ინგლისელი მსახიობი სოფი ტერნერი ყოფილ პარტნიორს, ამერიკელ მომღერალ ჯო ჯონასს სასამართლოში უჩივის და ითხოვს, რომ მოიპოვოს უფლება, შვილები ინგლისში წაიყვანოს, რის უფლებასაც ამ ეტაპზე ჯო არ აძლევს.
სოფი ამტკიცებს, რომ ჯო მათ ორ მცირეწლოვან შვილს დედასთან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. ტერნერის თქმით, წყვილმა განქორწინებამდე ინგლისში სახლი შეიძინა და განიხილავდნენ შვილების დიდ ბრიტანეთში აღზრდის საკითხს. თუმცა ჯომ განქორწინების შემდეგ აზრი შეიცვალა:
"ბავშვები შეერთებულ შტატებში დაიბადნენ და მათი ცხოვრების დიდი ნაწილი აქ გაატარეს. ისინი ამერიკის მოქალაქეები არიან", - თქვა ჯონასის წარმომადგენელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფი ტერნერი ამჟამად ნიუ-იორკში, შვილებთან იმყოფება.
ჯგუფ Jonas Brothers-ის წევრი და "სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი 2019 წლის მაისში, ლას-ვეგასში დაქორწინდნენ. მათი პირველი ქალიშვილი 2020 წელს დაიბადა, მეორე კი - 2022 წელს.
ამ თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ წყვილი 4-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.
საქართველოში ვის რა ცალ ფეხზე ჰკიდია ამ უცხოელთა ვითომ ოჯახის ისტორია? 🤮რას და ვის უთმობთ ადგილს, როცა თვითონ საქართველოში ასეულობით საინტერესო თემებია ქართულ ოჯახებზე !!! დაფიქრდით: ამ უცხოელმა წუმპეებიდან ამოთრეულებმა ვაი-ოჯახმა საერთოდაც კი იციან საქართველოს არსებობა?
ძალიან დასანანია ოჯახი როცა ინგრევა. რა თქმა უნდა ყველა ნორმალურ მამას უნდა შვილებთან სიახლოვე და ურთიერთობა , რასაც სიშორის გამო ვერ მოახერხებს, ამშემთხვევაში კაცს ვერ გაამტყუნებ. მამა გაშორების მერეც აქტიურად უნდა იყოს შვილის აღზრდაში ჩართული და არ უნდა დაკარგოს შვილები სიშორით