მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს ჯაშუშები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდნენ - ვინ არიან ბრალდებულები და რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას
დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს ჯაშუშები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდნენ - ვინ არიან ბრალდებულები და რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას

რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ ხუთ პირს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ბრალს წა­უ­ყე­ნე­ბენ. ორ­ლინ რო­სე­ვი, ბი­ზერ ჯამ­ბა­ზო­ვი, კატ­რინ ივა­ნო­ვა, ივან სტო­ი­ა­ნო­ვი და ვა­ნია გა­ბე­რო­ვა მომ­დევ­ნო სამ­შა­ბათს ვეს­ტმინ­სტე­რის სა­სა­მარ­თლო­ში წარ­სდგე­ბი­ან.

ისი­ნი ბულ­გა­რე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და ბრა­ლად ედე­ბათ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა და რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, ჯა­შუ­შუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით ისი­ნი 2020 წლის აგ­ვის­ტო­დან, 2023 წლის თე­ბერ­ვლამ­დე პე­რი­ოდ­ში იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი..

  • გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ოპე­რა­ტი­ულ ჯა­შუ­შურ ქსელ­ში და ეს სა­მუ­შაო მო­ი­ცავ­და კონ­კრე­ტულ სა­მიზ­ნე­ებ­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას. მათ ბრა­ლად ედე­ბათ დიდ ბრი­ტა­ნეთს და ევ­რო­პა­ში აქ­ტი­ურ ოპე­რა­ცი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მა.

პო­ლი­ცი­ის ოფიც­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს მათი ყალ­ბი პას­პორ­ტე­ბი და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი. მათ ჰქონ­დათ ბრი­ტა­ნე­თის, ბულ­გა­რე­თის, საფ­რან­გე­თის, იტა­ლი­ის, ეს­პა­ნე­თის, ხორ­ვა­ტი­ის, სლო­ვე­ნი­ის, სა­ბერ­ძნე­თი­სა და ჩე­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი.

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, მუ­შა­ობ­დნენ სხვა­დას­ხვა სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, ჰქონ­დათ არა­ერ­თი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ბრი­ტა­ნე­თის ქა­ლა­ქე­ბის გა­რე­უბ­ნებ­ში.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯგუფს რუ­სე­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მელ­საც რუ­სეთ­ში საქ­მი­ა­ნი გა­რი­გე­ბე­ბის ის­ტო­რია აქვს. ის 2009 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და სამი წელი ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბის ტექ­ნი­კურ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
15

საქართველო გინესის რეკორდზე წარადგინეს. ბოლო 10 წელიწადში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ვერ გამოავლინეს რუსეთის აგენტები. 

კოტე
15

მეღიმება, როცა ეგეთი თემები პუბლიცისტიკის დონეზეა. ეგ სერიოზული საკითხია და სინამდვილეში რა და როგორ იყო, არავინ გაასაჯაროებს. სიტყვა "ჯაშუშს" ისე ხმარობენ, თითქოს უბრალო ვინმეა. არა ბატონებო, ეგენი არანაირი ჯაშუშები არ ყოფილან. მართლა ჯაშუშები ერთეულებია, რომელთა გამოვლენა იშვიათად ხდება. სრულიად განსხვავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მომუშავე, ან ინფორმაციის წყარო და ა.შ. ეგეთები წვრილფეხობაა. ისე, საქართველოში და ზოგადად ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ეგეთი ჯაშუშები უამრავია. ან, რა გასაკვირია, როცა ათასობით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც პირდაპირ უცხოეთიდან ფინანსდება და ხელფასს იღებენ, თავისუფლად საქმიანობს. რა მნიშვნელობა აქვს, დაფინანსების წყარო ვინ არის, რუსეთი, დასავლეთი, თუ აღმოსავლეთი. დამფინანსებელი ხომ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის, მოქმედებს. შესაბამისად, ის დაფინანსებულებიც მხოლოდ, ვიმეორებ, მხოლოდ უცხოელების ინტერესებს იცავენ. ამიტომ, იცოდეთ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საუბრობს, ის მხოლოდ იმ უცხო სახელმწიფოს დირექტივებით და საკეთილდღეოდ მოქმედებს, ვისგანაც ფულს იღებს. არავინ იფიქროს, რომ ის შესაძლოა, თუნდაც მინიმალურად, საქართველოს სასიკეთოდ რამეს ამბობდეს და აკეთებდეს. და კიდევ, დამფინანსებლის გარეშე ნაბიჯს არ/ვერ დგამენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს ჯაშუშები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდნენ - ვინ არიან ბრალდებულები და რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას

დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს ჯაშუშები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდნენ - ვინ არიან ბრალდებულები და რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ხუთ პირს დიდ ბრიტანეთში ბრალს წაუყენებენ. ორლინ როსევი, ბიზერ ჯამბაზოვი, კატრინ ივანოვა, ივან სტოიანოვი და ვანია გაბეროვა მომდევნო სამშაბათს ვესტმინსტერის სასამართლოში წარსდგებიან.

ისინი ბულგარეთის მოქალაქეები არიან და ბრალად ედებათ ინფორმაციის შეგროვება და რუსეთისთვის გადაცემა. სამართალდამცველების ცნობით, ჯაშუშური საქმიანობით ისინი 2020 წლის აგვისტოდან, 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში იყვნენ დაკავებულნი..

  • გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მუშაობდნენ რუსეთის უშიშროების სამსახურის ოპერატიულ ჯაშუშურ ქსელში და ეს სამუშაო მოიცავდა კონკრეტულ სამიზნეებზე მეთვალყურეობას. მათ ბრალად ედებათ დიდ ბრიტანეთს და ევროპაში აქტიურ ოპერაციებზე მუშაობა, ინფორმაციის შეგროვება და ამ ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემა.

პოლიციის ოფიცრებმა აღმოაჩინეს მათი ყალბი პასპორტები და პირადობის მოწმობები. მათ ჰქონდათ ბრიტანეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთისა და ჩეხეთის მოქალაქეობის ყალბი დოკუმენტები.

ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ დიდ ბრიტანეთში, მუშაობდნენ სხვადასხვა სამუშაოებზე, ჰქონდათ არაერთი უძრავი ქონება ბრიტანეთის ქალაქების გარეუბნებში.

გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფს რუსევი ხელმძღვანელობდა, რომელსაც რუსეთში საქმიანი გარიგებების ისტორია აქვს. ის 2009 წელს საცხოვრებლად გადავიდა დიდ ბრიტანეთში და სამი წელი ფინანსური სერვისების ტექნიკურ სამსახურში მუშაობდა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე