სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩიკაგოდან თბილისამდე – მიუზიკლი საქართველოშია – როგორ იქცა ის ჟანრის ლეგენდად?
ჩიკაგოდან თბილისამდე – მიუზიკლი საქართველოშია – როგორ იქცა ის ჟანრის ლეგენდად?

20 და 21 სექ­ტემ­ბერს ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­ში „ჩი­კა­გო“ წარ­დგა – მი­უ­ზიკ­ლი, რო­მელ­ში მო­თხრო­ბი­ლი ის­ტო­რია და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ-მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბიც ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს მნახ­ველ­ზე. „ჩი­კა­გოს“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ლი­ცენ­ზია „წის­ქვი­ლი ჯგუფ­მა“ სპე­ცი­ა­ლუ­რად თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პა­ნია Concord Threatricals-სგან მო­ი­პო­ვა, მის დად­გმა­ზე კი მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ­მა სივ­რცე „თე­ატ­რის“ შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ჯგუფ­მა იმუ­შა­ვა.

სა­ნამ თა­ვად გახ­დე­ბით ბოლო დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი შოუს მო­ნა­წი­ლე, ჩვენ მო­გიყ­ვე­ბით „ჩი­კა­გოს“ მდი­დარ ის­ტო­რი­ა­ზე და გა­გაც­ნობთ იმ მი­ზე­ზებს, რომ­ლებ­მაც მი­უ­ზიკ­ლი ჟან­რის ლე­გენ­დად აქ­ცია.

„ჩი­კა­გო“ – ყვე­ლა­ზე დიდი ის­ტო­რი­ის მქო­ნე მი­უ­ზიკ­ლი

„ჩი­კა­გო“ პირ­ვე­ლად მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ნიუ იორკში, ბროდ­ვე­ი­ზე, 1975 წელს წარ­დგა. მას შემ­დეგ მან მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხე­ში იმოგ­ზა­უ­რა, და­იდ­გა 36-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში და ნახა 32 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა მა­ყუ­რებ­ლებ­მა. 2002 წელს ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ამ „ჩი­კა­გოს“ ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აც იხი­ლა, რა­მაც კი­დევ უფრო შე­უ­წყო ხელი მი­უ­ზიკ­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. რობ მარ­შა­ლის რე­ჟი­სო­რო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი, რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს კეტ­რინ ზეტა ჯონ­სი და რენე ზელ­ვე­გე­რი ას­რუ­ლე­ბენ, ოს­კა­რის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე წლის სუ­რა­თად და­სა­ხელ­და.

მი­უ­ზიკლ „ჩი­კა­გოს“ სხვა­დას­ხვა დროს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი Tony Awards-ის ჯილ­დო­ე­ბი, მათ შო­რის, სა­უ­კე­თე­სო მი­უ­ზიკ­ლის, სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რი­სა და სა­უ­კე­თე­სო ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის კა­ტე­გო­რი­ებ­ში.

ნამ­დვი­ლი ფაქ­ტე­ბი და პერ­სო­ნა­ჟე­ბი

მი­უ­ზიკ­ლი „ჩი­კა­გო“ მა­უ­რინ და­ლას უოტ­კინ­სის მიერ 1926 წელს და­წე­რილ ნა­წარ­მო­ებს ეფუძ­ნე­ბა. უოტ­კინ­სი „ჩი­კა­გო თრი­ბუ­თის“ კრი­მი­ნა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად ეს­წრე­ბო­და და აშუ­ქებ­და იმ დრო­ის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს. მათ შო­რის, ის თვალს ადევ­ნებ­და ორი გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლის, ბელ­ვა გარტნე­რი­სა და ბე­უ­ლა ანა­ნის სა­სა­მარ­თლო­ებს. უოტ­კინსმა ნა­წარ­მო­ე­ბის ინ­სპი­რა­ცია სწო­რედ მათ გარ­შე­მო დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბის­გან მი­ი­ღო, ეს ორი დამ­ნა­შა­ვე ქალი კი ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვარ პერ­სო­ნა­ჟე­ბად აქ­ცია. ბელ­ვას, რო­მელ­საც ბრა­ლად ქმრი­სა და დის მკვლე­ლო­ბა ედე­ბო­და, უოტ­კინ­სის ნა­წარ­მო­ებ­ში ველ­მა კე­ლის სა­ხე­ლით ვეც­ნო­ბით. ბე­უ­ლა კი, რო­მე­ლიც საყ­ვარ­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს, რო­ქ­სი ჰარ­ტად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა.

ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ის­ტო­რი­ე­ბის ინ­სპი­რი­რე­ბით შექ­მნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი კი­დევ უფრო ზუს­ტად აღ­წერს 1920-იანი წლე­ბის ჩი­კა­გოს – იმ დრო­ინ­დელ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას, მე­დი­ას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, მიდ­რე­კი­ლე­ბებს და მკი­თხველს ეპო­ქის სიღ­რმი­სე­უ­ლად გაც­ნო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

უნი­ვერ­სა­ლუ­რი თე­მე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი პა­რა­ლე­ლე­ბი

კო­რუფ­ცია, სკან­და­ლი­სა და სენ­სა­ცი­ის მა­ძი­ე­ბე­ლი მე­დია, ად­ვი­ლად მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა­დი სა­სა­მარ­თლო, ადა­მი­ან­თა სწრაფ­ვა წარ­მა­ტე­ბის­კენ, მყი­ფე ზღვა­რი მო­რალ­სა და ამო­რა­ლუ­რო­ბას შო­რის – „ჩი­კა­გოს“ ეს მთა­ვა­რი თე­მე­ბი და მას­ში დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი გე­ოგ­რა­ფი­ულ და დრო­ით სა­ზღვრებს სცდე­ბა. მარ­თა­ლია „ჩი­კა­გო“ ამე­რი­კის 1920-იანი წლე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღ­წერს, თუმ­ცა აქ მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბე­ბი აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ნაც­ნო­ბია თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­სა და სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის­თვის. ეს კი­დევ ერთი მი­ზე­ზია იმი­სა, თუ რა­ტომ ახ­დენს ერ­თნა­ი­რად დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას „ჩი­კა­გო“ სხვა­დას­ხვა ეპო­ქი­სა და სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ან­ზე.

უნი­კა­ლუ­რი ქო­რე­ოგ­რა­ფია და მუ­სი­კა

„ჩი­კა­გოს“ ქო­რე­ოგ­რა­ფია ბობ ფოსს, ამე­რი­კის თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან და გა­მორ­ჩე­უ­ლი ხელ­წე­რის მქო­ნე ქო­რე­ოგ­რაფ­სა და მო­ცეკ­ვა­ვეს ეკუთ­ვნის. მან შეძ­ლო შე­ექ­მნა უნი­კა­ლუ­რი სტი­ლი, მხო­ლოდ „ჩი­კა­გოს­თვის“ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი, ჟეს­ტე­ბი და სი­ტყვე­ბის გა­რე­შე გად­მო­ე­ცა პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ა­თი, გან­წყო­ბა თუ სათ­ქმე­ლი.

არა­ნაკ­ლებ შთამ­ბეჭ­და­ვია მი­უ­ზიკლში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა და სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტე­ბი, რომ­ლებ­ზეც კომ­პო­ზი­ტორ­მა ჯონ კენ­დერ­მა და ლი­რი­კოს­მა ფრედ ებმა იმუ­შა­ვეს. სწო­რედ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მე­ლო­დი­ე­ბი, სა­ტი­რი­თა და შავი იუ­მო­რით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბი და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სტი­ლი ქმნის „ჩი­კა­გოს“ უნი­კა­ლურ სა­ხეს და მი­უ­ზიკ­ლი სრუ­ლი­ად ახალ სა­ფე­ხურ­ზე აჰ­ყავს.

ჩი­კა­გო­დან თბი­ლი­სამ­დე – მი­უ­ზიკ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში

ჩი­კა­გოს რუ­კა­ზე უკვე სა­ქარ­თვე­ლოც გა­მოჩ­ნდა და მი­უ­ზიკ­ლის მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან მნახ­ველ­თა რი­ცხვს ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლიც შე­უ­ერ­თდა. ამი­ე­რი­დან ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი შეძ­ლებს „თე­ატ­რის“ სივ­რცე­ში დატ­კბეს ჟან­რის კლა­სი­კად ქცე­უ­ლი „ჩი­კა­გოს“ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ-მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბით, იმოგ­ზა­უ­როს გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ამე­რი­კა­ში და გა­ავ­ლოს პა­რა­ლე­ლე­ბი დღე­ვან­დელ ეპო­ქას­თან. შოუს მსვლე­ლო­ბი­სას კი ისი­ა­მოვ­ნოს სპე­ცი­ა­ლუ­რად წარ­მოდ­გე­ნის­თვის შექ­მნი­ლი კერ­ძე­ბით.

„ჩი­კა­გოს“ შემ­დე­გი წარ­მოდ­გე­ნე­ბი „თე­ატ­რში“ 6 და 24 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. მეტი დე­ტა­ლის სა­ნა­ხა­ვად და ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად ეწ­ვი­ეთ „თე­ატ­რის“ ვებ-გვერდს: https://teatri.ge

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ჩიკაგოდან თბილისამდე – მიუზიკლი საქართველოშია – როგორ იქცა ის ჟანრის ლეგენდად?

ჩიკაგოდან თბილისამდე – მიუზიკლი საქართველოშია – როგორ იქცა ის ჟანრის ლეგენდად?

20 და 21 სექტემბერს ქართველი მაყურებლის წინაში „ჩიკაგო“ წარდგა – მიუზიკლი, რომელში მოთხრობილი ისტორია და ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ნომრებიც ნახევარ საუკუნეზე მეტია წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. „ჩიკაგოს“ ოფიციალური ლიცენზია „წისქვილი ჯგუფმა“ სპეციალურად თეატრალური კომპანია Concord Threatricals-სგან მოიპოვა, მის დადგმაზე კი მულტიფუნქციურმა სივრცე „თეატრის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა იმუშავა.

სანამ თავად გახდებით ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შოუს მონაწილე, ჩვენ მოგიყვებით „ჩიკაგოს“ მდიდარ ისტორიაზე და გაგაცნობთ იმ მიზეზებს, რომლებმაც მიუზიკლი ჟანრის ლეგენდად აქცია.

„ჩიკაგო“ – ყველაზე დიდი ისტორიის მქონე მიუზიკლი

„ჩიკაგო“ პირველად მაყურებლის წინაშე ნიუ იორკში, ბროდვეიზე, 1975 წელს წარდგა. მას შემდეგ მან მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში იმოგზაურა, დაიდგა 36-ზე მეტ ქვეყანაში და ნახა 32 მილიონზე მეტმა მაყურებლებმა. 2002 წელს ფართო აუდიტორიამ „ჩიკაგოს“ ეკრანიზაციაც იხილა, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მიუზიკლის პოპულარიზაციას. რობ მარშალის რეჟისორობით გადაღებული ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს კეტრინ ზეტა ჯონსი და რენე ზელვეგერი ასრულებენ, ოსკარის დაჯილდოებაზე წლის სურათად დასახელდა.

მიუზიკლ „ჩიკაგოს“ სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს თეატრალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული Tony Awards-ის ჯილდოები, მათ შორის, საუკეთესო მიუზიკლის, საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო ქორეოგრაფიის კატეგორიებში.

