ავტორი:

"ბატონო ვახტანგ, რატომ იყიდეთ 547 ათასად სახლი? ნახევარ მილიონ ლარად როგორ მოახერხეთ?" - ხაბეიშვილი შს მინისტრს

"ბატონო ვახტანგ, რატომ იყიდეთ 547 ათასად სახლი? ნახევარ მილიონ ლარად როგორ მოახერხეთ?" - ხაბეიშვილი შს მინისტრს

ბატონო ვახტანგ, მაშველები გმირები არიანო რომ იძახით, ამ გმირებს რატომ სცივათ, რატომ სწყურიათ და თქვენ რატომ იყიდეთ 547 ათასად სახლი?, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით უსმენენ.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, კორუფცია "ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამარკო ნიშანია.

"რომ ამბობთ, რომ მაშველები გმირები არიანო, ბატონო ვახტანგ, ფარად რომ გამოიყენეთ მაშველები, ეს ხალხი იღებს ხელზე ათას ლარს, ოთხას ლარს ტოვებს სესხში და კიდევ მერე კომუნალურებს იხდიან... გმირები არიანო რომ იძახით, ამ გმირებს რატომ სცივათ, რატომ სწყურიათ და თქვენ რატომ იყიდეთ 547 ათასად სახლი? ნახევარ მილიონ ლარად როგორ მოახერხეთ? ვარკეთილში ცხოვრობდით პირველ მიკრორაიონში და წლებია კაცს აღარ უნახიხართ იქ, ბევრი ფული იშოვეთ და გაიქეცით აქედან. კორუფცია არის თქვენი სამარკო ნიშანი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, შოვის ტრაგედიაზე საუბრისას, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ტრაგედიის ზონაში რომ "ქართული ოცნების“ წევრების ოჯახის წვერები აღმოჩენილიყვნენ და სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილიყო, შს მინისტრს "ასე მგზნებარედ“ აღარ დაიცავდნენ.

"ძალიან მარტივი შეკითხვა მაქვს. ჯვარი სწერია, ყველა ადამიანის სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთი შეკითხვა დამებადა. თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი, შვილი, ძმა, რომ ყოფილიყო იმ ადგილას, იტყოდით, რომ ათი საათის შემდეგ რომ თქვეს, რომ "შეწყდა სამაშველო ოპერაცია და მაინც არავინ არ გადარჩებოდა ახლა იქ“, ასევე მგზნებარედ დაიცავდით შინაგან საქმეთა მინისტრად წოდებულ გომელაურს? თქვენი ოჯახის წევრი რომ ყოფილიყო იქ და 0,0001% რომ ყოფილიყო გადარჩენის შანსი და ოპერაცია შეწყვეტილიყო, იტყოდით, რომ ნორმალურია? ოთხის ათ წუთზე რომ შევიდა სამაშველოში ზარი და თქვენ იცოდით, რომ უმძიმესი ტრაგედია ხდებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო რატომ არ ჩაერთო სამაშველო ოპერაციაში. რატომ არ ჩაერთო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რამდენიმე საათში?“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

იხილეთ ასევე: