ავტორი:

რომან გოცირიძე უმრავლესობას: "გინდათ თავი მოაწონოთ, მაგრამ ივანიშვილი ისე გისმენთ, როგორც მე მისმენს ახლა ჩემი კატა ტელეეკრანის წინ"

რომან გოცირიძე უმრავლესობას: "გინდათ თავი მოაწონოთ, მაგრამ ივანიშვილი ისე გისმენთ, როგორც მე მისმენს ახლა ჩემი კატა ტელეეკრანის წინ"

ისე გისმენთ ბიძინა ივანიშვილი, როგორც მე მისმენს ახლა ჩემი კატა ტელეეკრანების წინ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მან უმრავლესობის წევრებს მიმართა, ნუ ჰგონიათ, რომ მათ ახლა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი უსმენთ.

"ძალიან აგრესიულად დაურიგებიხართ ვიღაცას, გამოდიხართ და კოლექტიურად უკიჟინებთ, კოლექტიური მოკიჟინეები არიან მშიშრები, თქვენ ახლა გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ზის, გისმენთ და მერე პარლამენტის სიაში მოხვდებით. გინდათ თავი მოაწონოთ. ისე გისმენთ ბიძინა ივანიშვილი, როგორც მე მისმენს ახლა ჩემი კატა ტელეეკრანების წინ“,- მიმართა გოცირიძემ უმრავლესობას.

გოცირიძემ ხელისუფლება უმოქმედობის გამო გააკრიტიკა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ 10 წელიწადი მოანდომა 3 ვერტმფრენის შეკვეთას, რომელიც როდის ჩამოვა, არავინ იცის.

"შეგახსენებთ, "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა და იმ ხელისუფლების საპარლამენტო უფლებამოსილება ცნობილი იქნა 2012 წლის 11 დეკემბერს. ახლა რას ვკითხულობთ, შს მინისტრის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს შევუკვეთეთ ფრანგულ კომპანიას 3 თვითმფრინავი. 10 წელიწადი მოანდომეთ 3 ვერტმფრენის შეკვეთას, რომელიც როდის ჩამოვა, ღმერთმა იცის. აქ კი წერია პირველი 6 თვეში იქნებაო. შეიძლება კი ჩამოვიდეს ეს ვერტმფრენი 6 თვეში, მაგრამ მეორე და მესამე როდის იქნება, რა არის ეს? თქვენ გქონოდათ, ვერტმფრენამდე დავიყვანეთ ტრაგედია? ერთი ვერტმფრენი მაინც რომ ყოფილიყო, დღეს გადარჩენილი იქნებოდნენ ის ბავშვები. ვერეს ტრაგედიისას ბავშვები სახურავზე ისხდნენ და პირდაპირ ცოცხალ ეთერში იძირებოდნენ წყალში. საკმარის იყო ერთი ღამის განათებისა და სპეციალური აღჭურვილობის მქონე ვერტმფრენი, რომ ეს ადამიანები ცოცხლები იქნებოდნენ“, - განაცხადა გოცირიძემ.

გარდა ამისა, ის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხსაც შეეხო და ხელისუფლებას მიმართა, რომ კონსტიტუციას არღვევს.

"მაქვს ერთადერთი საკითხი, თქვენ არღვევთ კონსტიტუციას, არავინ გეკითხებათ კანონით, შევქმნით თუ არა საგამოძიებო კომისიას. თქვენი ვალდებულებაა, მოხვიდეთ პარლამენტში, დააჭიროთ ღილაკს ხელი და რეგისტრაცია გაიაროთ. ნუ იმალებით მაგიდების ქვეშ, როდესაც კენჭისყრის საკითხს ვაყენებთ. კენჭისყრაში თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, ჩვენ 50 ვართ. კონსტიტუციით საკმარისი. როდესაც დროებით საგამოძიებო კომისიას არ გვაქმნევინებთ რაღაც ვირეშმაკობებით, ხრიკებით და ამით კონსტიტუციას არღვევთ, კეთილი ინებოს პარლამენტის ხელმძღვანელობამ და გააცნობიეროს, რას ნიშნავს თქვენს მიერ ნაქები და "ნაპიარები" კონსტიტუციის დარღვევა“,- განაცხადა გოცირიძემ.