ნამდვილი ფაქტები და პერსონაჟები

მიუზიკლი „ჩიკაგო“ მაურინ დალას უოტკინსის მიერ 1926 წელს დაწერილ ნაწარმოებს ეფუძნება. უოტკინსი „ჩიკაგო თრიბუთის“ კრიმინალური განყოფილების ჟურნალისტი იყო, რომელიც აქტიურად ესწრებოდა და აშუქებდა იმ დროის სასამართლო პროცესებს. მათ შორის, ის თვალს ადევნებდა ორი გამორჩეულად საინტერესო ქალის, ბელვა გარტნერისა და ბეულა ანანის სასამართლოებს. უოტკინსმა ნაწარმოების ინსპირაცია სწორედ მათ გარშემო დატრიალებული ნამდვილი ამბებისგან მიიღო, ეს ორი დამნაშავე ქალი კი ნაწარმოების მთავარ პერსონაჟებად აქცია. ბელვას, რომელსაც ბრალად ქმრისა და დის მკვლელობა ედებოდა, უოტკინსის ნაწარმოებში ველმა კელის სახელით ვეცნობით. ბეულა კი, რომელიც საყვარლის მკვლელობისთვის დააკავეს, როქსი ჰარტად წარმოგვიდგება.

ნამდვილი ადამიანებისა და ისტორიების ინსპირირებით შექმნილი ნაწარმოები კიდევ უფრო ზუსტად აღწერს 1920-იანი წლების ჩიკაგოს – იმ დროინდელ სასამართლო სისტემას, მედიას, საზოგადოების ღირებულებებს, მიდრეკილებებს და მკითხველს ეპოქის სიღრმისეულად გაცნობაში ეხმარება.

უნივერსალური თემები და კულტურული პარალელები

კორუფცია, სკანდალისა და სენსაციის მაძიებელი მედია, ადვილად მანიპულირებადი სასამართლო, ადამიანთა სწრაფვა წარმატებისკენ, მყიფე ზღვარი მორალსა და ამორალურობას შორის – „ჩიკაგოს“ ეს მთავარი თემები და მასში დასმული კითხვები გეოგრაფიულ და დროით საზღვრებს სცდება. მართალია „ჩიკაგო“ ამერიკის 1920-იანი წლების საზოგადოებას აღწერს, თუმცა აქ მოთხრობილი ამბები აქტუალური და ნაცნობია თანამედროვე ეპოქასა და სხვადასხვა კულტურისთვის. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ახდენს ერთნაირად დიდ შთაბეჭდილებას „ჩიკაგო“ სხვადასხვა ეპოქისა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანზე.

უნიკალური ქორეოგრაფია და მუსიკა

„ჩიკაგოს“ ქორეოგრაფია ბობ ფოსს, ამერიკის თეატრის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და გამორჩეული ხელწერის მქონე ქორეოგრაფსა და მოცეკვავეს ეკუთვნის. მან შეძლო შეექმნა უნიკალური სტილი, მხოლოდ „ჩიკაგოსთვის“ დამახასიათებელი მოძრაობები, ჟესტები და სიტყვების გარეშე გადმოეცა პერსონაჟის ხასიათი, განწყობა თუ სათქმელი.

არანაკლებ შთამბეჭდავია მიუზიკლში გაჟღერებული მუსიკა და სიმღერების ტექსტები, რომლებზეც კომპოზიტორმა ჯონ კენდერმა და ლირიკოსმა ფრედ ებმა იმუშავეს. სწორედ დასამახსოვრებელი მელოდიები, სატირითა და შავი იუმორით გაჯერებული ტექსტები და ქორეოგრაფიული სტილი ქმნის „ჩიკაგოს“ უნიკალურ სახეს და მიუზიკლი სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს.

ჩიკაგოდან თბილისამდე – მიუზიკლი საქართველოში

ჩიკაგოს რუკაზე უკვე საქართველოც გამოჩნდა და მიუზიკლის მრავალმილიონიან მნახველთა რიცხვს ქართველი მაყურებელიც შეუერთდა. ამიერიდან ნებისმიერი მსურველი შეძლებს „თეატრის“ სივრცეში დატკბეს ჟანრის კლასიკად ქცეული „ჩიკაგოს“ ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ნომრებით, იმოგზაუროს გასული საუკუნის ამერიკაში და გაავლოს პარალელები დღევანდელ ეპოქასთან. შოუს მსვლელობისას კი ისიამოვნოს სპეციალურად წარმოდგენისთვის შექმნილი კერძებით.

„ჩიკაგოს“ შემდეგი წარმოდგენები „თეატრში“ 6 და 24 ოქტომბერს გაიმართება. მეტი დეტალის სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ „თეატრის“ ვებ-გვერდს: https://teatri.ge

NS