მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიკროჩიპებს უკვე ადამიანებზეც გამოცდიან - ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა კვლევის დაწყების უფლება მიიღო
მიკროჩიპებს უკვე ადამიანებზეც გამოცდიან - ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა კვლევის დაწყების უფლება მიიღო

ილონ მას­კის კომ­პა­ნია Neuralink-მა აშშ-ის ეთი­კის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის­გან მი­ი­ღო უფ­ლე­ბა, რომ მიკ­რო­ჩი­პე­ბი უკვე ადა­მი­ა­ნებ­ზე და ადა­მი­ა­ნის ტვინ­ზე გა­მოს­ცა­დონ და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა და­ი­წყონ.

კომ­პა­ნი­ამ ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­სა­იტ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც წე­რენ, რომ უკვე და­ი­წყეს მო­ხა­ლი­სე­ე­ბის შერ­ჩე­ვა. Neuralink-ი გა­ნი­ხი­ლავს ყვე­ლა ისეთ პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც ამი­ოტრო­ფუ­ლი გვერ­დი­თი სკლე­რო­ზის, ან ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის გამო მოძ­რა­ო­ბის უნა­რი შე­ზღუ­დუ­ლი აქვს.

  • პა­რა­ლი­ზე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, რომ Neuralink-ის სა­იტ­ზე რე­გის­ტრა­ცია გა­ი­ა­რონ და კვლე­ვა­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში არაა ნათ­ქვა­მი, კონ­კრე­ტუ­ლად რამ­დე­ნი პა­ცი­ენ­ტის ჩარ­თვას აპი­რე­ბენ კვლე­ვა­ში.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ტვი­ნის იმ მო­ნაკ­ვეთ­ში, რო­მე­ლიც მოძ­რა­ო­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, მიკ­რო­ჩიპს ჩას­ვა­მენ.

ჩი­პის დახ­მა­რე­ბით კი ადა­მი­ანს მოძ­რა­ო­ბის უნა­რი აღუდ­გე­ბა. კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, პირ­ველ ეტაპ­ზე ადა­მი­ა­ნებს კომ­პი­უ­ტე­რის მა­უ­სის, ან კლა­ვი­ა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცენ. კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი წელი დას­ჭირ­დე­ბა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, "ნე­უ­რა­ლინ­კის" თა­ნამ­შრომ­ლებს სურ­დათ, კვლე­ვა­ში 10 პა­ცი­ენ­ტი ჩარ­თუ­ლი­ყო, მაგ­რამ ამე­რი­კის სურ­სა­თის და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ (FDA) მათ რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა სთხო­ვა, რად­გან სა­ა­გენ­ტო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამ­და. Neuralink-ს არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია სა­ბო­ლო­ოდ რამ­დენ პა­ცი­ენტზე მის­ცა კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა FDA-მ.

ილონ მას­კის პრო­ექ­ტი ამ­ბი­ცი­უ­რია. მისი იდე­ის მი­ხედ­ვით, Neuralink-ის ჩიპი სწრა­ფი მინი ქი­რურ­გი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რით მო­თავ­სდე­ბა ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში და ის არ იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი მხო­ლოდ პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მოძ­რა­ო­ბის უნა­რის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე.

გარ­და პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბის უნა­რის დაბ­რუ­ნე­ბი­სა, მი­ზა­ნია, რომ და­ეხ­მა­როს მა­თაც, ვინც ებ­რძვის ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბას, ასე­ვე, ვი­საც აქვს აუ­ტიზ­მი, ში­ზოფ­რე­ნია, დეპ­რე­სია.

მას­კის კომ­პა­ნი­ამ მიკ­რო­ჩი­პე­ბი მა­ი­მუ­ნებ­ზე გა­მოს­ცა­და. 2016 წელს და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის თავ­და­პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი იყო, რომ ტვი­ნის ჩი­პე­ბის ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბა 2020 წელს და­წყე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ეს ვერ მო­ხერ­ხდა და 2022 წლის­თვის გა­და­ი­დო. შე­ფერ­ხე­ბა იყო 2022 წელ­საც, როცა ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ და­ი­წყო.

თუ Neuralink-ის ჩი­პე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უსაფრ­თხო გა­მო­ყე­ნე­ბის შე­მოწ­მე­ბას წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლის, ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, მათი კო­მერ­ცი­უ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის 10 წელ­ზე მეტი დრო იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

წყა­რო: reuters

ნა­ხეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა
0

ძალიან გთხოვთ როგორ უნდა მოვიძიო მეტი ინფორმაცია ან რა ღირს ან როგორ უნდა მოახერხო დაუკავშირდე ვინმეს ვინც დამაკვალიანებს🙏🙏🙏🙏მომწეროს ვინმემ ვინც იცის გთხოვთ

მეტი მასკი
8

ეგ თუ გამოვიდა, წარმოგიდგენიაათ რამდენი დავდომილი გაიხარებს. მიყვარს ილონი. დიდი გენიოსია, ამასთან, ძალიან უშუალო და უბრალო ადამიანია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

მიკროჩიპებს უკვე ადამიანებზეც გამოცდიან - ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა კვლევის დაწყების უფლება მიიღო

მიკროჩიპებს უკვე ადამიანებზეც გამოცდიან - ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა კვლევის დაწყების უფლება მიიღო

ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა აშშ-ის ეთიკის დამოუკიდებელი კომიტეტისგან მიიღო უფლება, რომ მიკროჩიპები უკვე ადამიანებზე და ადამიანის ტვინზე გამოსცადონ და შესაბამისი კვლევა დაიწყონ.

კომპანიამ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერენ, რომ უკვე დაიწყეს მოხალისეების შერჩევა. Neuralink-ი განიხილავს ყველა ისეთ პაციენტს, რომელსაც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის, ან ზურგის ტვინის დაზიანების გამო მოძრაობის უნარი შეზღუდული აქვს.

  • პარალიზებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, რომ Neuralink-ის საიტზე რეგისტრაცია გაიარონ და კვლევაში მიიღონ მონაწილეობა. კომპანიის განცხადებაში არაა ნათქვამი, კონკრეტულად რამდენი პაციენტის ჩართვას აპირებენ კვლევაში.

სპეციალისტები პარალიზებული ადამიანების ტვინის იმ მონაკვეთში, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, მიკროჩიპს ჩასვამენ.

ჩიპის დახმარებით კი ადამიანს მოძრაობის უნარი აღუდგება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია, პირველ ეტაპზე ადამიანებს კომპიუტერის მაუსის, ან კლავიატურის გამოყენების შესაძლებლობა მისცენ. კვლევის დასრულებას, სავარაუდოდ, დაახლოებით ექვსი წელი დასჭირდება.

თავდაპირველად, "ნეურალინკის" თანამშრომლებს სურდათ, კვლევაში 10 პაციენტი ჩართულიყო, მაგრამ ამერიკის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მათ რაოდენობის შემცირება სთხოვა, რადგან სააგენტო უსაფრთხოების საკითხებზე შეშფოთებას გამოთქვამდა. Neuralink-ს არ დაუსახელებია საბოლოოდ რამდენ პაციენტზე მისცა კვლევის ჩატარების უფლება FDA-მ.

ილონ მასკის პროექტი ამბიციურია. მისი იდეის მიხედვით, Neuralink-ის ჩიპი სწრაფი მინი ქირურგიული პროცედურით მოთავსდება ადამიანის სხეულში და ის არ იქნება გათვლილი მხოლოდ პარალიზებული ადამიანებისთვის მოძრაობის უნარის დაბრუნებაზე.

გარდა პარალიზებული ადამიანების მოძრაობის უნარის დაბრუნებისა, მიზანია, რომ დაეხმაროს მათაც, ვინც ებრძვის ჭარბწონიანობას, ასევე, ვისაც აქვს აუტიზმი, შიზოფრენია, დეპრესია.

მასკის კომპანიამ მიკროჩიპები მაიმუნებზე გამოსცადა. 2016 წელს დაარსებული კომპანიის თავდაპირველი მიზანი იყო, რომ ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოყენება 2020 წელს დაწყებულიყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და 2022 წლისთვის გადაიდო. შეფერხება იყო 2022 წელსაც, როცა ცხოველთა უფლებების დარღვევის გამო კომპანიის საქმიანობის შესწავლა საგამოძიებო უწყებამ დაიწყო.

თუ Neuralink-ის ჩიპები ადამიანებისთვის უსაფრთხო გამოყენების შემოწმებას წარმატებით გაივლის, ექსპერტების თქმით, მათი კომერციული გამოყენებისთვის 10 წელზე მეტი დრო იქნება საჭირო.

წყარო: reuters

ნახეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა