Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორბლის დათესვიდან მოსავლის აღებამდე – ინტერვიუ ფერმერ ზეზვა ობგაიძესთან
ხორბლის დათესვიდან მოსავლის აღებამდე – ინტერვიუ ფერმერ ზეზვა ობგაიძესთან

ფერ­მე­რე­ბი, რო­მელ­თაც სა­ად­რეო მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბი მოჰ­ყავთ, ახლა დიდ სამ­ზა­დის­ში არი­ან. ნი­ა­და­გის მოხ­ვნა-კულ­ტი­ვა­ცია უკვე და­წყე­ბუ­ლია, ორი­ო­დე კვი­რა­ში კი თეს­ვის პრო­ცე­სიც და­ი­წყე­ბა. ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ფერ­მე­რი ზეზ­ვა ობ­გა­ი­ძეც, რო­მელ­საც მარ­ნე­უ­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ 200 ჰექ­ტარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხორ­ბა­ლი, ქერი და ხახ­ვი მოჰ­ყავს. ახლა ის სა­შე­მოდ­გო­მო ხორ­ბლის და­სა­თე­სად ნი­ა­დაგს ამ­ზა­დებს, რაც მი­წის მოხ­ვნას, კულ­ტი­ვა­ცი­ა­სა და გა­ნოყი­ე­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რა არის სა­ჭი­რო ხორ­ბლის ხა­რის­ხი­ა­ნი და უხვი მო­სავ­ლის მი­სა­ღე­ბად? რო­გორ არ­ჩევს ფერ­მე­რი სა­თეს­ლე მა­სა­ლას, სა­სუ­ქებ­სა თუ დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს და რა პრო­ცესს გა­დის ის და­თეს­ვი­დან მო­სავ­ლის აღე­ბამ­დე? – ამ კი­თხვე­ბით ზეზ­ვა ობ­გა­ი­ძეს მივ­მარ­თეთ.

ბა­ტო­ნო ზეზ­ვა, რა ჯი­შის ხორ­ბალ­ზე აკე­თებთ არ­ჩე­ვანს და რა­ტომ?

წელს მე­ო­რედ დავ­თე­სავ ხორ­ბლის ავ­სტრი­ულ სა­ად­რეო ჯიშს „ამი­კუსს“, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში „აგ­როს­ფე­რო“ აწარ­მო­ებს. ეს ჯიში მორ­გე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რივ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, ხა­რის­ხი­ან და მა­ღალ მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა.

სა­თეს­ლე მა­სა­ლის „აგ­როს­ფე­როს­გან“ შე­ძე­ნა იმ ფაქ­ტმაც გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, რომ მათ­თან ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო „ამი­კუ­სის“ პირ­ვე­ლი რეპ­რო­დუქ­ცია. რო­გორც იცით, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რო­მე­ლი თა­ო­ბის მა­სა­ლას თე­სავ, რად­გან რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბის ზრდას­თან ერ­თად მო­სავ­ლი­ა­ნო­ბაც კლე­ბუ­ლობს.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­სუ­ქე­ბი­სა და მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა?

სა­სუ­ქე­ბი და მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ისე­თი­ვე გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ბო­ლოო შე­დეგ­ზე, რო­გორც სა­თეს­ლე მა­სა­ლა. ამი­ტომ მათ სწო­რად შერ­ჩე­ვა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ბევ­რი სა­ეჭ­ვო პრე­პა­რა­ტია, რო­მელ­თა ზუს­ტი შე­მად­გენ­ლო­ბაც არ ვი­ცით და სა­ბო­ლო­ოდ ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნია.

მე პი­რა­დად ბევ­რი რამ სა­კუ­თა­რი ზა­რა­ლის ხარ­ჯზე ვის­წავ­ლე. ახლა ვიცი, რომ ჯობს პრო­დუქ­ცი­ა­ში უფრო მეტი გა­და­ი­ხა­დო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო შე­დეგ­ში, ვიდ­რე და­უშ­ვა ისე­თი შეც­დო­მე­ბი, რო­მელ­თა გა­მოს­წო­რე­ბა­საც ვე­ღარ შეძ­ლებ. ამი­ტომ მე­ო­რე წე­ლია Yara-ს სა­სუ­ქებ­სა და Bayer-ის მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს ვი­ყე­ნებ. მათი ზუს­ტი შე­მად­გენ­ლო­ბაც ვიცი და ხა­რისხშიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ გე­ტყვით, რომ თუკი მა­ნამ­დე ჰექ­ტარ­ზე 1.8 ტონა ხორ­ბა­ლი მო­დი­ო­და, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი სა­თეს­ლე მა­სა­ლი­სა და ხა­რის­ხი­ა­ნი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, მო­სა­ვა­ლი ჰექ­ტარ­ზე 3.5 ტო­ნამ­დე გა­ი­ზარ­და.

რო­გო­რია პრო­ცე­სი ხორ­ბლის და­თეს­ვი­დან მო­სავ­ლის აღე­ბამ­დე – რა ძი­რი­თა­დი სა­ფე­ხუ­რე­ბის­გან შედ­გე­ბა ის?

ცხა­დია, პირ­ვე­ლი ეტა­პი მოხ­ვნა და მი­წის კულ­ტი­ვა­ცი­აა. ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ და­თეს­ვის პრო­ცე­სი იწყე­ბა, რის პა­რა­ლე­ლუ­რა­დაც შეგ­ვაქვს სა­სუ­ქი. გა­ზა­ფხუ­ლამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აღარ სრულ­დე­ბა და ვე­ლო­დე­ბით აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ჯე­ჯი­ლის გა­მო­ზამ­თრე­ბას. გა­ზა­ფხულ­ზე ნი­ა­დაგ­ში ხელ­მე­ო­რედ შეგ­ვაქვს შე­სა­ბა­მი­სი სა­სუ­ქი ორ ეტა­პად, პა­ტა­რა დო­ზე­ბით, რათა მცე­ნა­რემ საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი სრუ­ლად აით­ვი­სოს. ამის შემ­დეგ ვაკ­ვირ­დე­ბით სა­რე­ვე­ლე­ბის, მავ­ნებ­ლე­ბი­სა და სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პრო­ცესს და შე­სა­ბა­მი­სი დო­ზე­ბი­თა და ინ­ტერ­ვა­ლე­ბით ვი­ყე­ნებთ ჰერ­ბი­ცი­დებს, ინ­სექ­ტი­ცი­დებ­სა და ფუნ­გი­ცი­დებს.

ივ­ლი­სის და­სა­წყი­სი­დან უკვე მო­სავ­ლის აღე­ბი­სა და და­ბი­ნა­ვე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. სექ­ტემ­ბრი­დან კი ახა­ლი ციკ­ლი იწყე­ბა.

NS

გოჩა
0

წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ხორბლის დათესვიდან მოსავლის აღებამდე – ინტერვიუ ფერმერ ზეზვა ობგაიძესთან

ხორბლის დათესვიდან მოსავლის აღებამდე – ინტერვიუ ფერმერ ზეზვა ობგაიძესთან

ფერმერები, რომელთაც საადრეო მარცვლეული კულტურები მოჰყავთ, ახლა დიდ სამზადისში არიან. ნიადაგის მოხვნა-კულტივაცია უკვე დაწყებულია, ორიოდე კვირაში კი თესვის პროცესიც დაიწყება. ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება თანამედროვე ფერმერი ზეზვა ობგაიძეც, რომელსაც მარნეულის მიმდებარედ არსებულ 200 ჰექტარ ტერიტორიაზე ხორბალი, ქერი და ხახვი მოჰყავს. ახლა ის საშემოდგომო ხორბლის დასათესად ნიადაგს ამზადებს, რაც მიწის მოხვნას, კულტივაციასა და განოყიერებას გულისხმობს.

რა არის საჭირო ხორბლის ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად? როგორ არჩევს ფერმერი სათესლე მასალას, სასუქებსა თუ დაცვის საშუალებებს და რა პროცესს გადის ის დათესვიდან მოსავლის აღებამდე? – ამ კითხვებით ზეზვა ობგაიძეს მივმართეთ.

ბატონო ზეზვა, რა ჯიშის ხორბალზე აკეთებთ არჩევანს და რატომ?

წელს მეორედ დავთესავ ხორბლის ავსტრიულ საადრეო ჯიშს „ამიკუსს“, რომელსაც საქართველოში „აგროსფერო“ აწარმოებს. ეს ჯიში მორგებულია ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე და, შესაბამისად, ხარისხიან და მაღალ მოსავალს იძლევა.

სათესლე მასალის „აგროსფეროსგან“ შეძენა იმ ფაქტმაც გადამაწყვეტინა, რომ მათთან ხელმისაწვდომი იყო „ამიკუსის“ პირველი რეპროდუქცია. როგორც იცით, დიდი მნიშვნელობა აქვს რომელი თაობის მასალას თესავ, რადგან რეპროდუქციების ზრდასთან ერთად მოსავლიანობაც კლებულობს.

რამდენად მნიშვნელოვანია სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების სწორად შერჩევა?

სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები ისეთივე გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე, როგორც სათესლე მასალა. ამიტომ მათ სწორად შერჩევასა და გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე ბევრი საეჭვო პრეპარატია, რომელთა ზუსტი შემადგენლობაც არ ვიცით და საბოლოოდ ნაკლებად ეფექტიანია.

მე პირადად ბევრი რამ საკუთარი ზარალის ხარჯზე ვისწავლე. ახლა ვიცი, რომ ჯობს პროდუქციაში უფრო მეტი გადაიხადო და დარწმუნებული იყო შედეგში, ვიდრე დაუშვა ისეთი შეცდომები, რომელთა გამოსწორებასაც ვეღარ შეძლებ. ამიტომ მეორე წელია Yara-ს სასუქებსა და Bayer-ის მცენარეთა დაცვის საშუალებებს ვიყენებ. მათი ზუსტი შემადგენლობაც ვიცი და ხარისხშიც დარწმუნებული ვარ. საილუსტრაციოდ გეტყვით, რომ თუკი მანამდე ჰექტარზე 1.8 ტონა ხორბალი მოდიოდა, სწორად შერჩეული სათესლე მასალისა და ხარისხიანი პრეპარატების გამოყენების შემდეგ, მოსავალი ჰექტარზე 3.5 ტონამდე გაიზარდა.

როგორია პროცესი ხორბლის დათესვიდან მოსავლის აღებამდე – რა ძირითადი საფეხურებისგან შედგება ის?

ცხადია, პირველი ეტაპი მოხვნა და მიწის კულტივაციაა. ნიადაგის მომზადების შემდეგ დათესვის პროცესი იწყება, რის პარალელურადაც შეგვაქვს სასუქი. გაზაფხულამდე მნიშვნელოვანი სამუშაოები აღარ სრულდება და ველოდებით აღმოცენებული ჯეჯილის გამოზამთრებას. გაზაფხულზე ნიადაგში ხელმეორედ შეგვაქვს შესაბამისი სასუქი ორ ეტაპად, პატარა დოზებით, რათა მცენარემ საკვები ნივთიერებები სრულად აითვისოს. ამის შემდეგ ვაკვირდებით სარეველების, მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების პროცესს და შესაბამისი დოზებითა და ინტერვალებით ვიყენებთ ჰერბიციდებს, ინსექტიციდებსა და ფუნგიციდებს.

ივლისის დასაწყისიდან უკვე მოსავლის აღებისა და დაბინავებისთვის ვემზადებით. სექტემბრიდან კი ახალი ციკლი იწყება.

NS