პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ამბავი რომ მითხრეს, კარგა ხანს გონზე ვერ მოვდიოდი... თორნიკე ჩაკეტილი ბიჭია, არ მახედებდა მის საქმეებში" - გოჩა მანველიძე შვილზე, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული
"ეს ამბავი რომ მითხრეს, კარგა ხანს გონზე ვერ მოვდიოდი... თორნიკე ჩაკეტილი ბიჭია, არ მახედებდა მის საქმეებში" - გოჩა მანველიძე შვილზე, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული

ნი­დერ­ლან­დე­ბის პო­ლი­ცია 28 წლის თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძეს ეძებს. ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა თა­ნა­მე­მა­მუ­ლის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ვე­ლი­ძემ 32 წლის შო­თი­კო სა­კან­დე­ლი­ას ქა­ლაქ უტ­რეხ­ტში, სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. შემ­თხვე­ვა 19 სექ­ტემ­ბერს ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში მოხ­და. მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდას ჭრი­ლო­ბა ყე­ლის არე­ში და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მას დამ­ნა­შა­ვემ პირ­და­პირ სა­ძი­ლე არ­ტე­რია და­უ­ზი­ა­ნა.

თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძის ფო­ტოს ნი­დერ­ლან­დე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა აქ­ვეყ­ნებს და წერს: "თუ იცით მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ან ფლობთ სხვა რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას, გთხოვთ, დარ­ე­კოთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ხაზ­ზე 0800-6070. თუ შემ­თხვე­ვით გა­და­ა­წყდით თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძეს, ნუ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბით მას".

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მან­ვე­ლი­ძეს შენ­გე­ლი­ას­თან უთან­ხმო­ე­ბა ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰქონ­და და მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი თვლი­ან, რომ ეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა იყო. რა გახ­და ამ შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, ამას, ალ­ბათ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­ად­გე­ნენ.

AMBEBI.GE თორ­ნი­კეს მა­მას, მწე­რალ გოჩა მან­ვე­ლი­ძეს ესა­უბ­რა:

"ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვი, იქ და­მი­რე­კეს და მაც­ნო­ბეს ეს ამ­ბა­ვი. ორი დღის წინ თორ­ნი­კე თვი­თონ გა­ვა­ცი­ლე ჰო­ლან­დი­ა­ში, მის მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად წა­ვი­და. მას მერე არ დამ­კავ­ში­რე­ბია, ვერც გო­გო­ნას ვუ­კავ­შირ­დე­ბით. ახლა ვცდი­ლობ ჰო­ლან­დი­ა­ში, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­ელ­ჩო­დან იქ­ნებ რამე გა­ვარ­კვიო. არ მგო­ნია, ტყუ­ი­ლი იყოს, მგო­ნია, რომ მარ­თლა მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. არ ვიცი, ის გარ­დაც­ვლი­ლი ვი­ნაა. თქვეს, რომ ეს ამ­ბა­ვი მის საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. თორ­ნი­კე ჩა­კე­ტი­ლი ბი­ჭია, არ მა­ხე­დებ­და მის საქ­მე­ებ­ში და არ ვიცი, მას­თან რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, არას­დროს შევ­ხვედ­რილ­ვარ. ჩემს შვილს ვიც­ნობ და ეს ამ­ბა­ვი ჩემ­თვის ცოტა გა­უ­გე­ბა­რია. ჯერ­ჯე­რო­ბით, ყვე­ლა ჩუ­მა­დაა და მე­უბ­ნე­ბი­ან, არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცი­აო.

ჩვე­ნი შსს-ც და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც მე­უბ­ნე­ბა, არა­ფე­რი ვი­ცი­თო. თორ­ნი­კე 28 წლი­საა და "ლი­დერ­ბეთ­ში" კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და. არ ვიცი, მაგ­რამ რო­გორც ინ­ტერ­ნეტ­ში ამო­ვი­კი­თხე, ის ბი­ჭიც პო­კერ ტურ­ნირ­ზე ყო­ფი­ლა წა­სუ­ლი. იცით, რა იყო, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჰო­ლან­დი­ა­ში პო­კერ­ტურ­ნირ­ზე ჯგუ­ფუ­რად უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ. თა­ნამ­შრომ­ლებს ერ­თად არ უმგზავ­რი­ათ, მაგ­რამ უტ­რეხ­ტში ერ­თად უნდა ჩა­სუ­ლიყ­ვნენ.

არ არის თორ­ნი­კე მოძ­ველ­ბი­ჭო და მო­ხუ­ლიგ­ნო ტიპი, ევ­რო­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის და ყა­ი­დის ადა­მი­ა­ნია. ვინ­მეს­თან კონ­ფლიქტზეც არა­ფე­რი მსმე­ნია, ამი­ტომ ვარ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი... როცა მი­თხრეს, კარ­გა ხანს აზ­რზე ვერ მოვ­დი­ო­დი, ახ­ლაც ვერ ვი­ჯე­რებ... კარ­გი გან­წყო­ბით და მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე წა­ვი­და, არა­ვის­თან არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. სამ­სა­ხუ­რი­დან კი გზავ­ნიდ­ნენ, მაგ­რამ ის და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დი­ო­და, მი­თხრა, ჰო­ლან­დი­ა­ში ერთი კვი­რა, ან 10 დღით დავ­რჩე­ბი­თო. ახლა ჩა­მო­ვალ, მა­ტა­რე­ბელ­ში ვზი­ვარ და იქ­ნებ, მეტი გა­ვარ­კვიო, ამა­ღამ­ვე და­ვი­წყებ მოქ­მე­დე­ბას“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
6

შენგელია ვინ არის?

რა 21 საუკუნე ?????
17

თორ­ნი­კე მოძ­ველ­ბი­ჭო და მო­ხუ­ლიგ­ნო ტიპი არ არის, ევ­რო­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის და ყა­ი­დის ადა­მი­ა­ნია. ვინ­მეს­თან კონ­ფლიქტზეც არა­ფე­რი მსმე­ნია. ამბობს მამა.

 რადგან ევროპული აზროვნების და ყაიდის ადამიანი იყოო ე.ი არ მოკლავდა???? , მაგრამ ევროპაში არ ხდება მკვლელობებიიი???? კარგით რაააა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ეს ამბავი რომ მითხრეს, კარგა ხანს გონზე ვერ მოვდიოდი... თორნიკე ჩაკეტილი ბიჭია, არ მახედებდა მის საქმეებში" - გოჩა მანველიძე შვილზე, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული

"ეს ამბავი რომ მითხრეს, კარგა ხანს გონზე ვერ მოვდიოდი... თორნიკე ჩაკეტილი ბიჭია, არ მახედებდა მის საქმეებში" - გოჩა მანველიძე შვილზე, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული

ნიდერლანდების პოლიცია 28 წლის თორნიკე მანველიძეს ეძებს. ქართველი ახალგაზრდა თანამემამულის მკვლელობაშია ბრალდებული. არსებული ინფორმაციით, მანველიძემ 32 წლის შოთიკო საკანდელიას ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა 19 სექტემბერს ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მოკლულ ახალგაზრდას ჭრილობა ყელის არეში დანით აქვს მიყენებული. მას დამნაშავემ პირდაპირ საძილე არტერია დაუზიანა.

თორნიკე მანველიძის ფოტოს ნიდერლანდების ცენტრალური საოლქო პროკურატურა აქვეყნებს და წერს: "თუ იცით მისი ადგილსამყოფელი ან ფლობთ სხვა რაიმე ინფორმაციას, გთხოვთ, დარეკოთ საგამოძიებო ხაზზე 0800-6070. თუ შემთხვევით გადააწყდით თორნიკე მანველიძეს, ნუ მიუახლოვდებით მას".

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მანველიძეს შენგელიასთან უთანხმოება ჯერ კიდევ საქართველოში ჰქონდა და მოკლულის ახლობლები თვლიან, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო. რა გახდა ამ შემზარავი მკვლელობის მიზეზი, ამას, ალბათ, სამართალდამცველები დაადგენენ.

AMBEBI.GE თორნიკეს მამას, მწერალ გოჩა მანველიძეს ესაუბრა:

"ბათუმში ვიყავი, იქ დამირეკეს და მაცნობეს ეს ამბავი. ორი დღის წინ თორნიკე თვითონ გავაცილე ჰოლანდიაში, მის მეგობარ გოგონასთან ერთად წავიდა. მას მერე არ დამკავშირებია, ვერც გოგონას ვუკავშირდებით. ახლა ვცდილობ ჰოლანდიაში, ნიდერლანდების საელჩოდან იქნებ რამე გავარკვიო. არ მგონია, ტყუილი იყოს, მგონია, რომ მართლა მოხდა ეს უბედურება. არ ვიცი, ის გარდაცვლილი ვინაა. თქვეს, რომ ეს ამბავი მის საქმიანობას უკავშირდება. თორნიკე ჩაკეტილი ბიჭია, არ მახედებდა მის საქმეებში და არ ვიცი, მასთან რა ურთიერთობა ჰქონდა, არასდროს შევხვედრილვარ. ჩემს შვილს ვიცნობ და ეს ამბავი ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ჯერჯერობით, ყველა ჩუმადაა და მეუბნებიან, არ გვაქვს ინფორმაციაო.

ჩვენი შსს-ც და საგარეო საქმეთა სამინისტროც მეუბნება, არაფერი ვიცითო. თორნიკე 28 წლისაა და "ლიდერბეთში" კომპანიასთან თანამშრომლობდა. არ ვიცი, მაგრამ როგორც ინტერნეტში ამოვიკითხე, ის ბიჭიც პოკერ ტურნირზე ყოფილა წასული. იცით, რა იყო, თანამშრომლები ჰოლანდიაში პოკერტურნირზე ჯგუფურად უნდა წასულიყვნენ. თანამშრომლებს ერთად არ უმგზავრიათ, მაგრამ უტრეხტში ერთად უნდა ჩასულიყვნენ.

არ არის თორნიკე მოძველბიჭო და მოხულიგნო ტიპი, ევროპული აზროვნების და ყაიდის ადამიანია. ვინმესთან კონფლიქტზეც არაფერი მსმენია, ამიტომ ვარ გაოგნებული... როცა მითხრეს, კარგა ხანს აზრზე ვერ მოვდიოდი, ახლაც ვერ ვიჯერებ... კარგი განწყობით და მშვენიერ ხასიათზე წავიდა, არავისთან არავითარი პრობლემა არ ჰქონია. სამსახურიდან კი გზავნიდნენ, მაგრამ ის დასასვენებლად მიდიოდა, მითხრა, ჰოლანდიაში ერთი კვირა, ან 10 დღით დავრჩებითო. ახლა ჩამოვალ, მატარებელში ვზივარ და იქნებ, მეტი გავარკვიო, ამაღამვე დავიწყებ მოქმედებას“.

წაიკითხეთ ასევე: