ავტორი:

"ყველაზე საშიში ასტეროიდი" - NASA -ს კაფსულა "ბენუდან" წამოღებულ მტვერს დედამიწაზე ჩამოიტანს: რა არის კვლევის მიზანი?

"ყველაზე საშიში ასტეროიდი" - NASA -ს კაფსულა "ბენუდან" წამოღებულ მტვერს დედამიწაზე ჩამოიტანს: რა არის კვლევის მიზანი?

24 სექტემბერს, იუტას უდაბნოში, ნასას ოსირის-რექსის კაფსულა დაეშვება. კაფსულა ასტეროიდ ბენუდან წამოღებულ მტვერს ჩამოიტანს.

OSIRIS-REx-ი ფლორიდიდან, კანავერალის კონცხიდან 2016 წლის 8 სექტემბერს გაუშვეს. ასტეროიდ ბენუსთან ის 2018 წლის დეკემბერში მივიდა.

მკვლევრები ბენუს ნახშირბადოვან ასტეროიდებს მიაკუთვნებენ, რაც ნიშნავს, რომ მან შეინარჩუნა ის ქიმიური აგებულება, რომელიც 4.5 მილიარდი წლის წინ, მზისა და მთვარის ჩამოყალიბების დროს ჰქონდა. ხომალდ OSIRIS-REx-ის მთავარი მისია სწორედ ბენუს ზედაპირიდან აღებული მასალის დედამიწაზე ჩამოტანაა - ასეთი ნიმუშების შესწავლა კი მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს, პასუხი გასცენ ფუნდამენტურ კითხვებს მზის სისტემის წარმოშობის შესახებ.

კვლევის თავდაპირველი იდეა ბრიტანელ როკის ლეგენდას, Queen-ის გიტარისტ ბრაიან მეის ეკუთვნის, რომელიც პროფესიით ასტროფიზიკოსია.

  • მეცნიერები ბენუს ყველაზე საშიშ ასტეროიდად მიიჩნევენ - 2100-იანი წლების ბოლოს დედამიწასთან შეჯახების შესაძლო რისკი გამო; შესაბამისად, მისია ასევე შეისწავლის იმ გზებს, რომლითაც შესაძლებელი გახდება მსგავსი კატასტროფის თავიდან აცილება. წყარო