში: "ვიცი, რომ რუსები არაფერს გააკეთებენ. თავს მოგვაჩვენებენ, მაგრამ არაფერს გააკეთებენ ჩვენს დასაცავად“

შეიძლება უკვე ითქვას, რომ ყარაბაღის მე-3 ომი მსოფლიო ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სწრაფი ომი, რომელშიც გამარჯვება 24 საათში იქნა მიღწეული... თავიდანვე ცხადი ჩანდა, რომ უზარმაზარი სამხედრო-ტექნოლოგიური უპირატესობის გამო, განსაკუთრებით კი მას მერე, რაც სომხეთმა განაცხადა, რომ მისი თავდაცვის ძალები არ ჩაერთვებოდნენ სამხედრო კონფლიქტში, აზერბაიჯანი მიზანს - მთიანი ყარაბაღის კაპიტულაციას, მოკლე დროში მიაღწევდა.

აზერბაიჯანის ყველა დაპირების მიუხედავად, იქაური სომხები პანიკაში არიან. მათ ეშინიათ თავიანთი მომავლის და იძულებულები არიან სახლები დატოვონ.

"ისეთს არავის ვიცნობ, ვისაც აქ დარჩენა უნდა, თუმცა მყავს ნათესავები, რომლებმაც შვილები წინა ომების დროს დაკარგეს და აქ სიკვდილს ამჯობინებენ“ - ამბობს ჟურნალისტი სირანუშ სარგსიანი, რომელმაც რეგიონის დედაქალაქში რამდენიმე თავშესაფარი მოინახულა და დრო დაუთმო საკვების, მედიკამენტების და ჰიგიენის საშუალებების დეფიციტის დოკუმენტირებას. მისივე განმარტებით, თავშესაფრებში საკვების დიდი დეფიციტია.

აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ დაზარალდა მხოლოდ 50,000 ადამიანი, მაგრამ სარგსიანის შეფასებით, რეალური რიცხვი ამჟამად 110,000-ია.

ამ კვირაში, აზერბაიჯანის ძალების ანკლავაში შეჭრისას სულ მცირე 200 ადამიანი დაიღუპა. ყარაბაღში ძალიან მცირეა ნდობა ბაქოს მთავრობის მიმართ.

კავკასიის საკითხებში სპეციალისტ თომას დე ვაალს სულ უფრო მეტად აწუხებს ყარაბაღში მცხოვრები სომხების ბედი და თვლის, რომ არსებობს ეთნიკური წმენდის რეალური და სანდო საფრთხე.

მეზობელ ქვეყანას მთიანი ყარაბაღის ეთნიკურ წმენდაში სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანიც ადანაშაულებს, თუმცა მისი შეფასებით ამ დროისთვის მშვიდობიანი მოსახლეობა "პირდაპირი საფრთხის წინაშე" არ არის.

ბევრი თვლის, რომ ყარაბაღელი სომხების უშუალო პრობლემა უსაფრთხოების გარანტიების ნაკლებობაა, არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ რუსეთის მხრიდან.

"ვიცი, რომ რუსები არაფერს გააკეთებენ. ისინი ვითომ ბავშვების სიცოცხლეს იცავენ, მაგრამ არაფერს გააკეთებენ ჩვენს დასაცავად“ - ამბობენ ომისგან დაზარალებული, თავშესაფარში მცხოვრები ეთნიკური სომხები.

წაიკითხეთ ასევე: