ავტორი:

ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების დაღუპვის გამო მოუბოდიშა - რა განცხადებას ავრცელებს კრემლი?

ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების დაღუპვის გამო მოუბოდიშა - რა განცხადებას ავრცელებს კრემლი?

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების დაღუპვის გამო ბოდიში მოიხადა, - ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

"ალიევმა ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ტრაგიკული დაღუპვის გამო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კრემლის ინფორმაციით, ალიევმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, დაღუპულთა ოჯახებს ფინანსური დახმარება გაუწიოს.

მათივე ცნობით, საუბარი აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით შედგა. შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რუსი სამხედროები დაიღუპნენ.