საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც ხდება ზუსტი კალკია იმის, რასაც ასლან აბაშიძე აჭარაში და ლევან მამალაძე ქვემო ქართლში აკეთებდა" - მიხეილ სააკაშვილი
"რაც ხდება ზუსტი კალკია იმის, რასაც ასლან აბაშიძე აჭარაში და ლევან მამალაძე ქვემო ქართლში აკეთებდა" - მიხეილ სააკაშვილი

რაც “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” და სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის მი­მართ ხდე­ბა არის ზუს­ტი კალ­კი იმი­სა რა­საც ას­ლან აბა­ში­ძე აჭა­რა­ში და შე­ვარ­დნა­ძის და­ვა­ლე­ბით ლე­ვან მა­მა­ლა­ძე ქვე­მო ქარ­თლში აკე­თებ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, კარ­გად ახ­სოვს "2003 წელს, რა ის­ტე­რი­კა­ში იყო ჩა­ვარ­დნი­ლი მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“.

"ისიც მახ­სოვს ბა­თუმ­ში, დღე არ გა­ივ­ლი­და, რომ ჩვენ მხარ­დამ­ჭე­რებს თავს არ დას­ხმოდ­ნენ.

ვისი შე­ში­ნე­ბა უნდა ივა­ნიშ­ვილს? ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მში­შა­რა არ არის, დროა ყვე­ლა ძლი­ე­რად დავ­დგეთ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა არა­ვის შერ­ჩე­ბა.

ესე­ნი აღარ არი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, არა­მედ კრი­მი­ნა­ლუ­რი ბან­დაა, რო­მე­ლიც დღე­ებს ით­ვლის და ცდი­ლობს თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას.

სა­ქარ­თვე­ლო ეკუთ­ვნის ყვე­ლა მის მო­ქა­ლა­ქეს და არა ერთ მუჭა ორ­გა­ნი­ზე­ბულ კრი­მი­ნა­ლებ­სა და "ეფეს­ბეს" აგენ­ტებს, რო­მელ­თაც უზარ­მა­ზა­რი ქო­ნე­ბა მი­ით­ვი­სეს.

რაც უფრო მეტი და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით, ნაკ­ლე­ბად შეძ­ლე­ბენ ძა­ლა­დობ­რი­ვი, "ეფეს­ბეს" გეგ­მის თავ­ზე მოხ­ვე­ვას.

ახლა სა­ჭი­როა სი­ფხიზ­ლე და მო­ბი­ლი­ზა­ცია, ჩვენ ბევ­რნი და ძლი­ე­რე­ბი ვართ, მო­გი­წო­დებთ ჩვე­ნი რი­გე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ!

მე აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რე­ბის გამ­ბე­და­ო­ბით და ზუს­ტად ასე­თია ენმ-ს ტრა­დი­ცია.

მე ვა­მა­ყობ თქვე­ნით!“, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Badri
2

თავისუფლება მიხეილ საკაშვილს

მეც ვიძახი!
2

გადაათრიეთ ციხეში!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"რაც ხდება ზუსტი კალკია იმის, რასაც ასლან აბაშიძე აჭარაში და ლევან მამალაძე ქვემო ქართლში აკეთებდა" - მიხეილ სააკაშვილი

"რაც ხდება ზუსტი კალკია იმის, რასაც ასლან აბაშიძე აჭარაში და ლევან მამალაძე ქვემო ქართლში აკეთებდა" - მიხეილ სააკაშვილი

რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ხდება არის ზუსტი კალკი იმისა რასაც ასლან აბაშიძე აჭარაში და შევარდნაძის დავალებით ლევან მამალაძე ქვემო ქართლში აკეთებდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, კარგად ახსოვს "2003 წელს, რა ისტერიკაში იყო ჩავარდნილი მაშინდელი ხელისუფლება“.

"ისიც მახსოვს ბათუმში, დღე არ გაივლიდა, რომ ჩვენ მხარდამჭერებს თავს არ დასხმოდნენ.

ვისი შეშინება უნდა ივანიშვილს? ქართველი ხალხი მშიშარა არ არის, დროა ყველა ძლიერად დავდგეთ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის შერჩება.

ესენი აღარ არიან პოლიტიკოსები, არამედ კრიმინალური ბანდაა, რომელიც დღეებს ითვლის და ცდილობს თავის გადარჩენას.

საქართველო ეკუთვნის ყველა მის მოქალაქეს და არა ერთ მუჭა ორგანიზებულ კრიმინალებსა და "ეფესბეს" აგენტებს, რომელთაც უზარმაზარი ქონება მიითვისეს.

რაც უფრო მეტი და კოორდინირებული ვიქნებით, ნაკლებად შეძლებენ ძალადობრივი, "ეფესბეს" გეგმის თავზე მოხვევას.

ახლა საჭიროა სიფხიზლე და მობილიზაცია, ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ, მოგიწოდებთ ჩვენი რიგების გაძლიერებისკენ!

მე აღტაცებული ვარ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების გამბედაობით და ზუსტად ასეთია ენმ-ს ტრადიცია.

მე ვამაყობ თქვენით!“, - წერს სააკაშვილი.