პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაკვირდები, რომ პოლიტიკური ნაღვლის ბუშტის კენჭები ჩვენს პოლიტიკაში ბევრია" - ლადო კახაძის სამედიცინო შედარებები პარლამენტის სხდომაზე
"ვაკვირდები, რომ პოლიტიკური ნაღვლის ბუშტის კენჭები ჩვენს პოლიტიკაში ბევრია" -  ლადო კახაძის სამედიცინო შედარებები პარლამენტის სხდომაზე

ლადო კა­ხა­ძე

გაფრ­თხი­ლებთ, სი­გა­რეტს ნუ ეწე­ვით, თო­რემ ინ­ფარ­ქტი მო­გი­ვათ-მეთ­ქი და არ მი­ჯე­რებთ! პო­ლი­ტი­კა­ში გე­უბ­ნე­ბით, ანა­ლი­ზის გა­რე­შე, მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბულ სი­ტყვებს ნუ ლა­პა­რა­კობთ ამ მიკრო­ფონ­ში, ხალ­ხს აა­ვა­დებთ-მეთ­ქი ვამ­ბობ და არ ას­რუ­ლებთ! - ამ სი­ტყვე­ბით უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ლადო კა­ხა­ძემ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან მი­მარ­თა.

კა­ხა­ძის თქმით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ჯან­სა­ღე­ბის ნაც­ვლად, აა­ვა­დე­ბენ.

„ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ტვინ­ში სის­ხლი ჩა­ექ­ცეს, ინ­ფარ­ქტი და­ე­მარ­თოს, უცებ, ტრავ­მა მო­უ­ვი­დეს, გა­რეთ გა­ვი­დეს და ფეხი მო­ი­ტე­ხოს - ამის ტოლ­ფა­სია სტი­ქია, ამის წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მე ექი­მი ვარ და ვიცი, რა­საც ვლა­პა­რა­კობ ახლა. პო­ლი­ტი­კო­სებს ექი­მებს გა­და­რებთ და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ექი­მე­ბის დო­ნე­ზე ავიყ­ვა­ნო, მაგ­რამ ზოგს არ გიხ­დე­ბათ ეს პო­ლი­ტი­კო­სო­ბა, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ექი­მე­ბად ვერ ივარ­გებთ, თქვე­ნი სი­ტყვით გა­ჯან­სა­ღე­ბის ნაც­ვლად სა­ზო­გა­დო­ე­ბას აა­ვა­დებთ. ბო­დიშს ვუხ­დი გარ­დაც­ვლილ­თა ყვე­ლა სულს, მი­წა­ზე დარ­ჩე­ნი­ლებს ტკი­ვილ­ში ვუ­ერ­თდე­ბი, ყვე­ლას ვი­საც სტკი­ვა, ყვე­ლას მი­მართ სამ­ძი­მარს გა­მოვ­თქვამ, დე­და­მი­წის მი­მართ - დე­და­მი­წაც ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და მან არ იცის, სად, რა მო­უ­ვა, სად მო­წყდე­ბა მე­წყე­რი, ეს დე­და­მი­წამ არ იცის. პროგ­ნოზს და გაფრ­თხი­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, აგერ, 50 წე­ლია, გაფრ­თხი­ლებთ, სი­გა­რეტს ნუ ეწე­ვით, თო­რემ ინ­ფარ­ქტი მო­გი­ვათ-მეთ­ქი და არ მი­ჯე­რებთ, კაცო! პო­ლი­ტი­კა­ში გე­უბ­ნე­ბით, ანა­ლი­ზის გა­რე­შე, მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბულ სი­ტყვებს ნუ ლა­პა­რა­კობთ ამ მიკრო­ფონ­ში, ხალ­ხს აა­ვა­დებთ-მეთ­ქი ვამ­ბობ და არ ას­რუ­ლებთ, კაცო! რა­ტომ არ ლა­პა­რა­კობთ დღეს შავი ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბა­ზე? იცით რა­ტომ? სე­ზო­ნი გა­ვი­და და იმ ხალ­ხს ვე­ღარ და­აფრ­თხობთ. გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მა 7 იყო, 9 გახ­და, მერე 12, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში აწ­ვდიდ­ნენ მო­სახ­ლე­ო­ბას, ეს წყა­ლი უსაფრ­თხო­აო, თქვენ კი, ჯი­ნა­ზე იძახ­დით, რომ სა­ხი­ფა­თო იყო! მე ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებ­თა­ნაც მაქვს საქ­მე, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი სე­ნია, მას რე­ზი­დენ­ტო­ბა ახა­სი­ა­თებს, რა წა­მა­ლიც არ უნდა და­ხარ­ჯო, არ გა­ნი­კურ­ნე­ბა, სა­ნამ არ მოს­პობს. არ მინ­და ჩემი ქვე­ყა­ნა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ამ რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ფორ­მით იყოს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი - პო­ლი­ტი­კურ ტუ­ბერ­კუ­ლოზ­ზე ვლა­პა­რა­კობ. იქ­ნებ, შე­ვე­ცა­დოთ, თუ გან­კურ­ნე­ბა არ გინ­დათ, იზო­ლა­ცი­ა­ში იყოთ. მო­სახ­ლე­ო­ბას ვთხოვ, თუ თავი გინ­დათ და­იძ­ვრი­ნოთ, პო­ლი­ტი­კუ­რი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის მსხვერ­პლი არ გახ­დეთ, ამ ხალ­ხს გა­ვე­მიჯ­ნოთ. რო­გორც გინ­დათ, ისე აღიქ­ვას ჩვენ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ, რა­საც ახლა ვი­ტყვი. დიდი ხა­ნია, რაც დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში ვარ, ნაღ­ვლის ბუშ­ტში კენ­ჭს რომ და­ვი­ნა­ხავ, იმ ადა­მი­ანს ვე­უბ­ნე­ბი, შენ აუ­ცი­ლებ­ლად ოპე­რა­ცია უნდა გა­ი­კე­თო-მეთ­ქი. რა­ტომ? - არ მტკი­ვაო. ისეთ დროს შე­გი­ტევს, ექი­მი იქ არ გე­ყო­ლე­ბა - თვითმფრი­ნავ­ში, გემ­ზე, მა­ტა­რე­ბელ­ში და ამან შე­იძ­ლე­ბა შენს ჯან­მრთე­ლო­ბას დიდი ზი­ა­ნი შე­მა­ტოს-მეთ­ქი. აი, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ვაკ­ვირ­დე­ბი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ნაღ­ვლის ბუშ­ტის კენ­ჭე­ბი ჩვენს პო­ლი­ტი­კა­ში ბევ­რია, ეს სა­ბო­ტა­ჟის წყა­როა, დიდი მად­ლო­ბა ჩვენს გო­ნი­ერ მო­სახ­ლე­ო­ბას, ამ კენ­ჭის გა­ჭედ­ვის­თვის. ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ, ჩემი ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამის უფ­ლე­ბა მაქვს, დრო დად­გა, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კენ­ჭე­ბი­ა­ნი ნაღ­ვლის ბუშ­ტი ამო­ვი­ღოთ!“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხა­ძემ.

მან პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­საც მი­მარ­თა.

„ამ ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ა­ზე, ჩემ­მა სა­ხელ­მა და გვარ­მა გა­იჟ­ღე­რა. როცა ადა­მი­ანს პა­ტივს ვცემ, ვუს­მენ, ყუ­რებ­ზე მი­კე­თია [ყურ­სას­მე­ნი], ვის ნათ­ქვამ­საც არ ვუს­მენ, ყუ­რებ­ზე არ მი­კე­თია. თავი იმი­ტომ და­ვაქ­ნიე - ჰო, ჩემი დი­აგ­ნო­ზი გა­მარ­თლდა-მეთ­ქი, ვა­მოწ­მებ ადა­მი­ა­ნებს, ცხოვ­რე­ბა­ში დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზით. ერთ-ერთი, რო­მელ­მაც ჩემ გვარს მო­უხ­მო - ფრთხი­ლად, ჩემ გვარ­თან, კბი­ლი არ მო­ი­ტე­ხოთ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tato
0

სამარცხვიო კაცი.

juliana
0

ამბობენ კარგი თამადააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"ვაკვირდები, რომ პოლიტიკური ნაღვლის ბუშტის კენჭები ჩვენს პოლიტიკაში ბევრია" - ლადო კახაძის სამედიცინო შედარებები პარლამენტის სხდომაზე

"ვაკვირდები, რომ პოლიტიკური ნაღვლის ბუშტის კენჭები ჩვენს პოლიტიკაში ბევრია" -  ლადო კახაძის სამედიცინო შედარებები პარლამენტის სხდომაზე

ლადო კახაძე

გაფრთხილებთ, სიგარეტს ნუ ეწევით, თორემ ინფარქტი მოგივათ-მეთქი და არ მიჯერებთ! პოლიტიკაში გეუბნებით, ანალიზის გარეშე, მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სიტყვებს ნუ ლაპარაკობთ ამ მიკროფონში, ხალხს აავადებთ-მეთქი ვამბობ და არ ასრულებთ! - ამ სიტყვებით უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.

კახაძის თქმით, პოლიტიკოსები საზოგადოებას გაჯანსაღების ნაცვლად, აავადებენ.

„ყველა ადამიანს შეიძლება ტვინში სისხლი ჩაექცეს, ინფარქტი დაემართოს, უცებ, ტრავმა მოუვიდეს, გარეთ გავიდეს და ფეხი მოიტეხოს - ამის ტოლფასია სტიქია, ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, მე ექიმი ვარ და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ ახლა. პოლიტიკოსებს ექიმებს გადარებთ და ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკოსები ექიმების დონეზე ავიყვანო, მაგრამ ზოგს არ გიხდებათ ეს პოლიტიკოსობა, რადგან საზოგადოების ექიმებად ვერ ივარგებთ, თქვენი სიტყვით გაჯანსაღების ნაცვლად საზოგადოებას აავადებთ. ბოდიშს ვუხდი გარდაცვლილთა ყველა სულს, მიწაზე დარჩენილებს ტკივილში ვუერთდები, ყველას ვისაც სტკივა, ყველას მიმართ სამძიმარს გამოვთქვამ, დედამიწის მიმართ - დედამიწაც ცოცხალი ორგანიზმია და მან არ იცის, სად, რა მოუვა, სად მოწყდება მეწყერი, ეს დედამიწამ არ იცის. პროგნოზს და გაფრთხილებას რაც შეეხება, აგერ, 50 წელია, გაფრთხილებთ, სიგარეტს ნუ ეწევით, თორემ ინფარქტი მოგივათ-მეთქი და არ მიჯერებთ, კაცო! პოლიტიკაში გეუბნებით, ანალიზის გარეშე, მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სიტყვებს ნუ ლაპარაკობთ ამ მიკროფონში, ხალხს აავადებთ-მეთქი ვამბობ და არ ასრულებთ, კაცო! რატომ არ ლაპარაკობთ დღეს შავი ზღვის დაბინძურებაზე? იცით რატომ? სეზონი გავიდა და იმ ხალხს ვეღარ დააფრთხობთ. გაფრთხილების სისტემა 7 იყო, 9 გახდა, მერე 12, ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიდნენ მოსახლეობას, ეს წყალი უსაფრთხოაო, თქვენ კი, ჯინაზე იძახდით, რომ სახიფათო იყო! მე ქრონიკულ დაავადებებთანაც მაქვს საქმე, ტუბერკულოზი განუკურნებელი სენია, მას რეზიდენტობა ახასიათებს, რა წამალიც არ უნდა დახარჯო, არ განიკურნება, სანამ არ მოსპობს. არ მინდა ჩემი ქვეყანა ტუბერკულოზის ამ რეზისტენტული ფორმით იყოს დაავადებული - პოლიტიკურ ტუბერკულოზზე ვლაპარაკობ. იქნებ, შევეცადოთ, თუ განკურნება არ გინდათ, იზოლაციაში იყოთ. მოსახლეობას ვთხოვ, თუ თავი გინდათ დაიძვრინოთ, პოლიტიკური ტუბერკულოზის მსხვერპლი არ გახდეთ, ამ ხალხს გავემიჯნოთ. როგორც გინდათ, ისე აღიქვას ჩვენმა მოსახლეობამ, რასაც ახლა ვიტყვი. დიდი ხანია, რაც დიაგნოსტიკაში ვარ, ნაღვლის ბუშტში კენჭს რომ დავინახავ, იმ ადამიანს ვეუბნები, შენ აუცილებლად ოპერაცია უნდა გაიკეთო-მეთქი. რატომ? - არ მტკივაო. ისეთ დროს შეგიტევს, ექიმი იქ არ გეყოლება - თვითმფრინავში, გემზე, მატარებელში და ამან შეიძლება შენს ჯანმრთელობას დიდი ზიანი შემატოს-მეთქი. აი, ჩემდა სამწუხაროდ, ვაკვირდები, რომ პოლიტიკური ნაღვლის ბუშტის კენჭები ჩვენს პოლიტიკაში ბევრია, ეს საბოტაჟის წყაროა, დიდი მადლობა ჩვენს გონიერ მოსახლეობას, ამ კენჭის გაჭედვისთვის. ხმამაღლა ვამბობ, ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამის უფლება მაქვს, დრო დადგა, ეს პოლიტიკური კენჭებიანი ნაღვლის ბუშტი ამოვიღოთ!“, - განაცხადა კახაძემ.

მან პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსაც მიმართა.

„ამ ინტერპელაციაზე, ჩემმა სახელმა და გვარმა გაიჟღერა. როცა ადამიანს პატივს ვცემ, ვუსმენ, ყურებზე მიკეთია [ყურსასმენი], ვის ნათქვამსაც არ ვუსმენ, ყურებზე არ მიკეთია. თავი იმიტომ დავაქნიე - ჰო, ჩემი დიაგნოზი გამართლდა-მეთქი, ვამოწმებ ადამიანებს, ცხოვრებაში დასმული დიაგნოზით. ერთ-ერთი, რომელმაც ჩემ გვარს მოუხმო - ფრთხილად, ჩემ გვართან, კბილი არ მოიტეხოთ“, - განაცხადა კახაძემ.