საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველდღე მადლობას გიხდი იმ ბედნიერებისთვის, რაც მაჩუქე, ჩვენი შვილისთვის..." - დიანა ღურწკაიას პოსტი, რომელიც გარდაცვლილ ქმარს ეძღვნება
"ყოველდღე მადლობას გიხდი იმ ბედნიერებისთვის, რაც მაჩუქე, ჩვენი შვილისთვის..." - დიანა ღურწკაიას პოსტი, რომელიც გარდაცვლილ ქმარს ეძღვნება

ოთხი თვის წინ რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ მომ­ღე­რალს დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას ქმა­რი გარ­და­ეც­ვა­ლა. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 47 წლის პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კო მივ­ლი­ნე­ბი­დან ბრუნ­დე­ბო­და, რო­დე­საც თვითმფრი­ნავ­ში ცუ­დად გახ­და და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მომ­ღე­რა­ლი რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი გა­წყვი­ტა.

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ღურწკა­ი­ას პი­რა­დი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მძი­მე დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. მხო­ლოდ ოთხი თვის შემ­დეგ იპო­ვა დი­ა­ნამ ძალა, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად.

ქორ­წი­ნე­ბი­დან 18 წლის თავ­ზე, "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო შავ-თეთ­რი, სა­არ­ქი­ვო ფო­ტო­ე­ბით, რო­მე­ლიც ასა­ხავს წყვი­ლის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა მო­მენ­ტებს.

"18 წლის წინ ჩვენ ერ­თმა­ნეთს ღმერ­თის წი­ნა­შე ვუ­თხა­რით, დიახ. ეს სი­ტყვა აგ­რძე­ლებს ჟღე­რა­დო­ბას, უძ­ლებს დროს, სივ­რცეს, დუ­მილს და ტკი­ვილს. უკვე ოთხი თვეა, რაც აქ არ ხარ. ძნე­ლია ამის მი­ღე­ბა, ძნე­ლია ცხოვ­რე­ბა.

არა­სო­დეს მი­ვი­ღებ და და­ვი­ჯე­რებ, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დი­ლის შეკ­რე­ბე­ბი აღარ იქ­ნე­ბა, არც მო­უ­ლოდ­ნე­ლი თა­ი­გუ­ლი სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ.

ყო­ველ­დღე მად­ლო­ბას გიხ­დი იმ ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის, რაც მა­ჩუ­ქე, ჩვე­ნი შვი­ლის­თვის... ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბი. ყო­ველ­თვის. და ზუს­ტად ვიცი, რომ სა­დღაც ღრმად, ამ სი­ჩუ­მე­ში ისევ ის­მის შენი ხმა“, - წერს ღურწკა­ია.

მომ­ღერ­ლის ძმის თქმით, ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ პირ­ველ თვე­ებ­ში ის ბევ­რს ტი­რო­და და დეპ­რე­სი­ა­ში იყო, უარს ამ­ბობ­და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

მისი თქმით, თა­ვი­დან ის თით­ქმის ყო­ველ­დღე მი­დი­ო­და სა­საფ­ლა­ო­ზე. ამ პე­რი­ოდ­ში ქალს მხარს უჭერ­დნენ მისი ვაჟი კოს­ტია, დე­დამ­თი­ლი და ახ­ლობ­ლე­ბი. პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კოს დედა თით­ქმის ყო­ველ მე­ო­რე დღეს მი­დი­ო­და მის სა­ნა­ხა­ვად. ხან­გრძლი­ვი სა­უბ­რე­ბის დროს ქა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ანუ­გე­შებ­დნენ და ერ­თად ტი­როდ­ნენ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lida
0

Nateli mis suls😢❤

ლევანი
15

ეს OOO კა არა 000 ნოლებია

ავტორი:

"ყოველდღე მადლობას გიხდი იმ ბედნიერებისთვის, რაც მაჩუქე, ჩვენი შვილისთვის..." - დიანა ღურწკაიას პოსტი, რომელიც გარდაცვლილ ქმარს ეძღვნება

"ყოველდღე მადლობას გიხდი იმ ბედნიერებისთვის, რაც მაჩუქე, ჩვენი შვილისთვის..." - დიანა ღურწკაიას პოსტი, რომელიც გარდაცვლილ ქმარს ეძღვნება

ოთხი თვის წინ რუსეთში მცხოვრებ მომღერალს დიანა ღურწკაიას ქმარი გარდაეცვალა. რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილე, 47 წლის პიოტრ კუჩერენკო მივლინებიდან ბრუნდებოდა, როდესაც თვითმფრინავში ცუდად გახდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მომღერალი რთულ მდგომარეობაში იყო და თაყვანისმცემლებთან კონტაქტი გაწყვიტა.

დიდი ხნის განმავლობაში ღურწკაიას პირადი ტრაგედიის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ახლობლები ამბობდნენ, რომ მეუღლის გარდაცვალებამ მძიმე დარტყმა მიაყენა. მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ იპოვა დიანამ ძალა, თაყვანისმცემლებთან დასაკავშირებლად.

ქორწინებიდან 18 წლის თავზე, "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო შავ-თეთრი, საარქივო ფოტოებით, რომელიც ასახავს წყვილის ოჯახური ცხოვრების სხვადასხვა მომენტებს.

"18 წლის წინ ჩვენ ერთმანეთს ღმერთის წინაშე ვუთხარით, დიახ. ეს სიტყვა აგრძელებს ჟღერადობას, უძლებს დროს, სივრცეს, დუმილს და ტკივილს. უკვე ოთხი თვეა, რაც აქ არ ხარ. ძნელია ამის მიღება, ძნელია ცხოვრება.

არასოდეს მივიღებ და დავიჯერებ, რომ სამზარეულოში დილის შეკრებები აღარ იქნება, არც მოულოდნელი თაიგული სრულიად უმიზეზოდ.

ყოველდღე მადლობას გიხდი იმ ბედნიერებისთვის, რაც მაჩუქე, ჩვენი შვილისთვის... ყოველთვის მეყვარები. ყოველთვის. და ზუსტად ვიცი, რომ სადღაც ღრმად, ამ სიჩუმეში ისევ ისმის შენი ხმა“, - წერს ღურწკაია.

მომღერლის ძმის თქმით, ტრაგედიის შემდეგ პირველ თვეებში ის ბევრს ტიროდა და დეპრესიაში იყო, უარს ამბობდა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე.

მისი თქმით, თავიდან ის თითქმის ყოველდღე მიდიოდა სასაფლაოზე. ამ პერიოდში ქალს მხარს უჭერდნენ მისი ვაჟი კოსტია, დედამთილი და ახლობლები. პიოტრ კუჩერენკოს დედა თითქმის ყოველ მეორე დღეს მიდიოდა მის სანახავად. ხანგრძლივი საუბრების დროს ქალები ერთმანეთს ანუგეშებდნენ და ერთად ტიროდნენ.

წაიკითხეთ ასევე: